პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა"
"ჯერ ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა"

მე ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­ვი­ნა­ხე ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც და­მარ­წმუ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­რუ­სუ­ლი ძალა მო­ვი­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა გრი­გოლ ვა­შა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ის რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის აღ­დგე­ნა­საც მი­ე­სალ­მე­ბა, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ ფორ­მა­ტი უკე­თე­სად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

"ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ ვნა­ხე ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც და­მარ­წმუ­ნებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში პრო­რუ­სუ­ლი ძალა მო­ვი­და, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, არის ცუ­დად ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი. ჩვენ კი ვი­ცით, რომ ყვე­ლა მოვ­ლე­ნა ის­ტო­რი­ა­ში სი­ტყვით იწყე­ბა და ის­ტო­რია შემ­დეგ აღარ იღებს არ­გუ­მენტს, რომ "ამის" თქმა არ მინ­დო­და, ვა­პი­რებ­დი "ამის" თქმა­სო. უპირ­ვე­ლე­სად უსი­ა­მოვ­ნო თე­მაა ის, რომ რუ­სეთ­თან დი­ა­ლო­გის აღ­დგე­ნა და­ვი­წყეთ სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ზა­დე­ბის გა­რე­შე, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ინ­სტი­ტუტს, დი­ა­ლო­გის აღ­დგე­ნის მცდე­ლო­ბა კარ­გია, მაგ­რამ ფორ­მა­ტი უკე­თე­სად უნდა მოგ­ვე­ფიქ­რე­ბი­ნა", - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქო­ნის პი­რო­ბებ­ში, რუ­სეთ­თან პირ­და­პირ კონ­ტაქ­ტზე გას­ვლა, ზო­გი­ერთ ას­პექ­ტში შე­იძ­ლე­ბა გან­ხი­ლულ იქ­ნას, რო­გორც დე-ფაქ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა.

"დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არ­ქო­ნის პი­ა­რო­ბებ­ში, როცა შვე­ი­ცა­რია გვი­წევს კე­თილ სამ­სა­ხურს და არის ჩვე­ნი შუ­ა­მა­ვა­ლი, პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გის და­წყე­ბა შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერთ ას­პექ­ტში იყოს გან­ხი­ლუ­ლი, რო­გორც დე-ფაქ­ტო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნა. შე­იძ­ლე­ბა ამ ფორ­მატ­მა და­ა­სუს­ტოს ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტი, და­ა­სუს­ტოს არა­ღი­ა­რე­ბის პო­ლი­ტი­კა. პირ­და­პი­რი დი­ა­ლო­გი ცუდი არაა, მაგ­რამ ჩვენ ისევ იმ რუ­სეთ­ზე ვლა­პარ­კობთ, რო­მელ­მაც 15 ათა­სი კაცი მოკ­ლა მარ­ტო აფხა­ზე­თის ომის დროს. ამი­ტომ ფრთხი­ლად უნდა მო­ვე­კი­დოთ ამ სა­კითხს. თუკი რამე ვის­წავ­ლეთ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან, პირ­ველ რიგ­ში ის, რომ არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნას­თან სა­უ­ბა­რი მკაც­რად გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი­სა და მე­დი­ა­ცი­ის გა­რე­შე. ყო­ველ­თვის უნდა იყოს და­უ­ინ­ტე­რე­სე­ბე­ლი მხა­რე, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ტანს სი­მარ­თლეს, თუ ვინ რა თქვა", - აღ­ნიშ­ნა ვა­შა­ძემ.

ამას­თან, სა­გა­რეო უწყე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლის თქმით, ის სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს და არა­ვის გუნ­დის პო­ზი­ცი­ას არ წარ­მო­ად­გენს. "მე არა­ვის გუნდს არ წარ­მო­ვად­გენ. ახლა კერ­ძო მო­ქა­ლა­ქე ვარ და ჩემს აზრს მო­გახ­სე­ნებთ. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი. სხვა­თა შო­რის, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" გა­წევ­რი­ა­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მერე ჩვე­ნი გზე­ბი არ და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს", - დას­ძი­ნა გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"ჯერ ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა"

"ჯერ ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა"

მე ჯერჯერობით ვერ დავინახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბარში განაცხადა. მისივე განმარტებით, ის რუსეთთან დიალოგის აღდგენასაც მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ფორმატი უკეთესად მოფიქრებული უნდა ყოფილიყო.

"ჯერჯერობით ვერ ვნახე ისეთი ქმედება, რომელიც დამარწმუნებს, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოვიდა, თუმცა, ამავე დროს, არის ცუდად ფორმულირებული გზავნილები. ჩვენ კი ვიცით, რომ ყველა მოვლენა ისტორიაში სიტყვით იწყება და ისტორია შემდეგ აღარ იღებს არგუმენტს, რომ "ამის" თქმა არ მინდოდა, ვაპირებდი "ამის" თქმასო. უპირველესად უსიამოვნო თემაა ის, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა დავიწყეთ სერიოზული მომზადების გარეშე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტს, დიალოგის აღდგენის მცდელობა კარგია, მაგრამ ფორმატი უკეთესად უნდა მოგვეფიქრებინა", - აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში, რუსეთთან პირდაპირ კონტაქტზე გასვლა, ზოგიერთ ასპექტში შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დე-ფაქტო ურთიერთობების აღდგენა.

"დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პიარობებში, როცა შვეიცარია გვიწევს კეთილ სამსახურს და არის ჩვენი შუამავალი, პირდაპირი დიალოგის დაწყება შეიძლება ზოგიერთ ასპექტში იყოს განხილული, როგორც დე-ფაქტო ურთიერთობების აღდგენა. შეიძლება ამ ფორმატმა დაასუსტოს ჟენევის ფორმატი, დაასუსტოს არაღიარების პოლიტიკა. პირდაპირი დიალოგი ცუდი არაა, მაგრამ ჩვენ ისევ იმ რუსეთზე ვლაპარკობთ, რომელმაც 15 ათასი კაცი მოკლა მარტო აფხაზეთის ომის დროს. ამიტომ ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. თუკი რამე ვისწავლეთ რუსეთთან ურთიერთობიდან, პირველ რიგში ის, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ქვეყანასთან საუბარი მკაცრად განსაზღვრული წესებისა და მედიაციის გარეშე. ყოველთვის უნდა იყოს დაუინტერესებელი მხარე, რომელიც გამოიტანს სიმართლეს, თუ ვინ რა თქვა", - აღნიშნა ვაშაძემ.

ამასთან, საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, ის საკუთარ პოზიციას გამოხატავს და არავის გუნდის პოზიციას არ წარმოადგენს. "მე არავის გუნდს არ წარმოვადგენ. ახლა კერძო მოქალაქე ვარ და ჩემს აზრს მოგახსენებთ. არასდროს ვყოფილვარ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი. სხვათა შორის, "ნაციონალურ მოძრაობაში" გაწევრიანებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ჩვენი გზები არ დაემთხვა ერთმანეთს", - დასძინა გრიგოლ ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა