სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია
აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, კომ­პა­ნია "ჩერ­ნო­მო­რე­ნერ­გოს" გან­ცხა­დე­ბა აფხა­ზეთ­ში ენერ­გე­ტი­კის სფე­რო­ში პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ყუ­რა­დღე­ბოა. ამის შე­სა­ხებ პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­მარ­თვის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

"რო­გორც ამ გან­ცხა­დე­ბი­დან ჩანს, აფხა­ზეთ­ში ენერ­გე­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თლაც და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია, მო­სახ­ლე­ო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ას უდი­ე­რად ეპყრო­ბა და ამით კრი­ზისს იქ­მნის. ენერ­გე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ქარ­თულ და აფხა­ზურ მხა­რე­ებს შო­რის გარ­კვე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არ­სე­ბობს და ენერ­გი­ის ფუ­ჭად და­კარ­გვას სჯობს, გო­ნივ­რუ­ლი ეკო­ნო­მია გა­ვა­კე­თოთ და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია გავ­ყი­დოთ, რაც უფრო მეტ სარ­გე­ბელს მო­უ­ტანს რო­გორც ენ­გურ­ჰესს, ისე ამ სფე­როს, რო­მელ­საც ერ­თობ­ლი­ვად განვკარ­გავთ. ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ ჩერ­ნო­მო­რე­ნერ­გოს ასე­თი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­სა­ზი­ა­რე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, გო­ნივ­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ას ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით მო­იხ­მარს.

"ვი­ნა­ი­დან აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა თავს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბად მი­იჩ­ნევს, მი­მაჩ­ნია, რომ მეტი ყუ­რა­დღე­ბით და პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ე­პყრას იმ რე­სურსს, რო­მე­ლიც მას აქვს და გან­კარ­გავს. შე­სა­ბა­მი­სად, სწო­რი იქ­ნე­ბა, თუ ელ­ქტრო­ე­ნერ­გი­ას ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ფორ­მით მო­იხ­მა­რენ და ენერ­გი­ის კვლავ სა­წარ­მო­ებ­ლად სა­ჭი­რო სა­ფა­სურს გა­და­იხ­დი­ან. ამ­დე­ნად, მი­მაჩ­ნია, რომ კომ­პა­ნი­ის ეს გან­ცხა­დე­ბა კო­რექ­ტუ­ლია და თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მოქ­მე­დებთ, ეს პირ­ველ რიგ­ში სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის უფრო ეფექ­ტუ­რად გან­კარ­გვა მო­ხერ­ხდე­ბა. ენ­გურ­ჰე­სი ისე­თი უნი­კა­ლუ­რი სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბაა, რომ ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ერ­თობ­ლი­ვი სურ­ვი­ლის და ქმე­დე­ბე­ბის გა­რე­შე ვერ იმუ­შა­ვებს. წლე­ბია, ამ დარ­გში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს და სრუ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით მინ­და, ვთქვა, რომ ეს უნდა გაგ­რძელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა".

სა­ა­გენ­ტო "აპს­ნი პრეს­მა" გა­ავ­რცე­ლა კომ­პა­ნია "ჩერ­ნო­მო­რე­ნერ­გოს" მი­მარ­თვა დე-ფაქ­ტო პრე­ზი­დენ­ტი­სა და პარ­ლა­მენ­ტის მი­მართ. მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აფხა­ზეთ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მოხ­მა­რე­ბამ კრი­ტი­კულ ზღვარს მი­აღ­წია და მთლი­ა­ნად სფე­რო­ში მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. მი­მარ­თვას კომ­პა­ნი­ის 761 თა­ნამ­შრო­მე­ლი აწერს ხელს. ისი­ნი დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დარ­გის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ზო­მე­ბის მი­ღე­ბას სთხო­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, კომპანია "ჩერნომორენერგოს" განცხადება აფხაზეთში ენერგეტიკის სფეროში პრობლემების თაობაზე საყურადღებოა. ამის შესახებ პაატა ზაქარეიშვილმა კომპანიის თანამშრომლების მიერ დღეს გავრცელებული მიმართვის კომენტირებისას "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

"როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, აფხაზეთში ენერგეტიკული მდგომარეობა მართლაც დამაფიქრებელია, მოსახლეობა ელექტროენერგიას უდიერად ეპყრობა და ამით კრიზისს იქმნის. ენერგეტიკის მიმართულებით ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გარკვეული თანამშრომლობა არსებობს და ენერგიის ფუჭად დაკარგვას სჯობს, გონივრული ეკონომია გავაკეთოთ და გამოთავისუფლებული ელექტროენერგია გავყიდოთ, რაც უფრო მეტ სარგებელს მოუტანს როგორც ენგურჰესს, ისე ამ სფეროს, რომელსაც ერთობლივად განვკარგავთ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩერნომორენერგოს ასეთი გულისტკივილი გასაზიარებელია", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, გონივრული იქნება, თუ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა ელექტროენერგიას ცივილიზებული ფორმით მოიხმარს.

"ვინაიდან აფხაზური საზოგადოება თავს თანამედროვე საზოგადოებად მიიჩნევს, მიმაჩნია, რომ მეტი ყურადღებით და პატივისცემით უნდა მოეპყრას იმ რესურსს, რომელიც მას აქვს და განკარგავს. შესაბამისად, სწორი იქნება, თუ ელქტროენერგიას ცივილიზებული ფორმით მოიხმარენ და ენერგიის კვლავ საწარმოებლად საჭირო საფასურს გადაიხდიან. ამდენად, მიმაჩნია, რომ კომპანიის ეს განცხადება კორექტულია და თუ ამ მიმართულებით ვიმოქმედებთ, ეს პირველ რიგში სასარგებლო იქნება აფხაზური საზოგადოებისთვის და გამოთავისუფლებული ელექტროენერგიის უფრო ეფექტურად განკარგვა მოხერხდება. ენგურჰესი ისეთი უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომ ქართულ-აფხაზური ერთობლივი სურვილის და ქმედებების გარეშე ვერ იმუშავებს. წლებია, ამ დარგში თანამშრომლობა მიმდინარეობს და სრული გულწრფელობით მინდა, ვთქვა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა".

სააგენტო "აპსნი პრესმა" გაავრცელა კომპანია "ჩერნომორენერგოს" მიმართვა დე-ფაქტო პრეზიდენტისა და პარლამენტის მიმართ. მიმართვაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და მთლიანად სფეროში მძიმე ვითარებაა. მიმართვას კომპანიის 761 თანამშრომელი აწერს ხელს. ისინი დე ფაქტო ხელისუფლებას დარგის შესანარჩუნებლად ზომების მიღებას სთხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?