დიდი ბრიტანეთის 77 წლის მკვიდრმა დოროთი მაკლენანმა 75-80 წლის ასაკობრივ კატეგორიაში ჭოკით ხტომაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მხცოვანი ქალბატონი 55 წლის ასაკში პენსიაში გასვლის შემდეგ რთულ გზას დაადგა. ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა საკუთარი ოცნების განხორციელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 80 წლის მარათონის მონაწილე ნახა, რომელმაც დამქანცველი დისტანცია წარმატებით გადალახა.
"გავიფიქრე, რადგან მან შეძლო, ე.ი მეც შევძლებ. მაგრამ მე ბუნებით სპორტსმენი არ ვარ, ამიტომ ჩემს თავზე ხანგრძლივი და მძიმე მუშაობა მომიწია",- ამბობს დოროთი.
ინგლისელმა პირველი ჯილდო ჯერ კიდევ 1991 წელს მოიპოვა, ხოლო 2012 წელს მას უკვე 42 მედალი ჰქონდა მოპოვებული. ამასთან, 35 მათგანი ოქროსი.
ყოველკვირეულად მაკლენანი საკუთარ ვაჟ სტივენთან ერთად ვარჯიშს 9 საათს უთმობს. პენსიონერის შემდეგი მიზანი - 100 მეტრიან სპრინტში მონაწილეობაა. ქალბატონი ასეთი დისტანციის გარბენას რეკორდულ 16 წამში აპირებს.
დოროთის აზრით, სპორტში ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. "ფიზიკური დატვირთვა აქტიურობაში მეხმარება!"- ამბობს მაკლენანი.
ქალმა ასევე აღიარა, რომ ფორმის შენარჩუნებაში იოგას ვარჯიშები ეხმარება.
მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.