Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან"
"რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან"

კას­პის რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლის - ოლეგ ია­ძი­სა და ამა­ვე რა­ი­ო­ნის მკვიდ­რის - მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლის და­პი­რის­პი­რე­ბა პო­ლი­ტი­კურ-იუ­მო­რის­ტულ შოუს ემ­სგავ­სე­ბა. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რე­ხი თა­ვი­სი "ფრთი­ა­ნი" ფრა­ზე­ბით პო­პუ­ლა­რო­ბის ზე­ნი­ტში გახ­ლავთ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლია მისი ფრა­ზა - "კას­პი არის ტა­ტა­მი, ოლე­გაა ჩვე­ნი მწვრთნე­ლი". გა­დავ­წყვი­ტეთ, ლა­მის ვარ­სკვლა­ვად ქცე­უ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ახ­ლოს გაგ­ვეც­ნო. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას სიმ­კაც­რეს და იუ­მორს ვა­ბა­ლან­სე­ბო, - გვი­თხრა...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რეხ, რო­დემ­დე შე­იძ­ლე­ბა, კას­პი "ტა­ტა­მი" იყოს?

- არ ვიცი. რამ­დენ­ჯე­რაც ოლე­გა თავს და­მეს­ხმე­ბა, იმ­დენ­ჯერ­ვე პა­სუხს მი­ი­ღებს ჩემ­გან! ჩემი გა­მოს­ვლე­ბით ერთი პო­ზი­ტი­უ­რი რა­ღაც მა­ინც მოხ­და: ხალ­ხმა კას­პი "აღ­მო­ა­ჩი­ნა" და იქ­ნებ ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ონ. არა­ნორ­მა­ლუ­რად დან­გრე­უ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გვაქვს... კას­პში არა­ვის უთ­ქვამს, - ოლე­გას უსა­მარ­თლოდ ერ­ჩიო. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რაც ხდე­ბა. ჩვე­ნი რა­ი­ო­ნი მის­ნა­ი­რი "ელე­მენ­ტე­ბის­გან" უნდა გა­იწ­მინ­დოს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" ჩვენ­კენ თი­თის გა­მოშ­ვე­რის სა­ბა­ბი არ ჰქონ­დეთ: - აი, ნა­ხეთ, რო­გო­რი ხალ­ხი ჰყავ­თო! უკვე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბიც" "აკი­კინ­დნენ"... ჩემს შვილ­საც არ და­ვი­ცავ, თუკი დამ­ნა­შა­ვე იქ­ნე­ბა! პირ­ვე­ლად მე ვამ­ხელ და გა­ვაკ­რი­ტი­კებ. დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის ვიბ­რძო­დი, ჩემო კარ­გო...

- ქალ­ბა­ტო­ნო მა­რეხ, კას­პში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი ხართ?

- არა. მცხე­თის რა­ი­ონ­ში - ძა­ლის­ში ვცხოვ­რობ­დი. ბინა თბი­ლის­ში, თემ­ქა­ზეც გვქონ­და, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში ცხოვ­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ იყო - ძა­ლი­სი თბი­ლის­თან ახ­ლოს არის...

- კას­პში რო­გორ მოხ­ვდით?

- ყვე­ლა და­სავ­ლე­თი­დან აქეთ გა­მორ­ბის და მე უკუღ­მარ­თი რომ ვარ, არ მე­ტყო­ბა? "უკუღ­მა" წა­ვე­დი... კას­პში გავ­თხოვ­დი. ჩემი მე­უღ­ლე ქვე­მო­ჭა­ლე­ლი გახ­ლდათ. ისე სწრა­ფად და­ვო­ჯახ­დი, რომ ვშა­ყი­რობ ხოლ­მე, - ჩემს ქორ­წილ­ში თავი მა­ყა­რი მე­გო­ნა-მეთ­ქი...

- ბავ­შვო­ბა­შიც ასე­თი ენაკ­ვი­მა­ტი იყა­ვით?

- 4 ძმა მყავ­და. ნა­ბო­ლა­რა შვი­ლი გახ­ლა­ვართ. მა­ნე­ბივ­რებ­დნენ. ძმე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - მა­მამ გა­გა­თა­მა­მა და გა­გა­ტუ­ტუ­ცაო... უშ­ვი­ლო ბიძა მყავ­და. მისი ნე­ბი­ე­რაც გახ­ლდით. რაც მეტ სი­სუ­ლე­ლეს ჩა­ვი­დენ­დი და ვი­ტყო­დი, ახ­ლობ­ლებს მით უფრო ვა­ხა­ლი­სებ­დი. ქმა­რიც არა­ფერ­ში მზღუ­დავ­და. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა შინ ძმა­კა­ცე­ბი მო­უყ­ვა­ნია, კარ­ტის სა­თა­მა­შოდ დამ­სხდა­რან და ქმრის­თვის მით­ქვამს, - ერთ ხელს მე ვი­თა­მა­შებ-მეთ­ქი. მე­უღ­ლე ბავ­შვს და­ი­ჭერ­და, მე - ვთა­მა­შობ­დი...

მერე ჩემი ქმა­რი მძი­მედ გახ­და ავად. შე­ეძ­ლო, თა­ვის დე­ი­დაშ­ვილ­თან - მდი­დარ ბიზ­ნეს­მენ მე­რაბ სა­მა­დაშ­ვილ­თან მი­სუ­ლი­ყო და დახ­მა­რე­ბა ეთხო­ვა, მაგ­რამ ამ­ბობ­და: ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლის­გან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მთე­ლი ბავ­შვო­ბა გა­ვა­ტა­რე, სი­ცო­ცხლეს არ ვი­ყი­დი. მან ჩემი პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ იცის და ამის მოგ­ვა­რე­ბა მის­თვის არა­ფე­რი­აო. მე­ო­რე დე­ი­დაშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობ­და. ის ცო­ცხა­ლი აღარ არის და მის გვარ-სა­ხელ­საც აღარ ვახ­სე­ნებ. ჩემი ქმრის პრობ­ლე­მას ისიც უყუ­რა­დღე­ბოდ მო­ე­კი­და. ზედ­მე­ტი სი­კე­თე სა­კუ­თა­რი თა­ვის წი­ნა­შე ჩა­დე­ნი­ლი ბო­რო­ტე­ბა გახ­ლავთ. ჩემს მე­უღ­ლეს ასე და­ე­მარ­თა. ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ბრძო­ლის ქარ­ცე­ცხლში ვარ: 25 წლის ასაკ­ში 2 ბავ­შვით მარ­ტო დავ­რჩი. არ ვი­ცო­დი, რა უნდა მე­ღო­ნა? ჩემი გო­ნე­ბა მა­ლე­ვე ამუ­შავ­და და ოჯახ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ზრუნ­ვა და­ვი­წყე. ახლა სულ ზე­პი­რად ვიცი, ხორ­ბლის თეს­ვის, ნი­ა­და­გის მოხ­ვნის, სა­სუ­ქის და თაგ­ვის წამ­ლის შე­ტა­ნის დრო და ა.შ. იცით, ვამ­ბობ ხოლ­მე, - დე­და­კა­ცი ვარ-მეთ­ქი ანუ რად­გან ქმა­რი არ მყავს, ოჯახ­ში დე­დაც მე ვარ და კა­ციც! კა­ცე­ბი იგი­ნე­ბი­ან, ქა­ლე­ბი კი - იწყევ­ლე­ბი­ან. მე "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი" მაქვს არ­ჩე­უ­ლი... იუ­მო­რის გრძნო­ბა რომ არ მქო­ნო­და, ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის ფონ­ზე, ახლა ან სა­გი­ჟეთ­ში ვიქ­ნე­ბო­დი, ან - სა­საფ­ლა­ო­ზე. იუ­მორ­მა ძა­ლი­ან მიშ­ვე­ლა. რომ იცო­დეთ, სა­კუ­თარ თავ­ზე ყვე­ლა­ზე მე­ტად ვშა­ყი­რობ და ეს ძა­ლი­ან მშვე­ლის. უკი­დუ­რე­სი ფი­ნან­სუ­რი გა­ჭირ­ვე­ბა როცა მაქვს, რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობ. თმა ისე შე­მიჭ­რია, სარ­კეს­თან რომ დავ­მდგარ­ვარ, ჩემი ორე­უ­ლის და­ნახ­ვი­სას ბევ­რი მი­ცი­ნია: - სა­კუ­თარ თავს რას ვერ­ჩო­დი-მეთ­ქი?

- თქვე­ნი შე­მო­სავ­ლის წყა­რო რა არის?

- რო­გორც მარ­ჩე­ნალ­და­კარ­გუ­ლი, პენ­სი­ას - 110 ლარს და სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას - 75 ლარს ვი­ღებ. სო­ფელ­ში მო­სა­ვა­ლი მომ­ყავს. ქერს ან სხვა პრო­დუქტს ვყი­დი, აღე­ბუ­ლი ფუ­ლით კი ბავ­შვე­ბის­თვის წიგნს ან ტან­საც­მელს ვყი­დუ­ლობ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ზამ­თარ­ში გვი­ჭირს: გა­ზის გა­მათ­ბო­ბე­ლი გვაქვს და ძი­რი­თა­დად, გა­და­სა­ხად­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. მა­ღა­ზი­ებ­ში რა­ღა­ცებს ნი­სი­ად ვყი­დუ­ლობთ...

- მკაც­რი დედა ხართ?

- მგო­ნი, სიმ­კაც­რე­სა და იუ­მორს შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც ვა­ბა­ლან­სებ. უწეს­რი­გო­ბა არ მიყ­ვარს. ცოტა კრი­ტი­კუ­ლი დედა ვარ: მინ­და, რომ უკე­თე­სე­ბი იყ­ვნენ. ჩემი გო­გო­ნა კარ­გად სწავ­ლობს, ბიჭი ცოტა ფუქ­სა­ვა­ტობს და სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პრობ­ლე­მე­ბი მაქვს. მარ­თა­ლია, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ, მაგ­რამ სწავ­ლა ეზა­რე­ბა... ბავ­შვე­ბის­გან მხო­ლოდ სწავ­ლას ვი­თხოვ, ყვე­ლა­ნა­ირ პი­რო­ბას ვუქ­მნი, თა­ვად კი ყვე­ლა­ფერს ვიკ­ლებ. სხვა­თა შო­რის, გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რად რომ მივ­დი­ო­დი, მე­გობ­რებ­მა ფული ამიგ­რო­ვეს - ერთი ხელი ტან­საც­მე­ლი იყი­დე და ისე წა­დიო. პა­რიკ­მა­ხე­რი არ მჭირ­დე­ბა - ალ­ბათ, სა­ლონ­ში ქორ­წი­ლის მერე არ ვყო­ფილ­ვარ. სა­კუ­თარ თავს თა­ვად ვუვ­ლი...

- რო­გორც ვიცი, მე­ზობ­ლე­ბის ვარ­ცხნი­ლო­ბა­ზეც თქვენ ზრუ­ნავთ...

- სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სტი­ლის­ტი ვარ. 3-თვი­ა­ნი კურ­სი გა­ვი­ა­რე.

- მუდ­მი­ვი კლი­ენ­ტე­ბი გყავთ?

- ვინ­მე რომ მოვა, მა­წონს მო­მი­ტანს და სა­ნაც­ვლოდ თმის შეჭ­რას მთხოვს, იმას კლი­ენ­ტი რო­გორ ვუ­წო­დო? სო­ფელ­ში ხალ­ხს ფული არ აქვს... პრო­ფე­სი­ით მხატ­ვარ-დი­ზა­ი­ნე­რიც გახ­ლა­ვართ - კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი. ძა­ლი­ან ცუდი პე­რი­ო­დი იდგა: არც "გაზი" იყო, არც - დენი. მა­შინ სო­ფე­ლი უფრო ძლი­ე­რი გახ­ლდათ, ვიდ­რე - ქა­ლა­ქი. კას­პში გა­თხო­ვე­ბამ­დე, სას­მე­ლი წყლის ევ­რო­პუ­ლი დო­ნის ქარ­ხა­ნა­ში ვმუ­შა­ობ­დი. ტან­და­ბა­ლი უფ­რო­სი მყავ­და. "ჭი­კარ­ტას" ვე­ძახ­დი. ერთხელ ქარ­ხა­ნა­ში თა­ნამ­შრო­მე­ლი ბი­ჭე­ბი "ტა­ჩკით" მი­მაქ­რო­ლებ­დნენ. უცებ კარი გა­ი­ღო და "ჭი­კარ­ტა" შე­მო­ვი­და. თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს და "ტა­ჩკას" ხელი გა­უშ­ვეს. "ჭი­კარ­ტა" გა­და­ვარ­და, მე ზე­მო­დან და­ვახ­ტი... უფ­რო­სი სამ­სა­ხუ­რი­დან ვერ მაგ­დებ­და, რად­გან ჩემი ონავ­რო­ბა ბევ­რს ახა­ლი­სებ­და, თა­ვად მას კი - ქარ­ხა­ნა­ში მოს­ვლა აღარ უნ­დო­და. მერე გავ­თხოვ­დი და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი. ერთხელ ჩემი მაზ­ლის ცოლს ღა­მით სამ­შო­ბი­ა­რო­ში გავ­ყე­ვი. აღ­მოჩ­ნდა, რომ "ჭი­კარ­ტას" ცო­ლიც იქ მშო­ბი­ა­რობ­და. ყო­ფილ­მა უფ­როს­მა რომ და­მი­ნა­ხა, ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ ჩა­მე­ხუ­ტა - ვერ მაგ­ლეჯ­დნენ! - რო­გორ მო­მე­ნატ­რე, შენ გე­ნაც­ვა­ლე, რას მერ­ჩო­დიო? - მე­უბ­ნე­ბო­და. თან, შვი­ლის შე­ძე­ნის გამო, გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო...

- მშვე­ნივ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით. მე­ო­რედ და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე არ გი­ფიქ­რი­ათ?

- წე­ღან ვშა­ყი­რობ­დი, - ევ­რო­კავ­შირ­ში რომ შე­ვალთ, "ე ხა­ლა­თი და­მი­ჭერს"-მეთ­ქი (იცი­ნის)? რო­გორც დე­დას და ადა­მი­ანს, იმ­დე­ნი პრობ­ლე­მა მაქვს, ჩემო კარ­გო, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ. ჩემი ოჯა­ხის უფ­რო­სი მე ვარ. პა­ემ­ნე­ბის­თვის სად მცა­ლია? ჩემი შვი­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბით და "ო"-თი ვცხოვ­რობ. "ო" ოლე­გას და­ვარ­ქვი: ოფი­ცი­ა­ლუ­რად ომა­რი ჰქვია...

- ზოგს თქვე­ნი საქ­ცი­ე­ლი ქა­ლის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად მი­აჩ­ნია. მათ რას ეტყო­დით?

- ვა­მა­ყობ, რომ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა მაქვს და ჩემი ღირ­სე­ბის­თვის ვიბ­რძვი. აბა, ჩემ­თან ერ­თად, ტრაქ­ტო­რით და კომ­ბა­ი­ნით წა­მო­ვიდ­ნენ, ჩემ გვერ­დით თოხ­ნონ და მერე, ვი­ღაც შე­უ­რა­ცხყო­ფას რომ მი­ა­ყე­ნებს, იქ­ნებ თოხი თავ­ზე გა­და­უ­ჭი­რონ! სა­ნამ გამ­კი­ცხა­ვენ, ჯერ იმის ნა­ხე­ვა­რი იშ­რო­მონ, რა­საც მე ჩემი შვი­ლე­ბის­თვის ვშრო­მობ. ბა­ზარ­შიც დავ­დი­ვარ. მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა გამ­ყიდ­ვე­ლი უღირ­სია? შვი­ლე­ბის­თვის იოლ ლუკ­მას არ ვე­ძებ! ჩემ­სა­ვით იწ­ვა­ლონ და ვნა­ხოთ, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე დად­გე­ბი­ან...

- თქვენს პო­პუ­ლა­რო­ბას შვი­ლე­ბი რო­გორ ეგუ­ე­ბი­ან?

- ბიჭი - ძა­ლი­ან კარ­გად. გო­გო­ნას ხან მოს­წონს, ხან - არა. ორი­ვე ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში გახ­ლავთ. ფაქ­ტობ­რი­ვად, შარ­შან, ოქ­ტომ­ბრი­დან სახ­ლში შტა­ბი მაქვს გახ­სნი­ლი. ჩემს სახ­ლში ოლეგ ია­ძეც ნამ­ყო­ფია. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ვი­ყა­ვით. პარ­ტი­ის გა­სა­მარ­ჯვებ­ლად არა­ნორ­მა­ლუ­რად ვმუ­შა­ობ­დით. შემ­დეგ რა და­ე­მარ­თა, არ ვიცი...

- ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მი­ტინ­გის მო­წყო­ბას ისევ აპი­რებთ?

- არა. ვუ­თხა­რი, - შენი "ნათ­ლია" ვარ-მეთ­ქი: ქამა სო­კო­საც პა­ტა­რა ტანი და დიდი თავი არა აქვს (იღი­მის)?

- ოლეგ ია­ძის და­მარ­ცხე­ბის გარ­და, რა მი­ზა­ნი გაქვთ?

- ოლეგ იაძე ამ­ბობს, - მი­წე­ბის დრო­უ­ლად აღ­წე­რის­თვის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა მად­ლო­ბა გა­დაგ­ვი­ხა­დაო. არა­და, მი­წე­ბის აღ­წე­რა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მოხ­და! გამ­გე­ბელს არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, - ქვა ქვა­ზე არ და­უდ­ვია, მაგ­რამ 2 პრე­მია უკვე აიღო! თუ გამ­გებ­ლად და­ტო­ვე­ბენ, ე.ი. კას­პი და სა­ქარ­თვე­ლო ამ ყვე­ლა­ფერს იმ­სა­ხუ­რებს, თო­რემ პი­რა­დად მე, "ო" თა­ნამ­დე­ბო­ბას ვერ და­მა­კარ­გვი­ნებს, ჩემს შვი­ლებს ცი­ხე­ში ვერ ჩას­ვამს, მეც ვერ და­მა­პა­ტიმ­რებს, რად­გან კრი­მი­ნა­ლი არა­სო­დეს ჩა­მი­დე­ნია, სო­ცი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას ვერ მო­მიხ­სნის და თოხს და ბარს თუ წა­მარ­თმევს, ღმერ­თმა მშვი­დო­ბა­ში მო­ახ­მა­როს!.. შრო­მა და წვა­ლე­ბა და­მი­ფას­დე­ბა, თუკი ქვე­ყა­ნას 2 ღირ­სე­ულ ქარ­თველს გა­ვუზ­რდი. მინ­და, ჩემ­მა შვი­ლებ­მა სა­მარ­თლი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში იცხოვ­რონ. ჩემი მი­ზა­ნი სწო­რედ ეს გახ­ლავთ!

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ:

ოლეგ იაძე "კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ას" ვერ ამ­ბობს და "კო­ხას" ეძა­ხის - მა­რეხ ყამ­ბე­გაშ­ვი­ლი

- "ამე­რი­კა­ში იცის კატ­რი­ნა, კას­პში გვყავს ქა­რიშ­ხა­ლი ოლე­გა" - ჩაშ­ლი­ლი შეხ­ვედ­რა გამ­გე­ბელ­თან

- თვითმფრი­ნა­ვის ბო­ლი­ვით გაქ­რა ოლე­გა ჩვენ­თვის - კას­პში გამ­გებ­ლის გა­დად­გო­მას მო­ი­თხო­ვენ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან"

"რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან"

კასპის რაიონის გამგებლის - ოლეგ იაძისა და ამავე რაიონის მკვიდრის - მარეხ ყამბეგაშვილის დაპირისპირება პოლიტიკურ-იუმორისტულ შოუს ემსგავსება. ქალბატონი მარეხი თავისი "ფრთიანი" ფრაზებით პოპულარობის ზენიტში გახლავთ. განსაკუთრებულად პოპულარულია მისი ფრაზა - "კასპი არის ტატამი, ოლეგაა ჩვენი მწვრთნელი". გადავწყვიტეთ, ლამის ვარსკვლავად ქცეული ქალბატონი მკითხველისთვის უფრო ახლოს გაგვეცნო. ხალხთან ურთიერთობისას სიმკაცრეს და იუმორს ვაბალანსებო, - გვითხრა...

- ქალბატონო მარეხ, როდემდე შეიძლება, კასპი "ტატამი" იყოს?

- არ ვიცი. რამდენჯერაც ოლეგა თავს დამესხმება, იმდენჯერვე პასუხს მიიღებს ჩემგან! ჩემი გამოსვლებით ერთი პოზიტიური რაღაც მაინც მოხდა: ხალხმა კასპი "აღმოაჩინა" და იქნებ ყურადღება მიაქციონ. არანორმალურად დანგრეული ინფრასტრუქტურა გვაქვს... კასპში არავის უთქვამს, - ოლეგას უსამართლოდ ერჩიო. ყველამ კარგად იცის, რაც ხდება. ჩვენი რაიონი მისნაირი "ელემენტებისგან" უნდა გაიწმინდოს, რომ "ნაციონალებს" ჩვენკენ თითის გამოშვერის საბაბი არ ჰქონდეთ: - აი, ნახეთ, როგორი ხალხი ჰყავთო! უკვე "ნაციონალებიც" "აკიკინდნენ"... ჩემს შვილსაც არ დავიცავ, თუკი დამნაშავე იქნება! პირველად მე ვამხელ და გავაკრიტიკებ. დემოკრატიისთვის ვიბრძოდი, ჩემო კარგო...

- ქალბატონო მარეხ, კასპში დაბადებულ-გაზრდილი ხართ?

- არა. მცხეთის რაიონში - ძალისში ვცხოვრობდი. ბინა თბილისში, თემქაზეც გვქონდა, მაგრამ ქალაქში ცხოვრების საჭიროება არ იყო - ძალისი თბილისთან ახლოს არის...

- კასპში როგორ მოხვდით?

- ყველა დასავლეთიდან აქეთ გამორბის და მე უკუღმართი რომ ვარ, არ მეტყობა? "უკუღმა" წავედი... კასპში გავთხოვდი. ჩემი მეუღლე ქვემოჭალელი გახლდათ. ისე სწრაფად დავოჯახდი, რომ ვშაყირობ ხოლმე, - ჩემს ქორწილში თავი მაყარი მეგონა-მეთქი...

- ბავშვობაშიც ასეთი ენაკვიმატი იყავით?

- 4 ძმა მყავდა. ნაბოლარა შვილი გახლავართ. მანებივრებდნენ. ძმები მეუბნებოდნენ, - მამამ გაგათამამა და გაგატუტუცაო... უშვილო ბიძა მყავდა. მისი ნებიერაც გახლდით. რაც მეტ სისულელეს ჩავიდენდი და ვიტყოდი, ახლობლებს მით უფრო ვახალისებდი. ქმარიც არაფერში მზღუდავდა. ყოფილა შემთხვევა, როცა შინ ძმაკაცები მოუყვანია, კარტის სათამაშოდ დამსხდარან და ქმრისთვის მითქვამს, - ერთ ხელს მე ვითამაშებ-მეთქი. მეუღლე ბავშვს დაიჭერდა, მე - ვთამაშობდი...

მერე ჩემი ქმარი მძიმედ გახდა ავად. შეეძლო, თავის დეიდაშვილთან - მდიდარ ბიზნესმენ მერაბ სამადაშვილთან მისულიყო და დახმარება ეთხოვა, მაგრამ ამბობდა: ჩემი დეიდაშვილისგან, რომელთან ერთადაც მთელი ბავშვობა გავატარე, სიცოცხლეს არ ვიყიდი. მან ჩემი პრობლემის შესახებ იცის და ამის მოგვარება მისთვის არაფერიაო. მეორე დეიდაშვილი ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა. ის ცოცხალი აღარ არის და მის გვარ-სახელსაც აღარ ვახსენებ. ჩემი ქმრის პრობლემას ისიც უყურადღებოდ მოეკიდა. ზედმეტი სიკეთე საკუთარი თავის წინაშე ჩადენილი ბოროტება გახლავთ. ჩემს მეუღლეს ასე დაემართა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ბრძოლის ქარცეცხლში ვარ: 25 წლის ასაკში 2 ბავშვით მარტო დავრჩი. არ ვიცოდი, რა უნდა მეღონა? ჩემი გონება მალევე ამუშავდა და ოჯახზე დამოუკიდებლად ზრუნვა დავიწყე. ახლა სულ ზეპირად ვიცი, ხორბლის თესვის, ნიადაგის მოხვნის, სასუქის და თაგვის წამლის შეტანის დრო და ა.შ. იცით, ვამბობ ხოლმე, - დედაკაცი ვარ-მეთქი ანუ რადგან ქმარი არ მყავს, ოჯახში დედაც მე ვარ და კაციც! კაცები იგინებიან, ქალები კი - იწყევლებიან. მე "ოქროს შუალედი" მაქვს არჩეული... იუმორის გრძნობა რომ არ მქონოდა, ამდენი პრობლემის ფონზე, ახლა ან საგიჟეთში ვიქნებოდი, ან - სასაფლაოზე. იუმორმა ძალიან მიშველა. რომ იცოდეთ, საკუთარ თავზე ყველაზე მეტად ვშაყირობ და ეს ძალიან მშველის. უკიდურესი ფინანსური გაჭირვება როცა მაქვს, რა თქმა უნდა, ვნერვიულობ. თმა ისე შემიჭრია, სარკესთან რომ დავმდგარვარ, ჩემი ორეულის დანახვისას ბევრი მიცინია: - საკუთარ თავს რას ვერჩოდი-მეთქი?

- თქვენი შემოსავლის წყარო რა არის?

- როგორც მარჩენალდაკარგული, პენსიას - 110 ლარს და სოციალურ დახმარებას - 75 ლარს ვიღებ. სოფელში მოსავალი მომყავს. ქერს ან სხვა პროდუქტს ვყიდი, აღებული ფულით კი ბავშვებისთვის წიგნს ან ტანსაცმელს ვყიდულობ. განსაკუთრებულად ზამთარში გვიჭირს: გაზის გამათბობელი გვაქვს და ძირითადად, გადასახადზე ორიენტირებულები ვართ. მაღაზიებში რაღაცებს ნისიად ვყიდულობთ...

- მკაცრი დედა ხართ?

- მგონი, სიმკაცრესა და იუმორს შვილებთან ურთიერთობაშიც ვაბალანსებ. უწესრიგობა არ მიყვარს. ცოტა კრიტიკული დედა ვარ: მინდა, რომ უკეთესები იყვნენ. ჩემი გოგონა კარგად სწავლობს, ბიჭი ცოტა ფუქსავატობს და სწავლასთან დაკავშირებით, პრობლემები მაქვს. მართალია, მასწავლებლები დადებითად ახასიათებენ, მაგრამ სწავლა ეზარება... ბავშვებისგან მხოლოდ სწავლას ვითხოვ, ყველანაირ პირობას ვუქმნი, თავად კი ყველაფერს ვიკლებ. სხვათა შორის, გადაცემაში სტუმრად რომ მივდიოდი, მეგობრებმა ფული ამიგროვეს - ერთი ხელი ტანსაცმელი იყიდე და ისე წადიო. პარიკმახერი არ მჭირდება - ალბათ, სალონში ქორწილის მერე არ ვყოფილვარ. საკუთარ თავს თავად ვუვლი...

- როგორც ვიცი, მეზობლების ვარცხნილობაზეც თქვენ ზრუნავთ...

- სერტიფიცირებული სტილისტი ვარ. 3-თვიანი კურსი გავიარე.

- მუდმივი კლიენტები გყავთ?

- ვინმე რომ მოვა, მაწონს მომიტანს და სანაცვლოდ თმის შეჭრას მთხოვს, იმას კლიენტი როგორ ვუწოდო? სოფელში ხალხს ფული არ აქვს... პროფესიით მხატვარ-დიზაინერიც გახლავართ - კოლეჯში ვსწავლობდი. ძალიან ცუდი პერიოდი იდგა: არც "გაზი" იყო, არც - დენი. მაშინ სოფელი უფრო ძლიერი გახლდათ, ვიდრე - ქალაქი. კასპში გათხოვებამდე, სასმელი წყლის ევროპული დონის ქარხანაში ვმუშაობდი. ტანდაბალი უფროსი მყავდა. "ჭიკარტას" ვეძახდი. ერთხელ ქარხანაში თანამშრომელი ბიჭები "ტაჩკით" მიმაქროლებდნენ. უცებ კარი გაიღო და "ჭიკარტა" შემოვიდა. თანამშრომლებმა დაინახეს და "ტაჩკას" ხელი გაუშვეს. "ჭიკარტა" გადავარდა, მე ზემოდან დავახტი... უფროსი სამსახურიდან ვერ მაგდებდა, რადგან ჩემი ონავრობა ბევრს ახალისებდა, თავად მას კი - ქარხანაში მოსვლა აღარ უნდოდა. მერე გავთხოვდი და სამსახურიდან წამოვედი. ერთხელ ჩემი მაზლის ცოლს ღამით სამშობიაროში გავყევი. აღმოჩნდა, რომ "ჭიკარტას" ცოლიც იქ მშობიარობდა. ყოფილმა უფროსმა რომ დამინახა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჩამეხუტა - ვერ მაგლეჯდნენ! - როგორ მომენატრე, შენ გენაცვალე, რას მერჩოდიო? - მეუბნებოდა. თან, შვილის შეძენის გამო, გახარებული იყო...

- მშვენივრად გამოიყურებით. მეორედ დაოჯახებაზე არ გიფიქრიათ?

- წეღან ვშაყირობდი, - ევროკავშირში რომ შევალთ, "ე ხალათი დამიჭერს"-მეთქი (იცინის)? როგორც დედას და ადამიანს, იმდენი პრობლემა მაქვს, ჩემო კარგო, რომ პირად ცხოვრებაზე საერთოდ არ დავფიქრებულვარ. ჩემი ოჯახის უფროსი მე ვარ. პაემნებისთვის სად მცალია? ჩემი შვილების პრობლემებით და "ო"-თი ვცხოვრობ. "ო" ოლეგას დავარქვი: ოფიციალურად ომარი ჰქვია...

- ზოგს თქვენი საქციელი ქალისთვის შეუფერებლად მიაჩნია. მათ რას ეტყოდით?

- ვამაყობ, რომ თავმოყვარეობა მაქვს და ჩემი ღირსებისთვის ვიბრძვი. აბა, ჩემთან ერთად, ტრაქტორით და კომბაინით წამოვიდნენ, ჩემ გვერდით თოხნონ და მერე, ვიღაც შეურაცხყოფას რომ მიაყენებს, იქნებ თოხი თავზე გადაუჭირონ! სანამ გამკიცხავენ, ჯერ იმის ნახევარი იშრომონ, რასაც მე ჩემი შვილებისთვის ვშრომობ. ბაზარშიც დავდივარ. მათ ჰგონიათ, რომ ყველა გამყიდველი უღირსია? შვილებისთვის იოლ ლუკმას არ ვეძებ! ჩემსავით იწვალონ და ვნახოთ, როგორ ხასიათზე დადგებიან...

- თქვენს პოპულარობას შვილები როგორ ეგუებიან?

- ბიჭი - ძალიან კარგად. გოგონას ხან მოსწონს, ხან - არა. ორივე ყველაფრის საქმის კურსში გახლავთ. ფაქტობრივად, შარშან, ოქტომბრიდან სახლში შტაბი მაქვს გახსნილი. ჩემს სახლში ოლეგ იაძეც ნამყოფია. წინასაარჩევნოდ თანამებრძოლები ვიყავით. პარტიის გასამარჯვებლად არანორმალურად ვმუშაობდით. შემდეგ რა დაემართა, არ ვიცი...

- ვანო ჯავახიშვილის წინააღმდეგ მიტინგის მოწყობას ისევ აპირებთ?

- არა. ვუთხარი, - შენი "ნათლია" ვარ-მეთქი: ქამა სოკოსაც პატარა ტანი და დიდი თავი არა აქვს (იღიმის)?

- ოლეგ იაძის დამარცხების გარდა, რა მიზანი გაქვთ?

- ოლეგ იაძე ამბობს, - მიწების დროულად აღწერისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრმა მადლობა გადაგვიხადაო. არადა, მიწების აღწერა არჩევნებამდე მოხდა! გამგებელს არაფერი გაუკეთებია, - ქვა ქვაზე არ დაუდვია, მაგრამ 2 პრემია უკვე აიღო! თუ გამგებლად დატოვებენ, ე.ი. კასპი და საქართველო ამ ყველაფერს იმსახურებს, თორემ პირადად მე, "ო" თანამდებობას ვერ დამაკარგვინებს, ჩემს შვილებს ციხეში ვერ ჩასვამს, მეც ვერ დამაპატიმრებს, რადგან კრიმინალი არასოდეს ჩამიდენია, სოციალურ დახმარებას ვერ მომიხსნის და თოხს და ბარს თუ წამართმევს, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს!.. შრომა და წვალება დამიფასდება, თუკი ქვეყანას 2 ღირსეულ ქართველს გავუზრდი. მინდა, ჩემმა შვილებმა სამართლიან საქართველოში იცხოვრონ. ჩემი მიზანი სწორედ ეს გახლავთ!

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ასევე იხილეთ:

ოლეგ იაძე "კოჰაბიტაციას" ვერ ამბობს და "კოხას" ეძახის - მარეხ ყამბეგაშვილი

- "ამერიკაში იცის კატრინა, კასპში გვყავს ქარიშხალი ოლეგა" - ჩაშლილი შეხვედრა გამგებელთან

- თვითმფრინავის ბოლივით გაქრა ოლეგა ჩვენთვის - კასპში გამგებლის გადადგომას მოითხოვენ

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"