სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ავტოსათადარიგო ნაწილების მსოფლიო ბრენდ ZF-ის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ სტუმრებს კომპანიის სიახლეები გააცნეს, შეაფასეს გასული წელი, განიხილეს სტრატეგიული განვითარების საკითხები და 2013 წლის სამომავლო გეგმები დასახეს. ღონისძიების ფარგლებში, მადლობის ნიშნად, ZF-ის წარმატებული კლიენტი და პარტნიორი კომპანიების ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლები დაჯილდოვდნენ.
კონცერნ ZF-ის სათაო ოფისი გერმანიაშია. ტრადიციული შეხვედრა დღემდე უკრაინაში, კიევში იმართებოდა. კომპანია "თეგეტა მოტორსის" მხარდაჭერით, 2013 წლის შეხვედრა პირველად ZF-ის ისტორიაში საქართველოში ჩატარდა.
სპეციალურად ამ შეხვედრისთვის საქართველოს ვიზიტით ესტუმრნენ საავტომობილო სფეროში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ტოპ მენეჯმენტის წამომადგენლები გერმანიიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვადან და სხვა.
"თეგეტა მოტორსი" ZF-ის ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9