მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო თოლორდავა: "მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია"
ნინო თოლორდავა: "მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ახა­ლი ამ­ბე­ბის წამ­ყვა­ნი ნინო თო­ლორ­და­ვა ყო­ველ­თვის გემო­ვნე­ბით და იმო­სე­ბა. უყ­ვარს მკვეთ­რი ფე­რის სა­მო­სი და არა­სო­დეს კარ­გავს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბას.

- ყო­ველ­თვის კლა­სი­კუ­რად მეც­ვა, ამ ზამ­თარს კი რა­ტომ­ღაც სტი­ლი შე­ვიც­ვა­ლე, სპორ­ტუ­ლად შე­მო­სი­ლი დავ­დი­ვარ - ბო­ტე­ბი­თა და ქურ­თუ­კით. აქამ­დე ბო­ტე­ბი არ მომ­წონ­და... ვცდი­ლობ, ყო­ველ­დღი­უ­რი სა­მო­სი რაც შე­იძ­ლე­ბა კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს. სა­ღა­მო­ო­ბით მა­ინც კლა­სი­კუ­რად ვი­მო­სე­ბი, ეთერ­ში კი საკ­მა­ოდ კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლად მაც­ვია - სა­მო­სის ფერი სტუ­დი­ის ფე­რებს, გა­ნა­თე­ბას და მა­კი­აჟს უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.

- სად იძენთ სა­მოსს?

- როცა სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ, ბუ­ნებ­რი­ვია, იქ. სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, უცხო­ეთ­ში ტან­საც­მლის ფასი ხა­რის­ხის შე­სა­ბა­მი­სია და მო­დურ სა­მოსს გა­ცი­ლე­ბით ია­ფა­დაც შე­ი­ძენ. რა თქმა უნდა, თბი­ლის­შიც მი­წევს შე­ძე­ნა და საკ­მა­ოდ ხში­რა­დაც.

- სა­მო­სის მარ­კას რა მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებთ?

- მივ­ხვდი, რომ ბრენ­დი და ხა­რის­ხი მჭიდ­როდ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თმა­ნეთ­თან, თუმ­ცა ჩემს კა­რა­და­ში ბევ­რი რამ "ზა­რას" კო­ლექ­ცი­ი­და­ნაც მო­ი­ძებ­ნე­ბა. ბრენ­დე­ბი­დან მომ­წონს: "სე­ლი­ნი", "ბეტი ბლუ", "სო­ნია რა­კე­ლი" და "არ­მა­ნი". ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან გა­მო­ვარ­ჩევ თე­ო­ნა ელიზ­ბა­რაშ­ვილს, აკა ნა­ნი­ტაშ­ვილ­სა და ეკა თა­დუ­მა­ძეს, მაქვს მათი სა­მო­სიც, ანუ­კა ქე­ბუ­რი­ას რამ­დე­ნი­მე წყვი­ლი ფეხ­საც­მე­ლიც. ფეხ­საც­მლის ხა­რისხს გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევ.

- რის ჩაც­მას გიკ­რძა­ლავთ მე­უღ­ლე?

- მე­უღ­ლე ჩემი ყვე­ლა­ზე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი კრი­ტი­კო­სია. პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია და ძა­ლი­ან კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ძი­რი­თა­დად ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს. ზაზა არაფ­რის ჩაც­მას არ მიკ­რძა­ლავს, თუმ­ცა არ უყ­ვარს ვულ­გა­რუ­ლი სა­მო­სი. ამ სა­კი­თხში, ისე­ვე რო­გორც ბევრ სხვა რა­მე­ში, მეც ვე­თან­ხმე­ბი.

- რო­გორ მა­კი­აჟს ანი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას?

- ვცდი­ლობ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე, ეთერ­შიც კი. ძი­რი­თა­დად "შა­ნე­ლის" კოს­მე­ტი­კას ვი­ყე­ნებ, მაქვს "ივ სენ ლო­რა­ნი­სა" და "სის­ლე­ის" კოს­მე­ტი­კაც.

- რო­გორ უვ­ლით სა­ხის კანს?

- ყო­ველ­დღი­უ­რად სა­ტე­ლე­ვი­ზიო მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა მი­წევს, ამი­ტომ ხა­რის­ხი­ან სა­ცხს ვი­ყე­ნებ, ექვს თვე­ში ერთხელ კი კოს­მე­ტო­ლოგს მივ­მარ­თავ და სა­ხის ღრმა წმენ­დის პრო­ცე­დუ­რას ვი­ტა­რებ. მე­ზო­თე­რა­პია და ბო­ტოქ­სი ჯერ­ჯე­რო­ბით არ დამ­ჭირ­ვე­ბია, მაგ­რამ, ვფიქ­რობ, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ამის დროც მოვა.

- ვარ­ცხნი­ლო­ბას ხში­რად იც­ვლით?

- არა. ადრე გრძე­ლი თმა მქონ­და, ოთხი წლის წინ კი, როცა პირ­ვე­ლად დავ­ჯე­ქი პირ­ვე­ლი არ­ხის ეთერ­ში, კარე შე­ვი­ჭე­რი და მივ­ხვდი, რომ ეს იყო ჩემი ვარ­ცხნი­ლო­ბა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან" "მა­ესტრო­ზე" რომ გა­და­ვე­დი, მო­მინ­და იმი­ჯის შეც­ვლა და თმა მო­ვი­ზარ­დე. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მწერ­და და მირ­ჩევ­და, თმა შე­მეჭ­რა და ძვე­ლი იმი­ჯი და­მებ­რუ­ნე­ბი­ნა. ასეც მო­ვი­ქე­ცი.

- რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ ფორ­მას, ვარ­ჯი­შით თუ დი­ე­ტით?

- დი­ე­ტა­ზე მხო­ლოდ ერთხელ ვი­ყა­ვი. მე­უღ­ლის რჩე­ვით, 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ მწვა­ნე ვაშლს და სა­ლა­თის ფურ­ცლებს ვჭამ­დი, მხო­ლოდ ოთხშა­ბა­თო­ბით გე­ახ­ლე­ბო­დით იო­გურტს. ამ დი­ე­ტით 11 კილო და­ვი­კე­ლი.. მას შემ­დეგ არ მო­მი­მა­ტია. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ, სა­ღა­მო­ო­ბით ნაკ­ლე­ბად კა­ლო­რი­უ­ლი საკ­ვე­ბი მი­ვი­ღო. გარ­და ამი­სა, რე­გუ­ლა­რუ­ლად დავ­დი­ვარ აუზ­ზე და კვი­რა­ში, სულ ცოტა სამ­ჯერ, ნა­ხე­ვარ-ნა­ხე­ვარ კი­ლო­მეტრს ვცუ­რავ.

- რო­გო­რი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი მოგ­წონთ?

- მიყ­ვარს რკი­ნის ბეჭ­დე­ბი და ყურ­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი სა­ყუ­რე­ე­ბი. სა­ა­თი ყო­ველ­თვის მი­კე­თია. ძა­ლი­ან მომ­წონს ლა­მა­ზი ჩან­თე­ბი. ბოლო ხანს "ჰერ­მე­სის" ჩან­თას ვა­ტა­რებ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია და მას­ში ყვე­ლა­ფე­რი ეტე­ვა.

- ვის მი­იჩ­ნევთ გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- მომ­წონს მაკა ასა­თი­ა­ნი, ულა­მა­ზე­სია და ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნიც. ლა­მა­ზია სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლიც, რაც უნდა ჩა­იც­ვას, ყვე­ლა­ფე­რი უხ­დე­ბა.

- უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბი­დან ვისი სტი­ლია თქვენ­თვის მო­სა­წო­ნი და ვისი - მი­უ­ღე­ბე­ლი?

- უიტ­ნი ჰი­უს­ტო­ნი იყო ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი მომ­ღე­რა­ლი და ძა­ლი­ან გე­მოვ­ნე­ბი­ან ქა­ლა­დაც მი­მაჩ­ნდა. ასე მგო­ნია, ვე­რა­სო­დეს მო­ვიხ­დენ მომ­ღე­რალ პინ­კის ჩაც­მუ­ლო­ბას, ტყა­ვის შორ­ტე­ბი და 18-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი პლატ­ფორ­მე­ბი ჩემი სტი­ლი არ არის.

- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ქა­ლებს იმის­თვის, რომ ლა­მა­ზე­ბი იყ­ვნენ?

- მი­მაჩ­ნია, რომ სი­ლა­მა­ზე სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაა. მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნი ში­ნა­გა­ნად იყოს მშვი­დი, ლაღი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და ეს გა­რეგ­ნო­ბა­ზეც უცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა.

ინ­ტერ­ვიუ: "სი­ლა­მა­ზე სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაა"

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინო თოლორდავა: "მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია"

ნინო თოლორდავა: "მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია"

ტელეკომპანია "მაესტროს" ახა­ლი ამბების წამყვანი ნინო თოლორდავა ყოველთვის გემო­ვნებით და იმოსება. უყვარს მკვეთრი ფერის სამოსი და არასოდეს კარგავს ინდივიდუალურობას.

- ყოველთვის კლასიკურად მეცვა, ამ ზამთარს კი რატომღაც სტილი შევიცვალე, სპორტულად შემოსილი დავდივარ - ბოტებითა და ქურთუკით. აქამდე ბოტები არ მომწონდა... ვცდილობ, ყოველდღიური სამოსი რაც შეიძლება კომფორტული იყოს. საღამოობით მაინც კლასიკურად ვიმოსები, ეთერში კი საკმაოდ კონსერვატიულად მაცვია - სამოსის ფერი სტუდიის ფერებს, განათებას და მაკიაჟს უნდა შეესაბამებოდეს.

- სად იძენთ სამოსს?

- როცა საზღვარგარეთ ვარ, ბუნებრივია, იქ. საქართველოსგან განსხვავებით, უცხოეთში ტანსაცმლის ფასი ხარისხის შესაბამისია და მოდურ სამოსს გაცილებით იაფადაც შეიძენ. რა თქმა უნდა, თბილისშიც მიწევს შეძენა და საკმაოდ ხშირადაც.

- სამოსის მარკას რა მნიშვნელობას ანიჭებთ?

- მივხვდი, რომ ბრენდი და ხარისხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა ჩემს კარადაში ბევრი რამ "ზარას" კოლექციიდანაც მოიძებნება. ბრენდებიდან მომწონს: "სელინი", "ბეტი ბლუ", "სონია რაკელი" და "არმანი". ქართველი დიზაინერებიდან გამოვარჩევ თეონა ელიზბარაშვილს, აკა ნანიტაშვილსა და ეკა თადუმაძეს, მაქვს მათი სამოსიც, ანუკა ქებურიას რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელიც. ფეხსაცმლის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ.

- რის ჩაცმას გიკრძალავთ მეუღლე?

- მეუღლე ჩემი ყველაზე ავტორიტეტული კრიტიკოსია. პროფესიით მხატვარია და ძალიან კარგი გემოვნება აქვს. მართალი გითხრათ, ჩვენი გემოვნება ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. ზაზა არაფრის ჩაცმას არ მიკრძალავს, თუმცა არ უყვარს ვულგარული სამოსი. ამ საკითხში, ისევე როგორც ბევრ სხვა რამეში, მეც ვეთანხმები.

- როგორ მაკიაჟს ანიჭებთ უპირატესობას?

- ვცდილობ, რაც შეიძლება ბუნებრივად გამოვიყურებოდე, ეთერშიც კი. ძირითადად "შანელის" კოსმეტიკას ვიყენებ, მაქვს "ივ სენ ლორანისა" და "სისლეის" კოსმეტიკაც.

- როგორ უვლით სახის კანს?

- ყოველდღიურად სატელევიზიო მაკიაჟის გაკეთება მიწევს, ამიტომ ხარისხიან საცხს ვიყენებ, ექვს თვეში ერთხელ კი კოსმეტოლოგს მივმართავ და სახის ღრმა წმენდის პროცედურას ვიტარებ. მეზოთერაპია და ბოტოქსი ჯერჯერობით არ დამჭირვებია, მაგრამ, ვფიქრობ, რამდენიმე წლის შემდეგ ამის დროც მოვა.

- ვარცხნილობას ხშირად იცვლით?

- არა. ადრე გრძელი თმა მქონდა, ოთხი წლის წინ კი, როცა პირველად დავჯექი პირველი არხის ეთერში, კარე შევიჭერი და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ვარცხნილობა. "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" "მაესტროზე" რომ გადავედი, მომინდა იმიჯის შეცვლა და თმა მოვიზარდე. სხვათა შორის, ბევრი ადამიანი სოციალურ ქსელში მწერდა და მირჩევდა, თმა შემეჭრა და ძველი იმიჯი დამებრუნებინა. ასეც მოვიქეცი.

- როგორ ინარჩუნებთ ფორმას, ვარჯიშით თუ დიეტით?

- დიეტაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი. მეუღლის რჩევით, 3 თვის განმავლობაში მხოლოდ მწვანე ვაშლს და სალათის ფურცლებს ვჭამდი, მხოლოდ ოთხშაბათობით გეახლებოდით იოგურტს. ამ დიეტით 11 კილო დავიკელი.. მას შემდეგ არ მომიმატია. უბრალოდ, ვცდილობ, საღამოობით ნაკლებად კალორიული საკვები მივიღო. გარდა ამისა, რეგულარულად დავდივარ აუზზე და კვირაში, სულ ცოტა სამჯერ, ნახევარ-ნახევარ კილომეტრს ვცურავ.

- როგორი აქსესუარები მოგწონთ?

- მიყვარს რკინის ბეჭდები და ყურზე მიმაგრებული საყურეები. საათი ყოველთვის მიკეთია. ძალიან მომწონს ლამაზი ჩანთები. ბოლო ხანს "ჰერმესის" ჩანთას ვატარებ, რომელიც ძალიან კომფორტულია და მასში ყველაფერი ეტევა.

- ვის მიიჩნევთ გემოვნებიან ადამიანად საქართველოში?

- მომწონს მაკა ასათიანი, ულამაზესია და ძალიან გემოვნებიანიც. ლამაზია სალომე ღვინიაშვილიც, რაც უნდა ჩაიცვას, ყველაფერი უხდება.

- უცხოელი ვარსკვლავებიდან ვისი სტილია თქვენთვის მოსაწონი და ვისი - მიუღებელი?

- უიტნი ჰიუსტონი იყო ჩემი უსაყვარლესი მომღერალი და ძალიან გემოვნებიან ქალადაც მიმაჩნდა. ასე მგონია, ვერასოდეს მოვიხდენ მომღერალ პინკის ჩაცმულობას, ტყავის შორტები და 18-სანტიმეტრიანი პლატფორმები ჩემი სტილი არ არის.

- რას ურჩევთ ქართველ ქალებს იმისთვის, რომ ლამაზები იყვნენ?

- მიმაჩნია, რომ სილამაზე სულის მდგომარეობაა. მთავარია, ადამიანი შინაგანად იყოს მშვიდი, ლაღი, გაწონასწორებული და ეს გარეგნობაზეც უცილებლად აისახება.

ინტერვიუ: "სილამაზე სულის მდგომარეობაა"

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები