სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომანი, რომელზეც მრავალდასასრულიან ფილმს გადაიღებენ
რომანი, რომელზეც მრავალდასასრულიან ფილმს გადაიღებენ

24 იან­ვარს პო­ლი­ტი­კოს ნეს­ტან კირ­თა­ძის ქა­ლიშ­ვილ­მა ანა რეხ­ვი­აშ­ვილ­მა სა­კუ­თა­რი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­მიწ­ვია. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ეს სი­ურპრი­ზი იყო ჩემ­თვის. "F 63,9" - ასე ჰქვია რო­მანს, რო­მე­ლიც ანამ "თბი­ლი­სი მა­რი­ოტ­ში" შეკ­რე­ბილ სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­გვიდ­გი­ნა.

- დღეს დიდი პრ­ოექ­ტის პირ­ველ საფ­ეხურს წარ­მო­გიდ­გენთ. პრო­ექტს ჰქვია "ვირუს F 63,9". ეს არ არის კოდი, რომ­ლი­თაც მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სიყ­ვა­რუ­ლი აღ­ნიშ­ნა, რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა. დღეს წარ­მო­გიდ­გენთ წიგნს, რო­მანს, რო­მელ­შიც მო­თხრო­ბი­ლია ჩვე­უ­ლებ­რი­ვი თბი­ლი­სუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი. პა­რა­ლე­ლუ­რად და­ი­წე­რა სცე­ნა­რი ფილ­მის­თვის. სცე­ნა­რის­თვის მო­ვიწ­ვი­ეთ ქარ­თვე­ლი, რუსი და ევ­რო­პე­ლი მწერ­ლე­ბი. თი­თო­ე­ულ მათ­განს მი­ვე­ცით და­ვა­ლე­ბა, და­სას­რუ­ლის თა­ვი­სი ვერ­სია და­ე­წე­რა. ანუ ეს იქ­ნე­ბა მრა­ვალ­და­სას­რუ­ლი­ა­ნი ფილ­მი.

- შენი და­სას­რუ­ლი "ჰე­ფი­ენ­დია"?

- ვის­თვის რო­გორ. მინ­და, ყვე­ლამ ისე­თი და­სას­რუ­ლი მი­ი­ღოს, რო­გო­რიც თა­ვად სურს, ამი­ტომ იქ­ნე­ბა ფილ­მი მრა­ვალ­და­სას­რუ­ლი­ა­ნი.

- რო­მა­ნის წე­რით რომ და­კავ­დი, ცოტა გა­მიკ­ვირ­და. რო­მან­ტი­კუ­ლად კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბი. შე­გიყ­ვარ­და ვინ­მე?

- არა, ეს ჩემი პი­რა­დით არ არის გა­მოწ­ვე­უ­ლი (იცი­ნის), თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს იპო­ვის ამ წიგნ­ში. არის ჩემი ცხოვ­რე­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბიც. შენც იპო­ვი შენი ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ფრაგ­მენტს. პი­რო­ბი­თია გმი­რე­ბიც და ის­ტო­რი­აც, ისე­ვე, რო­გორც და­სას­რუ­ლი.

პრე­ზენ­ტა­ცი­ას მო­წ­ვეულ სტუმ­რებ­თან ერ­თად ანის მშობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ, მო­ვა­ხერ­ხე და რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ფირ­ზეც აღვბეჭ­დე.

ლი­ლი­კო ნემ­სა­ძე:

- ანა ჩემი მე­გო­ბა­რია. მთხო­ვა, წიგ­ნის სა­უნ­დტრე­კი და­მე­წე­რა. წიგ­ნის სა­თა­უ­რიც საკ­მა­რი­სი იყო იმის­თვის, რომ მუ­სი­კა და­მე­წე­რა. სიყ­ვა­რულს ერთი ენა აქვს. წიგნს თან ახ­ლავს სიდი, რო­მელ­ზეც ეს მე­ლო­დი­აა ჩა­წე­რი­ლი.

ანი სა­ნა­ია:

- ანის­თან ვმე­გობ­რობ და შე­სა­ბა­მი­სად, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი, ვინც ეს წიგ­ნი წა­ი­კი­თხა. მა­შინ გა­მიჩ­ნდა იდეა, რო­მა­ნი ფილ­მად გვექ­ცია. იდეა და­იხ­ვე­წა და მალე ფილ­მის გა­და­ღე­ბას და­ვი­წყებთ.

- ხომ არ გი­ხი­ლავთ ფილმში?

- არ ვიცი, ჯერ რე­ჟი­სო­რი უნდა შე­ირ­ჩეს, შემ­დეგ სამ­სა­ხი­ო­ბო გუნ­დი და ვნა­ხოთ.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

რომანი, რომელზეც მრავალდასასრულიან ფილმს გადაიღებენ

რომანი, რომელზეც მრავალდასასრულიან ფილმს გადაიღებენ

24 იანვარს პოლიტიკოს ნესტან კირთაძის ქალიშვილმა ანა რეხვიაშვილმა საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე მიმიწვია. მართალი გითხრათ, ეს სიურპრიზი იყო ჩემთვის. "F 63,9" - ასე ჰქვია რომანს, რომელიც ანამ "თბილისი მარიოტში" შეკრებილ საზოგადოებას წარგვიდგინა.

- დღეს დიდი პრ­ოექტის პირველ საფ­ეხურს წარმოგიდგენთ. პროექტს ჰქვია "ვირუს F 63,9". ეს არ არის კოდი, რომლითაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიყვარული აღნიშნა, როგორც დაავადება. დღეს წარმოგიდგენთ წიგნს, რომანს, რომელშიც მოთხრობილია ჩვეულებრივი თბილისური სიყვარულის ამბავი. პარალელურად დაიწერა სცენარი ფილმისთვის. სცენარისთვის მოვიწვიეთ ქართველი, რუსი და ევროპელი მწერლები. თითოეულ მათგანს მივეცით დავალება, დასასრულის თავისი ვერსია დაეწერა. ანუ ეს იქნება მრავალდასასრულიანი ფილმი.

- შენი დასასრული "ჰეფიენდია"?

- ვისთვის როგორ. მინდა, ყველამ ისეთი დასასრული მიიღოს, როგორიც თავად სურს, ამიტომ იქნება ფილმი მრავალდასასრულიანი.

- რომანის წერით რომ დაკავდი, ცოტა გამიკვირდა. რომანტიკულად კი გამოიყურები. შეგიყვარდა ვინმე?

- არა, ეს ჩემი პირადით არ არის გამოწვეული (იცინის), თუმცა ნებისმიერი ადამიანი თავის თავს იპოვის ამ წიგნში. არის ჩემი ცხოვრების ფრაგმენტებიც. შენც იპოვი შენი ცხოვრების გარკვეულ ფრაგმენტს. პირობითია გმირებიც და ისტორიაც, ისევე, როგორც დასასრული.

პრეზენტაციას მო­წ­ვეულ სტუმრებთან ერთად ანის მშობლები, მეგობრები, მსახიობები, მომღერლები ესწრებოდნენ, მოვახერხე და რამდენიმე მათგანი ფირზეც აღვბეჭდე.

ლილიკო ნემსაძე:

- ანა ჩემი მეგობარია. მთხოვა, წიგნის საუნდტრეკი დამეწერა. წიგნის სათაურიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ მუსიკა დამეწერა. სიყვარულს ერთი ენა აქვს. წიგნს თან ახლავს სიდი, რომელზეც ეს მელოდიაა ჩაწერილი.

ანი სანაია:

- ანისთან ვმეგობრობ და შესაბამისად, ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ეს წიგნი წაიკითხა. მაშინ გამიჩნდა იდეა, რომანი ფილმად გვექცია. იდეა დაიხვეწა და მალე ფილმის გადაღებას დავიწყებთ.

- ხომ არ გიხილავთ ფილმში?

- არ ვიცი, ჯერ რეჟისორი უნდა შეირჩეს, შემდეგ სამსახიობო გუნდი და ვნახოთ.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"