მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვა და­ი­წყო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გაწ­ვე­ვის კო­ორ­დი­ნი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­მარ­თა.

რო­გორც გოჩა ხარ­ში­ლა­ძე აცხა­დებს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას 18-დან 27 წლამ­დე ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან და მიმ­დი­ნა­რე წლის გა­ზა­ფხულ­ზე 1 650-მდე წვე­ვამ­დე­ლის გაწ­ვე­ვა მოხ­დე­ბა. მათ შო­რის, 600 წვე­ვამ­დე­ლის - თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, 670-ის- შსს-ში, 365-ის კი - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში.

"წვე­ვამ­დე­ლე­ბი უწყე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ მი­თი­თე­ბულ ვა­და­ში უნდა გა­მო­ცხად­ნენ შე­სა­ბა­მის გამ­წვევ კო­მი­სი­ებ­ში. გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი­დან თა­ვის არი­დე­ბის მიზ­ნით, გა­მო­იწ­ვევს 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას", - გა­ნა­ცხა­და გოჩა ხარ­ში­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი და წვე­ვამ­დელ­თა სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი, 15 თე­ბერ­ვლი­დან წვე­ვამ­დელ­თა ჩა­რი­ცხვე­ბის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა.

რო­გორც ხარ­ში­ლა­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­გა­ზა­ფხუ­ლო გაწ­ვე­ვა წვე­ვამ­დელ­თა შემ­კრებ-გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი პუნ­ქტის შე­ნო­ბი­დან გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­დაც მათ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვე­ბიც ჩა­უ­ტარ­დე­ბა და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სრუ­ლად მო­საგ­ვა­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მის­ვლა აღარ დას­ჭირ­დე­ბათ. გაწ­ვე­ვა 30 ივ­ნისს დას­რულ­დე­ბა. ხარ­ში­ლა­ძის თქმით, სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია გაწ­ვე­ვის 18 თვით გა­და­ვა­დე­ბა, ოღონდ ამ შემ­თხვე­ვა­ში, მსურ­ველს 2 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის მო­საკ­რე­ბე­ლის გა­დახ­და მო­უ­წევს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო. ამასთან დაკავშირებით დღეს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურის გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსმა რეგიონული განვითარების სამინისტროში პრესკონფერენცია გამართა.

როგორც გოჩა ხარშილაძე აცხადებს, სავალდებულო სამსახურში გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები ექვემდებარებიან და მიმდინარე წლის გაზაფხულზე 1 650-მდე წვევამდელის გაწვევა მოხდება. მათ შორის, 600 წვევამდელის - თავდაცვის სამინისტროში, 670-ის- შსს-ში, 365-ის კი - სასჯელაღსრულების სამინისტროში.

"წვევამდელები უწყების მიღების შემდეგ მითითებულ ვადაში უნდა გამოცხადნენ შესაბამის გამწვევ კომისიებში. გამოუცხადებლობა სამხედრო სამსახურიდან თავის არიდების მიზნით, გამოიწვევს 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას", - განაცხადა გოჩა ხარშილაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, 15 თებერვლიდან წვევამდელთა ჩარიცხვების პროცესი დაიწყება.

როგორც ხარშილაძე აღნიშნავს, საგაზაფხულო გაწვევა წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის შენობიდან განხორციელდება, სადაც მათ სამედიცინო გამოკვლევებიც ჩაუტარდება და დოკუმენტაციის სრულად მოსაგვარებლად რამდენიმე ადგილას მისვლა აღარ დასჭირდებათ. გაწვევა 30 ივნისს დასრულდება. ხარშილაძის თქმით, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია გაწვევის 18 თვით გადავადება, ოღონდ ამ შემთხვევაში, მსურველს 2 000 ლარის ოდენობის მოსაკრებელის გადახდა მოუწევს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე