საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები

ქარელში გათავისუფლებული სპეციალისტი ბრძოლას "ნაციონალების" სასარგებლოდ აგრძელებს

ქარელში გათავისუფლებული სპეციალისტი ბრძოლას "ნაციონალების" სასარგებლოდ აგრძელებს

ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის მეურნეობის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ნანული ბუზიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან განცხადება 2013 წლის 3 იანვარს გაუგზავნა გამგეობას. ამბობს, რომ განცხადება ზეწოლით დაწერა. ბუზიაშვილის გათავისუფლებას შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვიც პოლიტიკურს უწოდებს.

ნანული ბუზიაშვილი აცხადებს, რომ ის კოალიცია ,,ქართული ოცნების" მთავრობაზე ნაწყენია და მომავალ არჩევნებზე ბრძოლას "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ აპირებს.

"1966 წლიდან სხვადასხვა თანამდებობებზე მიმუშავია. არც ერთ მთავრობას არ უთქვამს ჩემთვის, რომ მე წინა მთავრობაში ვმუშაობდი და ამის გამო უნდა გამათავისუფლონ. ყველა არჩევნებზე მონაწილეობა მაქვს მიღებული. პირველი ოქტომბრის არჩევნებზე მე კომისიის წევრებს განვუცხადე, რომ დავემშვიდობებოდი, მაგრამ ახლა ჩემი სიტყვა უკან მიმაქვს და მომდევნო არჩევნებზე აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას, ნაციონალების სასარგებლოდ", - აცხადებს ნანული ბუზიაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა