პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უზრუნველყოფს ქართველ მოცეკვავეებს ძვირად ღირებული სამოსით
ვინ უზრუნველყოფს ქართველ მოცეკვავეებს ძვირად ღირებული სამოსით

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ერთ-ერთი მო­ცეკ­ვა­ვე - ლელო ჩქა­რე­უ­ლი პრო­ექ­ტის შემ­დეგ, აქ­ტი­ურ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას ჩვე­ულ რიტ­მში გა­ნაგ­რძობს. ლელო საკ­მა­ოდ დახ­ვე­წი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით კი მუდ­მი­ვად ფორ­მა­შია და წო­ნა­ზეც დი­დად არ ზრუ­ნავს.

ჩაც­მის სტი­ლი

- ზა­ფხულ­ში უპირ­ვე­ლე­სი "სა­მო­სი", ნამ­ზე­უ­რია. ვგიჟ­დე­ბი გა­რუ­ჯვა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ნი­სა­მოსს - ძი­რი­თა­დად, კლა­სი­კურ სტილ­ში ვიც­ვამ. მარ­თა­ლია, სპორ­ტუ­ლი სა­მო­სიც მომ­წონს, მაგ­რამ სა­ჩე­მო ნამ­დვი­ლად არ არის. ცეკ­ვას რად­გან სხვა­დას­ხვა ასა­კის ადა­მი­ა­ნებს ვას­წავ­ლი, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტან­საც­მლის გა­მოც­ვლა რამ­დენ­ჯერ­მე მი­წევს. ასეთ დროს მთა­ვა­რია, მო­ხერ­ხე­ბუ­ლად მეც­ვას. ისე კი, ჩემ­თვის შარ­ვა­ლი უფრო მე­ტად პრაქ­ტი­კუ­ლია. თუმ­ცა, კა­ბაც ბევ­რი მაქვს. მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი იშ­ვი­ა­თად მაც­ვია. ადა­მი­ა­ნი სა­სა­ცი­ლოდ რომ არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, ყო­ველ­თვის სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ფე­რი­სად უნდა ჩა­იც­ვას. პი­ჯა­კე­ბიც ძა­ლი­ან მომ­წონს და ბევ­რი მაქვს - გრძე­ლი, მოკ­ლე, სხვა­დას­ხვა ფე­რის. ის შარ­ვალ­საც უხ­დე­ბა, ქვე­და­ბო­ლო­საც და კა­ბა­საც.

ფე­რე­ბი

- შავი ძა­ლი­ან მომ­წონს. ამ ფე­რის სა­მო­სი პრაქ­ტი­კუ­ლია და მო­დი­და­ნაც არას­დროს გა­და­დის. თან, მისი სხვა ფე­რებ­თან შე­ხა­მე­ბაც იო­ლია. ლურ­ჯიც მომ­წონს, ზა­ფხულ­ში კი პას­ტე­ლის ხა­ლი­სი­ან ფე­რებს ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას.

შო­პინ­გი და სა­კონ­ცერ­ტო კოს­ტი­უ­მე­ბი

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ბრენ­დებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ. მთა­ვა­რია, სა­მო­სი ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს და მიხ­დე­ბო­დეს. შო­პინ­გი, რო­გორც ყვე­ლა ქალს, მეც სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებს. როცა სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­დი­ვარ, დროც ბევ­რი მაქვს და მა­ღა­ზი­ებ­საც ხში­რად ვსტუმ­რობ. სი­მარ­თლე გი­თხრა, ჩაც­მა-და­ხურ­ვა­ზე გა­გი­ჟე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ. იქ ყოფ­ნი­სას, ვცდი­ლობ, ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რო, ამა თუ იმ ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას გა­ვეც­ნო, სუ­ვე­ნი­რე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნო. მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ყვე­ლა­ზე მე­ტად, ათე­ნი და ვე­ნე­ცია და­მა­მახ­სოვ­რდა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კონ­ცერ­ტო კოს­ტი­უ­მებს: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპორ­ტულ-სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, რად­გან სას­ცე­ნო კა­ბის, სა­რე­პე­ტი­ციო ქვე­და­ბო­ლოს, ფეხ­საც­მლის, აქ­სე­სუ­ა­რე­ბის შე­ძე­ნა ძვი­რი ჯდე­ბა; ლა­თი­ნუ­რა­მე­რი­კულ ცეკ­ვას სხვა­ნა­ი­რი კოს­ტი­უ­მე­ბი სჭირ­დე­ბა, ევ­რო­პულს - სხვა­ნა­ი­რი. კონ­კურსსა და ტურ­ნი­რებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­მო­სი უნდა გეც­ვას, კაბა ტან­ზე კარ­გად მორ­გე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეს. ასე­თი კა­ბე­ბი ძვირ­ფა­სი ქსო­ვი­ლე­ბით იკე­რე­ბა და მათ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად, სვა­როვ­სკის ფე­რა­დი თვლე­ბია და­მაგ­რე­ბუ­ლი. ქარ­თვე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი ვართ, სა­მო­სით თა­ვად­ვე უზ­რუნ­ველ­ვყოთ სა­კუ­თა­რი თავი, უცხო­ე­ლებს კი რო­გორც წესი, ვი­ღა­ცე­ბი აფი­ნან­სე­ბენ. პი­რა­დად მე, 16 წე­ლია, ვცეკ­ვავ და ბევ­რი კოს­ტი­უ­მი და­მიგ­როვ­და. სხვა­თა შო­რის, არც სცე­ნა­ზე და არც ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ზედ­მე­ტად გა­შიშ­ვლე­ბა არ მომ­წონს. ვფიქ­რობ, ქალი მა­შინ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა ვულ­გა­რუ­ლად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კაბა

- ათენ­ში ერთი ქუ­ჩაა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ბრენ­დის მა­ღა­ზი­ე­ბია ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი. სწო­რედ ასეთ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვი­ძი­ნე სა­ღა­მოს კაბა, მო­საც­მე­ლით. მას­ში და­ახ­ლო­ე­ბით ათა­სი ევრო გა­და­ვი­ხა­დე.

აქ­სე­სუ­ა­რე­ბი

- აქ­სე­სუ­ა­რე­ბის ტა­რე­ბა მიყ­ვარს. სამ­კა­უ­ლებს ძი­რი­თა­დად, სა­ზღვარ­გა­რეთ ვყი­დუ­ლობ, სხვა­თა შო­რის, ბა­ქო­ში მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბის­თვის დიდი არ­ჩე­ვა­ნია, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქსო­ვი­ლე­ბიც იყი­დე­ბა. ადრე მზის სათ­ვა­ლე არ მომ­წონ­და და არც ვი­კე­თებ­დი, ბოლო დროს კი ვი­ყე­ნებ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ზა­ფხულ­ში.

ფეხ­საც­მე­ლი

- ამ­ბო­ბენ, რომ ქა­ლის გარ­დე­რობ­ში მთა­ვა­რი მა­ინც, ფეხ­საც­მე­ლი და ჩან­თაა. შე­საძ­ლოა, ბევ­რი კარ­გი კაბა გქონ­დეს, მაგ­რამ მას თუ კარ­გი ფეხ­საც­მე­ლი არ შე­უ­ხა­მე, კა­ბაც "და­ი­კარ­გე­ბა". ამი­ტო­მა­ცაა, რომ მას­ში ფული არას­დროს მე­ნა­ნე­ბა. მო­ცეკ­ვა­ვეს (და არა მარ­ტო მო­ცეკ­ვა­ვეს), აუ­ცი­ლებ­ლად მო­ხერ­ხე­ბუ­ლი ფეხ­საც­მე­ლი უნდა ეც­ვას. მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად მა­ღა­ლი ქუს­ლით შე­უძ­ლია იცეკ­ვოს. ჩემი ფეხ­საც­მლის ქუს­ლი 8-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნია. ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში, დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნე­ბით დავ­დი­ვარ. მი­მაჩ­ნია, რომ ასე­თი ფეხ­საც­მე­ლი ქა­ლის სხე­ულს უფრო მე­ტად დახ­ვე­წილ­სა და ლა­მაზს აჩენს.

მა­კი­ა­ჟი და თა­ვის მოვ­ლა

- სა­რე­ლაქ­სა­ციო მა­საჟ­ზე სი­ა­რუ­ლის დრო სამ­წუ­ხა­როდ, არ მაქვს. სა­ვარ­ჯი­შოდ დი­ლა­უ­თე­ნია ნამ­დვი­ლად არ ვდგე­ბი, რად­გან ცეკ­ვი­სას ვარ­ჯი­ში ისე­დაც მი­წევს და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ენერ­გი­ა­საც ვხარ­ჯავ. მიყ­ვარს ცურ­ვა. სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს - კან­ზე, ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე, სახ­სრებ­ზე... სი­ლა­მა­ზის სა­ლონ­საც რე­გუ­ლა­რუ­ლად ვსტუმ­რობ, რად­გან ხში­რად მი­წევს სი­ა­რუ­ლი შეხ­ვედ­რებ­ზე, ივენ­თებ­ზე და ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში უნდა ვიყო. მა­კი­აჟს თა­ვად ვი­კე­თებ, სა­დად და სი­ტუ­ა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად.

დი­ე­ტა

- დი­ე­ტა არა­სო­დეს და­მი­ცავს. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ "გან­ტვირ­თვის დღეს" ვი­წყობ და შე­და­რე­ბით მსუ­ბუქ საკ­ვებს მი­ვირ­თმევ. "გარ­და­ტე­ხის პე­რი­ოდ­ში" მქონ­და წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, მა­შინ ეს სუ­ლაც არ მჭირ­დე­ბო­და.

მე­გობ­რე­ბი და გარ­თო­ბა

- დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, გარ­თო­ბას მა­ინც ვა­ხერ­ხებ. საკ­მა­ოდ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ვარ და ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, მუ­სი­კის მოს­მე­ნა და ცეკ­ვა მიყ­ვარს. მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის დრო ყო­ველ­თვის მაქვს. კლუ­ბუ­რი ცხოვ­რე­ბა დი­დად არ მი­ზი­დავს. ე.წ. და­ხუ­რულ ივენ­თებ­ზე უფრო ხში­რად დავ­დი­ვარ. ხში­რად, მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს ვსტუმ­რობთ და ჯაზს, გე­მოვ­ნე­ბი­ან მუ­სი­კას ვუს­მენთ, სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ.

ფა­ნე­ბი და სა­ჩუქ­რე­ბი

- ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბით არას­დროს ვწუხ­დე­ბი. შევ­თან­ხმდეთ, რომ ყუ­რა­დღე­ბა ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს. ახლა შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლებ და ყვე­ლას, ვინც ჩემ მი­მართ სიმ­პა­თი­ით არის გან­წყო­ბი­ლი, დიდ მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი. ზოგ­ჯერ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი სა­ჩუქ­რებს მიგ­ზავ­ნი­ან, ამა თუ იმ ად­გი­ლას მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, მაგ­რამ უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გან რა­ი­მეს მი­ღე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. ჰოდა, მათ "ლა­მა­ზი" უა­რით, კულ­ტუ­რუ­ლად ვის­ტუმ­რებ ხოლ­მე. ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბა, ჩი­ტი­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლი ვარ (იცი­ნის).

კა­რი­ე­რა

- სპორ­ტულ-სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის ფე­დე­რა­ცია, ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი­სა და ქალ­ბა­ტო­ნი ლა­რი­სას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ყო­ველ­წლი­უ­რად, მა­ის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­სის გა­თა­მა­შე­ბას აწყობს, ამი­ტომ მალე უცხო­ე­ლი მსა­ჯე­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ჩა­მოვ­ლენ და სამ­ზა­დი­სიც დაგ­ვე­წყე­ბა. გარ­და ამი­სა, ნინო ცქი­ტიშ­ვილ­თან, სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო­ში ვმუ­შა­ობ და ყო­ვე­ლი წლის ივ­ნის­ში გა­მო­საშ­ვებ სა­ღა­მოს - თე­ატ­რა­ლი­ზე­ბულ პო­დი­უმს ვა­წყობთ ხოლ­მე. შარ­შან მა­გა­ლი­თად, ასე­თი სა­ღა­მო მა­რი­ნა სა­ღა­რა­ძეს­თან ერ­თად მო­ვა­წყვეთ. კი­დევ, გო­გო­ნა­თა ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ზრდის სტუ­დი­ა­ში, სა­დაც მე, ჯუ­ლი­ა­ნა ბარგ-ნარი და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი ვმუ­შა­ობთ, ივენ­თი­სა და ჩვე­ნე­ბის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებთ. სხვა­თა შო­რის, ცოტა ხნის წინ, ლიკა ყაზ­ბეგ­თან ერ­თად კარ­გი პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თეთ - "წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალი პო­დი­უმ­ზე". გარ­და ამი­სა, მაქვს ფო­ტო­სე­სი­ე­ბი. ამას წი­ნათ ბექა ელ­ბა­ქი­ძეს­თან ერ­თად, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღეს. ასე­ვე, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე ორ კლიპ­ში. ამ ყვე­ლაფ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ცეკ­ვა­ში ვა­ვარ­ჯი­შებ მოყ­ვა­რუ­ლებს. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ვარ და ბევ­რი გეგ­მაც მაქვს....

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ვინ უზრუნველყოფს ქართველ მოცეკვავეებს ძვირად ღირებული სამოსით

ვინ უზრუნველყოფს ქართველ მოცეკვავეებს ძვირად ღირებული სამოსით

"ცეკვავენ ვარსკვლავების" ერთ-ერთი მოცეკვავე - ლელო ჩქარეული პროექტის შემდეგ, აქტიურ ქორეოგრაფიულ საქმიანობას ჩვეულ რიტმში განაგრძობს. ლელო საკმაოდ დახვეწილი, სასიამოვნო გარეგნობით გამოირჩევა, პროფესიის წყალობით კი მუდმივად ფორმაშია და წონაზეც დიდად არ ზრუნავს.

ჩაცმის სტილი

- ზაფხულში უპირველესი "სამოსი", ნამზეურია. ვგიჟდები გარუჯვაზე. რაც შეეხება ტანისამოსს - ძირითადად, კლასიკურ სტილში ვიცვამ. მართალია, სპორტული სამოსიც მომწონს, მაგრამ საჩემო ნამდვილად არ არის. ცეკვას რადგან სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ვასწავლი, დღის განმავლობაში ტანსაცმლის გამოცვლა რამდენჯერმე მიწევს. ასეთ დროს მთავარია, მოხერხებულად მეცვას. ისე კი, ჩემთვის შარვალი უფრო მეტად პრაქტიკულია. თუმცა, კაბაც ბევრი მაქვს. მოკლე ქვედაბოლოები იშვიათად მაცვია. ადამიანი სასაცილოდ რომ არ გამოიყურებოდეს, ყოველთვის სიტუაციის შესაფერისად უნდა ჩაიცვას. პიჯაკებიც ძალიან მომწონს და ბევრი მაქვს - გრძელი, მოკლე, სხვადასხვა ფერის. ის შარვალსაც უხდება, ქვედაბოლოსაც და კაბასაც.

ფერები

- შავი ძალიან მომწონს. ამ ფერის სამოსი პრაქტიკულია და მოდიდანაც არასდროს გადადის. თან, მისი სხვა ფერებთან შეხამებაც იოლია. ლურჯიც მომწონს, ზაფხულში კი პასტელის ხალისიან ფერებს ვანიჭებ უპირატესობას.

შოპინგი და საკონცერტო კოსტიუმები

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ბრენდებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, სამოსი ხარისხიანი იყოს და მიხდებოდეს. შოპინგი, როგორც ყველა ქალს, მეც სიამოვნებას მანიჭებს. როცა საზღვარგარეთ მივდივარ, დროც ბევრი მაქვს და მაღაზიებსაც ხშირად ვსტუმრობ. სიმართლე გითხრა, ჩაცმა-დახურვაზე გაგიჟებული ნამდვილად არ ვარ. იქ ყოფნისას, ვცდილობ, ქალაქის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერო, ამა თუ იმ ქვეყნის კულტურას გავეცნო, სუვენირები და საჩუქრები შევიძინო. მოგზაურობა ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად, ათენი და ვენეცია დამამახსოვრდა.

რაც შეეხება საკონცერტო კოსტიუმებს: მოგეხსენებათ, სპორტულ-სამეჯლისო ცეკვები ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რადგან სასცენო კაბის, სარეპეტიციო ქვედაბოლოს, ფეხსაცმლის, აქსესუარების შეძენა ძვირი ჯდება; ლათინურამერიკულ ცეკვას სხვანაირი კოსტიუმები სჭირდება, ევროპულს - სხვანაირი. კონკურსსა და ტურნირებზე აუცილებლად, ძვირად ღირებული სამოსი უნდა გეცვას, კაბა ტანზე კარგად მორგებული უნდა გქონდეს. ასეთი კაბები ძვირფასი ქსოვილებით იკერება და მათზე აუცილებლად, სვაროვსკის ფერადი თვლებია დამაგრებული. ქართველი მოცეკვავეები იძულებული ვართ, სამოსით თავადვე უზრუნველვყოთ საკუთარი თავი, უცხოელებს კი როგორც წესი, ვიღაცები აფინანსებენ. პირადად მე, 16 წელია, ვცეკვავ და ბევრი კოსტიუმი დამიგროვდა. სხვათა შორის, არც სცენაზე და არც ყოველდღიურ ცხოვრებაში ზედმეტად გაშიშვლება არ მომწონს. ვფიქრობ, ქალი მაშინ უფრო საინტერესოა, როცა ვულგარულად არ გამოიყურება.

ყველაზე ძვირად ღირებული კაბა

- ათენში ერთი ქუჩაა, სადაც სხვადასხვა ბრენდის მაღაზიებია ჩამწკრივებული. სწორედ ასეთ მაღაზიაში შევიძინე საღამოს კაბა, მოსაცმელით. მასში დაახლოებით ათასი ევრო გადავიხადე.

აქსესუარები

- აქსესუარების ტარება მიყვარს. სამკაულებს ძირითადად, საზღვარგარეთ ვყიდულობ, სხვათა შორის, ბაქოში მოცეკვავეებისთვის დიდი არჩევანია, შესანიშნავი ქსოვილებიც იყიდება. ადრე მზის სათვალე არ მომწონდა და არც ვიკეთებდი, ბოლო დროს კი ვიყენებ, განსაკუთრებით - ზაფხულში.

ფეხსაცმელი

- ამბობენ, რომ ქალის გარდერობში მთავარი მაინც, ფეხსაცმელი და ჩანთაა. შესაძლოა, ბევრი კარგი კაბა გქონდეს, მაგრამ მას თუ კარგი ფეხსაცმელი არ შეუხამე, კაბაც "დაიკარგება". ამიტომაცაა, რომ მასში ფული არასდროს მენანება. მოცეკვავეს (და არა მარტო მოცეკვავეს), აუცილებლად მოხერხებული ფეხსაცმელი უნდა ეცვას. მასზეა დამოკიდებული, რამდენად მაღალი ქუსლით შეუძლია იცეკვოს. ჩემი ფეხსაცმლის ქუსლი 8-სანტიმეტრიანია. ყოველდღიურ ცხოვრებაში, დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, მაღალქუსლიანებით დავდივარ. მიმაჩნია, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალის სხეულს უფრო მეტად დახვეწილსა და ლამაზს აჩენს.

მაკიაჟი და თავის მოვლა

- სარელაქსაციო მასაჟზე სიარულის დრო სამწუხაროდ, არ მაქვს. სავარჯიშოდ დილაუთენია ნამდვილად არ ვდგები, რადგან ცეკვისას ვარჯიში ისედაც მიწევს და დღის განმავლობაში ენერგიასაც ვხარჯავ. მიყვარს ცურვა. სპორტის ეს სახეობა ყველაფერზე დადებითად მოქმედებს - კანზე, ნერვულ სისტემაზე, სახსრებზე... სილამაზის სალონსაც რეგულარულად ვსტუმრობ, რადგან ხშირად მიწევს სიარული შეხვედრებზე, ივენთებზე და ყოველთვის ფორმაში უნდა ვიყო. მაკიაჟს თავად ვიკეთებ, სადად და სიტუაციის შესაბამისად.

დიეტა

- დიეტა არასოდეს დამიცავს. თუმცა, ზოგჯერ "განტვირთვის დღეს" ვიწყობ და შედარებით მსუბუქ საკვებს მივირთმევ. "გარდატეხის პერიოდში" მქონდა წონაში დაკლების მცდელობა, მაგრამ ახლა ვხვდები, მაშინ ეს სულაც არ მჭირდებოდა.

მეგობრები და გართობა

- დატვირთული დღის რეჟიმის მიუხედავად, გართობას მაინც ვახერხებ. საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ და ხალხთან ურთიერთობა, მუსიკის მოსმენა და ცეკვა მიყვარს. მოკლედ, მეგობრებისა და ახლობლებისთვის დრო ყოველთვის მაქვს. კლუბური ცხოვრება დიდად არ მიზიდავს. ე.წ. დახურულ ივენთებზე უფრო ხშირად დავდივარ. ხშირად, მეგობრები ერთმანეთს ვსტუმრობთ და ჯაზს, გემოვნებიან მუსიკას ვუსმენთ, საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ.

ფანები და საჩუქრები

- ჩემი გულშემატკივრებით არასდროს ვწუხდები. შევთანხმდეთ, რომ ყურადღება ყველას სიამოვნებს. ახლა შემთხვევით ვისარგებლებ და ყველას, ვინც ჩემ მიმართ სიმპათიით არის განწყობილი, დიდ მადლობას გადავუხდი. ზოგჯერ თაყვანისმცემლები საჩუქრებს მიგზავნიან, ამა თუ იმ ადგილას მეპატიჟებიან, მაგრამ უცხო ადამიანებისგან რაიმეს მიღება ჩემთვის მიუღებელია. ჰოდა, მათ "ლამაზი" უარით, კულტურულად ვისტუმრებ ხოლმე. ჩემს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, ჩიტივით თავისუფალი ვარ (იცინის).

კარიერა

- სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების ფედერაცია, ბატონი თენგიზისა და ქალბატონი ლარისას ხელმძღვანელობით, ყოველწლიურად, მაისში საერთაშორისო თასის გათამაშებას აწყობს, ამიტომ მალე უცხოელი მსაჯები, მოცეკვავეები ჩამოვლენ და სამზადისიც დაგვეწყება. გარდა ამისა, ნინო ცქიტიშვილთან, სამოდელო სააგენტოში ვმუშაობ და ყოველი წლის ივნისში გამოსაშვებ საღამოს - თეატრალიზებულ პოდიუმს ვაწყობთ ხოლმე. შარშან მაგალითად, ასეთი საღამო მარინა საღარაძესთან ერთად მოვაწყვეთ. კიდევ, გოგონათა ესთეტიკური აღზრდის სტუდიაში, სადაც მე, ჯულიანა ბარგ-ნარი და ოთო ფოლადაშვილი ვმუშაობთ, ივენთისა და ჩვენების გაკეთებას ვაპირებთ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ლიკა ყაზბეგთან ერთად კარგი პროექტი გავაკეთეთ - "წარმატებული ქალი პოდიუმზე". გარდა ამისა, მაქვს ფოტოსესიები. ამას წინათ ბექა ელბაქიძესთან ერთად, პროფესიონალური ფოტოები გადამიღეს. ასევე, მონაწილეობა მივიღე ორ კლიპში. ამ ყველაფრის პარალელურად, მოგეხსენებათ, ცეკვაში ვავარჯიშებ მოყვარულებს. მოკლედ, ძალიან აქტიური ვარ და ბევრი გეგმაც მაქვს....

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება