ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპაზე შეტევაა

ბენიამინ ნეთანიაჰუ - ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპაზე შეტევაა

ბურგასში მომხდარი თავდასხმა ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ტერორისტული შეტევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ერთ-ერთია ტაილანდში, კენიაში, თურქეთში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსსა და საქართველოში განხორციელებულ შეტევებს შორის.

ისრაელის პრემიერმა ბულგარეთის მთავრობას მომხდარის სრულყოფილი და პროფესიული გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ბულგარეთის მიერ წარმოებული გამოძიების დღეს გამოქვეყნებული შედეგები ნათელია. მომხდარში დამნაშავეა "ჰეზბოლა". არის მხოლოდ ერთი "ჰეზბოლა". ეს ერთი ორგანიზაციაა, ერთიანი ხელმძღვანელობით. ეს შემდგომი დადასტურებაა იმისა, რაც ისედაც ვიცით, რომ "ჰეზბოლა" და მისი ირანელი პარტნიორები მთელ მსოფლიოში ტერორისტულ აქტებს დირიჟორობენ, რაც ქვეყნებსა და კონტინენტებს მოიცავს. ბურგასის ტერორისტული შეტევა ერთ-ერთია ტაილანდში, კენიაში, თურქეთში, ინდოეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსსა და საქართველოში განხორციელებულ შეტევებს შორის. ყოველივე ეს ხდება "ჰეზბოლასა" და ირანის მიერ სირიაში ასადის დანაშაულებრივი რეჟიმის მხარდაჭერის ფონზე. თავდასხმა ბურგასში ევროპის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევაა. ვიმედოვნებთ, რომ ევროპამ სწორი დასკვნები გამოიტანა ჰეზბოლას ჭეშმარიტი არსის შესახებ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა