მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია თორთლაძე - ვერ მოინელა ივანიშვილმა, რომ ხშირად მწვავედ ვაკრიტიკებდი
გია თორთლაძე - ვერ მოინელა ივანიშვილმა, რომ ხშირად მწვავედ ვაკრიტიკებდი

"დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი გია თორ­თლა­ძე ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბებს ბოდ­ვას უწო­დებს.

რო­გორც თორ­თლა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ავ­ტო­მან­ქა­ნა მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით უვა­დოდ და უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცა, ხოლო მას შემ­დეგ, რაც ცენ­ტრს ვალი და­ე­დო, მან­ქა­ნა გა­ყი­და და ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა ბი­უ­ჯეტ­ში შე­ი­ტა­ნა, რისი და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თიც გა­აჩ­ნია.

"ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა არ იყო, ჩემი, დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრის ქო­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც გად­მო­მე­ცა უვა­დოდ და უსას­ყიდ­ლოდ. ჩემი სა­კუთ­რე­ბა იყო, გავ­ყი­დე და ის ფული შე­ვუ­ტა­ნე სა­ხელ­მწი­ფოს. არა­ვი­თა­რი სხვი­სი ქო­ნე­ბა არ გა­მის­ხვი­სე­ბია. მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით და სა­მი­ნის­ტროს ბრძა­ნე­ბით ჩემი ქო­ნე­ბა იყო, სა­დაც არც ერთი სი­ტყვა არ წე­რია, რომ გა­ყიდ­ვის უფ­ლე­ბის გა­რე­შე მაქვს", - გან­მარ­ტა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას გია თორ­თლა­ძემ.

ამას­თან, თორ­თლა­ძე უარ­ყოფს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მან მან­ქა­ნის გა­ყიდ­ვის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის მო­იხ­მა­რა.

"ტყუ­ი­ლია, რო­მე­ლი პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის, ხელ­ში მი­ჭი­რავს დო­კუ­მენ­ტი, 81 625 ლარი შე­ვი­ტა­ნე ბი­უ­ჯეტ­ში. ჩემი პი­რა­დი სა­კუთ­რე­ბა არის ბი­უ­ჯე­ტი? თუ ჩე­მია, მა­ჩუ­ქეთ ეგ ბი­უ­ჯე­ტი და მა­შინ ვა­ღი­ა­რებ. ასე­თი ნა­ძირ­ლე­ბი რომ არი­ან, გა­მო­დი­ან უვი­ცე­ბი. ისიც არ იცი­ან, რამ­დე­ნი ქო­ნე­ბა გად­მო­მე­ცა, 120 000 გა­მო­ა­ცხა­და, 131 000 გად­მო­მე­ცა, 81 000 უკან შე­ვი­ტა­ნე, მეტი რა ვქნა. ეს ქალი რომ გა­მო­ვი­და, ბო­დავს რა­ღა­ცე­ებს. ისიც ვერ გა­უ­გია სა­ხელ­მწი­ფომ რამ­დე­ნი ქო­ნე­ბა გად­მომ­ცა", - გა­ნა­ცხა­და თორ­თლა­ძემ.

დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ზე­წო­ლად აფა­სებს.

"მა­გათ არ აწყობთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში იყოს დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრი, ისე­ვე, რო­გორც არ აწყობს პუ­ტინს და ერ­თად არ აწყობთ მათ სულ ყვე­ლას. ეს არის ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბა. ეს არის ზე­წო­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ზე, "დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრზე" და პი­რა­დად ჩემ­ზე. ვერ მო­ი­ნე­ლა, რომ მას მე ხში­რად ძა­ლი­ან მწვა­ვედ ვაკ­რი­ტი­კებ­დი, მო­ი­ნე­ლოს, თუ ვერ ინე­ლებს, მო­ვა­ნე­ლე­ბი­ნებ", - აღ­ნიშ­ნა თორ­თლა­ძემ.

გია თორ­თლა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2012 წლის 5 სექ­ტემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­დან პრო­ექ­ტის "სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პან­ტე­ბის გა­რე­შე" ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, "სა­ქარ­თვე­ლოს დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრს", რო­მელ­საც გია თორ­თლა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს, 350 000 ლარი ჩა­ე­რი­ცხა. ამა­ვე პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ცენ­ტრის­თვის უსას­ყიდ­ლოდ და უვა­დოდ სარ­გებ­ლო­ბა­ში გა­და­ცე­მუ­ლი იქნა 104 602 ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დო".

სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი კრძა­ლავს სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის სარ­გებ­ლო­ბა­ში მიმ­ღე­ბის მიერ ქო­ნე­ბის გას­ხვი­სე­ბას და რო­გორც ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა გია თორ­თლა­ძემ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი და მო­თხოვ­ნა და ავ­ტო­მან­ქა­ნა "ტო­ი­ო­ტა ლენდ კრუ­ი­ზერ პრა­დო" 2013 წლის 4 იან­ვარს გა­ას­ხვი­სა 50 000 ამე­რი­კულ დო­ლა­რად. თან­ხა კი მო­იხ­მა­რა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის.

რო­გორც ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 7-დან 11 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გია თორ­თლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მის აღ­ძვრა უკავ­შირ­დე­ბა მთლი­ა­ნად დე­ო­კუ­პა­ცი­ის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­მო­ძი­ე­ბას. საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2013 წლის 23 იან­ვარს და ამ გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დღეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ცენ­ტრის ოფი­სი­დან ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია ამო­ი­ღეს.

იხი­ლეთ ვი­დეო: "ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გან მას მწვა­ვედ ვაკ­რი­ტი­კებ­დი - გია თორ­თლა­ძე"

ALEXANDER
0

- ამოიჩურჩულა პადოშამ პლინტუსის შიგა მხრიდან და პისტოლეტი მოისინჯა წელზე, ხომ ადგილზეაო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

გია თორთლაძე - ვერ მოინელა ივანიშვილმა, რომ ხშირად მწვავედ ვაკრიტიკებდი

გია თორთლაძე - ვერ მოინელა ივანიშვილმა, რომ ხშირად მწვავედ ვაკრიტიკებდი

"დეოკუპაციის ცენტრის" ხელმძღვანელი გია თორთლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებებს ბოდვას უწოდებს.

როგორც თორთლაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, ავტომანქანა მთავრობის განკარგულებით უვადოდ და უსასყიდლოდ გადაეცა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცენტრს ვალი დაედო, მანქანა გაყიდა და ავტომობილის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ბიუჯეტში შეიტანა, რისი დამადასტურებელი საბუთიც გააჩნია.

"ავტომანქანა სახელმწიფო ქონება არ იყო, ჩემი, დეოკუპაციის ცენტრის ქონება იყო, რომელიც გადმომეცა უვადოდ და უსასყიდლოდ. ჩემი საკუთრება იყო, გავყიდე და ის ფული შევუტანე სახელმწიფოს. არავითარი სხვისი ქონება არ გამისხვისებია. მთავრობის განკარგულებით და სამინისტროს ბრძანებით ჩემი ქონება იყო, სადაც არც ერთი სიტყვა არ წერია, რომ გაყიდვის უფლების გარეშე მაქვს", - განმარტა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გია თორთლაძემ.

ამასთან, თორთლაძე უარყოფს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციას, რომ მან მანქანის გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა პირადი მიზნებისთვის მოიხმარა.

"ტყუილია, რომელი პირადი საჭიროებისთვის, ხელში მიჭირავს დოკუმენტი, 81 625 ლარი შევიტანე ბიუჯეტში. ჩემი პირადი საკუთრება არის ბიუჯეტი? თუ ჩემია, მაჩუქეთ ეგ ბიუჯეტი და მაშინ ვაღიარებ. ასეთი ნაძირლები რომ არიან, გამოდიან უვიცები. ისიც არ იციან, რამდენი ქონება გადმომეცა, 120 000 გამოაცხადა, 131 000 გადმომეცა, 81 000 უკან შევიტანე, მეტი რა ვქნა. ეს ქალი რომ გამოვიდა, ბოდავს რაღაცეებს. ისიც ვერ გაუგია სახელმწიფომ რამდენი ქონება გადმომცა", - განაცხადა თორთლაძემ.

დეოკუპაციის ცენტრის ხელმძღვანელი მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლად აფასებს.

"მაგათ არ აწყობთ, რომ საქართველოში იყოს დეოკუპაციის ცენტრი, ისევე, როგორც არ აწყობს პუტინს და ერთად არ აწყობთ მათ სულ ყველას. ეს არის ჩემი პოლიტიკური განცხადება. ეს არის ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციაზე, "დეოკუპაციის ცენტრზე" და პირადად ჩემზე. ვერ მოინელა, რომ მას მე ხშირად ძალიან მწვავედ ვაკრიტიკებდი, მოინელოს, თუ ვერ ინელებს, მოვანელებინებ", - აღნიშნა თორთლაძემ.

გია თორთლაძის წინააღმდეგ სახელმწიფო ქონების გასხვისების საქმესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნათია სუხიაშვილმა გუშინ განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წლის 5 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროდან პროექტის "საქართველო ოკუპანტების გარეშე" ორგანიზების მიზნით, "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრს", რომელსაც გია თორთლაძე ხელმძღვანელობს, 350 000 ლარი ჩაერიცხა. ამავე პროექტის ფარგლებში, ცენტრისთვის უსასყიდლოდ და უვადოდ სარგებლობაში გადაცემული იქნა 104 602 ლარად ღირებული ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო".

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი კრძალავს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღების მიერ ქონების გასხვისებას და როგორც ნათია სუხიაშვილმა აღნიშნა, დეოკუპაციის ცენტრის დირექტორმა გია თორთლაძემ არ გაითვალისწინა აღნიშნული კანონი და მოთხოვნა და ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო" 2013 წლის 4 იანვარს გაასხვისა 50 000 ამერიკულ დოლარად. თანხა კი მოიხმარა პირადი მიზნებისთვის.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ გია თორთლაძესთან დაკავშირებით საქმის აღძვრა უკავშირდება მთლიანად დეოკუპაციის ცენტრის საქმიანობის გამოძიებას. საქმეზე გამოძიება დაიწყო 2013 წლის 23 იანვარს და ამ გამოძიების ფარგლებში დღეს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნული ცენტრის ოფისიდან ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღეს.

იხილეთ ვიდეო: "ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რადგან მას მწვავედ ვაკრიტიკებდი - გია თორთლაძე"

იქნება თუ არა კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი - თავდაცვის სამინისტროს კომენტარი

ბინები, მანქანები, ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - პოლიტიკაში დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილის ქონება და ოჯახური ფოტოები

LIVE: "360 გრადუსი" - გიორგი ვაშაძე, ირაკლი მეზურნიშვილი