ბრიტანული პროექტის ქართული ანალოგი "ახალი ხმა" საქართველოშიც წარმატებული აღმოჩნდა. მალე კი სტარტს აიღებს საბავშვო "ახალი ხმა", რომლისთვისაც კონკურსანტების შერჩევა უკვე დაიწყო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საბავშვო პროექტში მწვრთნელის სავარძელში ვეღარ ვიხილავთ მომღერალ ნინო ჩხეიძეს, და რომ ეს გადაწყვეტილება პროექტის პროდიუსერმა დავით იმედაშვილმა მიიღო.
- ბატონო დავით, მართლა აღარ იქნება ნინო ჩხეიძე საბავშვო "ახალი ხმის" ჟიურიში?
- დიახ, ჯერჯერობით სტეფანე და დათო ფორჩხიძე რჩებიან მწვრთნელებად.
- ამბობენ, რომ კონფლიქტი გქონდათ ნინოსთან და იმიტომ წავიდა პროექტიდან?
- არანაირი კონფლიქტი არ გვქონია. შოუ ვითარდება და ადამიანები იცვლებიან. ვინ ჩაანაცვლებს ნინო ჩხეიძეს, ჯერჯერობით არ ვიცი.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)