ლაგოდეხში მიუსაფართა და მზრუნველობამოკლებულ პირთა სასადილო უკვე ორი თვეა არ ფუნქციონირებს. შესაბამისი მომსახურების მიმღები ადამიანები კი ზარალდებიან. ინფორმაცია რადიო "ჰერეთს" სასადილოს მთავარმა ბუღალტერმა, დალი კობერიძემაც დაუდასტურა. მისი თქმით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სასადილოს ხელახლა გახსნას ითხოვს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების განყოფილების უფროსი გიორგი ორჯონიკიძე აღნიშნული სასადილოს შეჩერების ფაქტს, სატენდერო პირობებით ხნის. მისი განცხადებით, იმისთვის რომ სასადილომ იმუშაოს ტენდერი გამოაცხადეს, გამარჯვეული კომპანია კი უკვე გამოვლენილია. ორჯონიკიძე ვარაუდობს, რომ უპოვართა სასადილო 5 დღეში გაიხნება.
სრული ვერსია