პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შემოდიოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და მაყურებინებდნენ ჩემი 7 მეგობრის წამებას"
"შემოდიოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და მაყურებინებდნენ ჩემი 7 მეგობრის წამებას"

ცოტა ხნის წინ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა 190-მდე პო­ლიტ­პა­ტი­მარ­მა და­ტო­ვა. ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა უმე­ტე­სო­ბა მათ­ზე აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებს.

გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "არას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი კაკი და­რა­სე­ლია:

- 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ და­მა­პა­ტიმ­რეს. 2011 წლს 17 ივ­ნისს ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი პარ­ტი­ის ოფი­სი­დან გა­მოვ­დი­ო­დი, გა­მა­ჩე­რა სამ­მა პი­როვ­ნე­ბამ. მკი­თხეს, კაკი და­რა­სე­ლია შენ ხარო? როცა და­ვუ­დას­ტუ­რე, მი­თხრეს, მან­ქა­ნა­ში ჩა­ჯე­ქიო. წა­მიყ­ვა­ნეს დი­დუ­ბის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ გან­ყო­ფი­ლე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ჩემი და­კი­თხვა. ბრა­ლად წა­მი­ყე­ნეს ნარ­კო­ტი­კის შე­ნახ­ვა და მოხ­მა­რე­ბა. თით­ქოს წინ­დი­დან ამო­მი­ღეს ნარ­კო­ტი­კი, არა­და, პო­ლი­ცი­ა­ში ნარ­კო­ტი­კგა­რე­უ­ლი წყა­ლი და­მა­ლე­ვი­ნეს. სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მოწ­მის სტა­ტუ­სით კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ის სამი თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­მო­ცხად­და, რომ­ლებ­მაც და­მა­კა­ვეს - მუ­ქე­რია, უსე­ნაშ­ვი­ლი და ტიტ­ვი­ნი­ძე. ისი­ნი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ ჩვე­ნე­ბებს აძ­ლევ­დნენ მო­სა­მარ­თლეს. ეს იყო შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი. მო­ვი­თხო­ვე ნარ­კო­ტიკ­ზე ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მელ­მაც და­ად­გი­ნა, რომ მე სწო­რედ იმ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, რო­მე­ლიც ჩემი წინ­დი­დან "ამო­ი­ღო" პო­ლი­ცი­ამ. ეს ნივ­თი­ე­რე­ბა იყო ამ­ფე­ტა­მი­ნი. პო­ლი­ცი­ის მიერ შე­კე­რი­ლი საქ­მით გა­მა­სა­მარ­თლა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნა­ი­რა გი­გი­ტე­იშ­ვილ­მა. ეს ის მო­სა­მარ­თლეა, რო­მელ­მაც 14 წლის გი­ორ­გი ზე­რე­კი­ძეს რამ­დე­ნი­მე წლით აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი ჩე­მი­ამ კი სას­ჯე­ლი - 9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა - ძა­ლა­ში და­ტო­ვა. ჩე­მია სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბის ფა­ვო­რი­ტი მო­სა­მარ­თლე გახ­ლავთ. მოკ­ლედ, საქ­მე­ე­ბის გა­ყალ­ბე­ბის დი­დოს­ტატ მო­სა­მარ­თლე­ებ­თან ჩემი სა­ჩივ­რე­ბით ვე­რა­ფე­რი გავ­წყვე. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის უწყე­ბამ, ჩემი სა­ჩი­ვა­რი სა­ერ­თოდ არ გა­ნი­ხი­ლა. რა პი­რით გვე­ლა­პა­რა­კე­ბა კუბ­ლაშ­ვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­სა­მარ­თლო­ზე?

- აპი­რებთ თუ არა თქვენ­ზე აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გა­სა­ჩივ­რე­ბას და თუ მო­ი­თხოვთ კომ­პენ­სა­ცი­ას?

- რა თქმა უნდა, ვა­პი­რებ გა­სა­ჩივ­რე­ბას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ მარ­თულ­მა პო­ლი­ცი­ამ და სა­სა­მარ­თლომ საქ­მე შე­კე­რა და 9 წელი იმი­ტომ მო­მი­სა­ჯა, რომ მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის­თვის პო­ლი­ტი­კუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი ვი­ყა­ვით. მო­ვი­თხოვ დამ­ნა­შა­ვე პირ­თა დას­ჯას, უნდა მოხ­დეს ჩემი სრუ­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პენ­სა­ცი­ას და მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქვეყ­ნის ბი­უ­ჯე­ტი ისე­დაც გა­ა­ნი­ა­ვა სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა, ერთ თეთ­რსაც არ მო­ვი­თხოვ.

- ცი­ხე­ში რო­გორ გექ­ცე­ოდ­ნენ?

- ჩემ მი­მართ ზე­მოქ­მე­დე­ბის ისეთ მე­თოდს იყე­ნებ­დნენ, ცე­მას და წა­მე­ბას რომ აღე­მა­ტე­ბო­და. სა­კან­ში 8 პა­ტი­მა­რი ვი­ჯე­ქით, ყვე­ლა ჩემი მე­გო­ბა­რი იყო. შე­მო­ვი­დოდ­ნენ ბაჩო ახა­ლა­ი­ას ჯა­ლა­თე­ბი და 7 მათ­განს სას­ტი­კად აწა­მებ­დნენ ჩემს თვალ­წინ. ამის ყუ­რე­ბა უმ­ძი­მე­სი ასა­ტა­ნი იყო. მერ­ჩია, ისევ მე ვე­ცე­მე და ვე­წა­მე­ბი­ნე.

- ლადო ბე­დუ­კა­ძეს თუ იც­ნობთ და რას გვე­ტყვით პა­ტიმ­რე­ბი­სად­მი მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე?

- ვიც­ნობ ბე­დუ­კა­ძეს და მას­ზე კარ­გის მეტი რა მეთ­ქმის. ერ­თა­დერ­თი იყო, ვინც პა­ტიმ­რებს ადა­მი­ა­ნე­ბად გვთვლი­და, ვინც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მამ­ხნე­ვებ­და და მე­უბ­ნე­ბო­და, არ გა­ტყდე, მო­რა­ლუ­რად არ და­ე­ცე და ნუ გე­ში­ნია, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ არ შე­იც­ვა­ლო­სო. სხვე­ბის­გან მა­ლუ­ლად პა­ტიმ­რებს სი­გა­რეტს გვაწ­ვდი­და... იმ ჯო­ჯო­ხეთ­ში ყოფ­ნი­სას მისი ასე­თი თა­ნად­გო­მა ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და ამის და­ვი­წყე­ბა არ შე­მიძ­ლია. ამას და­ა­დას­ტუ­რებს ჩემი ყვე­ლა მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად იჯდა სა­პა­ტიმ­რო­ში. არ ვიცი, ვინ რას ლა­პა­რა­კობს ბე­დუ­კა­ძე­ზე, მაგ­რამ რაც ვთქვი, სრუ­ლი სი­მარ­თლეა და ამ სი­ტყვებს უკან არას­დროს წა­ვი­ღებ.

- ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ თუ შეხ­ვდით ლადო ბე­დუ­კა­ძეს?

- ჯერ­ჯე­რო­ბით არა, მაგ­რამ მინ­და, შევ­ხვდე და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პა­ტიმ­რე­ბი­სად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის.

- რა გეგ­მე­ბი გაქვთ? გა­ნაგ­რძობთ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "არას" სა­შუ­ა­ლე­ბით აქ­ტი­უ­რო­ბას?

- "არას" ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდა, ლე­ვან ჩი­ტა­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. ის გა­ნაგ­რძობს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით და­წყე­ბულ საქ­მეს. მე და ჩემი მე­გობ­რე­ბი კი ახა­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას ვგეგ­მავთ. ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცია ძი­რი­თა­დად ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე და არ იქ­ნე­ბა ისე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­გო­რიც ბაჩო ახა­ლა­ი­ას ცოლ­მა ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა - მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი ქმრის და­სა­ცა­ვად!

და­რე­ჯან ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"შემოდიოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და მაყურებინებდნენ ჩემი 7 მეგობრის წამებას"

"შემოდიოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და მაყურებინებდნენ ჩემი 7 მეგობრის წამებას"

ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულება 190-მდე პოლიტპატიმარმა დატოვა. ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულთა უმეტესობა მათზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გასაჩივრებას აპირებს.

გვესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა "არას" დამფუძნებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი კაკი დარასელია:

- 26 მაისის მოვლენების შემდეგ დამაპატიმრეს. 2011 წლს 17 ივნისს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი პარტიის ოფისიდან გამოვდიოდი, გამაჩერა სამმა პიროვნებამ. მკითხეს, კაკი დარასელია შენ ხარო? როცა დავუდასტურე, მითხრეს, მანქანაში ჩაჯექიო. წამიყვანეს დიდუბის პოლიციის განყოფილებაში, სადაც 7 საათის განმავლობაში ამ განყოფილების სამზარეულოში მიმდინარეობდა ჩემი დაკითხვა. ბრალად წამიყენეს ნარკოტიკის შენახვა და მოხმარება. თითქოს წინდიდან ამომიღეს ნარკოტიკი, არადა, პოლიციაში ნარკოტიკგარეული წყალი დამალევინეს. სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით კრიმინალური პოლიციის ის სამი თანამშრომელი გამოცხადდა, რომლებმაც დამაკავეს - მუქერია, უსენაშვილი და ტიტვინიძე. ისინი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევდნენ მოსამართლეს. ეს იყო შეთითხნილი ბრალდებები. მოვითხოვე ნარკოტიკზე ექსპერტიზის ჩატარება, რომელმაც დაადგინა, რომ მე სწორედ იმ ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ვიმყოფებოდი, რომელიც ჩემი წინდიდან "ამოიღო" პოლიციამ. ეს ნივთიერება იყო ამფეტამინი. პოლიციის მიერ შეკერილი საქმით გამასამართლა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნაირა გიგიტეიშვილმა. ეს ის მოსამართლეა, რომელმაც 14 წლის გიორგი ზერეკიძეს რამდენიმე წლით აღუკვეთა თავისუფლება. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ კი სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა - ძალაში დატოვა. ჩემია სანდრო გირგვლიანის მკვლელების ფავორიტი მოსამართლე გახლავთ. მოკლედ, საქმეების გაყალბების დიდოსტატ მოსამართლეებთან ჩემი საჩივრებით ვერაფერი გავწყვე. უზენაესმა სასამართლომ, კოტე კუბლაშვილის უწყებამ, ჩემი საჩივარი საერთოდ არ განიხილა. რა პირით გველაპარაკება კუბლაშვილი დემოკრატიულ სასამართლოზე?

- აპირებთ თუ არა თქვენზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრებას და თუ მოითხოვთ კომპენსაციას?

- რა თქმა უნდა, ვაპირებ გასაჩივრებას. მიხეილ სააკაშვილის მიერ მართულმა პოლიციამ და სასამართლომ საქმე შეკერა და 9 წელი იმიტომ მომისაჯა, რომ მე და ჩემი მეგობრები სააკაშვილის რეჟიმისთვის პოლიტიკურად მიუღებელი ვიყავით. მოვითხოვ დამნაშავე პირთა დასჯას, უნდა მოხდეს ჩემი სრული რეაბილიტაცია საზოგადოებაში. რაც შეეხება კომპენსაციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ბიუჯეტი ისედაც გაანიავა სააკაშვილის რეჟიმმა, ერთ თეთრსაც არ მოვითხოვ.

- ციხეში როგორ გექცეოდნენ?

- ჩემ მიმართ ზემოქმედების ისეთ მეთოდს იყენებდნენ, ცემას და წამებას რომ აღემატებოდა. საკანში 8 პატიმარი ვიჯექით, ყველა ჩემი მეგობარი იყო. შემოვიდოდნენ ბაჩო ახალაიას ჯალათები და 7 მათგანს სასტიკად აწამებდნენ ჩემს თვალწინ. ამის ყურება უმძიმესი ასატანი იყო. მერჩია, ისევ მე ვეცემე და ვეწამებინე.

- ლადო ბედუკაძეს თუ იცნობთ და რას გვეტყვით პატიმრებისადმი მის დამოკიდებულებაზე?

- ვიცნობ ბედუკაძეს და მასზე კარგის მეტი რა მეთქმის. ერთადერთი იყო, ვინც პატიმრებს ადამიანებად გვთვლიდა, ვინც ფსიქოლოგიურად მამხნევებდა და მეუბნებოდა, არ გატყდე, მორალურად არ დაეცე და ნუ გეშინია, შეუძლებელია ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვალოსო. სხვებისგან მალულად პატიმრებს სიგარეტს გვაწვდიდა... იმ ჯოჯოხეთში ყოფნისას მისი ასეთი თანადგომა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამის დავიწყება არ შემიძლია. ამას დაადასტურებს ჩემი ყველა მეგობარი, რომელიც ჩემთან ერთად იჯდა საპატიმროში. არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობს ბედუკაძეზე, მაგრამ რაც ვთქვი, სრული სიმართლეა და ამ სიტყვებს უკან არასდროს წავიღებ.

- ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თუ შეხვდით ლადო ბედუკაძეს?

- ჯერჯერობით არა, მაგრამ მინდა, შევხვდე და მადლობა გადავუხადო პატიმრებისადმი გამოჩენილი ადამიანური დამოკიდებულებისთვის.

- რა გეგმები გაქვთ? განაგრძობთ საზოგადოებრივი მოძრაობა "არას" საშუალებით აქტიურობას?

- "არას" ნიჭიერი ახალგაზრდა, ლევან ჩიტაძე ხელმძღვანელობს. ის განაგრძობს ერთობლივი ძალებით დაწყებულ საქმეს. მე და ჩემი მეგობრები კი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ვგეგმავთ. ჩვენი ორგანიზაცია ძირითადად ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე და არ იქნება ისეთი ორგანიზაცია, როგორიც ბაჩო ახალაიას ცოლმა ჩამოაყალიბა - მხოლოდ საკუთარი ქმრის დასაცავად!

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ