პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერიაში დასაქმებული "ფეშენმომღერალთა" სკანდალური სია და განტევების ვაცადქცეული თეატრალური კვარტეტი
მერიაში დასაქმებული "ფეშენმომღერალთა" სკანდალური სია და განტევების ვაცადქცეული თეატრალური კვარტეტი

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა "თბილ­სერ­ვისჯ­გუფ­ში" ფიქ­ტი­უ­რად და­საქ­მე­ბუ­ლებს შო­რის "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" წევ­რე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, ხოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მიერ აღე­ბულ­მა ხელ­ფას­მა 70 ათა­სი ლარი შე­ად­გი­ნა.

ბი­ჭებ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ ფაქ­ტის გამო სა­ჯა­როდ მო­უ­ბო­დი­შეს და სთხო­ვეს, გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ "მათი გულ­წრფე­ლი პო­ზი­ცია", რად­გან არას­დროს ყო­ფი­ლან გა­წევ­რი­ა­ნე­ბულ­ნი არც ერთ პარ­ტი­ა­ში... მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა, რომ მომ­ღერ­ლებს რე­კო­მენ­და­ცია თა­ვად გა­უ­წია და ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ ერთ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და : "მა­შინ იყო პე­რი­ო­დი, როცა ისი­ნი იწყებ­დნენ ას­პა­რეზ­ზე გა­მოს­ვლას, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ, ელე­მენ­ტა­რუ­ლად ჰქონ­დათ პრობ­ლე­მა, რომ ეარ­სე­ბათ და გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ თა­ვი­ან­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მელ­მაც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლოს ბევრ მო­ქა­ლა­ქეს მი­ა­ნი­ჭა სი­ა­მოვ­ნე­ბა. მე, პი­რა­დად გა­ვუ­წიე რე­კო­მენ­და­ცია, რომ ისი­ნი და­საქ­მე­ბუ­ლიყ­ვნენ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში, "თბილ­სერ­ვისჯ­გუფ­ში". შევ­თა­ვა­ზე, მათ­თვის ხელ­საყ­რელ დროს ემუ­შა­ვათ და დავ­პირ­დით, მუ­შა­ო­ბა­ში შე­ვუ­წყობ­დით ხელს. მა­შინ ის პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც აქ­ტი­უ­რად უნდა გაგ­ვე­წია პრო­პა­გან­და ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვე­ბის საქ­მის­თვის, მა­შინ იხუ­რე­ბო­და ბუნ­კე­რე­ბი, ეწყო­ბო­და და­სუფ­თა­ვე­ბის აქ­ცი­ე­ბი. ისი­ნი სწო­რედ ამ აქ­ცი­ებ­ში იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და იღებ­დნენ შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას", - ასე­თი გახ­ლდათ ახვლე­დი­ა­ნის კო­მენ­ტა­რი, რო­მელ­მაც დას­ძი­ნა, რომ ამ ამ ან­სამ­ბლის ჩა­რე­ვა ბინ­ძურ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში და­ნა­შა­უ­ლია. ვე­რა­ფერს იტყვი, თუმ­ცა ბა­ტონ­მა მა­მუ­კა ახვლე­დი­ან­მა უნდა იცო­დეს, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა თა­ვად, როცა ისი­ნი ამ სამ­სა­ხურ­ში ფიქ­ტი­უ­რად გა­ა­ფორ­მა და ასე­ვე ჩა­ი­დი­ნეს ამ ბი­ჭებ­მაც, რომ­ლე­ბიც ალ­პი­ნისტ-დამ­ლა­გებ­ლე­ბად თუ რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ მუ­შა­კე­ბად გა­ფორ­მე­ბას და­თან­ხმდნენ. თუ ან­სამ­ბლს დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ხოლო და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, ამის­თვის არ­სე­ბობს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფორ­მა და პი­ა­რის სამ­სა­ხუ­რი... კა­ნო­ნი ყვე­ლას­თვის ერ­თია. და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი სა­ხე­ზეა თა­ვი­სი "აღა­ი­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბი­თა" და ბო­დი­შით, მაგ­რამ რა ვუ­ყოთ იმ 70 ათას ლარს, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლებს თბი­ლი­სე­ლე­ბის ჯი­ბი­დან გა­და­უ­ხა­დეს, თა­ნაც გა­და­უ­ხა­დეს დენ­ზე მიბ­მუ­ლი ნაგ­ვის ტა­რი­ფი­დან ბუნ­კე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის მიზ­ნით... ჰოდა, თუ ასეა, დამ­ნა­შა­ვე უნდა და­ი­სა­ჯოს, გა­სა­მარ­თლდეს და სა­სა­მარ­თლოს გა­და­სა­წყვე­ტია, "შე­უმ­სუ­ბუქ­დე­ბათ" თუ არა და­ნა­შა­უ­ლი "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" ალ­პი­ნისტ-დამ­ლა­გებ­ლებს!

თუმ­ცა, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­ი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და კა­ნონ­დარ­ღვე­ვის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სას­ჯე­ლი მი­ი­ღოს ყვე­ლამ... ვი­თომ რით არი­ან სხვა, უცხო­ელ ვარ­სკვლა­ვებ­ზე პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლე­ბი? რით იყო მელ გიბ­სო­ნი აქა­უ­რი ფე­ი­სებ­ზე ნაკ­ლე­ბი, სა­სა­მარ­თლომ, ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო­ბის­თვის, გვა­ტე­მა­ლას ბავ­შვთა ჰოს­პი­ტალ­ში სა­მუ­შა­ოდ რომ გა­უშ­ვა? ან ლინდსი ლო­ჰა­ნი, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მორ­გის თა­ნამ­შრომ­ლად იმუ­შა­ვა? ან ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, რო­მე­ლიც ცო­ცხით ხელ­ში არა­ერ­თმა კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა? მგო­ნი, არც არაფ­რით. ჰოდა, ბა­ტო­ნო, თუ აღე­ბუ­ლი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბას არა­ვინ სთხოვს და არც შე­უძ­ლი­ათ, მო­უ­წევთ ალ­პი­ნის­ტის თუ არა მე­ე­ზო­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა. და ეს უნდა მოხ­დეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, დას­რულ­დეს შერ­ჩე­ვით სა­მარ­თალ­ზე სა­უ­ბა­რი. თუმ­ცა რო­გორც კი გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სქე­მა­ში "თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის" მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­სა­ხებ, მა­შინ­ვე გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ეს ან­სამ­ბლი ერ­თა­დერ­თი ბედ­ნი­ე­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი ვერ იქ­ნე­ბო­და და, უბ­რა­ლოდ, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, "გან­ტე­ვე­ბის ვაცი" მო­ძებ­ნეს სხვე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად.

"ვერ­სი­ის" კომ­პე­ტენ­ტუ­რი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნო­მერ მე­ო­რე და­საქ­მე­ბუ­ლი გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე გახ­ლავთ, ოღონდ არა დამ­ლა­გე­ბელ-ალ­პი­ნის­ტად, არა­მედ მძღო­ლად - არც მეტი, არ ნაკ­ლე­ბი, სა­მი­ა­თას­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სით. აი, გა­ქა­ნე­ბაც ამას ჰქვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში მძღო­ლად მუ­შა­ო­ბამ­დე და ამ­ხე­ლა ანა­ზღა­უ­რე­ბა გქონ­დეს, მი­ნუ­მუმ შუ­მა­ხე­რი უნდა იყო. თუმ­ცა, რა გა­საკ­ვი­რია, "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას" ეძ­ვირ­ფა­სე­ბო­დეს იმ გენშტა­ბის უფ­რო­სის და, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ცხრა­ჯერ და­ნიშ­ნა, მერე წუ­ლუ­კი­ან­მა ამ­დე­ნი­ვე­ჯერ და­ი­ჭი­რა და სკან­და­ლი აგერ უკვე მე­ო­თხე თვეა გრძელ­დე­ბა... წყა­რომ ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რომ ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­სა თუ მსა­ხი­ო­ბე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია სწო­რედ ასეთ პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჰყავ­და ექსხე­ლი­სუფ­ლე­ბას, სი­ა­ში კი გახ­ლდნენ კა­ხა­ბერ ცის­კა­რი­ძე, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი, დათო გო­მარ­თე­ლი, ლელა წურ­წუ­მია, მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლი... ეს იმ ადა­მი­ან­თა არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც სამ­თავ­რო­ბო ღო­ნი­ძი­ე­ბებ­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ხოლო ისი­ნი, ვი­საც მხა­რედ წარ­მო­ჩე­ნა და პრე­ზი­დენ­ტის გუნ­დრუ­კისმკმევ­ლის როლ­ში ყოფ­ნა არ უნ­დო­და, ე.წ. შავ სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს, მერე ჩა­რე­ცხეს და სა­ბო­ლო­ოდ, ქარ­თუ­ლი "ელი­ტა", მხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მისი გუნ­დის­თვის მი­სა­ღე­ბი ფე­ი­სე­ბით და­კომ­პლექტდა.

"ვერ­სი­ის" წყა­რო ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში კო­რუფ­ცი­უ­ლი სქე­მა აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებ­და, ყვე­ლა­ფერს კი მე­რის მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი ლელა კი­ლა­ძე აკონ­ტრო­ლებ­და.

"კი­ლა­ძის გა­რე­შე ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ბუ­ზიც არ ჭა­ჭა­ნებ­და. ის კუ­რი­რებ­და ყვე­ლა­ფერს. ვინც არ მოს­წონ­დათ, ყვე­ლა შავ სი­ა­ში შე­ი­ტა­ნეს, ამ ადა­მი­ა­ნებს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე არ აჭა­ჭა­ნებ­დნენ, ზოგი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი­ყო, რათა შე­მო­სავ­ლის წყა­რო ჰქო­ნო­და", - ასე­თია წყა­როს კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც კარ­გად თუ დავ­ფიქ­რდე­ბით, რე­ა­ლო­ბის­გან არც ისე შორ­საა. ბოლო წლებ­ში მხო­ლოდ ერთი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბი ჩან­დნენ, ვი­ღა­ცე­ე­ბი მარ­თლა გაქ­რნენ, ზოგი კი წა­ვი­და, მაგ­რამ აქ ჩნდე­ბა კი­თხვა - რა იყო კი­ლა­ძის ინ­ტე­რე­სი და რა­ტომ უნდა გას­ჩე­ნო­და მას სურ­ვი­ლი, ხელ­ში ჩა­ეგ­დო ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად, არას­დროს არ­სე­ბუ­ლა? - ამ კი­თხვა­ზე წყა­როს მარ­ტი­ვი პა­სუ­ხი აქვს - ფული, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­დან შე­მო­ე­დი­ნე­ბო­და.

"კა­ხუ­ჩე­ლა­სა და სტე­ფა­ნეს ჰქონ­დათ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა დი­რექ­ტო­რე­ბი ჰყავ­დათ. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი ფული სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ებ­ში მო­ბი­ლიზ­დე­ბო­და და მათი სა­შუ­ლა­ე­ბით თეთრდე­ბო­და. ასე იგებ­დნენ ყვე­ლა ტენ­დერს. მით უმე­ტეს, მას შემ­დეგ, რაც სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რედ კი­ლა­ძის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, ლალი კოზ­მა­ვა და­ი­ნიშ­ნა. ისი­ნი და­ქა­ლე­ბი არი­ან და კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­საც ერ­თად ად­გენ­დნენ. მათ გა­რე­შე არც ერთი ღო­ნის­ძი­ე­ბა არ ტარ­დე­ბო­და, ყვე­ლაფ­რის წილ­ში იყ­ვნენ და დიდი ფუ­ლიც ტყდე­ბო­და".

ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კახა ცის­კა­რი­ძეს თა­ვი­სი სი­მარ­თლე და პო­ზი­ცია გა­აჩ­ნია: "ეს ყვე­ლა­ფე­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რი სიც­რუ­ეა. ვინც ამ­ბობს ამას, მო­ვი­დეს და პირ­და­პირ და­მე­ლა­პა­რა­კოს. კი, ბა­ტო­ნო, ჩვენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მიგ­ვი­ღია ტენ­დერებ­ში და მახ­სოვს, მხო­ლოდ ერთი მო­ვი­გეთ. ასე რომ, ყვე­ლა პრო­ექ­ტში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ჩვენ ნამ­დვი­ლად არ ვყო­ფილ­ვართ. კონ­კუ­რენ­ტი მხო­ლოდ ერთი კომ­პა­ნია გვყავ­და. მან ვერ წარ­მო­ად­გი­ნა სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ტენ­დე­რის პი­რო­ბე­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ მე­რი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი ჰქონ­და. ჩვენ ისი­ნი და­ვაკ­მა­ყო­ფი­ლეთ და ამი­ტომ გა­ვი­მარ­ჯვეთ. სულ ეს იყო, და ყვე­ლა ეს ბრალ­დე­ბა აბ­სურ­დია. რაც შე­ე­ხე­ბა "თე­ატ­რა­ლურ კვარ­ტეტ­სა " და მე­რი­ა­ში და­საქ­მე­ბულ ცნო­ბილ სა­ხე­ებს, ამა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი".

ხომ ვთქვი, ყვე­ლას თა­ვი­სი სი­მარ­თლე აქვს-მეთ­ქი, თუმ­ცა თა­ვის დრო­ზე, თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი "ვერ­სი­ას­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, - კა­ხუ­ჩე­ლამ მი­თხრა, ამი­ე­რი­დან, სა­დაც მე მო­მინ­დე­ბა იქ იმ­ღე­რე­ბო, რა­ზეც ცის­კა­რი­ძე პა­სუ­ხობს: "მსგავ­სი არა­ფე­რი მახ­სოვს, თუმ­ცა ერთი რა­მის თქმა და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია - მე ერთ-ერთი მათ­გა­ნი ვი­ყა­ვი, ვინც თა­თა­რაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნას ხელი მო­ა­წე­რა და ამი­ტომ, სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ სა­უბ­რობს ასე? დიახ, სწო­რედ ჩვენ შე­ვი­ტა­ნეთ გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი ცი­ხი­დან მის გა­მოს­ვლა­ში. ერთი ადა­მი­ა­ნი­სა კი გან­სა­კუთ­რე­ბით მად­ლი­ე­რი უნდა იყოს, ეს გახ­ლავთ ლელა წურ­წუ­მია, რო­მელ­საც ასე­ვე ცუდ კონ­ტექ­სტში მო­იხ­სე­ნი­ებს ხოლ­მე და არ მეს­მის, რა­ტომ . რაც შე­ე­ხე­ბა იმას, ვბლო­კავთ თუ არა ჩვენ ვი­ღა­ცებს, გე­ტყვით, რომ მე და სტე­ფა­ნე ვართ პრო­დუ­სე­რე­ბი, ამი­ტომ ჩვენ ვწყვეტთ, რო­მე­ლი მომ­ღე­რა­ლი მო­ვიწ­ვი­ოთ ჩვენს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, მე არ მი­ვუწ­ვე­ვი­ვარ ვი­ღა­ცას, მაგ­რამ მგო­ნი, ეს სა­წყე­ნი არ არის" .

შე­საძ­ლოა, ეს სა­წყე­ნი მარ­თლაც არ არის, გე­მოვ­ნე­ბა­ზე ხომ არ და­ვო­ბენ, მაგ­რამ რთუ­ლია, გულ­გრი­ლად მი­ი­ღო ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორ ფი­ნანსდე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან დევ­ნი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბი­დან ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი­სა და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის "ტუსოვ­კე­ბი". "ვერ­სი­ის" წყა­რო კი აქ­ცენტს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კომ­პა­ნი­ა­ზე აკე­თებს, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტის ფონ­დი­დან კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად თუ პი­არ­კამ­პა­ნი­ის­თვის მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი გა­მო­ი­ყო:

"დიახ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის 40 მი­ლი­ო­ნი გა­მოყ­ვეს. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რაში სჭირ­დე­ბო­დათ ამ­ხე­ლა თან­ხა მა­შინ, როცა დუეტ "ჯორ­ჯი­ას", რო­დე­საც მათ კონ­ცერ­ტში 10 000 ლარი მო­ი­თხო­ვეს, უთხრეს, რომ ამ­ხე­ლა თან­ხას ვერ გა­და­იხ­დიდ­ნენ, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცია ისე და­ი­ძა­ბა, ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძეც კი ჩა­ე­რია, კი­ლა­ძის­თვის "პად­დეჟ­კა" რომ მი­ე­ცა. მეტ­საც გე­ტყვით, რო­დე­საც რა­ტიმ და მა­კამ ფეს­ტი­ვალ "ახალ ტალ­ღა­ში" გა­ი­მარ­ჯვეს და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ისი­ნი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე, იურ­მა­ლა­ში მი­იწ­ვი­ეს, ლელა კი­ლა­ძემ, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, უბ­რძა­ნა, ფე­ხის გა­დად­გმა არ გა­ბე­დოთ, თო­რემ არ გა­გა­ხა­რებ­თო"...

"ვერ­სი­ამ" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა დუეტ "ჯორ­ჯი­ას­თან" სცა­და, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა.

"კი.. მა­შინ რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბა მარ­თლაც მოხ­და, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ფი­ნან­სუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ ყო­ფი­ლა... პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ ვართ მომ­ღერ­ლე­ბი და ჩვე­ნი საქ­მე პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა ნამ­დვი­ლად არაა. იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" მხა­რე ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გახ­დე­ბო­და, ეს იყო უმ­თავ­რე­სი, თუმ­ცა ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხიც ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი იყო... რაც შე­ე­ხე­ბა "ახალ ტალ­ღას", ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, კო­მენ­ტა­რის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ალ­ბათ, ასე სჯობს..."

ასე­თი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა რატი დურ­გლიშ­ვი­ლი, კინ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო კი "ვერ­სი­ას­თან" სქე­მას ბო­ლომ­დე შიფ­რავს:

"მე­რია-კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო-პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია, ყვე­ლა რგო­ლი იყო ამ ჭა­ობ­ში ჩაფ­ლუ­ლი, სხვებს კა­პი­კებს უთ­ვლიდ­ნენ, თვი­თონ კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თავ­ზე იმ­ხობ­დნენ ღა­მის კლუ­ბებს, ათასებს ხარ­ჯავ­დნენ. ყვე­ლა ტენ­დე­რი მათ ხელთ იყო, გარე გა­ნა­თე­ბა, სა­ა­ხალ­წლო ნა­თუ­რე­ბი, "ქეთო და კოტე", "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი"... უზარ­მა­ზა­რი თან­ხა ტყდე­ბო­და ამ ყვე­ლაფ­რი­დან. კორ­ტე­სი რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნეს და კონ­ტრაქ­ტში პირ­და­პირ ჩა­უ­წე­რეს, კლიპ­ში აუ­ცი­ლებ­ლად სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან უნდა იცეკ­ვოო, იცით, რამ­დე­ნი გა­და­ი­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ამ ახი­რე­ბა­ში? ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი. და და­ა­ნე­ბონ ამ "თე­ატ­რა­ლურ კვარ­ტეტს" თავი, თურ­მე ხელ­ფასს უხ­დიდ­ნენ ამ ბი­ჭებს... ერთი, ვინ­მემ დათ­ვა­ლოს, ნი­ჟა­რა­ძის კლი­პე­ბი, კა­ბე­ბი და სე­ირ­ნო­ბე­ბი რამ­დე­ნი ჯდე­ბო­და !!!"

ვე­რა­ფერს იტყვი, ციფ­რე­ბი შთამ­ბეჭ­და­ვია და ინ­ფორ­მა­ცი­აც. თუმ­ცა მა­სა­ლის ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ნახ­სე­ნებ პირ­თან ფაქ­ტე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა და თუ ვინ­მეს კონ­ტრარ­გუ­მენ­ტე­ბი გა­აჩ­ნია, ჩა­ი­ღი­ღი­ნოს, ჩვენ კი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვის­მენთ თუნ­დაც "ქურ­თი მე­ე­ზო­ვის სიმ­ღე­რას", რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით, არა­ვინ იცის, რამ­დე­ნი დაგ­ვიჯ­და!

თა­მარ ლომ­სა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

მერიაში დასაქმებული "ფეშენმომღერალთა" სკანდალური სია და განტევების ვაცადქცეული თეატრალური კვარტეტი

მერიაში დასაქმებული "ფეშენმომღერალთა" სკანდალური სია და განტევების ვაცადქცეული თეატრალური კვარტეტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "თბილსერვისჯგუფში" ფიქტიურად დასაქმებულებს შორის "თეატრალური კვარტეტის" წევრები აღმოაჩინა, ხოლო ორი წლის განმავლობაში მათ მიერ აღებულმა ხელფასმა 70 ათასი ლარი შეადგინა.

ბიჭებმა საზოგადოებას ამ ფაქტის გამო საჯაროდ მოუბოდიშეს და სთხოვეს, გაეზიარებინათ "მათი გულწრფელი პოზიცია", რადგან არასდროს ყოფილან გაწევრიანებულნი არც ერთ პარტიაში... მამუკა ახვლედიანმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომღერლებს რეკომენდაცია თავად გაუწია და ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა : "მაშინ იყო პერიოდი, როცა ისინი იწყებდნენ ასპარეზზე გამოსვლას, მატერიალური პრობლემები ჰქონდათ, ელემენტარულად ჰქონდათ პრობლემა, რომ ეარსებათ და გაეგრძელებინათ თავიანთი შემოქმედებითი საქმიანობა, რომელმაც, დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრ მოქალაქეს მიანიჭა სიამოვნება. მე, პირადად გავუწიე რეკომენდაცია, რომ ისინი დასაქმებულიყვნენ დასუფთავების სამსახურში, "თბილსერვისჯგუფში". შევთავაზე, მათთვის ხელსაყრელ დროს ემუშავათ და დავპირდით, მუშაობაში შევუწყობდით ხელს. მაშინ ის პერიოდი იყო, როდესაც აქტიურად უნდა გაგვეწია პროპაგანდა ქალაქის დასუფთავების საქმისთვის, მაშინ იხურებოდა ბუნკერები, ეწყობოდა დასუფთავების აქციები. ისინი სწორედ ამ აქციებში იყვნენ დასაქმებულები და იღებდნენ შესაბამის ანაზღაურებას", - ასეთი გახლდათ ახვლედიანის კომენტარი, რომელმაც დასძინა, რომ ამ ამ ანსამბლის ჩარევა ბინძურ პოლიტიკურ ბრძოლაში დანაშაულია. ვერაფერს იტყვი, თუმცა ბატონმა მამუკა ახვლედიანმა უნდა იცოდეს, რომ დანაშაული ჩაიდინა თავად, როცა ისინი ამ სამსახურში ფიქტიურად გააფორმა და ასევე ჩაიდინეს ამ ბიჭებმაც, რომლებიც ალპინისტ-დამლაგებლებად თუ რაღაც გაურკვეველ მუშაკებად გაფორმებას დათანხმდნენ. თუ ანსამბლს დახმარება სჭირდება, ხოლო დასუფთავების სამსახურს პოპულარიზაცია, ამისთვის არსებობს ხელშეკრულების ფორმა და პიარის სამსახური... კანონი ყველასთვის ერთია. დანაშაულის ნიშნები სახეზეა თავისი "აღაირებითი ჩვენებითა" და ბოდიშით, მაგრამ რა ვუყოთ იმ 70 ათას ლარს, რომელიც მომღერლებს თბილისელების ჯიბიდან გადაუხადეს, თანაც გადაუხადეს დენზე მიბმული ნაგვის ტარიფიდან ბუნკერების პოპულარიზაციის მიზნით... ჰოდა, თუ ასეა, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, გასამართლდეს და სასამართლოს გადასაწყვეტია, "შეუმსუბუქდებათ" თუ არა დანაშაული "თეატრალური კვარტეტის" ალპინისტ-დამლაგებლებს!

თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი იქნება, კანონის შესაბამისად გაიმართოს სასამართლო პროცესი და კანონდარღვევისთვის შესაბამისი სასჯელი მიიღოს ყველამ... ვითომ რით არიან სხვა, უცხოელ ვარსკვლავებზე პრივილეგირებულები? რით იყო მელ გიბსონი აქაური ფეისებზე ნაკლები, სასამართლომ, ჩადენილი უკანონობისთვის, გვატემალას ბავშვთა ჰოსპიტალში სამუშაოდ რომ გაუშვა? ან ლინდსი ლოჰანი, რომელმაც გარკვეული პერიოდი მორგის თანამშრომლად იმუშავა? ან ნაომი კემპბელი, რომელიც ცოცხით ხელში არაერთმა კამერამ დააფიქსირა? მგონი, არც არაფრით. ჰოდა, ბატონო, თუ აღებული თანხის უკან დაბრუნებას არავინ სთხოვს და არც შეუძლიათ, მოუწევთ ალპინისტის თუ არა მეეზოვის მოვალეობის შესრულება. და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს შერჩევით სამართალზე საუბარი. თუმცა როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია დანაშაულებრივ სქემაში "თეატრალური კვარტეტის" მონაწილეობის შესახებ, მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს ანსამბლი ერთადერთი ბედნიერი გამონაკლისი ვერ იქნებოდა და, უბრალოდ, როგორც ხდება ხოლმე, "განტევების ვაცი" მოძებნეს სხვების გადასარჩენად.

"ვერსიის" კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, ნომერ მეორე დასაქმებული გოგოლა კალანდაძე გახლავთ, ოღონდ არა დამლაგებელ-ალპინისტად, არამედ მძღოლად - არც მეტი, არ ნაკლები, სამიათასლარიანი ხელფასით. აი, გაქანებაც ამას ჰქვია, საქართველოში მძღოლად მუშაობამდე და ამხელა ანაზღაურება გქონდეს, მინუმუმ შუმახერი უნდა იყო. თუმცა, რა გასაკვირია, "ვარდების ხელისუფლებას" ეძვირფასებოდეს იმ გენშტაბის უფროსის და, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ცხრაჯერ დანიშნა, მერე წულუკიანმა ამდენივეჯერ დაიჭირა და სკანდალი აგერ უკვე მეოთხე თვეა გრძელდება... წყარომ ისიც გაგვიმხილა, რომ ქართველი მომღერლებისა თუ მსახიობების გარკვეული კატეგორია სწორედ ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჰყავდა ექსხელისუფლებას, სიაში კი გახლდნენ კახაბერ ცისკარიძე, სტეფანე მღებრიშვილი, დათო გომართელი, ლელა წურწუმია, მერაბ სეფაშვილი... ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამთავრობო ღონიძიებებში აქტიურად მონაწილეობდნენ, ხოლო ისინი, ვისაც მხარედ წარმოჩენა და პრეზიდენტის გუნდრუკისმკმევლის როლში ყოფნა არ უნდოდა, ე.წ. შავ სიაში შეიტანეს, მერე ჩარეცხეს და საბოლოოდ, ქართული "ელიტა", მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის მისაღები ფეისებით დაკომპლექტდა.

"ვერსიის" წყარო ირწმუნება, რომ ამ შემთხვევაში კორუფციული სქემა აქტიურად მოქმედებდა, ყველაფერს კი მერის მეუღლე, ქალბატონი ლელა კილაძე აკონტროლებდა.

"კილაძის გარეშე ქართულ შოუბიზნესში ბუზიც არ ჭაჭანებდა. ის კურირებდა ყველაფერს. ვინც არ მოსწონდათ, ყველა შავ სიაში შეიტანეს, ამ ადამიანებს ღონისძიებებზე არ აჭაჭანებდნენ, ზოგი იძულებული გახდა საქართველოდან წასულიყო, რათა შემოსავლის წყარო ჰქონოდა", - ასეთია წყაროს კომენტარი, რომელიც კარგად თუ დავფიქრდებით, რეალობისგან არც ისე შორსაა. ბოლო წლებში მხოლოდ ერთი და იგივე სახეები ჩანდნენ, ვიღაცეები მართლა გაქრნენ, ზოგი კი წავიდა, მაგრამ აქ ჩნდება კითხვა - რა იყო კილაძის ინტერესი და რატომ უნდა გასჩენოდა მას სურვილი, ხელში ჩაეგდო ქართული შოუბიზნესი, რომელიც რეალურად, არასდროს არსებულა? - ამ კითხვაზე წყაროს მარტივი პასუხი აქვს - ფული, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებიდან შემოედინებოდა.

"კახუჩელასა და სტეფანეს ჰქონდათ რამდენიმე კომპანია, რომელთაც სხვადასხვა დირექტორები ჰყავდათ. ყველა ღონისძიებიდან შემოსული ფული სწორედ ამ კომპანიებში მობილიზდებოდა და მათი საშულაებით თეთრდებოდა. ასე იგებდნენ ყველა ტენდერს. მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ კილაძის უახლოესი მეგობარი, ლალი კოზმავა დაინიშნა. ისინი დაქალები არიან და კორუფციულ სქემებსაც ერთად ადგენდნენ. მათ გარეშე არც ერთი ღონისძიება არ ტარდებოდა, ყველაფრის წილში იყვნენ და დიდი ფულიც ტყდებოდა".

ამ საკითხთან დაკავშირებით კახა ცისკარიძეს თავისი სიმართლე და პოზიცია გააჩნია: "ეს ყველაფერი აბსოლუტური სიცრუეა. ვინც ამბობს ამას, მოვიდეს და პირდაპირ დამელაპარაკოს. კი, ბატონო, ჩვენ მონაწილეობა მიგვიღია ტენდერებში და მახსოვს, მხოლოდ ერთი მოვიგეთ. ასე რომ, ყველა პროექტში გამარჯვებულები ჩვენ ნამდვილად არ ვყოფილვართ. კონკურენტი მხოლოდ ერთი კომპანია გვყავდა. მან ვერ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ტენდერის პირობებით იყო გათვალისწინებული იმიტომ, რომ მერიას სერიოზული მოთხოვნები ჰქონდა. ჩვენ ისინი დავაკმაყოფილეთ და ამიტომ გავიმარჯვეთ. სულ ეს იყო, და ყველა ეს ბრალდება აბსურდია. რაც შეეხება "თეატრალურ კვარტეტსა " და მერიაში დასაქმებულ ცნობილ სახეებს, ამაზე ვერაფერს ვიტყვი".

ხომ ვთქვი, ყველას თავისი სიმართლე აქვს-მეთქი, თუმცა თავის დროზე, თემურ თათარაშვილი "ვერსიასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, - კახუჩელამ მითხრა, ამიერიდან, სადაც მე მომინდება იქ იმღერებო, რაზეც ცისკარიძე პასუხობს: "მსგავსი არაფერი მახსოვს, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია - მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი, ვინც თათარაშვილის შეწყალების თხოვნას ხელი მოაწერა და ამიტომ, საერთოდ გაუგებარია, რატომ საუბრობს ასე? დიახ, სწორედ ჩვენ შევიტანეთ გარკვეული წვლილი ციხიდან მის გამოსვლაში. ერთი ადამიანისა კი განსაკუთრებით მადლიერი უნდა იყოს, ეს გახლავთ ლელა წურწუმია, რომელსაც ასევე ცუდ კონტექსტში მოიხსენიებს ხოლმე და არ მესმის, რატომ . რაც შეეხება იმას, ვბლოკავთ თუ არა ჩვენ ვიღაცებს, გეტყვით, რომ მე და სტეფანე ვართ პროდუსერები, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ, რომელი მომღერალი მოვიწვიოთ ჩვენს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე. ყოფილა შემთხვევა, მე არ მივუწვევივარ ვიღაცას, მაგრამ მგონი, ეს საწყენი არ არის" .

შესაძლოა, ეს საწყენი მართლაც არ არის, გემოვნებაზე ხომ არ დავობენ, მაგრამ რთულია, გულგრილად მიიღო ინფორმაცია, როგორ ფინანსდება ოკუპირებული საქართველოდან დევნილი მოსახლეობის ჯიბიდან ჩინოვნიკებისა და მათთან დაახლოებული პირების "ტუსოვკები". "ვერსიის" წყარო კი აქცენტს წინასაარჩევნო კომპანიაზე აკეთებს, როდესაც პრეზიდენტის ფონდიდან კულტურული ღონისძიებების ჩასატარებლად თუ პიარკამპანიისთვის მილიონობით ლარი გამოიყო:

"დიახ, წინასაარჩევნო ღონისძიებებისთვის 40 მილიონი გამოყვეს. წარმოუდგენელია, რაში სჭირდებოდათ ამხელა თანხა მაშინ, როცა დუეტ "ჯორჯიას", როდესაც მათ კონცერტში 10 000 ლარი მოითხოვეს, უთხრეს, რომ ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდნენ, თუმცა სიტუაცია ისე დაიძაბა, ნეკა სებისკვერაძეც კი ჩაერია, კილაძისთვის "პადდეჟკა" რომ მიეცა. მეტსაც გეტყვით, როდესაც რატიმ და მაკამ ფესტივალ "ახალ ტალღაში" გაიმარჯვეს და მოგვიანებით, ისინი ვარსკვლავის გახსნაზე, იურმალაში მიიწვიეს, ლელა კილაძემ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, უბრძანა, ფეხის გადადგმა არ გაბედოთ, თორემ არ გაგახარებთო"...

"ვერსიამ" ინფორმაციის გადამოწმება დუეტ "ჯორჯიასთან" სცადა, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა.

"კი.. მაშინ რაღაც გაუგებრობა მართლაც მოხდა, თუმცა ეს მხოლოდ ფინანსური ფაქტორებიდან გამომდინარე არ ყოფილა... პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მომღერლები და ჩვენი საქმე პოლიტიკაში ჩარევა ნამდვილად არაა. იმ სიტუაციაში დუეტი "ჯორჯია" მხარე ვერანაირად ვერ გახდებოდა, ეს იყო უმთავრესი, თუმცა ფინანსური საკითხიც ერთ-ერთი ფაქტორი იყო... რაც შეეხება "ახალ ტალღას", ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარისგან თავს შევიკავებ, ალბათ, ასე სჯობს..."

ასეთი მოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა რატი დურგლიშვილი, კინფიდენციალური წყარო კი "ვერსიასთან" სქემას ბოლომდე შიფრავს:

"მერია-კულტურის სამინისტრო-პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ყველა რგოლი იყო ამ ჭაობში ჩაფლული, სხვებს კაპიკებს უთვლიდნენ, თვითონ კი წლების განმავლობაში, თავზე იმხობდნენ ღამის კლუბებს, ათასებს ხარჯავდნენ. ყველა ტენდერი მათ ხელთ იყო, გარე განათება, საახალწლო ნათურები, "ქეთო და კოტე", "ვერის უბნის მელოდიები"... უზარმაზარი თანხა ტყდებოდა ამ ყველაფრიდან. კორტესი რომ ჩამოიყვანეს და კონტრაქტში პირდაპირ ჩაუწერეს, კლიპში აუცილებლად სოფო ნიჟარაძესთან უნდა იცეკვოო, იცით, რამდენი გადაიხადა საქართველოს მოსახლეობამ ამ ახირებაში? ნახევარი მილიონი. და დაანებონ ამ "თეატრალურ კვარტეტს" თავი, თურმე ხელფასს უხდიდნენ ამ ბიჭებს... ერთი, ვინმემ დათვალოს, ნიჟარაძის კლიპები, კაბები და სეირნობები რამდენი ჯდებოდა !!!"

ვერაფერს იტყვი, ციფრები შთამბეჭდავია და ინფორმაციაც. თუმცა მასალის ოპერატიულობიდან გამომდინარე, ყველა ნახსენებ პირთან ფაქტების გადამოწმება ვერ მოხერხდა და თუ ვინმეს კონტრარგუმენტები გააჩნია, ჩაიღიღინოს, ჩვენ კი სიამოვნებით მოვისმენთ თუნდაც "ქურთი მეეზოვის სიმღერას", რომელიც ჯერჯერობით, არავინ იცის, რამდენი დაგვიჯდა!

თამარ ლომსაძე

გაზეთი "ვერსია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"