"ვითიბი ბანკი" ახალ პროექტს - VTB GENETATION-ს იწყებს. როგორც ბანკში განმარტეს, პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ბანკირებად მომზადებას საწყისი პოზიციებისთვის. კონკურსის წესით შერჩეული წარმატებული კანდიდატები "ვითიბი ბანკის" ტრეინინგ ცენტრში გაივლიან ინტენსიურ სწავლებას 4-დან 8 კვირამდე პერიოდის განმავლობაში და სტაჟირებას ფილიალებში. პროგრამის წარმატებული მონაწილეები დასაქმდებიან "ვითიბი ბანკის" ფილიალებში სხვადასხვა პოზიციებზე (ბიზნეს ანალიტიკოსი, საკრედიტო მენეჯერი, ოპერატორი, მოლარე-ოპერატორი).
"პროექტში ჩართვა შეუძლია უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან ახალ კურსდამთავრებულებს. ის, ვინც სწავლობს ფინანსებს, საბანკო საქმეს, ეკონომიკას, ბიზნეს ადმინისტრირებას და აქვს სხვადასხვა ტიპისა და ასაკის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ასევე ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს და კომპიუტერულ პროგრამებს (Word, Excel, Power Point), ეძლევა შესაძლებლობა გახდეს "ვითიბი ბანკის" თანამშრომელი", - აცხადებენ ბანკში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9