სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრიზისი მოდის ბიზნესში - ვარსკვლავებს ჩვენებებზე დასწრებაში ფულს აღარ უხდიან
კრიზისი მოდის ბიზნესში - ვარსკვლავებს ჩვენებებზე დასწრებაში ფულს აღარ უხდიან

დღეს ნიუ-იორკში მო­დის კი­დევ ერთი მა­რა­თო­ნი pret-a-porter იწყე­ბა, თუმ­ცა წელს სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხებ­ში რამ­დე­ნი­მე ცვლი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც მო­დის ბიზ­ნეს­ში ფი­ნან­სურ­მა კრი­ზის­მა გა­მო­იწ­ვია.

ერთ-ერთი ასე­თი ცვლი­ლე­ბა ვარ­სკვლავ­თა "ხელ­ფა­სე­ბია", რომ­ლებ­საც იმის­თვის იღე­ბენ, რომ დე­ფი­ლე­ზე პირ­ველ რიგ­ში ბრწყი­ნავ­დნენ.

ამ მხრივ ნამ­დვი­ლი "ოქ­როს სა­უ­კუ­ნე" 2007-2008 წე­ლე­ბი იყო. მა­გა­ლი­თად Max Azria-ს 2008 წლის ჩვე­ნე­ბა­ზე, პირ­ველ რიგს ისე­თი ვარ­სკვლა­ვე­ბი ამ­შვე­ნებ­დნენ, რო­გო­რე­ბიც არი­ან რი­ა­ნა, ფერ­ჯი, ამი სმარ­ტი, ჯოს სტო­უ­ნი, ბრი­ტა­ნი მერ­ფი, ჯე­ი­მი კინ­გი, მენ­დი მური და ჯე­ნი­ფერ გუდ­ვი­ნი. ამ ვარ­სკვლავ­თა ჰო­ნო­რა­რი 100 000-ობით დო­ლა­რი იყო. შე­და­რე­ბის­თვის 2012 წელს ამა­ვე ბრენ­დის ჩვე­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო. მას მხო­ლოდ ჯე­სი­კა უათი, პეტ­რა ნემ­ცო­ვა და ოლი­ვია პა­ლერ­მო და­ეს­წრნენ.

"რა თქმა უნდა, არი­ან ისე­თი სა­ხე­ე­ბიც, რომ­ლებ­საც ჯერ კი­დევ უხ­დი­ან ფულს ჩვე­ნე­ბა­ზე დას­წრე­ბის­თვის, თუმ­ცა მათი ჰო­ნო­რა­რე­ბი ახლა თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თით, სას­ტუმ­როს ნომ­რის თან­ხე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ყვე­ლა სა­პა­ტიო სტუ­მარს ბრენ­დის­გან სა­ჩუქ­რად ახა­ლი კო­ლექ­ცი­ი­დან რო­მე­ლი­მე სა­მო­სი ან აქ­სე­სუ­ა­რი გა­და­ე­ცე­მა, თუმ­ცა ამას ყვე­ლა და ყო­ველ­თვის აღარ აკე­თებს", - აცხა­დე­ბენ მო­დის კუ­ლუ­ა­რებ­ში.

რა არის ამის მი­ზე­ზი? - ბი­უ­ჯე­ტი ამო­წუ­რუ­ლია. მო­დის ბიზ­ნეს­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სია. ბრენ­დებს აღარ აქვთ იმის ფული, რომ დე­ფი­ლე­ზე ვარ­სკვლავ­თა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა და­ა­ფი­ნან­სონ.

გარ­და ამი­სა, დე­ფი­ლე­ე­ბი უკვე აღარ არის ექ­სკლუ­ზი­უ­რი. მათ ისე­დაც აშუ­ქებს მე­დია. შე­სა­ბა­მი­სად, აღარ არის იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რომ ვარ­სკვლა­ვებს დას­წრე­ბა­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი თან­ხე­ბი უხა­დონ.

მა­გა­ლი­თად, Marchesa-ს ჩვე­ნე­ბებ­ზე ვარ­სკვლა­ვე­ბის ჰო­ნო­რა­რებ­ზე ლა­პა­რა­კიც კი ზედ­მე­ტია, მათ ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა­საც კი სთხო­ვენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შო­უ­ზე არა­ვინ და­იშ­ვე­ბა.

"დღეს კად­რე­ბი დე­ფი­ლე­დან იმ­დე­ნად სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ში, რომ მა­ყუ­რებ­ლე­ბი ამ მა­გი­ით მო­ჯა­დო­ვე­ბულ­ნი არი­ან. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ სა­მო­სი და არა ის, თუ ვინ ზის პირ­ველ რიგ­ში. ამას უბ­რა­ლოდ აღარ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა. ბლო­გე­რე­ბი და რე­დაქ­ტო­რე­ბი მო­დურ ჩვე­ნე­ბებ­ზე ისე და­დი­ან, რო­გორც სამ­სა­ხურ­ში. ამის­თვის მათ და­მა­ტე­ბით ფულს უხ­დი­ან", - აცხა­დებს წყა­რო.

ახა­ლი ტენ­დენ­ცია ბრენ­დებს ფუ­ლის ეკო­ნო­მი­ა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ბი­ონ­სე, ჯე­ნი­ფერ ენის­ტო­ნი და ჯე­სი­კა ჩეს­ტე­ი­ნი მო­დურ ჩვე­ნე­ბა­ზე დას­წრე­ბა­სა და პირ­ველ რიგ­ში ჯდო­მის­თვის 100 000 აშშ დო­ლარს, კერი ვა­შინგტო­ნი და ჯე­ნუ­ა­რი ჯონ­სი კი 40-60 000 აშშ დო­ლარს იღე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია spletnik.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კრიზისი მოდის ბიზნესში - ვარსკვლავებს ჩვენებებზე დასწრებაში ფულს აღარ უხდიან

კრიზისი მოდის ბიზნესში - ვარსკვლავებს ჩვენებებზე დასწრებაში ფულს აღარ უხდიან

დღეს ნიუ-იორკში მოდის კიდევ ერთი მარათონი pret-a-porter იწყება, თუმცა წელს საორგანიზაციო საკითხებში რამდენიმე ცვლილებაა, რომელიც მოდის ბიზნესში ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

ერთ-ერთი ასეთი ცვლილება ვარსკვლავთა "ხელფასებია", რომლებსაც იმისთვის იღებენ, რომ დეფილეზე პირველ რიგში ბრწყინავდნენ. 

ამ მხრივ ნამდვილი "ოქროს საუკუნე" 2007-2008 წელები იყო. მაგალითად Max Azria-ს 2008 წლის ჩვენებაზე, პირველ რიგს ისეთი ვარსკვლავები ამშვენებდნენ, როგორებიც არიან რიანა, ფერჯი, ამი სმარტი, ჯოს სტოუნი, ბრიტანი მერფი, ჯეიმი კინგი, მენდი მური და ჯენიფერ გუდვინი. ამ ვარსკვლავთა ჰონორარი 100 000-ობით დოლარი იყო. შედარებისთვის 2012 წელს ამავე ბრენდის ჩვენება გაცილებით მოკრძალებული იყო. მას მხოლოდ ჯესიკა უათი, პეტრა ნემცოვა და ოლივია პალერმო დაესწრნენ.

"რა თქმა უნდა, არიან ისეთი სახეებიც, რომლებსაც ჯერ კიდევ უხდიან ფულს ჩვენებაზე დასწრებისთვის, თუმცა მათი ჰონორარები ახლა თვითმფრინავის ბილეთით, სასტუმროს ნომრის თანხების ანაზღაურებით შემოიფარგლება. ყველა საპატიო სტუმარს ბრენდისგან საჩუქრად ახალი კოლექციიდან რომელიმე სამოსი ან აქსესუარი გადაეცემა, თუმცა ამას ყველა და ყოველთვის აღარ აკეთებს", - აცხადებენ მოდის კულუარებში.

რა არის ამის მიზეზი? - ბიუჯეტი ამოწურულია. მოდის ბიზნესში სერიოზული კრიზისია. ბრენდებს აღარ აქვთ იმის ფული, რომ დეფილეზე ვარსკვლავთა წარმომადგენლობა დააფინანსონ.

გარდა ამისა, დეფილეები უკვე აღარ არის ექსკლუზიური. მათ ისედაც აშუქებს მედია. შესაბამისად, აღარ არის იმის აუცილებლობა, რომ ვარსკვლავებს დასწრებაში გრანდიოზული თანხები უხადონ.

მაგალითად, Marchesa-ს ჩვენებებზე ვარსკვლავების ჰონორარებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, მათ ბილეთების შეძენასაც კი სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შოუზე არავინ დაიშვება.

"დღეს კადრები დეფილედან იმდენად სწრაფად ვრცელდება ინტერნეტში, რომ მაყურებლები ამ მაგიით მოჯადოვებულნი არიან. ყველას აინტერესებს მხოლოდ სამოსი და არა ის, თუ ვინ ზის პირველ რიგში. ამას უბრალოდ აღარ აქვს მნიშვნელობა. ბლოგერები და რედაქტორები მოდურ ჩვენებებზე ისე დადიან, როგორც სამსახურში. ამისთვის მათ დამატებით ფულს უხდიან", - აცხადებს წყარო.

ახალი ტენდენცია ბრენდებს ფულის ეკონომიაში დაეხმარება. მაგალითად, ბიონსე, ჯენიფერ ენისტონი და ჯესიკა ჩესტეინი მოდურ ჩვენებაზე დასწრებასა და პირველ რიგში ჯდომისთვის  100 000 აშშ დოლარს, კერი ვაშინგტონი და ჯენუარი ჯონსი კი 40-60 000 აშშ დოლარს იღებენ.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება