პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოს
ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოს

მე ბევ­რი მი­ფიქ­რია იმის შე­სა­ხებ, რა ნაკ­ლი მაქვს. სამ­წუ­ხა­როდ, მე არ მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

პატ­რი­არ­ქმა ვრცლად ისა­უბ­რა წმინ­და მეფე და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ღვაწლ­ზე. უწ­მინ­დეს­მა ბრძა­ნა, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მფარ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სი, ღვთის გან­გე­ბით მას და­ედ­გა გვირ­გვი­ნი და ჩა­ი­ბა­რა დარ­ღვე­უ­ლი ქვე­ყა­ნა. პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი იყო ის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­მაც მო­იწ­ვია რუის-ურ­ბნი­სის კრე­ბა და მოხ­და ერი­სა და ეკ­ლე­სი­ის სუ­ლი­ე­რი გან­წმენ­და.

პატ­რი­არ­ქმა ისა­უბ­რა წმინ­და მე­ფის სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე, წიგ­ნი­ე­რე­ბა­ზე და ბრძა­ნა, რომ მან და­ა­არ­სა გე­ლა­თის აკა­დე­მია და ყო­ვე­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი მისი მსგავ­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

უწ­მინ­დეს­მა ასე­ვე ისა­უბ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ შემ­თხვე­ვი­თი არ არის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი წმინ­და და­ვით მე­ფის ხსე­ნე­ბის დღეს და­არ­სდა. მან დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორს, სტუ­დენ­ტებს, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს და იქ მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა ადა­მი­ანს.

"მე ბევ­რი მი­ფიქ­რია იმის შე­სა­ხებ, რა ნაკ­ლი მაქვს. მე არ მაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სამ­წუ­ხა­როდ. ამ­დე­ნად დი­დია ჩემ­თვის ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა. დღე­საც კი და­ვი­წყებ­დი სწავ­ლას ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, რომ შე­იძ­ლე­ბო­დეს. აქ მოღ­ვა­წე­ობ­დნენ დიდი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც დიდი ტან­ჯვა გა­ი­ა­რა", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა ქა­და­გე­ბი­სას.

პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, რომ 8 თე­ბერ­ვალს ასე­ვე და­არ­სდა პატ­რი­არ­ქის ფონ­დი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს. ამ ფონ­დის სახ­სრე­ბით ბეჭ­და­ვენ წიგ­ნებს და ბევ­რი კარ­გი რამ კეთ­დე­ბა.

უწ­მინ­დეს­მა მო­უ­წო­და მრევლს, მი­აქ­ცი­ონ ამ ფონდს ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან მის­თვის გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა.

ასე­ვე, პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს სა­სუ­ლი­ე­რო აკა­დე­მი­ა­ში, თე­ო­ლო­გი­ა­ში სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭო და­არ­სდა, რო­მე­ლიც მა­ძი­ებ­ლებს დოქ­ტო­რის ხა­რისხს მი­ა­ნი­ჭებს.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მი­ნის­ტრებ­სა და მთელ ქარ­თველ ხალ­ხს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა, შეს­თხო­ვა უფალს "წმინ­და და­ვით მე­ფის ლოც­ვით ღმერ­თმა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო".

"ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თოთ იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­ვი­დეს სამ­შვი­დო­ბოს", - ბრძა­ნა ქა­და­გე­ბის ბო­ლოს უწ­მინ­დეს­მა.

ქა­და­გე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ტა­ძარ­ში ჯვრე­ბით, ხა­ტე­ბით ლი­ტა­ნი­ო­ბა და­ი­წყო. ლი­ტა­ნი­ას წინ თა­ვად უწ­მინ­დე­სი მი­უ­ძღვე­ბო­და. მას­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ტა­ძარ­ში მყო­ფი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ალა­სა­ნია, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი და­ვით კირ­ვა­ლი­ძე, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით სერ­გე­ენ­კო, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი და მთავ­რო­ბის სხვა წევ­რე­ბი. ასე­ვე, ტა­ძარ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ჯა­რის­კა­ცე­ბი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოს

ილია მეორე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოს

მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, რა ნაკლი მაქვს. სამწუხაროდ, მე არ მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ვრცლად ისაუბრა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ღვაწლზე. უწმინდესმა ბრძანა, რომ დავით აღმაშენებელი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი, ღვთის განგებით მას დაედგა გვირგვინი და ჩაიბარა დარღვეული ქვეყანა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დავით აღმაშენებელი იყო ის პიროვნება, რომელმაც მოიწვია რუის-ურბნისის კრება და მოხდა ერისა და ეკლესიის სულიერი განწმენდა.

პატრიარქმა ისაუბრა წმინდა მეფის სულიერებაზე, წიგნიერებაზე და ბრძანა, რომ მან დააარსა გელათის აკადემია და ყოველი უმაღლესი სასწავლებელი მისი მსგავსი უნდა ყოფილიყო.

უწმინდესმა ასევე ისაუბრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე და აღნიშნა, რომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში პირველი უნივერსიტეტი წმინდა დავით მეფის ხსენების დღეს დაარსდა. მან დღევანდელი დღე მიულოცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და იქ მომუშავე ყველა ადამიანს.

"მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, რა ნაკლი მაქვს. მე არ მაქვს დამთავრებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამწუხაროდ. ამდენად დიდია ჩემთვის ამ უნივერსიტეტის მნიშვნელობა. დღესაც კი დავიწყებდი სწავლას ამ უნივერსიტეტში, რომ შეიძლებოდეს. აქ მოღვაწეობდნენ დიდი პროფესორ-მასწავლებლები, ივანე ჯავახიშვილი, რომელმაც დიდი ტანჯვა გაიარა", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.

პატრიარქმა ბრძანა, რომ 8 თებერვალს ასევე დაარსდა პატრიარქის ფონდი, რომელიც ეხმარება გაჭირვებულებს. ამ ფონდის სახსრებით ბეჭდავენ წიგნებს და ბევრი კარგი რამ კეთდება.

უწმინდესმა მოუწოდა მრევლს, მიაქციონ ამ ფონდს ყურადღება, რადგან მისთვის გაღებული თანხა ხალხის დახმარება იქნება.

ასევე, პატრიარქმა აღნიშნა, რომ დღეს სასულიერო აკადემიაში, თეოლოგიაში სადისერტაციო საბჭო დაარსდა, რომელიც მაძიებლებს დოქტორის ხარისხს მიანიჭებს.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებსა და მთელ ქართველ ხალხს დღევანდელი დღე მიულოცა, შესთხოვა უფალს "წმინდა დავით მეფის ლოცვით ღმერთმა გააერთიანოს საქართველო".

"ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გავიდეს სამშვიდობოს", - ბრძანა ქადაგების ბოლოს უწმინდესმა.

ქადაგების დასრულების შემდეგ ტაძარში ჯვრებით, ხატებით ლიტანიობა დაიწყო. ლიტანიას წინ თავად უწმინდესი მიუძღვებოდა. მასში ასევე მონაწილეობდნენ ტაძარში მყოფი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი და მთავრობის სხვა წევრები. ასევე, ტაძარში იმყოფებოდნენ ჯარისკაცები.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"