მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მეცნიერება
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - უარს ვამბობთ, მოვუსმინოთ ადამიანს, რომელმაც პარლამენტის უფლებები მიიტაცა
თინა ხიდაშელი - უარს ვამბობთ, მოვუსმინოთ ადამიანს, რომელმაც პარლამენტის უფლებები მიიტაცა

მას შემ­დეგ, რაც პარ­ლა­მენტს და­უბ­რუნ­დე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა ხალ­ხის ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად მო­ახ­დი­ნოს, მზად ვიქ­ნე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მო­ვუს­მი­ნოთ, - ამის შე­სა­ხებ უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, თი­ნა­თინ ხი­და­შელ­მა დღეს გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ეზღუ­დე­ბა, გუ­შინ პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბი იმ მიზ­ნით გა­ი­მარ­თა, რომ უმ­ცი­რე­სო­ბას სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი წა­რედ­გი­ნა.

რო­გორც ხი­და­შელ­მა აღ­ნიშ­ნა, გუ­შინ უმ­ცი­რე­სო­ბას შან­სი ჰქონ­და, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მათი პო­ზი­ცია ნა­თე­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

"უარს ვამ­ბობთ, მო­ვუს­მი­ნით ადა­მი­ანს, რო­მელ­საც მი­ტა­ცე­ბუ­ლი აქვს პარ­ლა­მენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ის არის, რომ მთავ­რო­ბის ფორ­მი­რე­ბა ხალ­ხის ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნდა მოხ­დეს", - აღ­ნიშ­ნა მან.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ხვალ პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე ყო­ველ­წლი­უ­რი მოხ­სე­ნე­ბით აღარ წარსგე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ მი­ი­ღო.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს 78 დე­პუ­ტა­ტის ხელ­მო­წე­რით ინი­ცი­რე­ბუ­ლია სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს ეხე­ბა. კერ­ძოდ, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან ის მუხ­ლე­ბი ამო­დის, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს ახ­ლად არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბა­მო­სუ­ლე­ბის ამო­წურ­ვამ­დე ბოლო ექ­ვის თვის გან­მავ­ლო­ბა­ში და­თხოვ­ნას უკ­რძა­ლავს. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ პრე­ზი­დენტს უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა და­ი­თხო­ვოს პარ­ლა­მენ­ტი და და­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი ნე­ბის­მი­ერ დროს - მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბი­დან ექ­ვსი თვი­სა და პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვა­დის ბოლო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ამავდრო­უ­ლად, ამა­ვე სა­კონ­სტი­ტი­ციო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის უფ­ლე­ბე­ბი მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით იზღუ­დე­ბა. კერ­ძოდ, მოქ­მე­დი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ნორ­მით, თუ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა ზე­დი­ზედ სამ­ჯერ პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბას ვერ მი­ი­ღებს, პრე­ზი­დენ­ტი ხუთი დღის ვა­და­ში პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ახალ კან­დი­და­ტუ­რას წა­მო­ა­ყე­ნებს ან პარ­ლა­მენ­ტის თან­ხმო­ბის გა­რე­შე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ნიშ­ნავს, ხოლო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ასე­ვე ხუთი დღის ვა­და­ში, პრე­ზი­დენ­ტის თან­ხმო­ბით მი­ნის­ტრებს და­ნიშ­ნავს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პრე­ზი­დენ­ტი პარ­ლა­მენტს და­ი­თხოვს და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და­ნიშ­ნავს. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტის თა­ნახ­მად კი, თუ მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მა პარ­ლა­მენ­ტის ნდო­ბას ზე­დი­ზედ სამ­ჯერ ვერ მი­ი­ღებს, პრე­ზი­დენ­ტი სამი დღის ვა­და­ში პარ­ლა­მენტს და­ი­თხოვს და რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებს და­ნიშ­ნავს. მთავ­რო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა კი მის­მა ძველ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას უმ­ცი­რე­სო­ბა მხარს არ უჭერს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

თინა ხიდაშელი - უარს ვამბობთ, მოვუსმინოთ ადამიანს, რომელმაც პარლამენტის უფლებები მიიტაცა

თინა ხიდაშელი - უარს ვამბობთ, მოვუსმინოთ ადამიანს, რომელმაც პარლამენტის უფლებები მიიტაცა

მას შემდეგ, რაც პარლამენტს დაუბრუნდება უფლებამოსილება, მთავრობის ფორმირება ხალხის ნების შესაბამისად მოახდინოს, მზად ვიქნებით, მიხეილ სააკაშვილს მოვუსმინოთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინათინ ხიდაშელმა დღეს განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტს უფლებამოსილება ეზღუდება, გუშინ პოლიტიკური დებატები იმ მიზნით გაიმართა, რომ უმცირესობას საკუთარი არგუმენტები წარედგინა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გუშინ უმცირესობას შანსი ჰქონდა, ქართული სახელმწიფოსთვის მათი პოზიცია ნათელი გამხდარიყო.

"უარს ვამბობთ, მოვუსმინით ადამიანს, რომელსაც მიტაცებული აქვს პარლამენტის უფლებები. ყველაზე მთავარი ის არის, რომ მთავრობის ფორმირება ხალხის ნების შესაბამისად უნდა მოხდეს", - აღნიშნა მან.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარსგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს 78 დეპუტატის ხელმოწერით ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ეხება. კერძოდ, კონსტიტუციიდან ის მუხლები ამოდის, რომელიც პრეზიდენტს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი ექვსი თვის განმავლობაში და საკუთარი უფლებამოსულების ამოწურვამდე ბოლო ექვის თვის განმავლობაში დათხოვნას უკრძალავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს უფლება ეძლევა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები ნებისმიერ დროს - მათ შორის პარლამენტის არჩევნების ჩატარებიდან ექვსი თვისა და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში.

ამავდროულად, ამავე საკონსტიტიციო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის პირველი პირის უფლებები მთავრობის დათხოვნის მიმართულებით იზღუდება. კერძოდ, მოქმედი საკონსტიტუციო ნორმით, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ზედიზედ სამჯერ პარლამენტის ნდობას ვერ მიიღებს, პრეზიდენტი ხუთი დღის ვადაში პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წამოაყენებს ან პარლამენტის თანხმობის გარეშე პრემიერ-მინისტრს ნიშნავს, ხოლო პრემიერ-მინისტრი, ასევე ხუთი დღის ვადაში, პრეზიდენტის თანხმობით მინისტრებს დანიშნავს. ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის თანახმად კი, თუ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ნდობას ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღებს, პრეზიდენტი სამი დღის ვადაში პარლამენტს დაითხოვს და რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს. მთავრობის უფლებამოსილება კი მისმა ძველმა შემადგენლობამ უნდა განახორციელოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ამ ინიციატივას უმცირესობა მხარს არ უჭერს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა