საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რია ნოვოსტი" - ასი დღეა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნებას ელოდება
"რია ნოვოსტი" - ასი დღეა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნებას ელოდება

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 5 თე­ბერ­ვლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სულ­მა სა­ა­გენ­ტო "რია ნო­ვოს­ტიმ" ვრცე­ლი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სტა­ტი­ის სა­თა­უ­რია "უკვე ასი დღეა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სე­თის­გან ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დე­ბა" და მისი ავ­ტო­რია პო­ლი­ტი­კუ­რი მი­მომ­ხილ­ვე­ლი ვა­დიმ დუბ­ნო­ვი. რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, ივა­ნიშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი­ვით არ იქ­ცე­ვა, თუმ­ცა 2013 წლი­დან მას ჟან­რის შეც­ვლა მო­უ­წევს და სწო­რედ მა­შინ და­ი­ნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლო, მისი პრე­მი­ე­რი ჯა­დო­ქა­რია თუ უბ­რა­ლოდ არც ისე კომ­პე­ტენ­ტუ­რი დიპ­ლო­მა­ტი.

ავ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს ვრცლად მი­მო­ი­ხი­ლავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას "სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­მოდ­გო­მამ­დე ატა­ნა" ურ­ჩია. ამავდრო­უ­ლად, რო­გორც ვა­დიმ დუბ­ნო­ვი წერს, პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი პარ­ლა­მენ­ტში 8 თე­ბერ­ვალს და­გეგ­მილ პრე­ზი­დენ­ტის ყო­ველ­წლი­ურ გა­მოს­ვლას არ და­ეს­წრე­ბი­ან.

მი­მომ­ხილ­ვე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ საწ­ვავ­სა და წამ­ლებ­ზე ფა­სის შე­სამ­ჩნე­ვი კლე­ბა არა­ვის შე­უ­ნიშ­ნავს, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­ი­ა­ფე­ბუ­ლი ტა­რი­ფი კი მხო­ლოდ იმათ ეხე­ბა, ვინც თვე­ში 300 კვტ/სთ-ს მო­იხ­მარს.

"წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის ფონ­ზე - გა­ზის ტა­რი­ფის მი­ნი­მუმ გა­ნა­ხევ­რე­ბის შე­სა­ხებ, ტა­რი­ფის 10%-ით შემ­ცი­რე­ბა კი სა­კუ­თა­რი ამომ­რჩევ­ლის­თვის მო­ბო­დი­შე­ბას ჰგავს.

თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, ამომ­რჩე­ველ­თან მო­ბო­დი­შე­ბა სა­ჭი­რო არ არის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას ხვდე­ბა. და­პი­რე­ბე­ბის მი­ცე­მი­სას, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი არაფ­რით რის­კავ­და და არც ახლა რის­კავს რა­მით.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შე­უძ­ლია ისე­თი­ვე ამო­უც­ნობ თეთრ ფურ­ცლად დარ­ჩეს, რო­გო­რიც ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში თა­ვი­სი უე­ცა­რი მა­ტე­რი­ა­ლი­ზა­ცი­ი­სას იყო. მე­ტიც, თა­ვის მოხ­სე­ნე­ბა­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წყვეტს საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უა­რის თქმის პრო­ცე­დუ­რას. კა­ნო­ნით, პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ აქვს ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა, ივა­ნიშ­ვილ­მა ამ პრო­ცე­დუ­რის ინი­ცი­რე­ბა თა­ვად მო­ახ­დი­ნა, რომ ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი გამ­ხდა­რი­ყო. ახლა კი, რო­გორც თა­ვად გა­ნა­ცხა­და, არ აქვს სურ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახი­რე­ბებს შე­უ­წყოს ხელი", - წერს ავ­ტო­რი.

მი­მომ­ხილ­ვე­ლი ასე­ვე იხ­სე­ნებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გან­ცხა­დე­ბებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ორ წე­ლი­წად­ში წას­ვლის შე­სა­ხებ, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნავს, რომ პრე­მი­ერ­მა ეს გა­და­ი­ფიქ­რა.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა ბევრ, მათ შო­რის სე­რი­ო­ზულ სა­კი­თხში შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა არა - თუნ­დაც ფა­ნა­ტი­კუ­რი პო­ზი­ცი­ი­სა და სურ­ვი­ლის გა­დათ­ქმა­ში. ის შე­იძ­ლე­ბო­და არ გყვა­რე­ბო­და, რო­გორც ამას ნა­ხე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო აკე­თებ­და, თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად ისიც შე­პყრო­ბი­ლი იყო პრე­ზი­დენ­ტის დრა­ი­ვით. ვერ­ტი­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­დე­ლის­კენ მის­წრა­ფე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის დე­მოკ­რა­ტი­ი­სად­მი გა­მო­ხა­ტუ­ლი სა­ჯა­რო სი­ძულ­ვი­ლი და რწმე­ნა, რე­ფორ­მე­ბი, რო­მელ­თა გა­ტა­რე­ბა მის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა - პრე­ზი­დენტს ამ ბრალ­დე­ბას ბევ­რი არ უყე­ნებ­და. ბევ­რს ამის­კენ დაღ­ლი­ლო­ბა, პატ­რი­არ­ქა­ლურ კომ­ფორ­ტს შეჩ­ვე­ვა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა უბიძ­გებ­და. ივა­ნიშ­ვი­ლი კი არც ცდი­ლობ­და თა­ვის პო­ლი­ტი­კო­სად წარ­მო­ჩე­ნას. პი­რი­ქით, ეს მისი გა­მარ­ჯვე­ბის სტილს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და.

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ივა­ნიშ­ვი­ლის მოს­ვლამ­დე იყ­ვნენ, მათ ვე­რა­ფე­რი მო­უ­ხერ­ხეს სა­ა­კაშ­ვილს, ის კი მო­ვი­და ჯა­დო­ქა­რი­ვით, რო­მელ­საც სას­წა­უ­ლის მოხ­დე­ნა აქვს გან­ზრა­ხუ­ლი და არ სურს, და­ეშ­ვას პო­ლი­ტი­კურ პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბამ­დე. პო­ლი­ტი­კო­სი არა­სო­დეს შეჰ­პირ­დე­ბო­და ხალ­ხს ორ წე­ლი­წად­ში წას­ვლას, თა­ვი­სი გან­ზრახ­ვის გა­და­ფიქ­რე­ბამ­დე კი ათას­ჯერ და­ფიქ­რდე­ბო­და. ივა­ნიშ­ვილს კი ეს შე­უძ­ლია. ის პო­ლი­ტი­კა­ზე მაღ­ლა დგას, ეს კი სა­უ­კე­თე­სო პო­ლი­ტი­კუ­რი ნი­შაა მათ­თვის, ვინც მი­სით არ ცდუნ­დე­ბა", - წერს ვა­დიმ დუბ­ნო­ვი.

ავ­ტო­რი სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯან­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებ­ზეც სა­უბ­რობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ და­სავ­ლელ მე­გობ­რებს ამის მი­უ­ხე­და­ვად არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც ივა­ნიშ­ვილ­სა და სა­ა­კაშ­ვილს შო­რის აქვთ და რად­გან მე­სა­მე პირი არ არ­სე­ბობს, იგი მა­ინც მო­გე­ბუ­ლია. მი­მომ­ხილ­ვე­ლი ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და წერს, რომ ეს პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე მის სურ­ვილს მოჰ­ყვა.

"ივა­ნიშ­ვილ­მა უკვე იცის, ვინც გახ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტი და ეს არ არის ალა­სა­ნია. ამი­ტომ ის აღარც ვიცე-პრე­მი­ე­რია. თუმ­ცა, ამას სკან­და­ლი არ მოჰ­ყო­ლია, არც კარი გა­უ­ჯა­ხუ­ნე­ბია ვინ­მეს. ალა­სა­ნია, რო­მელ­საც წა­სას­ვლე­ლი არ­სად აქვს, ნა­წყე­ნი არ არის. სა­მუ­შაო მო­მენ­ტია. სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­ტომ­ბრამ­დე ივა­ნიშ­ვილს ამ სტი­ლით მმარ­თვე­ლო­ბა­ში ხელს არა­ვინ შე­უშ­ლის. ჯე­რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რა იხ­სნის ოქ­ტომ­ბრის სა­ბო­ლოო კრა­ხის­გან სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის გუნდს, რომ­ლის რე­ი­ტინ­გიც უი­მე­დოდ ვარ­დნას გა­ნაგ­რძობს. ოქ­ტომ­ბრი­დან ივა­ნიშ­ვილს ჟან­რის შეც­ვლა და პო­ლი­ტი­კა­ში თა­ვით გა­დაშ­ვე­ბა მო­უ­წევს თუმ­ცა, ნაკ­ლებ სა­ვა­რა­უ­დოა, პო­ლი­ტი­კით იმა­ზე მე­ტად ცდუნ­დეს, ვიდ­რე - ახლა. ჯერ კი­დევ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, მან თა­ვად გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კო­ა­ლი­ცია ერ­თი­ა­ნო­ბას დიდ­ხანს ვერ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს. რო­გორც ქარ­თუ­ლი პრაქ­ტი­კა აჩ­ვე­ნებს, რღვე­ვა გა­მარ­ჯვე­ბულ­თა ბა­ნაკ­ში ქარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მო­რი­გი მარ­ცხის და­სა­წყი­სია. სა­ა­კაშ­ვილ­ზე სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბამ, შე­საძ­ლოა, ამ­ჟა­მინ­დელ ტრი­უმ­ფა­ტორ­ზე კარ­გი გავ­ლე­ნა ვერ ჰპო­ვოს. სა­ა­კაშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის ში­შის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლომ შე­საძ­ლოა აღ­მო­ა­ჩი­ნოს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი სუ­ლაც არ არის ჯა­დო­ქა­რი და დიდი ვე­რა­ფე­რი პრე­მი­ე­რია, როცა ბენ­ზი­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმ­დე­ნი­ვე ეღი­რე­ბა, რად­გან ბა­ზა­რი ასეა მო­წყო­ბი­ლი", - წერს ავ­ტო­რი და არ გა­მო­რი­ცხავს, რომ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს 2 წე­ლი­წად­ში პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და­ნა­პი­რე­ბის გახ­სე­ნე­ბაც დას­ჭირ­დეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია ria.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
მკითხველის რჩევით

"რია ნოვოსტი" - ასი დღეა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნებას ელოდება

"რია ნოვოსტი" - ასი დღეა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნებას ელოდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის 5 თებერვლის პრესკონფერენციასთან დაკავშირებით რუსულმა სააგენტო "რია ნოვოსტიმ" ვრცელი სტატია გამოაქვეყნა.

სტატიის სათაურია "უკვე ასი დღეა, ბიძინა ივანიშვილი რუსეთისგან ტერიტორიების დაბრუნებას ელოდება" და მისი ავტორია პოლიტიკური მიმომხილველი ვადიმ დუბნოვი. როგორც სტატიის ავტორი წერს, ივანიშვილი პოლიტიკოსივით არ იქცევა, თუმცა 2013 წლიდან მას ჟანრის შეცვლა მოუწევს და სწორედ მაშინ დაინახავს საქართველო, მისი პრემიერი ჯადოქარია თუ უბრალოდ არც ისე კომპეტენტური დიპლომატი.

ავტორი ბიძინა ივანიშვილის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს ვრცლად მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ პრემიერმა მოსახლეობას "სააკაშვილის შემოდგომამდე ატანა" ურჩია. ამავდროულად, როგორც ვადიმ დუბნოვი წერს, პირველად საქართველოს ისტორიაში ქვეყნის მთავრობა და მისი ხელმძღვანელი პარლამენტში 8 თებერვალს დაგეგმილ პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას არ დაესწრებიან.

მიმომხილველი ბიძინა ივანიშვილის მიერ ფასების შემცირებასთან დაკავშირებულ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საწვავსა და წამლებზე ფასის შესამჩნევი კლება არავის შეუნიშნავს, ელექტროენერგიის გაიაფებული ტარიფი კი მხოლოდ იმათ ეხება, ვინც თვეში 300 კვტ/სთ-ს მოიხმარს.

"წინასაარჩევნო დაპირებების ფონზე - გაზის ტარიფის მინიმუმ განახევრების შესახებ, ტარიფის 10%-ით შემცირება კი საკუთარი ამომრჩევლისთვის მობოდიშებას ჰგავს.

თუმცა, როგორც ჩანს, ამომრჩეველთან მობოდიშება საჭირო არ არის და ხელისუფლება ამას ხვდება. დაპირებების მიცემისას, ბიძინა ივანიშვილი არაფრით რისკავდა და არც ახლა რისკავს რამით.

ბიძინა ივანიშვილს შეუძლია ისეთივე ამოუცნობ თეთრ ფურცლად დარჩეს, როგორიც ქართულ პოლიტიკაში თავისი უეცარი მატერიალიზაციისას იყო. მეტიც, თავის მოხსენებაში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყვეტს საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურას. კანონით, პრემიერ-მინისტრს არ აქვს ორმაგი მოქალაქეობის უფლება, თუმცა, ივანიშვილმა ამ პროცედურის ინიცირება თავად მოახდინა, რომ ქვეყნის პრემიერი გამხდარიყო. ახლა კი, როგორც თავად განაცხადა, არ აქვს სურვილი, ყოფილი ხელისუფლების ახირებებს შეუწყოს ხელი", - წერს ავტორი.

მიმომხილველი ასევე იხსენებს ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო განცხადებებს ხელისუფლებიდან ორ წელიწადში წასვლის შესახებ, თუმცა აღნიშნავს, რომ პრემიერმა ეს გადაიფიქრა.

"სააკაშვილის დადანაშაულება ბევრ, მათ შორის სერიოზულ საკითხში შეიძლება, თუმცა არა - თუნდაც ფანატიკური პოზიციისა და სურვილის გადათქმაში. ის შეიძლებოდა არ გყვარებოდა, როგორც ამას ნახევარი საქართველო აკეთებდა, თუმცა თავდაპირველად ისიც შეპყრობილი იყო პრეზიდენტის დრაივით. ვერტიკალური პოლიტიკური მოდელისკენ მისწრაფება, პარლამენტის დემოკრატიისადმი გამოხატული საჯარო სიძულვილი და რწმენა, რეფორმები, რომელთა გატარება მის გარეშე შეიძლება - პრეზიდენტს ამ ბრალდებას ბევრი არ უყენებდა. ბევრს ამისკენ დაღლილობა, პატრიარქალურ კომფორტს შეჩვევა და უკმაყოფილება უბიძგებდა. ივანიშვილი კი არც ცდილობდა თავის პოლიტიკოსად წარმოჩენას. პირიქით, ეს მისი გამარჯვების სტილს ეწინააღმდეგებოდა.

პოლიტიკოსები საქართველოში ივანიშვილის მოსვლამდე იყვნენ, მათ ვერაფერი მოუხერხეს სააკაშვილს, ის კი მოვიდა ჯადოქარივით, რომელსაც სასწაულის მოხდენა აქვს განზრახული და არ სურს, დაეშვას პოლიტიკურ პატივმოყვარეობამდე. პოლიტიკოსი არასოდეს შეჰპირდებოდა ხალხს ორ წელიწადში წასვლას, თავისი განზრახვის გადაფიქრებამდე კი ათასჯერ დაფიქრდებოდა. ივანიშვილს კი ეს შეუძლია. ის პოლიტიკაზე მაღლა დგას, ეს კი საუკეთესო პოლიტიკური ნიშაა მათთვის, ვინც მისით არ ცდუნდება", - წერს ვადიმ დუბნოვი.

ავტორი სომხეთსა და აზერბაიჯანთან დაკავშირებულ ბიძინა ივანიშვილის განცხადებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ დასავლელ მეგობრებს ამის მიუხედავად არჩევანი მაინც ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის აქვთ და რადგან მესამე პირი არ არსებობს, იგი მაინც მოგებულია. მიმომხილველი ირაკლი ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებასაც ეხმაურება და წერს, რომ ეს პრეზიდენტობაზე მის სურვილს მოჰყვა.

"ივანიშვილმა უკვე იცის, ვინც გახდება პრეზიდენტი და ეს არ არის ალასანია. ამიტომ ის აღარც ვიცე-პრემიერია. თუმცა, ამას სკანდალი არ მოჰყოლია, არც კარი გაუჯახუნებია ვინმეს. ალასანია, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, ნაწყენი არ არის. სამუშაო მომენტია. სავარაუდოდ, ოქტომბრამდე ივანიშვილს ამ სტილით მმართველობაში ხელს არავინ შეუშლის. ჯერაც წარმოუდგენელია, რა იხსნის ოქტომბრის საბოლოო კრახისგან სააკაშვილსა და მის გუნდს, რომლის რეიტინგიც უიმედოდ ვარდნას განაგრძობს. ოქტომბრიდან ივანიშვილს ჟანრის შეცვლა და პოლიტიკაში თავით გადაშვება მოუწევს თუმცა, ნაკლებ სავარაუდოა, პოლიტიკით იმაზე მეტად ცდუნდეს, ვიდრე - ახლა. ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მან თავად განაცხადა, რომ მისი კოალიცია ერთიანობას დიდხანს ვერ შეინარჩუნებს. როგორც ქართული პრაქტიკა აჩვენებს, რღვევა გამარჯვებულთა ბანაკში ქართული ხელისუფლების მორიგი მარცხის დასაწყისია. სააკაშვილზე საბოლოო გამარჯვებამ, შესაძლოა, ამჟამინდელ ტრიუმფატორზე კარგი გავლენა ვერ ჰპოვოს. სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის არჩევანის გაკეთების შიშისგან გათავისუფლების შემდეგ, საქართველომ შესაძლოა აღმოაჩინოს, რომ ივანიშვილი სულაც არ არის ჯადოქარი და დიდი ვერაფერი პრემიერია, როცა ბენზინი, სავარაუდოდ, იმდენივე ეღირება, რადგან ბაზარი ასეა მოწყობილი", - წერს ავტორი და არ გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს 2 წელიწადში პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებული დანაპირების გახსენებაც დასჭირდეს.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?