კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზვიად ძიძიგური - "როცა გეუბნებით, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს"
 ზვიად ძიძიგური - "როცა გეუბნებით, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს"

პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბას მო­უ­წო­დებს, ერთხელ მა­ინც გა­უ­ბე­დონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და უთხა­რან "არა".

"დე­ბა­ტი ძა­ლი­ან ჰგავს რინგს. ჩვენ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ? შე­ვე­დით რინგზე, ვე­უბ­ნე­ბით მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს შე­მო­ვი­დეს, ის კი გარ­ბის რინ­გი­დან და იქე­დან გვიქ­ნევს ხე­ლებს. როცა გე­უბ­ნე­ბით, რომ გან­ვი­ხი­ლოთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბი, იწყებთ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე, ბუ­სუ­სებ­ზე და კინ­ტო­ებ­ზე ლა­პა­რაკს და ყვე­ლა­ზე მე­ტად ისი­ნი გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ ამ თე­მებ­ზე ცდე­ბი­თო, ვინც ამ ბუ­სუ­სებს ყვე­ლა­ზე ვნე­ბი­ა­ნად ით­ვლი­და რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. 147 დე­პუ­ტა­ტია პარ­ლა­მენ­ტში და 147 პო­ზი­ცია და­ფიქ­სირ­დე­ბა, მხარს უჭერთ თუ არა დიქ­ტატს", - მი­მარ­თა ძი­ძი­გურ­მა უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებს პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე დე­ბა­ტე­ბი­სას.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენ­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის შექ­მნის რის­კი არ­სე­ბობს.

"სა­ა­კაშ­ვი­ლის კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბის, სიმ­შვი­დი­სა და სიბ­რძნის იმე­დად დავ­რჩეთ? აქვს მას ეს თვი­სე­ბე­ბი? მე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად მე­პა­რე­ბა ამა­ში ეჭვი. 2008 წელს, როცა ქვეყ­ნის პირ­ველ პირს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბო­და ასე­თი თვი­სე­ბე­ბი, ის ვნე­ბი­ა­ნად და აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო რუ­სე­თის მიერ და­გე­ბულ სე­რი­ო­ზულ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში. სა­კონ­სტი­ტუ­ციო კრი­ზი­ის გა­მო­რი­ცხვა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის პი­რო­ბებ­ში არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, მე კი სე­რი­ო­ზულ ადა­მი­ა­ნე­ბად მი­მაჩ­ნი­ხართ. გე­ში­ნი­ათ სა­ა­კაშ­ვი­ლის და ამა­შია თქვე­ნი პრობ­ლე­მა. ერთხელ მა­ინც გა­ბე­დეთ და უთხა­რით სა­ა­კაშ­ვილს "არა". ნუ შეხ­ვალთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში, რო­გორც უხერ­ხემ­ლო, უნე­ბის­ყო­ფო და ქვეყ­ნის საფრ­თხის წი­ნა­შე დამ­ყე­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ძი­ძი­გურ­მა.

ამას­თან, ვიცე-სპი­კე­რის შე­ფა­სე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის რი­ტო­რი­კა ქათ­მის კა­კანს ჰგავს. "ქა­თა­მი ერთ კვერ­ცხს რომ და­დებს, მერე იმ­დენს კა­კა­ნებს, ტვინს წა­ი­ღებს ხოლ­მე. 9 წე­ლია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კა­კა­ნებს ქვე­ყა­ნა­ში, ეს გა­ვა­კე­თე, ის გა­ვა­კე­თეო", - დას­ძი­ნა დე­პუ­ტატ­მა.

გარ­და ამი­სა, ძი­ძი­გუ­რი მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლის მიერ უმ­ცი­რე­სო­ბის და­ტო­ვე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი საქ­ცი­ე­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბევ­რი წევ­რის ქმე­დე­ბა­ზე მე­ტად "ვაჟ­კა­ცუ­რია".

"მა­რი­კა ვე­რუ­ლაშ­ვი­ლი ბევრ თქვენ­გან­ზე ვაჟ­კა­ცია და იმი­ტომ და­ტო­ვა თქვე­ნი რი­გე­ბი. გარ­წმუ­ნებთ, რომ კი­დევ ბევ­რი დაგ­ტო­ვებთ. იმ 10-15 კა­ცის­თვის კი, რო­მე­ლიც აპი­რებთ სა­ა­კაშ­ვილს გაჰ­ყვეთ პო­ლი­ტი­კურ სა­მა­რე­ში, კე­თი­ლი გზა მი­სურ­ვე­ბია", - აღ­ნიშ­ნა ძი­ძი­გურ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ზვიად ძიძიგური - "როცა გეუბნებით, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს"

 ზვიად ძიძიგური - "როცა გეუბნებით, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს"

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უმცირესობას მოუწოდებს, ერთხელ მაინც გაუბედონ მიხეილ სააკაშვილს და უთხარან "არა".

"დებატი ძალიან ჰგავს რინგს. ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ? შევედით რინგზე, ვეუბნებით მოწინააღმდეგეს შემოვიდეს, ის კი გარბის რინგიდან და იქედან გვიქნევს ხელებს. როცა გეუბნებით, რომ განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, იწყებთ სოფლის მეურნეობაზე, ბუსუსებზე და კინტოებზე ლაპარაკს და ყველაზე მეტად ისინი გვადანაშაულებენ ამ თემებზე ცდებითო, ვინც ამ ბუსუსებს ყველაზე ვნებიანად ითვლიდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. 147 დეპუტატია პარლამენტში და 147 პოზიცია დაფიქსირდება, მხარს უჭერთ თუ არა დიქტატს", - მიმართა ძიძიგურმა უმცირესობის წევრებს პარლამენტის სხდომაზე მიმდინარე დებატებისას.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აუცილებელია, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლიტიკური კრიზისის შექმნის რისკი არსებობს.

"სააკაშვილის კეთილგონიერების, სიმშვიდისა და სიბრძნის იმედად დავრჩეთ? აქვს მას ეს თვისებები? მე ძალიან სერიოზულად მეპარება ამაში ეჭვი. 2008 წელს, როცა ქვეყნის პირველ პირს ყველაზე მეტად სჭირდებოდა ასეთი თვისებები, ის ვნებიანად და აქტიურად ჩაერთო რუსეთის მიერ დაგებულ სერიოზულ პროვოკაციაში. საკონსტიტუციო კრიზიის გამორიცხვა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში არასერიოზულია, მე კი სერიოზულ ადამიანებად მიმაჩნიხართ. გეშინიათ სააკაშვილის და ამაშია თქვენი პრობლემა. ერთხელ მაინც გაბედეთ და უთხარით სააკაშვილს "არა". ნუ შეხვალთ საქართველოს ისტორიაში, როგორც უხერხემლო, უნებისყოფო და ქვეყნის საფრთხის წინაშე დამყენებელი ადამიანები", - აღნიშნა ძიძიგურმა.

ამასთან, ვიცე-სპიკერის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რიტორიკა ქათმის კაკანს ჰგავს. "ქათამი ერთ კვერცხს რომ დადებს, მერე იმდენს კაკანებს, ტვინს წაიღებს ხოლმე. 9 წელია "ნაციონალური მოძრაობა" კაკანებს ქვეყანაში, ეს გავაკეთე, ის გავაკეთეო", - დასძინა დეპუტატმა.

გარდა ამისა, ძიძიგური მარიკა ვერულაშვილის მიერ უმცირესობის დატოვებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი საქციელი "ნაციონალური მოძრაობის" ბევრი წევრის ქმედებაზე მეტად "ვაჟკაცურია".

"მარიკა ვერულაშვილი ბევრ თქვენგანზე ვაჟკაცია და იმიტომ დატოვა თქვენი რიგები. გარწმუნებთ, რომ კიდევ ბევრი დაგტოვებთ. იმ 10-15 კაცისთვის კი, რომელიც აპირებთ სააკაშვილს გაჰყვეთ პოლიტიკურ სამარეში, კეთილი გზა მისურვებია", - აღნიშნა ძიძიგურმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა