საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში
მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში

ბრი­ტა­ნულ­მა გა­მო­ცე­მა "ტე­ლეგ­რაფ­მა" მსოფ­ლი­ოს ის ათი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე სხვა­დას­ხვა აუქ­ცი­ო­ნებ­ზე რე­კორ­დულ თან­ხად გა­ი­ყი­და.

ათე­ულს ლი­დე­რობს პოლ სე­ზა­ნის 1890 წელს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ფერ­წე­რუ­ლი ტილო "ბან­ქოს მო­თა­მა­შე­ე­ბი", რო­მელ­შიც 2011 წელს ყა­ტა­რის სა­მე­ფო ოჯახ­მა 250 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტილო 2011 წელს გა­ი­ყი­და, დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ 2012 წელს გახ­და.

140 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე ჯექ­სონ პო­ლო­კის ტილო No. 5. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2006 წელს ის კი­ნო­კომ­პა­ნია "Dreamworks"-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ დე­ვიდ გი­ფე­ნის­გან ვინ­მე დე­ვიდ მარ­ტი­ნეს­მა შე­ი­ძი­ნა. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მარ­ტი­ნე­სის ად­ვო­კატ­მა ეს ინ­ფორ­მა­ცია არ და­ა­დას­ტუ­რა.

იმა­ვე, 2006 წელს რე­კორ­დულ თან­ხად - 137,5 მლნ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და ჰო­ლან­დი­ე­ლი აბ­სტრაქ­ცი­ო­ნის­ტის ნა­მუ­შე­ვა­რი "ქალი III". 1953 წელს შექ­მნი­ლი კი­ო­ნინ­გის ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ერთ-ერ­თია მისი სე­რი­ი­დან "ქალი", რო­მე­ლიც ექვს ფერ­წე­რულ ტი­ლოს აერ­თი­ა­ნებს.

კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მაგ­ნატ­მა რო­ნალდ ლა­უ­დერ­მა რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა გუს­ტავ კლი­მი­ტის ნა­მუ­შევ­რებ­ში ოდეს­მე გა­დახ­დი­ლი თან­ხის მხრივ. 2006 წელს მაგ­ნატ­მა 135 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და კლიმ­ტის "ადელ ბლოხ-ბა­უ­ე­რი I"-ის სა­ნაც­ვლოდ. თუმ­ცა, მას­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა მხო­ლოდ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე ექ­სპერ­ტე­ბის ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რად­გან "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­მა ლა­უ­დერს საქ­მის დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა აუკ­რძა­ლა.

2012 წელს, ნიუ-იორკში ანო­ნიმ­მა მყიდ­ველ­მა 120 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა ედ­ვარდ მუნ­კის ცნო­ბი­ლი ტილო "ყვი­რი­ლი".

"სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე 104,1 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და პაბ­ლო პი­კა­სოს ფერ­წე­რუ­ლი ტილო "ბიჭი ჩი­ბუ­ხით".

1990 წელს რე­კორ­დულ თან­ხად - 82,5 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და ვინ­სენტ ვან გო­გის "ექი­მი გა­შეს პორ­ტრე­ტი". სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ თვე­ებ­ში ექი­მი გაშე ვან გო­გის მკურ­ნა­ლი ექი­მი იყო.

რე­ნე­სან­სის ეპო­ქის გე­ნი­ა­ლუ­რი ხე­ლო­ვა­ნის ტი­ცი­ა­ნის შე­დევ­რი "დი­ა­ნა და აქ­ტე­ო­ნი" 50 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და.

1990 წელს "სოთ­ბის" აუქ­ცი­ონ­ზე 87,1 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად გა­ი­ყი­და პიერ-ოგი­უსტ რე­ნუ­ა­რის "ცეკ­ვა მუ­ლენ დე ლა გა­ლეტ­ში". ის ია­პო­ნელ­მა მე­წარ­მემ შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ უც­ნო­ბია რე­ნუ­ა­რის შე­დევ­რის ბედი. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტილო შვედ კო­ლექ­ცი­ო­ნერ­თან ინა­ხე­ბა.

ყვე­ლა­ზე ძვი­ღა­დღი­რე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის ათე­ულ­ში ჰო­ლან­დი­ე­ლი ფერმ­წე­რის ვინ­სენტ ვან გო­გის კი­დევ ერთი შე­დევ­რი მოხ­ვდა. 1989 წელს ნიუ იორ­კის თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­მა კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნე­რის­გან 58 მი­ლი­ონ აშშ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა ვან გო­გის "ჯო­ზეფ რო­უ­ლი­ნის პორ­ტრე­ტი". ჰო­ლან­დი­ელ­მა ფერმ­წერ­მა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტილო 1889 წელს შექ­მნა და ის ერთ-ერ­თია იმ ექ­ვსი­დან, რო­მე­ლიც ვან გოგ­მა თა­ვის მე­გო­ბარ რო­უ­ლინს მი­უ­ძღვნა. ის არლ­ში ფოს­ტა­ლი­ო­ნად მუ­შა­ობ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია telegraph-ის მი­ხედ­ვით.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში

მსოფლიოს ათი ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში

ბრიტანულმა გამოცემა "ტელეგრაფმა" მსოფლიოს ის ათი ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუში გამოაქვეყნა, რომლებიც თავის დროზე სხვადასხვა აუქციონებზე რეკორდულ თანხად გაიყიდა.

ათეულს ლიდერობს პოლ სეზანის 1890 წელს შესრულებული ფერწერული ტილო "ბანქოს მოთამაშეები", რომელშიც 2011 წელს ყატარის სამეფო ოჯახმა 250 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტილო 2011 წელს გაიყიდა, დეტალები ცნობილი მხოლოდ 2012 წელს გახდა.

140 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა "სოთბის" აუქციონზე ჯექსონ პოლოკის ტილო No. 5. გავრცელებული ინფორმაციით, 2006 წელს ის კინოკომპანია "Dreamworks"-ის თანადამფუძნებელ დევიდ გიფენისგან ვინმე დევიდ მარტინესმა შეიძინა. თუმცა, მოგვიანებით, მარტინესის ადვოკატმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

იმავე, 2006 წელს რეკორდულ თანხად - 137,5 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა ჰოლანდიელი აბსტრაქციონისტის ნამუშევარი "ქალი III". 1953 წელს შექმნილი კიონინგის ეს ნამუშევარი ერთ-ერთია მისი სერიიდან "ქალი", რომელიც ექვს ფერწერულ ტილოს აერთიანებს.

კოსმეტიკური საშუალებების მაგნატმა რონალდ ლაუდერმა რეკორდი დაამყარა გუსტავ კლიმიტის ნამუშევრებში ოდესმე გადახდილი თანხის მხრივ. 2006 წელს მაგნატმა 135 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა კლიმტის "ადელ ბლოხ-ბაუერი I"-ის სანაცვლოდ. თუმცა, მასში გადახდილი თანხა მხოლოდ საქმეში მონაწილე ექსპერტების ნავარაუდევია, რადგან "სოთბის" აუქციონმა ლაუდერს საქმის დეტალების გახმაურება აუკრძალა.

2012 წელს, ნიუ-იორკში ანონიმმა მყიდველმა 120 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ედვარდ მუნკის ცნობილი ტილო "ყვირილი".

"სოთბის" აუქციონზე 104,1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა პაბლო პიკასოს ფერწერული ტილო "ბიჭი ჩიბუხით".

1990 წელს რეკორდულ თანხად - 82,5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა ვინსენტ ვან გოგის "ექიმი გაშეს პორტრეტი". სიცოცხლის უკანასკნელ თვეებში ექიმი გაშე ვან გოგის მკურნალი ექიმი იყო.

რენესანსის ეპოქის გენიალური ხელოვანის ტიციანის შედევრი "დიანა და აქტეონი" 50 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

1990 წელს "სოთბის" აუქციონზე 87,1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა პიერ-ოგიუსტ რენუარის "ცეკვა მულენ დე ლა გალეტში". ის იაპონელმა მეწარმემ შეიძინა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ უცნობია რენუარის შედევრის ბედი. სავარაუდოდ, ტილო შვედ კოლექციონერთან ინახება.

ყველაზე ძვიღადღირებული ხელოვნების ნიმუშების ათეულში ჰოლანდიელი ფერმწერის ვინსენტ ვან გოგის კიდევ ერთი შედევრი მოხვდა. 1989 წელს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა კერძო კოლექციონერისგან 58 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ვან გოგის "ჯოზეფ როულინის პორტრეტი". ჰოლანდიელმა ფერმწერმა ძვირადღირებული ტილო 1889 წელს შექმნა და ის ერთ-ერთია იმ ექვსიდან, რომელიც ვან გოგმა თავის მეგობარ როულინს მიუძღვნა. ის არლში ფოსტალიონად მუშაობდა.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს