Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კა­ლა­ძი­სა და სხვათა გა­ტა­ცე­ბის თავ­კა­ცი საზღ­ვარ­გა­რეთ "მოღ­ვა­წე­ობს" და დი­დი მას­შტა­ბის კრი­მი­ნა­ლი­ა"
"კა­ლა­ძი­სა და სხვათა გა­ტა­ცე­ბის თავ­კა­ცი საზღ­ვარ­გა­რეთ "მოღ­ვა­წე­ობს" და დი­დი მას­შტა­ბის კრი­მი­ნა­ლი­ა"

75 წლის პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თო (ბა­თალ­ბი) სა­ღი­ნა­ძე, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე აფ­ხა­ზე­თის კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სტა­ჟი აქვს, ცი­ხი­დან ახ­ლა­ხან გა­თა­ვი­სუფ­ლდა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით... ყვე­ლა­ფე­რი იმით და­იწყ­ო, რომ პენ­სი­ა­ზე გა­სულ ღვაწ­ლმო­სილ მუ­შაკს 21-ე სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ი­სის ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მის - ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა სთხო­ვეს. ბა­თო სა­ღი­ნა­ძეს ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დევ­ნა-­შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვის ფა­სად და­უჯ­და - სა­სა­მარ­თლომ მას გა­მო­ძი­ე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა­ში დას­დო ბრა­ლი და 7 წლით აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე დამ­ნა­შა­ვე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კვალ­ზე გა­ვი­და, რაც მა­ვანს არ მო­ე­წო­ნა და ამას შე­ე­წი­რა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჭარ­მა­გი პოლ­კოვ­ნი­კი ცი­ხეს არ გა­უ­ტე­ხია, მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ბრძო­ლის შემ­დგო­მი რა­უნ­დის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, გი­ლო­ცავთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას! თქვე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი თვალ­საზ­რი­სი, რა­ტომ გახ­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მიზ­ნე, რა­ტომ და­გა­პა­ტიმ­რეს?

- საქ­მე ის არის, რომ ბევრ არამ­ზა­და მა­ღალ­ჩი­ნო­სანს სიმ­შვი­დე და­ვურ­ღვიე და ვიდ­რე და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თებს გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვებ­დი, მათ ჩე­მი იზო­ლი­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ­ხა­ნად, რო­დე­საც ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გახ­სნა შე­მომ­თა­ვა­ზეს, უკ­ვე პენ­სი­ა­ზე ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი - 1998 წლი­დან.

- ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ება­ში ჩარ­თვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც ვი­ცი, იო­ლად არ მი­გი­ღი­ათ. რა პი­რო­ბით და­თან­ხმდით შე­მო­თა­ვა­ზე­ბას?

- რო­დე­საც "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" მო­ვი­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­დან თით­ქმის სა­მი წე­ლი იყო გა­სუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ­თან კა­ხა კა­ლა­ძე და მი­სი მა­მა კარ­ლო მო­ვიდ­ნენ. კა­ხამ მთხო­ვა: ბა­ტო­ნო ბა­თო, მითხ­რეს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხართ, მე ვი­ცი, რა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ბევ­რს ვთხო­ვე ჩე­მი ძმის საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა, მო­სინ­ჯეს და თქვეს, ამ საქ­მის გახ­სნა გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა­ო. ბევ­რმა მირ­ჩი­ა, თუ ამ საქ­მის გახ­სნა ვინ­მეს გა­მო­უ­ვა, სა­ღი­ნა­ძეს გა­მო­უ­ვა და უარს ნუ გვე­ტყ­ვი­ო. რო­ცა ვნა­ხე, რო­გორ იტან­ჯე­ბო­და ოჯა­ხი, ნა­მუს­მა არ მომ­ცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, უა­რი მეთ­ქვა დახ­მა­რე­ბა­ზე. თა­ნაც კა­ლა­ძე­ებ­მა მითხ­რეს, საქ­მის გახ­სნის­თვის 200 ათა­სი დო­ლა­რი გვთხო­ვეს, მი­ვე­ცით და მი­ი­სა­კუთ­რეს, მაგ­რამ აღარ გან­ვაცხ­ა­დეთ, ამას რა აზ­რი აქ­ვსო. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე ხა­ნი და შს იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ და­მი­ბა­რა, - ბა­ტო­ნო ბა­თო, ჩათ­ვა­ლეთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი გე­ლა­პა­რა­კე­ბათ, მან თქვა, კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს სა­ღი­ნა­ძე გა­არ­თმევს თავ­სო. ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი­ა, რომ ეს საქ­მე 3 წე­ლი გა­უხ­სნე­ლი­ა, კა­ხა კა­ლა­ძეს ყვე­ლა იც­ნობს, მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო ეს ამ­ბა­ვი და მი­შამ გთხო­ვათ, ოღონდ ქვე­ყა­ნას ეს სირ­ცხვი­ლი მო­ა­შო­რეთ და ხე­ლის გულ­ზე გა­ტა­რებ­თო. ჩვენ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, თუ ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა, ჩემს პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნე­ბით, გე­ნერ­ლო­ბას მოგ­ცემთ და მე­რე ზედ­მე­ტად არ შე­გა­წუ­ხებთ, მხო­ლოდ მრჩევ­ლის რან­გში იქ­ნე­ბი­თო. ბო­ლოს დას­ძი­ნა, მი­შამ თქვა, თუ სა­ღი­ნა­ძე ამ სირ­ცხვილს მოწ­მენ­დს სა­ქარ­თვე­ლოს, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი გმი­რი იქ­ნე­ბა­ო. დავ­თან­ხმდი. დავ­თქვით, შექ­მნი­ლი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რა, ჩემს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა ძა­ლა, რო­მე­ლიც კი სა­ჭი­როა საქ­მის გახ­სნი­სა და გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის. გა­მოს­ცეს ბრძა­ნე­ბა, რი­თაც პენ­სი­ა­ზე მყო­ფი აღ­მად­გი­ნეს შსს-ს რი­გებ­ში. და­ი­წე­რა სა­გან­გე­ბო ბრძა­ნე­ბა, - შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ზე და სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ე­ვა­ლოს ბა­თო სა­ღი­ნა­ძე­სო. ამ საქ­მე­ში ჩე­მი გვერ­დის ავ­ლით ჩა­ხედ­ვი­სა და ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის ჰქონ­და. მე ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე გავ­ხსე­ნი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ვი­პო­ვე ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გამ­ტა­ცებ­ლებ­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მათ­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ალი­ან­სში მყო­ფ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე. გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნა კა­ლა­ძე­ე­ბის­გან აღე­ბუ­ლი 200 ათა­სი აშშ დო­ლა­რის აფ­რა­სი­ძე­ებ­თან მი­ტა­ნის ფაქ­ტი. საქ­მე მო­ითხ­ოვ­და ომეხ აფ­რა­სი­ძის და­კითხ­ვას. საქ­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­სათ­ვის ომეხ აფ­რა­სი­ძეს­თან გავ­გზავ­ნე რამ­დე­ნი­მე სან­დო პი­რი, შევ­თა­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბა­რე­ბა. 2004 წლის 21 მარტს შუ­ა­მავ­ლებ­მა შე­მატყ­ო­ბი­ნეს, რომ აფ­რა­სი­ძე თა­ნახ­მაა ჩემს წი­ნა­და­დე­ბა­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც იმა­ვე დღეს მო­ვახ­სე­ნე მი­ნის­ტრ გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 24 მარტს, ჩემ­გან მა­ლუ­ლად და ჩე­მი გვერ­დის ავ­ლით, ეცერ­ში ჩა­ა­ტა­რეს სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია აფ­რა­სი­ძე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ საქ­მეს იმი­ტომ ჩა­მო­გა­შო­რეს, რომ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა კვალ­ზე გახ­ვე­დით. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რა­ტომ­ღა ან­დეს ეს საქ­მე თქვე­ნის­თა­ნა გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­საც არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და დამ­ნა­შა­ვე­თა მხი­ლე­ბა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბი იყო კა­ლა­ძის გამ­ტა­ცებ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა. არა­სო­დეს მი­მი­ცია თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა, ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, წი­ნას­წარ გა­მეცხ­ა­დე­ბი­ნა ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ვინ­მე მემ­ხი­ლე­ბი­ნა. სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ, რო­გო­რიც უნ­და იყოს ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ისე ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს. მე კი ვი­ცო­დი, ვინ იყო მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ წი­ნას­წარ ხომ არ გან­ვაცხ­ა­დებ­დი? თუმ­ცა ამის ში­ში მა­ინც ჰქონ­დათ. სამ­წუ­ხა­როდ, ბო­როტ­მოქ­მედ­თა შო­რის უფ­რო ნა­ხავ ადა­მი­ა­ნო­ბას, ვიდ­რე გაც­ვე­თილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ში. კრი­მი­ნა­ლე­ბი მიც­ნობ­დნენ, მენ­დო­ბოდ­ნენ და ჩვე­ნე­ბებს მაძ­ლევ­დნენ, ოღონდ ამას სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დი. მაგ­რამ რო­ცა უკ­ვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­კი­თხა და ხმა გა­ვარ­და, 200 ათა­სი დო­ლა­რი სვა­ნეთ­ში აი­ტა­ნე­სო, ამას უკ­ვე ვე­ღარ და­მა­ლავ­დი. მა­ვან­თათ­ვის გაჩ­ნდა ში­ში იმი­სა, რომ გა­იხ­სნე­ბო­და საქ­მე... ამი­ტომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა და­აჩ­ქა­რეს პრო­ცე­სე­ბი და საქ­მე ჩა­მიგ­დეს. აკი გითხ­ა­რით, ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, უჩე­მოდ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დაწყ­ე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და არც მი­ნისტრს, არც პრო­კუ­რორს და არც - არა­ვის. რო­ცა ეცერ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გად­მოს­ცეს, გამ­წა­რე­ბუ­ლი მი­ვე­დი ს­ვა­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მი­ნის­ტრთან და ვუთხ­ა­რი, ეს რა გა­მი­კე­თეთ, მკვლე­ლე­ბო, მეც მკვლე­ლი გამ­ხა­დეთ, რა პა­სუ­ხი გავ­ცე ახ­ლა იმ ხალ­ხს, ვინც ამ საქ­მე­ში ჩემ­გან იყო ჩარ­თუ­ლი, ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნილ აფ­რა­სი­ძე­ებ­ს-მეთ­ქი! ბა­რა­მი­ძემ მი­პა­სუ­ხა - ეს ჩემ­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­პა­ტი­ე, თუ შე­გიძ­ლი­ა­ო. ამის შემ­დეგ ბა­რა­მი­ძემ ამ პოს­ტზე და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვეს იმუ­შა­ვა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უჩე­მოდ აღარ იღებ­და, ყო­ველ­თვის ჩემს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ დამ­ნა­შა­ვე­თა კვალ­ზე აფ­რა­სი­ძე­ე­ბის გა­რე­შეც გა­ვი­დო­დი, ად­გნენ და მი­ნის­ტრი გა­მოც­ვა­ლეს - ბა­რა­მი­ძის ად­გი­ლას ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ნიშ­ნეს.

- რა გითხ­რათ ბა­რა­მი­ძემ, ვის­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა?

- იმ მო­მენ­ტში ეს არც მი­კითხ­ავს. რო­გორც შემ­დეგ შე­ვიტყ­ვე და ბა­რა­მი­ძე­მაც ახ­ლა­ხან გა­ნაცხ­ა­და, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სან­ქცია პრო­კუ­რა­ტუ­რამ გას­ცა. იმ­ხა­ნად კი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ბრძან­დე­ბო­და, თუმ­ცა დღეს ამ საქ­მე­ში მის როლ­ზე არა­ვინ ლა­პა­რა­კობს და ყვე­ლა ბა­რა­მი­ძეს ახო­ცავს ხელს.

- კა­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძემ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, რომ თქვენ პრე­ზი­დენტს მის­წე­რეთ სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლი, რა­საც მოჰ­ყვა თქვე­ნი შემ­დგო­მი დევ­ნა-­შე­ვიწ­რო­ე­ბა.

- სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, 31 მარტს, ღა­მით, შს მი­ნის­ტრის ერ­თ-ერ­თმა მო­ად­გი­ლემ მომ­ცა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და მითხ­რა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და­უ­რე­კე­ო. და­ვუ­რე­კე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს, რო­მელ­მაც ერ­თ-ერთ დამ­ნა­შა­ვე­ზე მკითხ­ა, "მას­ზე" თუ მუ­შა­ობ­თო?! ტე­ლე­ფონ­ში რო­გორ გითხ­რათ, ხვალ მო­ვალ თქვენ­თან და გეტყ­ვით­-მეთ­ქი. და­მი­ბა­რა, მაგ­რამ რომ მი­ვე­დი, არ მი­მი­ღო. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­ვი­და ვა­ლე­რი ხა­ბურ­ზა­ნი­ა, რო­მე­ლიც შემ­პირ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევ და პრო­კუ­რორს შე­გახ­ვედ­რე­ბო. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბი­სა, გენ­პრო­კუ­რორ­მა არ მი­მი­ღო. ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენტს და­ვუ­წე­რე სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი, რო­მელ­შიც აღ­ვწე­რე, ვინ და რო­გორ ერე­ო­და უკა­ნო­ნოდ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

- არა­ერ­თხელ გით­ქვამთ, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი იყა­ვით, რა­ტომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, კა­ლა­ძის საქ­მე არ გახ­სნი­ლი­ყო?

- მე­ცო­დე­ბა ეს კა­ცი, დი­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბა აუ­ვარ­და თავ­ში და გა­მოც­დი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა, რის შე­დე­გა­დაც უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­მა­შო­რა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას. ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ფორ­მით გა­მო­მაგ­დო სამ­სა­ხუ­რი­დან, შემ­დგომ კი მი­სი უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბით, მე და ჩე­მი 9-წევ­რი­ა­ნი ოჯა­ხი ყა­ჩა­ღუ­რად გა­მო­გვყა­რეს კა­ნო­ნი­ე­რი საცხ­ოვ­რებ­ლი­დან და მი­ი­ტა­ცეს ჩე­მი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, ამ­ბობთ, რომ ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სე­ნით...

- დი­ახ, მაგ­რამ ბო­ლომ­დე გა­მო­ძი­ე­ბა არ დაგ­ვა­ცა­დეს... მე ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა წყა­რო მაწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ლე­ვა­ნი ჰყავ­დათ პან­კის­ში, ზო­გი­ერ­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით - სვა­ნეთ­ში, აფ­ხა­ზეთ­ში. რო­დე­საც კო­ბა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი იყო შს მი­ნის­ტრი, აც­ნო­ბეს, რომ გამ­ტა­ცებ­ლებს კა­ლა­ძე ქვე­მო სვა­ნეთ­ში, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რცხმე­ლურ­ში ჰყავ­დათ. ისე­თი ხმა­უ­რით ჩა­ა­ტა­რეს ოპე­რა­ცი­ა, რომ გამ­ტა­ცებ­ლებ­მა შე­იტყ­ვეს და მსხვერ­პლი გა­და­მა­ლეს. ამ ვერ­სი­ა­ზეც ვი­მუ­შა­ვე. მა­ვა­ნი ცდი­ლობს პი­ა­რის აგო­რე­ბას, თით­ქოს ეცე­რის სპე­ცო­პე­რა­ცია ჩე­მი ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი იყო. ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დი­ო­და და არც არ­სად გან­მიცხ­ა­დე­ბია ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა. მე ხომ საქ­მე ბო­ლომ­დე უნ­და მი­მეყ­ვა­ნა, გა­მო­მე­ძი­ე­ბი­ნა, ამის თავ­კა­ცი ვი­ყა­ვი და რო­გორ ჩა­ვა­ტა­რე­ბი­ნებ­დი ვინ­მეს ოპე­რა­ცი­ას და რო­გორ და­ვა­ხო­ცი­ნებ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩემ­თვის ინ­ფორ­მა­ცია უნ­და მო­ე­ცათ? ამათ ეში­ნო­დათ კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­ს და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის გახ­სნის, ამი­ტო­მაც მო­იქ­ცნენ ასე. არ დამ­ცალ­და გა­მო­მე­ძი­ე­ბი­ნა საქ­მე და სა­ხელ­მწი­ფოს თავ­კა­ცებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ა­ტა­რეს ეცერ­ში სის­ხლი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ა.

- ეს სპე­ცო­პე­რა­ცია მოჰ­ყვა იმას, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე დაგ­თან­ხმდათ?

- რო­ცა დამ­ტკიც­და, რომ 200 ათა­სი დო­ლა­რი მი­ვი­და აფ­რა­სი­ძე­ებ­თან, ომე­ხი შუ­ა­მავ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ კა­ლა­ძე­ებს ლე­ვა­ნის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ოპე­რა­ცია ჩა­ი­შა­ლა. ომეხ აფ­რა­სი­ძეს უთ­ქვამს, თუ კა­ლა­ძე­ე­ბი 200-300 ათასს გა­და­იხ­დი­ან, ამ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი­ო. შუ­ა­მა­ვა­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი და­ე­ლა­პა­რა­კა კა­ლა­ძე­ებს, რომ­ლებ­მაც შე­აგ­რო­ვეს ფუ­ლი და აფ­რა­სი­ძე­ებ­თან 4-5 კა­ცი წა­ვი­და მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. შემ­დეგ შუ­ა­მავ­ლებს აც­ნო­ბეს, ლე­ვა­ნი მკვდა­რი­ა­ო. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ძიე და იმი­ტომ უნ­და ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ომეხ აფ­რა­სი­ძის ჩა­ბა­რე­ბის ოპე­რა­ცი­ა, რომ გა­მერ­კვი­ა, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. იმ­ხა­ნად ომეხ აფ­რა­სი­ძე სხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის იძებ­ნე­ბო­და. საქ­მე­ში უამ­რა­ვი ხალ­ხი ჩავ­რთე და ომეხს შევ­პირ­დი, ჩაგ­ვბარ­დი და და­გეხ­მა­რე­ბით­-მეთ­ქი. მე მას­თან არა­ფერ­ზე მი­ვაჭ­რი­ა. ვერ გეტყ­ვით, იყო თუ არა ომეხ აფ­რა­სი­ძე ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მის კურ­სში, მაგ­რამ ვი­ცი, რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და.

- რის­თვის დას­ჭირ­დათ აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა?

- ყვე­ლას ნა­ბი­ჯი ვი­ცი, მაგ­რამ ჯერ ყვე­ლა­ფერს ვერ ვიტყ­ვი... რად­გან ომეხ აფ­რა­სი­ძეს უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­და ჩამ­ბა­რე­ბო­და, ამის შე­სა­ხებ 21 მარტს ბა­რა­მი­ძეს მო­ვახ­სე­ნე, მი­ნის­ტრი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნ­და ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა საქ­მის კურ­სში. მაგ­რამ მათ გა­ა­კე­თეს ის, რი­სიც მე­ში­ნო­და... 2009 წელს ცი­ხე­ში შე­ვიტყ­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, მე გა­ვე­ცი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა­ო. ვფიქ­რობ, მან ეს ჩე­მი ში­შით გა­ნაცხ­ა­და. დღეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბი არი­ან და­ზა­რა­ლე­ბულ­ნი, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ დავ­ზა­რალ­დი მეც. ვი­ნა­ი­დან მა­თი ბე­დი ჩემს ხელ­ში იყო და ვერ და­ვი­ცა­ვი ისი­ნი - ამ მტა­ცებ­ლებ­მა გამ­თი­შეს საქ­მი­დან და ამო­წყ­ვი­ტეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი. რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა, მჯე­რა, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს შე­იტყ­ობს... სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სა­სა­მარ­თლოს ბრძა­ნე­ბა ან პრო­კუ­რო­რის სან­ქცი­ა. ბა­რა­მი­ძემ გა­ნაცხ­ა­და, სან­ქცია რომ ვნა­ხე, მა­შინ წა­ვე­დი ეცერ­ში­. არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, ჩემ­ზე არა­ფე­რი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი­ო. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიხ­ვდა, რომ მე მა­ინც ყვე­ლა­ფერს ავ­ხდი­დი ფარ­დას, ად­გნენ და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გენ­პრო­კუ­რო­რო­ბი­დან "ჩა­მო­ა­მი­ნის­ტრეს". რო­გორც კი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრად და­ინიშ­ნა, საქ­მეს ჩა­მო­მა­ცი­ლა და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მაგ­დო...

რო­ცა კა­ხა კა­ლა­ძე და მი­სი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე მი­ვიდ­ნენ მე­რა­ბიშ­ვილ­თან, მი­ე­ცით სა­ღი­ნა­ძეს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­ო, მას გა­ნუცხ­ა­დე­ბი­ა, ვი­ცი, სა­ღი­ნა­ძე მა­ლე და­ამ­თავ­რებს ამ საქ­მეს, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტი ერი­დე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას და მას ომს ვერ გა­ვუ­მარ­თა­ვო. ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძეს შეს­თა­ვა­ზა, შენ ხომ სა­ღი­ნა­ძეს­თან ახ­ლოს ხარ, ჩემს მრჩევ­ლად დაგ­ნიშ­ნავ, სა­ღი­ნა­ძემ შენ მოგ­ცეს ინ­ფორ­მა­ცი­ა, შენ კი - ჩვენ და საქ­მე გა­მო­ვი­ძი­ო­თო. დგე­ბუ­ა­ძეს ვუთხ­ა­რი, შენ კი გენ­დო­ბი, მაგ­რამ ეს საქ­მე შემ­თხვე­ვით ხალ­ხს უნ­და მის­ცე სა­მი­ნის­ტრო­ში, მე­რე გა­ა­ფუ­ჭე­ბენ და იტყ­ვი­ან, სა­ღი­ნა­ძემ მოგ­ვცა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ო, ამი­ტომ მე გან­ზე გავ­დგე­ბი და შენ იმუ­შა­ვე-­მეთ­ქი. ამის შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის "რჩე­უ­ლი" მა­ძებ­რე­ბი - ირაკ­ლი კო­დუ­ა, და­ვით ბე­დი­ა, ლე­ვან გა­ვა­ზა­ვა და სხვე­ბი აპი­რებ­დნენ დგე­ბუ­ა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბას, მაგ­რამ მან უცხ­ო­ეთ­ში გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­ერ ნა­პოვნ ლე­ვან კა­ლა­ძის გვამ­ზე რას იტყ­ვით?

- ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­ერ ნა­პოვ­ნი ორი გვა­მი­დან არც ერ­თი არ იყო ლე­ვა­ნის. ძვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯახს შე­ა­ჩე­ჩეს, ლე­ვან კა­ლა­ძის არ იყო. ამით ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და მის­მა ბრბომ უდი­დე­სი შე­უ­რაცხ­ყო­ფა და ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნეს კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახს, მეც და მთელ ქვე­ყა­ნას. ამა­ზე მეტს არა­ფერს ვიტყ­ვი.

- ერ­თი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ 14 წლის მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი­სა და ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში?

- დი­ახ, ასე­ა.

- კა­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კატ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ თქვენ კა­ლა­ძის საქ­მე­ში შსს-ს გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძი­სა და მი­სი ძმად­ნა­ფი­ცის, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებ­დით.

- ალა­ვი­ძე­ზე მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ იგი მო­იყ­ვა­ნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ად­ვო­კატ­მა დგე­ბუ­ა­ძემ პრე­სის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნაცხ­ა­და, რო­დე­საც ალა­ვი­ძე ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფუ­ლი შე­აგ­რო­ვეს და 80-ა­თას­-დო­ლა­რი­ა­ნი ჯი­პი უყი­დე­სო. ეცე­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის წინ კი ეს ჯი­პი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ეზო­ში იდ­გა. დგე­ბუ­ა­ძემ­ვე გა­ახ­მი­ა­ნა სო­სო ალა­ვი­ძი­სა და თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა.

- მა­ინც ვი­სი ბრძა­ნე­ბით გა­ი­ტა­ცეს ლე­ვან კა­ლა­ძე?

- ლე­ვან კა­ლა­ძი­სა და სხვა გა­ტა­ცე­ბე­ბის თავ­კა­ცი საზღ­ვარ­გა­რეთ "მოღ­ვა­წე­ობს", დი­დი მას­შტა­ბის კრი­მი­ნა­ლი­ა.

- ეს პი­როვ­ნე­ბა ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ხომ არ არის?

- დე­ტექ­ტი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რას ჯერ არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა ხმას ავი­მაღ­ლებ მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვი­საც მივ­წვდე­ბი...

- თენ­გიზ გურ­ჩი­ან­ზე რას იტყ­ვით?

- ეს ის გურ­ჩი­ა­ნი­ა, ვის­ზეც იმ­ჟა­მინ­დელ­მა გენ­პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­მი­რე­კა სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან ერთ კვი­რა­ში და მითხ­რა, ჩვე­ნი კა­ცი­ა­ო. სწო­რედ გურ­ჩი­ა­ნი იყო გა­ტა­ცე­ბე­ბის ერ­თ-ერ­თი თავ­კა­ცი. ვთვლი, რომ გურ­ჩი­ანს, გვი­ჩი­ან­სა და ამ საქ­მის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ უფ­რო მე­ტი სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის­თვის, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვილს და მის ბან­დას. უნ­და გე­ში­ნო­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც ამ­დენს და­ა­შა­ვებს, ამ­დენ ადა­მი­ანს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აქ­ცევს, უმ­წიკ­ვლო პრო­ფე­სი­ო­ნალს ოჯახს და­უნ­გრევს და გა­და­უვ­ლის.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე და­ი­კის­რა ეცე­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუმ­ცა შე­ეძ­ლო ეთ­ქვა, რომ სან­ქცია ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გას­ცა...

- სა­ა­კაშ­ვილ­სა და ოქ­რუ­აშ­ვილს ერ­თმა­ნე­თის ეში­ნო­დათ და დღე­საც ასე­ა. არის ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თა გახ­მა­უ­რე­ბის ორი­ვეს ეში­ნია და ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს ბო­ლომ­დე ვერ წი­რა­ვენ.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, იმ 200 ათას დო­ლარს რა ბე­დი ეწი­ა, ვის­თან დარ­ჩა?

- 10 ათა­სი დო­ლა­რი კა­ლა­ძე­ებს და­უბ­რუნ­და, 20 ათა­სი გა­და­ე­ცა ნო­დარ გვი­ჩი­ანს, რო­გორც შუ­ა­მა­ვალს, და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის შე­სა­ხებ ჰკითხ­ეთ სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩამ­ტა­რებ­ლებს, რომ­ლებ­მაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე წა­მო­სუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე მო­მიკ­ლეს.

- ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, თქვენ აფ­რა­სი­ძე­ე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რე ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ოვს გა­მოს­ძა­ლეთ ჩვე­ნე­ბა და ათ­ქმე­ვი­ნეთ, კა­ლა­ძე აფ­რა­სი­ძე­ებ­თან მყავს ნა­ნა­ხი­ო. ამა­ზე რა პა­სუ­ხი გაქვთ?

- სხვა­თა შო­რის, მუ­რა­ვი­ო­ვი უნი­კა­ლუ­რი კა­ცი­ა, აქვს სა­ო­ცა­რი მეხ­სი­ე­რე­ბა. ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ვითხ­ო­ვეთ მი­სი მოწ­მედ და­კითხ­ვა, სპე­ცე­ტა­პით ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ზუგ­დი­დი­დან თბი­ლის­ში. იზო­ლა­ტორ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე მუ­რა­ვი­ოვს რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ვე­სა­უბ­რე და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნაშ­რომ­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზე. მე­ო­რე დი­ლით დავ­რე­კე და მო­ვი­კი­თხე იზო­ლა­ტორ­ში, მო­რი­გემ მითხ­რა, მუ­რა­ვი­ო­ვი ჩვენ­თან დი­ლით მო­იყ­ვა­ნე­სო. კითხ­ვა­ზე - სად ჰყავ­დათ მა­ნამ­დე მოწ­მე, მი­პა­სუ­ხა, რომ მუ­რა­ვი­ო­ვი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­როს ზა­ზა ფე­რა­ძეს ჰყავ­და კა­ბი­ნეტ­ში. საწყ­ა­ლი კა­ცი თურ­მე დი­ლამ­დე უწ­ვა­ლე­ბი­ათ. მე დავ­ტუქ­სე ფე­რა­ძე უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბის გა­მო და მკაც­რად გა­ვაფ­რთხი­ლე, აღარ გა­ე­ბე­და ჩემს საქ­მე­ში ჩა­რე­ვა. მე და ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს მუ­რა­ვი­ო­ვის მი­მართ უკა­ნო­ნო­ბა არ ჩაგ­ვი­დე­ნი­ა, რაც მან არა­ერ­თხელ გა­ნაცხ­ა­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, რი­თაც გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ჩემ მი­მართ შეთხ­ზუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი.

- თქვით, საქ­მეს რომ ვხსნი­დი, სა­ა­კაშ­ვილ­საც უხა­რო­და და სხვებ­სა­ცო. რა მოხ­და შემ­დეგ, რა­ტომ შე­გი­შა­ლეს ხელი გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რა გახ­და ამის მი­ზე­ზი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თლა ცდი­ლობ­დნენ საქ­მის გახ­სნას, ამი­ტო­მაც გა­მო­მი­ძა­ხეს, შემ­დეგ კი უკან და­ი­ხი­ეს და მათ­თვის დი­დი პრობ­ლე­მა შე­ვი­ქე­ნი. სხვა­თა შო­რის, არც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყო გახ­სნის წი­ნა­აღ­მდე­გი, თუმ­ცა შემ­დეგ გაჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი. უკან­და­ხე­ვა რით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი - ახ­ლობ­ლო­ბით თუ მოს­ყიდ­ვით, ამას თა­ვის დრო­ზე ვიტყ­ვი და და­ვამ­ტკი­ცებ.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, რო­დე­საც ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძემ გა­გაფ­რთხი­ლათ, რომ თქვენს და­პა­ტიმ­რე­ბას აპი­რებ­დნენ, რა­ტომ არ და­ტო­ვეთ ქვე­ყა­ნა?

- მე იმას უფ­რო ვე­ლო­დი, რომ ფი­ზი­კუ­რად გა­მა­ნად­გუ­რებ­დნენ. ქარ­თვე­ლი კა­ცი ვარ და, რა ვქნა, ვერ მი­ვი­ღე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. შე­მეძ­ლო, თუნ­დაც აფ­ხა­ზეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი ან და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს აფ­ხა­ზე­თი და აფ­ხა­ზე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ხალ­ხი­ა, შე­მეძ­ლო მათ­თა­ნაც დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ხე­ლის­გულ­ზე მა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ ვერც ამას გა­ვა­კე­თებ­დი. მერ­ჩივ­ნა იმ სი­ბინ­ძუ­რე­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, რა­საც ქარ­თუ­ლი ცი­ხე ჰქვი­ა, ვიდ­რე ქვეყ­ნი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- მარ­თლა იყო სა­პა­ტიმ­რო­ში თქვე­ნი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა?

- დი­ახ, ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ა. სპი­კერ­-მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძეს გა­ნა­ჩენ­ში ჩა­ა­წე­რი­ნეს, სა­ღი­ნა­ძეს აქვს გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ო. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და ჩემ­თვის "გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა", რა­საც შემ­დგომ ამ გა­მო­გო­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბით ახ­სნიდ­ნენ. ცი­ხე­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო მცდე­ლო­ბა ჩე­მი კრი­მი­ნა­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, რაც ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ით უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო...

- ცი­ხე­ში რო­გორ გეპყ­რო­ბოდ­ნენ?

- მე ჩე­მი ოჯა­ხი უფ­რო მე­ცო­დე­ბო­და, რო­მელ­საც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ დევ­ნიდ­ნენ, თით­ქმის ყვე­ლა და­ას­ნე­უ­ლეს... ვი­ცო­დი, რა შე­ეძ­ლოთ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ვა­სოს­თვის, ჩე­მი ვა­ჟის­თვის, გახ­და კი­დეც დევ­ნის ობი­ექ­ტი - ვა­სოც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია და ახალ­გაზ­რდა კა­ცი 2004 წელს იძუ­ლე­ბით გა­უშ­ვეს პენ­სი­ა­ში, არა­და, ერთ თვე­ში პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა უნ­და მი­ე­ღო. მე მტკი­ო­და ოჯა­ხი და ის, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და, თო­რემ ცი­ხე­ში ყვე­ლა დიდ პა­ტივს მცემ­და. იქ ნორ­მა­ლუ­რი ხალ­ხიც ხომ არის?! თავ­და­პირ­ვე­ლად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, ორ­ჯერ უმი­ზე­ზოდ გა­და­მიყ­ვა­ნეს და­ხუ­რულ ცი­ხე­ში, ე.წ. კრიტ­ში, სა­დაც სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბა იყო. გა­მო­ვაცხ­ა­დე შიმ­ში­ლო­ბა, ისე დავ­სუს­ტდი, სი­ა­რუ­ლი მი­ჭირ­და. მე-12 დღეს და­მი­ძა­ხა ცი­ხის უფ­როს­მა და მე­უბ­ნე­ბა - ბა­ტო­ნო ბა­თუ, გუ­ლი მეწ­ვის თქვე­ნი ცოდ­ვით, საკ­ვე­ბი მი­ი­ღე­თო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნ­დო­დათ ჩე­მი გა­დაყ­ვა­ნა, მე კი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ კო­ლო­ნი­ა­ში, ავ­ჭა­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ვითხ­ო­ვე. წე­სით და კა­ნო­ნით, თა­ვი­დან­ვე იქ უნ­და გა­ვემ­წე­სე­ბი­ნეთ. რო­გორც იქ­ნა, გა­და­მიყ­ვა­ნეს. 2009 წელს კო­ტე კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოთხ­ოვ­ნით, ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბა მაქვს და იქ­ნებ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ­-მეთ­ქი. მაგ­რამ უა­რი მითხ­რეს. შემ­დეგ - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ასა­კი მიწყ­ობ­და ხელს და არც მა­შინ შე­ი­ბერ­ტყეს ყუ­რი. მე დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის მსხვერ­პლი, პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი. ჯერ კი­დევ 2004 წელს მივ­წე­რე პრე­ზი­დენტს წე­რი­ლი, რო­მელ­საც ასე ვამ­თავ­რებ­დი: მე ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, თქვენ აშე­ნებთ პო­ლი­ცი­ურ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც და­აქ­ცევს ქვე­ყა­ნას და ჩვენც გაგ­ვწი­რავ­ს-მეთ­ქი. ხომ მი­ი­ღეს შე­დე­გი? წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა პირ­ვე­ლი პი­რი მო­ნა­წი­ლე იყო ჩე­მი უბე­დუ­რე­ბის - სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და სხვე­ბი, ყვე­ლა­ნი არ­ღვევ­დნენ კა­ნონს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცი­ხის სა­ში­ნელ კად­რებს?

- ოჯა­ხი არ ვი­ცი ისე, რო­გორც ცი­ხე და დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­რო. ცი­ხის უფ­რო­სად ვარ ნა­მუ­შე­ვა­რი და ასე­თი ბარ­ბა­რო­სო­ბა ჩემს თვალ­წინ არა­სო­დეს მომ­ხდა­რა, პა­ტიმ­რის შე­გი­ნე­ბა­საც არ ვა­პა­ტი­ებ­დი ვინ­მეს. გა­მა­ოგ­ნა ნა­ნახ­მა.

- ახ­ლა, რო­ცა მზად ხართ, სი­მარ­თლე თქვათ, არ ფიქ­რობთ, რომ საფ­რთხე კვლავ გე­მუქ­რე­ბათ?

- ადა­მი­ა­ნი ვერ აც­დე­ბა იმას, რაც უწე­რი­ა. ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღმერ­თმა ამ­ხე­ლა სი­ბინ­ძუ­რეს შე­მა­ჭი­და და ეს ბე­დის­წე­რა იყო... ისე, რა თქმა უნ­და, საფ­რთხეს არ გა­მოვ­რიცხ­ავ.

- ნა­ნობთ, რომ შე­ე­ჭი­დეთ საქ­მეს, რო­მე­ლიც თქვენ­თვის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა?

- ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე სა­ბე­დის­წე­რო ვის­თვის აღ­მოჩ­ნდა, ამას ვნა­ხავთ... ბო­დიშს ვუხ­დი ჩემს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს იმი­სათ­ვის, რომ ჩემ გა­მო ბევ­რი ტან­ჯვა გა­და­ი­ტა­ნეს. იმის­თვი­საც, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს ნაკ­ლებ დროს ვუთ­მობ­დი, სით­ბოს ვაკ­ლებ­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დევ­ნას შე­ვა­ლი­ე. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­სა­ხუ­რე ქვე­ყა­ნას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში შემ­თხვე­ვით მო­სულ­მა ბიჭ­ბუ­ჭებ­მა ასე "და­მი­ფა­სეს" თავ­და­დე­ბა - გამ­წი­რეს და თით­ქმის გა­მა­ნად­გუ­რეს. თუმ­ცა სუ­ლი­ე­რად ვერ გამ­ტე­ხეს. მათ ჩე­მი და ქვეყ­ნის წი­ნა­შე მრა­ვა­ლი მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს, ბევ­რი ავ­ნეს ქვე­ყა­ნას და ახ­ლა კი­დევ ფა­ხი­ფუ­ხო­ბენ. იმე­დი მაქვს, სი­მარ­თლე გა­ი­მარ­ჯვებს და ყვე­ლას თა­ვი­სი მი­ეზღ­ვე­ბა.

ლე­ვან კა­ლა­ძი­სა და აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ტრა­გე­დი­ებ­ზე მას­მე­დი­ის აქ­ტი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე და ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე ამ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 10-ზე მე­ტი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლის ბედს გა­ვი­ზი­ა­რებ­დით. ამ საქ­მის გან­სა­ჯა­რო­ე­ბამ გა­ხა­და ჩე­მი პერ­სო­ნა ცნო­ბი­ლი... ფრთხი­ლობ­დნენ ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბი­სას. ვი­ნა­ი­დან ჩემ­თან და­პი­რის­პირე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თა­ვი­დან­ვე თავ­ხე­დუ­რად მოქ­მე­დებ­დნენ, ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცია დი­დი სიფ­რთხი­ლით თუ არ მოხ­დე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდე­ბო­და ეჭ­ვი, რომ ეს მა­თი დაკ­ვე­თით მოხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ეჭ­ვი, რო­გო­რიც გაჩ­ნდა ცხო­ნე­ბულ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ შა­რა­ძე მო­აკ­ვლე­ვი­ნა იმ პირ­მა, ვი­საც აკა­დე­მი­კო­სი აუ­ტან­ლად სძულ­და. ასე­თი­ვე აზ­რია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, მი­ხე­ილ ქურ­და­ძი­სა და სხვა პირ­თა მკვლე­ლო­ბებ­ზე. ასე­თი საქ­მე­ე­ბის გახ­სნას სჭირ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და არა მო­ლაყ­ბე დი­ლე­ტან­ტე­ბი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თავ­გან­წი­რუ­ლი და საქ­მის ფა­ნა­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის არ არი­ან. ისე, კვეხ­ნის გა­რე­შე ვიტყ­ვი, რომ მე (უმ­ძი­მე­სი გახ­სნი­ლი საქ­მე­ე­ბი­დან თუ ვიმ­სჯე­ლებთ) ვარ ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. თუმ­ცა ხელ­შეწყ­ო­ბი­სა და და­ფა­სე­ბის ნაც­ვლად, რა დამ­მარ­თეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­ი­თავ­კა­ცებ­მა, რომ­ლე­ბმაც მოკ­ლე დრო­ში და­აქ­ცი­ეს და გა­ძარ­ცვეს ქვე­ყა­ნა, და­აგ­რო­ვეს მი­ლი­არ­დე­ბი და თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს უზ­რუნ­ვე­ლად წარ­მო­იდ­გე­ნენ, ცნო­ბი­ლი­ა. ცი­ხის ჯურ­ღმულ­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ით უკა­ნო­ნოდ გა­მომ­კე­ტეს იმ იმე­დით, რომ ჩე­მი წლო­ვა­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ან ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­უძ­ლებ­და სა­ტან­ჯველს, ან იქა­უ­რი მე­თო­დე­ბით გა­მა­ნად­გუ­რებ­დნენ, რი­თაც ძა­ლი­ან დი­დ პრობ­ლე­მას მო­ი­შო­რებ­დნენ. სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ უფ­რო და­მი­ფა­სა მათ მი­მართ ჩე­მი სა­მარ­თლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მა და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ მო­ახ­დი­ნეს ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ა, რაც ცი­ხის პი­რო­ბებ­ში არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. ამი­ტომ ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და აზ­რი, რომ კრი­მი­ნა­ლე­ბი უფ­რო სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდენ, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რი­ლი უზ­ნე­ო, ფლი­დი არა­კა­ცე­ბი.

და­სას­რულ - ეს ჭარ­მა­გი კა­ცი ვამ­ბობ, უფალ­მა არ გა­ი­მე­ტა სა­ქარ­თვე­ლო გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა, ზნე­ო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და­ფას­დე­ბა. ასე ვხე­დავ ჩვენს მო­მა­ვალს მე, ერ­თი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი - ბა­თო სა­ღი­ნა­ძე!

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"კა­ლა­ძი­სა და სხვათა გა­ტა­ცე­ბის თავ­კა­ცი საზღ­ვარ­გა­რეთ "მოღ­ვა­წე­ობს" და დი­დი მას­შტა­ბის კრი­მი­ნა­ლი­ა"

"კა­ლა­ძი­სა და სხვათა გა­ტა­ცე­ბის თავ­კა­ცი საზღ­ვარ­გა­რეთ "მოღ­ვა­წე­ობს" და დი­დი მას­შტა­ბის კრი­მი­ნა­ლი­ა"

75 წლის პოლ­კოვ­ნი­კი ბა­თო (ბა­თალ­ბი) სა­ღი­ნა­ძე, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე აფ­ხა­ზე­თის კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სტა­ჟი აქვს, ცი­ხი­დან ახ­ლა­ხან გა­თა­ვი­სუფ­ლდა პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით... ყვე­ლა­ფე­რი იმით და­იწყ­ო, რომ პენ­სი­ა­ზე გა­სულ ღვაწ­ლმო­სილ მუ­შაკს 21-ე სა­უ­კუ­ნის და­საწყ­ი­სის ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მის - ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბა-­მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა სთხო­ვეს. ბა­თო სა­ღი­ნა­ძეს ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა დევ­ნა-­შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­კარ­გვის ფა­სად და­უჯ­და - სა­სა­მარ­თლომ მას გა­მო­ძი­ე­ბის არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად წარ­მარ­თვა­ში დას­დო ბრა­ლი და 7 წლით აღუკ­ვე­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბა­თუ სა­ღი­ნა­ძე დამ­ნა­შა­ვე მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის კვალ­ზე გა­ვი­და, რაც მა­ვანს არ მო­ე­წო­ნა და ამას შე­ე­წი­რა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ჭარ­მა­გი პოლ­კოვ­ნი­კი ცი­ხეს არ გა­უ­ტე­ხია, მხნედ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ბრძო­ლის შემ­დგო­მი რა­უნ­დის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, გი­ლო­ცავთ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას! თქვე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი თვალ­საზ­რი­სი, რა­ტომ გახ­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­მიზ­ნე, რა­ტომ და­გა­პა­ტიმ­რეს?

- საქ­მე ის არის, რომ ბევრ არამ­ზა­და მა­ღალ­ჩი­ნო­სანს სიმ­შვი­დე და­ვურ­ღვიე და ვიდ­რე და­ნა­შა­უ­ლის დამ­კვე­თებს გა­მო­ვა­აშ­კა­რა­ვებ­დი, მათ ჩე­მი იზო­ლი­რე­ბა გა­ნიზ­რა­ხეს... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იმ­ხა­ნად, რო­დე­საც ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გახ­სნა შე­მომ­თა­ვა­ზეს, უკ­ვე პენ­სი­ა­ზე ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი - 1998 წლი­დან.

- ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ება­ში ჩარ­თვის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რო­გორც ვი­ცი, იო­ლად არ მი­გი­ღი­ათ. რა პი­რო­ბით და­თან­ხმდით შე­მო­თა­ვა­ზე­ბას?

- რო­დე­საც "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა" მო­ვი­და ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში, ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­დან თით­ქმის სა­მი წე­ლი იყო გა­სუ­ლი. თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩემ­თან კა­ხა კა­ლა­ძე და მი­სი მა­მა კარ­ლო მო­ვიდ­ნენ. კა­ხამ მთხო­ვა: ბა­ტო­ნო ბა­თო, მითხ­რეს, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ხართ, მე ვი­ცი, რა არის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი. ბევრს ვთხო­ვე ჩე­მი ძმის საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბა, მო­სინ­ჯეს და თქვეს, ამ საქ­მის გახ­სნა გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა­ო. ბევ­რმა მირ­ჩი­ა, თუ ამ საქ­მის გახ­სნა ვინ­მეს გა­მო­უ­ვა, სა­ღი­ნა­ძეს გა­მო­უ­ვა და უარს ნუ გვეტყ­ვი­ო. რო­ცა ვნა­ხე, რო­გორ იტან­ჯე­ბო­და ოჯა­ხი, ნა­მუს­მა არ მომ­ცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, უა­რი მეთ­ქვა დახ­მა­რე­ბა­ზე. თა­ნაც კა­ლა­ძე­ებ­მა მითხ­რეს, საქ­მის გახ­სნის­თვის 200 ათა­სი დო­ლა­რი გვთხო­ვეს, მი­ვე­ცით და მი­ი­სა­კუთ­რეს, მაგ­რამ აღარ გან­ვაცხ­ა­დეთ, ამას რა აზ­რი აქ­ვსო. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე ხა­ნი და შს იმ­ჟა­მინ­დელ­მა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ და­მი­ბა­რა, - ბა­ტო­ნო ბა­თო, ჩათ­ვა­ლეთ, რომ პრე­ზი­დენ­ტი გე­ლა­პა­რა­კე­ბათ, მან თქვა, კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მეს სა­ღი­ნა­ძე გა­არ­თმევს თავ­სო. ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლი­ა, რომ ეს საქ­მე 3 წე­ლი გა­უხ­სნე­ლი­ა, კა­ხა კა­ლა­ძეს ყვე­ლა იც­ნობს, მსოფ­ლი­ოს მო­ე­დო ეს ამ­ბა­ვი და მი­შამ გთხო­ვათ, ოღონდ ქვე­ყა­ნას ეს სირ­ცხვი­ლი მო­ა­შო­რეთ და ხე­ლის გულ­ზე გა­ტა­რებ­თო. ჩვენ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, თუ ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა, ჩემს პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნე­ბით, გე­ნერ­ლო­ბას მოგ­ცემთ და მე­რე ზედ­მე­ტად არ შე­გა­წუ­ხებთ, მხო­ლოდ მრჩევ­ლის რან­გში იქ­ნე­ბი­თო. ბო­ლოს დას­ძი­ნა, მი­შამ თქვა, თუ სა­ღი­ნა­ძე ამ სირ­ცხვილს მოწ­მენდს სა­ქარ­თვე­ლოს, სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი გმი­რი იქ­ნე­ბა­ო. დავ­თან­ხმდი. დავ­თქვით, შექ­მნი­ლი­ყო სპე­ცი­ა­ლუ­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რა, ჩემს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ყო­ფი­ლი­ყო ყვე­ლა ძა­ლა, რო­მე­ლიც კი სა­ჭი­როა საქ­მის გახ­სნი­სა და გა­მო­ძი­ე­ბი­სათ­ვის. გა­მოს­ცეს ბრძა­ნე­ბა, რი­თაც პენ­სი­ა­ზე მყო­ფი აღ­მად­გი­ნეს შსს-ს რი­გებ­ში. და­ი­წე­რა სა­გან­გე­ბო ბრძა­ნე­ბა, - შე­იქ­მნას სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მომ­ძი­ებ­ლო ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე­ზე და სა­ერ­თო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და­ე­ვა­ლოს ბა­თო სა­ღი­ნა­ძე­სო. ამ საქ­მე­ში ჩე­მი გვერ­დის ავ­ლით ჩა­ხედ­ვი­სა და ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბა არა­ვის ჰქონ­და. მე ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე გავ­ხსე­ნი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ვი­პო­ვე ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გამ­ტა­ცებ­ლებ­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­სა და მათ­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ალი­ან­სში მყო­ფ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე. გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი იქ­ნა კა­ლა­ძე­ე­ბის­გან აღე­ბუ­ლი 200 ათა­სი აშშ დო­ლა­რის აფ­რა­სი­ძე­ებ­თან მი­ტა­ნის ფაქ­ტი. საქ­მე მო­ითხ­ოვ­და ომეხ აფ­რა­სი­ძის და­კითხ­ვას. საქ­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­დაწყ­ვე­ტი­სათ­ვის ომეხ აფ­რა­სი­ძეს­თან გავ­გზავ­ნე რამ­დე­ნი­მე სან­დო პი­რი, შევ­თა­ვა­ზე გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ბა­რე­ბა. 2004 წლის 21 მარტს შუ­ა­მავ­ლებ­მა შე­მატყ­ო­ბი­ნეს, რომ აფ­რა­სი­ძე თა­ნახ­მაა ჩემს წი­ნა­და­დე­ბა­ზე, რის შე­სა­ხე­ბაც იმა­ვე დღეს მო­ვახ­სე­ნე მი­ნისტრ გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 24 მარტს, ჩემ­გან მა­ლუ­ლად და ჩე­მი გვერ­დის ავ­ლით, ეცერ­ში ჩა­ა­ტა­რეს სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია აფ­რა­სი­ძე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ...

- რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ საქ­მეს იმი­ტომ ჩა­მო­გა­შო­რეს, რომ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თა კვალ­ზე გახ­ვე­დით. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა, რა­ტომ­ღა ან­დეს ეს საქ­მე თქვე­ნის­თა­ნა გა­მომ­ძი­ე­ბელს, რო­მელ­საც არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და დამ­ნა­შა­ვე­თა მხი­ლე­ბა?

- თავ­და­პირ­ვე­ლად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის უც­ნო­ბი იყო კა­ლა­ძის გამ­ტა­ცებ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა. არა­სო­დეს მი­მი­ცია თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა, ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე, წი­ნას­წარ გა­მეცხ­ა­დე­ბი­ნა ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და ვინ­მე მემ­ხი­ლე­ბი­ნა. სრუ­ლი­ად სა­ი­დუმ­ლოდ, რო­გო­რიც უნ­და იყოს ოპე­რა­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა, ისე ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს. მე კი ვი­ცო­დი, ვინ იყო მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, მაგ­რამ წი­ნას­წარ ხომ არ გან­ვაცხ­ა­დებ­დი? თუმ­ცა ამის ში­ში მა­ინც ჰქონ­დათ. სამ­წუ­ხა­როდ, ბო­როტ­მოქ­მედ­თა შო­რის უფ­რო ნა­ხავ ადა­მი­ა­ნო­ბას, ვიდ­რე გაც­ვე­თილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ში. კრი­მი­ნა­ლე­ბი მიც­ნობ­დნენ, მენ­დო­ბოდ­ნენ და ჩვე­ნე­ბებს მაძ­ლევ­დნენ, ოღონდ ამას სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ნა­ხავ­დი. მაგ­რამ რო­ცა უკ­ვე ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ი­კითხა და ხმა გა­ვარ­და, 200 ათა­სი დო­ლა­რი სვა­ნეთ­ში აი­ტა­ნე­სო, ამას უკ­ვე ვე­ღარ და­მა­ლავ­დი. მა­ვან­თათ­ვის გაჩ­ნდა ში­ში იმი­სა, რომ გა­იხ­სნე­ბო­და საქ­მე... ამი­ტომ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა და­აჩ­ქა­რეს პრო­ცე­სე­ბი და საქ­მე ჩა­მიგ­დეს. აკი გითხ­ა­რით, ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, უჩე­მოდ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის დაწყ­ე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და არც მი­ნისტრს, არც პრო­კუ­რორს და არც - არა­ვის. რო­ცა ეცერ­ში მომ­ხდა­რი ამ­ბა­ვი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა გად­მოს­ცეს, გამ­წა­რე­ბუ­ლი მი­ვე­დი ს­ვა­ნე­თი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ მი­ნის­ტრთან და ვუთხ­ა­რი, ეს რა გა­მი­კე­თეთ, მკვლე­ლე­ბო, მეც მკვლე­ლი გამ­ხა­დეთ, რა პა­სუ­ხი გავ­ცე ახ­ლა იმ ხალხს, ვინც ამ საქ­მე­ში ჩემ­გან იყო ჩარ­თუ­ლი, ცოცხ­ლად დარ­ჩე­ნილ აფ­რა­სი­ძე­ებ­ს-მეთ­ქი! ბა­რა­მი­ძემ მი­პა­სუ­ხა - ეს ჩემ­ზე არ იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მა­პა­ტი­ე, თუ შე­გიძ­ლი­ა­ო. ამის შემ­დეგ ბა­რა­მი­ძემ ამ პოს­ტზე და­ახ­ლო­ე­ბით ორ თვეს იმუ­შა­ვა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას უჩე­მოდ აღარ იღებ­და, ყო­ველ­თვის ჩემს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ დამ­ნა­შა­ვე­თა კვალ­ზე აფ­რა­სი­ძე­ე­ბის გა­რე­შეც გა­ვი­დო­დი, ად­გნენ და მი­ნის­ტრი გა­მოც­ვა­ლეს - ბა­რა­მი­ძის ად­გი­ლას ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ნიშ­ნეს.

- რა გითხ­რათ ბა­რა­მი­ძემ, ვის­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა?

- იმ მო­მენ­ტში ეს არც მი­კითხ­ავს. რო­გორც შემ­დეგ შე­ვიტყ­ვე და ბა­რა­მი­ძე­მაც ახ­ლა­ხან გა­ნაცხ­ა­და, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის სან­ქცია პრო­კუ­რა­ტუ­რამ გას­ცა. იმ­ხა­ნად კი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ბრძან­დე­ბო­და, თუმ­ცა დღეს ამ საქ­მე­ში მის როლ­ზე არა­ვინ ლაპარაკობს და ყვე­ლა ბა­რა­მი­ძეს ახო­ცავს ხელს.

- კა­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძემ "ყვე­ლა სი­ახ­ლეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, რომ თქვენ პრე­ზი­დენტს მის­წე­რეთ სა­ი­დუმ­ლო წე­რი­ლი, რა­საც მოჰ­ყვა თქვე­ნი შემ­დგო­მი დევ­ნა-­შე­ვიწ­რო­ე­ბა.

- სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, 31 მარტს, ღა­მით, შს მი­ნის­ტრის ერ­თ-ერ­თმა მო­ად­გი­ლემ მომ­ცა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი და მითხ­რა, გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს და­უ­რე­კე­ო. და­ვუ­რე­კე ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს, რო­მელ­მაც ერ­თ-ერთ დამ­ნა­შა­ვე­ზე მკითხ­ა, "მას­ზე" თუ მუ­შა­ობ­თო?! ტე­ლე­ფონ­ში რო­გორ გითხ­რათ, ხვალ მო­ვალ თქვენ­თან და გეტყ­ვით­-მეთ­ქი. და­მი­ბა­რა, მაგ­რამ რომ მი­ვე­დი, არ მი­მი­ღო. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­ვი­და ვა­ლე­რი ხა­ბურ­ზა­ნი­ა, რო­მე­ლიც შემ­პირ­და, ყვე­ლა­ფერს გა­ვარ­კვევ და პრო­კუ­რორს შე­გახ­ვედ­რე­ბო. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თგზის მცდე­ლო­ბი­სა, გენ­პრო­კუ­რორ­მა არ მი­მი­ღო. ამის შემ­დეგ პრე­ზი­დენტს და­ვუ­წე­რე სა­ი­დუმ­ლო მოხ­სე­ნე­ბი­თი ბა­რა­თი, რო­მელ­შიც აღ­ვწე­რე, ვინ და რო­გორ ერე­ო­და უკა­ნო­ნოდ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ში.

- არა­ერ­თხელ გით­ქვამთ, რომ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი იყა­ვით, რა­ტომ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, კა­ლა­ძის საქ­მე არ გახ­სნი­ლი­ყო?

- მე­ცო­დე­ბა ეს კა­ცი, დი­დი ძა­ლა­უფ­ლე­ბა აუ­ვარ­და თავ­ში და გა­მოც­დი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცა, რის შე­დე­გა­დაც უკა­ნო­ნოდ ჩა­მო­მა­შო­რა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას. ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­მამ­ცი­რე­ბე­ლი ფორ­მით გა­მო­მაგ­დო სამ­სა­ხუ­რი­დან, შემ­დგომ კი მი­სი უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბით, მე და ჩე­მი 9-წევ­რი­ა­ნი ოჯა­ხი ყა­ჩა­ღუ­რად გა­მო­გვყა­რეს კა­ნო­ნი­ე­რი საცხ­ოვ­რებ­ლი­დან და მი­ი­ტა­ცეს ჩე­მი ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის გახ­მა­უ­რე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ მი­მაჩ­ნია მი­ზან­შე­წო­ნი­ლად.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, ამ­ბობთ, რომ ლე­ვან კა­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სე­ნით...

- დი­ახ, მაგ­რამ ბო­ლომ­დე გა­მო­ძი­ე­ბა არ დაგ­ვა­ცა­დეს... მე ვმუ­შა­ობ­დი სხვა­დას­ხვა ვერ­სი­ა­ზე, სხვა­დას­ხვა წყა­რო მაწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ლე­ვა­ნი ჰყავ­დათ პან­კის­ში, ზო­გი­ერ­თის ინ­ფორ­მა­ცი­ით - სვა­ნეთ­ში, აფ­ხა­ზეთ­ში. რო­დე­საც კო­ბა ნარ­ჩე­მაშ­ვი­ლი იყო შს მი­ნის­ტრი, აც­ნო­ბეს, რომ გამ­ტა­ცებ­ლებს კა­ლა­ძე ქვე­მო სვა­ნეთ­ში, ლენ­ტე­ხის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რცხმე­ლურ­ში ჰყავ­დათ. ისე­თი ხმა­უ­რით ჩა­ა­ტა­რეს ოპე­რა­ცი­ა, რომ გამ­ტა­ცებ­ლებ­მა შე­იტყ­ვეს და მსხვერ­პლი გა­და­მა­ლეს. ამ ვერ­სი­ა­ზეც ვი­მუ­შა­ვე. მა­ვა­ნი ცდი­ლობს პი­ა­რის აგო­რე­ბას, თით­ქოს ეცე­რის სპე­ცო­პე­რა­ცია ჩე­მი ინ­სპი­რი­რე­ბუ­ლი იყო. ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დი­ო­და და არც არ­სად გან­მიცხ­ა­დე­ბია ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა. მე ხომ საქ­მე ბო­ლომ­დე უნ­და მი­მეყ­ვა­ნა, გა­მო­მე­ძი­ე­ბი­ნა, ამის თავ­კა­ცი ვი­ყა­ვი და რო­გორ ჩა­ვა­ტა­რე­ბი­ნებ­დი ვინ­მეს ოპე­რა­ცი­ას და რო­გორ და­ვა­ხო­ცი­ნებ­დი იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ჩემ­თვის ინ­ფორ­მა­ცია უნ­და მო­ე­ცათ? ამათ ეში­ნო­დათ კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბი­ს და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის გახ­სნის, ამი­ტო­მაც მო­იქ­ცნენ ასე. არ დამ­ცალ­და გა­მო­მე­ძი­ე­ბი­ნა საქ­მე და სა­ხელ­მწი­ფოს თავ­კა­ცებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ჩა­ა­ტა­რეს ეცერ­ში სის­ხლი­ა­ნი ოპე­რა­ცი­ა.

- ეს სპე­ცო­პე­რა­ცია მოჰ­ყვა იმას, რომ ომეხ აფ­რა­სი­ძე თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე დაგ­თან­ხმდათ?

- რო­ცა დამ­ტკიც­და, რომ 200 ათა­სი დო­ლა­რი მი­ვი­და აფ­რა­სი­ძე­ებ­თან, ომე­ხი შუ­ა­მავ­ლებს დაჰ­პირ­და, რომ კა­ლა­ძე­ებს ლე­ვა­ნის პოვ­ნა­ში და­ეხ­მა­რე­ბო­და, მაგ­რამ ოპე­რა­ცია ჩა­ი­შა­ლა. ომეხ აფ­რა­სი­ძეს უთ­ქვამს, თუ კა­ლა­ძე­ე­ბი 200-300 ათასს გა­და­იხ­დი­ან, ამ საქ­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი­ო. შუ­ა­მა­ვა­ლი ნო­დარ გვი­ჩი­ა­ნი და­ე­ლა­პა­რა­კა კა­ლა­ძე­ებს, რომ­ლებ­მაც შე­აგ­რო­ვეს ფუ­ლი და აფ­რა­სი­ძე­ებ­თან 4-5 კა­ცი წა­ვი­და მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად. შემ­დეგ შუ­ა­მავ­ლებს აც­ნო­ბეს, ლე­ვა­ნი მკვდა­რი­ა­ო. ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ვი­ძიე და იმი­ტომ უნ­და ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ომეხ აფ­რა­სი­ძის ჩა­ბა­რე­ბის ოპე­რა­ცი­ა, რომ გა­მერ­კვი­ა, რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში. იმ­ხა­ნად ომეხ აფ­რა­სი­ძე სხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის იძებ­ნე­ბო­და. საქ­მე­ში უამ­რა­ვი ხალ­ხი ჩავ­რთე და ომეხს შევ­პირ­დი, ჩაგ­ვბარ­დი და და­გეხ­მა­რე­ბით­-მეთ­ქი. მე მას­თან არა­ფერ­ზე მი­ვაჭ­რი­ა. ვერ გეტყ­ვით, იყო თუ არა ომეხ აფ­რა­სი­ძე ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მის კურ­სში, მაგ­რამ ვი­ცი, რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და.

- რის­თვის დას­ჭირ­დათ აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ა?

- ყვე­ლას ნა­ბი­ჯი ვი­ცი, მაგ­რამ ჯერ ყვე­ლა­ფერს ვერ ვიტყ­ვი... რად­გან ომეხ აფ­რა­სი­ძეს უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლი ჰქონ­და ჩამ­ბა­რე­ბო­და, ამის შე­სა­ხებ 21 მარტს ბა­რა­მი­ძეს მო­ვახ­სე­ნე, მი­ნის­ტრი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში უნ­და ჩა­მე­ყე­ნე­ბი­ნა საქ­მის კურ­სში. მაგ­რამ მათ გა­ა­კე­თეს ის, რი­სიც მე­ში­ნო­და... 2009 წელს ცი­ხე­ში შე­ვიტყ­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შე­სა­ხებ, მე გა­ვე­ცი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა­ო. ვფიქ­რობ, მან ეს ჩე­მი ში­შით გა­ნაცხ­ა­და. დღეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბი არი­ან და­ზა­რა­ლე­ბულ­ნი, მაგ­რამ არა­ნაკ­ლებ დავ­ზა­რალ­დი მეც. ვი­ნა­ი­დან მა­თი ბე­დი ჩემს ხელ­ში იყო და ვერ და­ვი­ცა­ვი ისი­ნი - ამ მტა­ცებ­ლებ­მა გამ­თი­შეს საქ­მი­დან და ამოწყ­ვი­ტეს აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი. რო­დე­საც გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა, მჯე­რა, ყვე­ლა ყვე­ლა­ფერს შე­იტყ­ობს... სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­სა­ტა­რებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო სა­სა­მარ­თლოს ბრძა­ნე­ბა ან პრო­კუ­რო­რის სან­ქცი­ა. ბა­რა­მი­ძემ გა­ნაცხ­ა­და, სან­ქცია რომ ვნა­ხე, მა­შინ წა­ვე­დი ეცერ­ში­. არა­ფერ შუ­ა­ში ვარ, ჩემ­ზე არა­ფე­რი იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი­ო. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიხ­ვდა, რომ მე მა­ინც ყვე­ლა­ფერს ავ­ხდი­დი ფარ­დას, ად­გნენ და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი გენ­პრო­კუ­რო­რო­ბი­დან "ჩა­მო­ა­მი­ნის­ტრეს". რო­გორც კი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი შს მი­ნის­ტრად და­ინიშ­ნა, საქ­მეს ჩა­მო­მა­ცი­ლა და სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მაგ­დო...

რო­ცა კა­ხა კა­ლა­ძე და მი­სი ად­ვო­კა­ტი ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე მი­ვიდ­ნენ მე­რა­ბიშ­ვილ­თან, მი­ე­ცით სა­ღი­ნა­ძეს მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­ო, მას გა­ნუცხ­ა­დე­ბი­ა, ვი­ცი, სა­ღი­ნა­ძე მა­ლე და­ამ­თავ­რებს ამ საქ­მეს, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტი ერი­დე­ბა ოქ­რუ­აშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბას და მას ომს ვერ გა­ვუ­მარ­თა­ვო. ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძეს შეს­თა­ვა­ზა, შენ ხომ სა­ღი­ნა­ძეს­თან ახ­ლოს ხარ, ჩემს მრჩევ­ლად დაგ­ნიშ­ნავ, სა­ღი­ნა­ძემ შენ მოგ­ცეს ინ­ფორ­მა­ცი­ა, შენ კი - ჩვენ და საქ­მე გა­მო­ვი­ძი­ო­თო. დგე­ბუ­ა­ძეს ვუთხ­ა­რი, შენ კი გენ­დო­ბი, მაგ­რამ ეს საქ­მე შემ­თხვე­ვით ხალხს უნ­და მის­ცე სა­მი­ნის­ტრო­ში, მე­რე გა­ა­ფუ­ჭე­ბენ და იტყ­ვი­ან, სა­ღი­ნა­ძემ მოგ­ვცა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ო, ამი­ტომ მე გან­ზე გავ­დგე­ბი და შენ იმუ­შა­ვე-­მეთ­ქი. ამის შემ­დეგ მოხ­და ისე, რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის "რჩე­უ­ლი" მა­ძებ­რე­ბი - ირაკ­ლი კო­დუ­ა, და­ვით ბე­დი­ა, ლე­ვან გა­ვა­ზა­ვა და სხვე­ბი აპი­რებ­დნენ დგე­ბუ­ა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბას, მაგ­რამ მან უცხ­ო­ეთ­ში გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლა თავს.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­ერ ნა­პოვნ ლე­ვან კა­ლა­ძის გვამ­ზე რას იტყ­ვით?

- ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მი­ერ ნა­პოვ­ნი ორი გვა­მი­დან არც ერ­თი არ იყო ლე­ვა­ნის. ძვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ოჯახს შე­ა­ჩე­ჩეს, ლე­ვან კა­ლა­ძის არ იყო. ამით ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და მის­მა ბრბომ უდი­დე­სი შე­უ­რაცხ­ყო­ფა და ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნეს კა­ლა­ძე­ე­ბის ოჯახს, მეც და მთელ ქვე­ყა­ნას. ამა­ზე მეტს არა­ფერს ვიტყ­ვი.

- ერ­თი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ 14 წლის მა­რი­ამ გო­გი­ნაშ­ვი­ლი­სა და ლე­ვან კა­ლა­ძის გა­ტა­ცე­ბის საქ­მე­ში?

- დი­ახ, ასე­ა.

- კა­ლა­ძე­ე­ბის ად­ვო­კატ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ თქვენ კა­ლა­ძის საქ­მე­ში შსს-ს გე­ნე­რალ სო­სო ალა­ვი­ძი­სა და მი­სი ძმად­ნა­ფი­ცის, თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებ­დით.

- ალა­ვი­ძე­ზე მხო­ლოდ ის ვი­ცო­დი, რომ იგი მო­იყ­ვა­ნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ად­ვო­კატ­მა დგე­ბუ­ა­ძემ პრე­სის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნაცხ­ა­და, რო­დე­საც ალა­ვი­ძე ქა­ლა­ქის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სად და­ნიშ­ნეს, თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ფუ­ლი შე­აგ­რო­ვეს და 80-ა­თას­-დო­ლა­რი­ა­ნი ჯი­პი უყი­დე­სო. ეცე­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის წინ კი ეს ჯი­პი აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ეზო­ში იდ­გა. დგე­ბუ­ა­ძემ­ვე გა­ახ­მი­ა­ნა სო­სო ალა­ვი­ძი­სა და თენ­გიზ გურ­ჩი­ა­ნის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა.

- მა­ინც ვი­სი ბრძა­ნე­ბით გა­ი­ტა­ცეს ლე­ვან კა­ლა­ძე?

- ლე­ვან კა­ლა­ძი­სა და სხვა გა­ტა­ცე­ბე­ბის თავ­კა­ცი საზღ­ვარ­გა­რეთ "მოღ­ვა­წე­ობს", დი­დი მას­შტა­ბის კრი­მი­ნა­ლი­ა.

- ეს პი­როვ­ნე­ბა ტა­რი­ელ ონი­ა­ნი ხომ არ არის?

- დე­ტექ­ტი­უ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის წე­რას ჯერ არ ვა­პი­რებ, თუმ­ცა ხმას ავი­მაღ­ლებ მათ წი­ნა­აღ­მდეგ, ვი­საც მივ­წვდე­ბი...

- თენ­გიზ გურ­ჩი­ან­ზე რას იტყ­ვით?

- ეს ის გურ­ჩი­ა­ნი­ა, ვის­ზეც იმ­ჟა­მინ­დელ­მა გენ­პრო­კუ­რორ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და­მი­რე­კა სპე­ცო­პე­რა­ცი­ი­დან ერთ კვი­რა­ში და მითხ­რა, ჩვე­ნი კა­ცი­ა­ო. სწო­რედ გურ­ჩი­ა­ნი იყო გა­ტა­ცე­ბე­ბის ერ­თ-ერ­თი თავ­კა­ცი. ვთვლი, რომ გურ­ჩი­ანს, გვი­ჩი­ან­სა და ამ საქ­მის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებს სას­ჯე­ლის მოხ­დის შემ­დეგ უფ­რო მე­ტი სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ქვეყ­ნის­თვის, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვილს და მის ბან­დას. უნ­და გე­ში­ნო­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, ვინც ამ­დენს და­ა­შა­ვებს, ამ­დენ ადა­მი­ანს პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აქ­ცევს, უმ­წიკ­ვლო პრო­ფე­სი­ო­ნალს ოჯახს და­უნ­გრევს და გა­და­უვ­ლის.

- სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­კუ­თარ თავ­ზე და­ი­კის­რა ეცე­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუმ­ცა შე­ეძ­ლო ეთ­ქვა, რომ სან­ქცია ოქ­რუ­აშ­ვილ­მა გას­ცა...

- სა­ა­კაშ­ვილ­სა და ოქ­რუ­აშ­ვილს ერ­თმა­ნე­თის ეში­ნო­დათ და დღე­საც ასე­ა. არის ფაქ­ტე­ბი, რო­მელ­თა გახ­მა­უ­რე­ბის ორი­ვეს ეში­ნია და ამი­ტომ ერ­თმა­ნეთს ბო­ლომ­დე ვერ წი­რა­ვენ.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, იმ 200 ათას დო­ლარს რა ბე­დი ეწი­ა, ვის­თან დარ­ჩა?

- 10 ათა­სი დო­ლა­რი კა­ლა­ძე­ებს და­უბ­რუნ­და, 20 ათა­სი გა­და­ე­ცა ნო­დარ გვი­ჩი­ანს, რო­გორც შუ­ა­მა­ვალს, და­ნარ­ჩე­ნი თან­ხის შე­სა­ხებ ჰკითხ­ეთ სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩამ­ტა­რებ­ლებს, რომ­ლებ­მაც თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე წა­მო­სუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე მო­მიკ­ლეს.

- ბრალ­დე­ბის მტკი­ცე­ბით, თქვენ აფ­რა­სი­ძე­ე­ბის მო­სამ­სა­ხუ­რე ვლა­დი­მერ მუ­რა­ვი­ოვს გა­მოს­ძა­ლეთ ჩვე­ნე­ბა და ათ­ქმე­ვი­ნეთ, კა­ლა­ძე აფ­რა­სი­ძე­ებ­თან მყავს ნა­ნა­ხი­ო. ამა­ზე რა პა­სუ­ხი გაქვთ?

- სხვა­თა შო­რის, მუ­რა­ვი­ო­ვი უნი­კა­ლუ­რი კა­ცი­ა, აქვს სა­ო­ცა­რი მეხ­სი­ე­რე­ბა. ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ვითხ­ო­ვეთ მი­სი მოწ­მედ და­კითხ­ვა, სპე­ცე­ტა­პით ჩა­მო­ვიყ­ვა­ნეთ ზუგ­დი­დი­დან თბი­ლის­ში. იზო­ლა­ტორ­ში მო­თავ­სე­ბამ­დე მუ­რა­ვი­ოვს რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ვე­სა­უბ­რე და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნაშ­რომ­ლო­ბა შევ­თა­ვა­ზე. მე­ო­რე დი­ლით დავ­რე­კე და მო­ვი­კითხე იზო­ლა­ტორ­ში, მო­რი­გემ მითხ­რა, მუ­რა­ვი­ო­ვი ჩვენ­თან დი­ლით მო­იყ­ვა­ნე­სო. კითხ­ვა­ზე - სად ჰყავ­დათ მა­ნამ­დე მოწ­მე, მი­პა­სუ­ხა, რომ მუ­რა­ვი­ო­ვი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­როს ზა­ზა ფე­რა­ძეს ჰყავ­და კა­ბი­ნეტ­ში. საწყ­ა­ლი კა­ცი თურ­მე დი­ლამ­დე უწ­ვა­ლე­ბი­ათ. მე დავ­ტუქ­სე ფე­რა­ძე უკა­ნო­ნო მოქ­მე­დე­ბის გა­მო და მკაც­რად გა­ვაფ­რთხი­ლე, აღარ გა­ე­ბე­და ჩემს საქ­მე­ში ჩა­რე­ვა. მე და ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს მუ­რა­ვი­ო­ვის მი­მართ უკა­ნო­ნო­ბა არ ჩაგ­ვი­დე­ნი­ა, რაც მან არა­ერ­თხელ გა­ნაცხ­ა­და სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, რი­თაც გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა ჩემ მი­მართ შეთხ­ზუ­ლი ცრუ ბრალ­დე­ბე­ბი.

- თქვით, საქ­მეს რომ ვხსნი­დი, სა­ა­კაშ­ვილ­საც უხა­რო­და და სხვებ­სა­ცო. რა მოხ­და შემ­დეგ, რა­ტომ შე­გი­შა­ლეს ხელი გა­მო­ძი­ე­ბა­ში, რა გახ­და ამის მი­ზე­ზი?

- თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თლა ცდი­ლობ­დნენ საქ­მის გახ­სნას, ამი­ტო­მაც გა­მო­მი­ძა­ხეს, შემ­დეგ კი უკან და­ი­ხი­ეს და მათ­თვის დი­დი პრობ­ლე­მა შე­ვი­ქე­ნი. სხვა­თა შო­რის, არც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იყო გახ­სნის წი­ნა­აღ­მდე­გი, თუმ­ცა შემ­დეგ გაჩ­ნდა გარ­კვე­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი. უკან­და­ხე­ვა რით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი - ახ­ლობ­ლო­ბით თუ მოს­ყიდ­ვით, ამას თა­ვის დრო­ზე ვიტყ­ვი და და­ვამ­ტკი­ცებ.

- ბა­ტო­ნო ბა­თო, რო­დე­საც ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძემ გა­გაფ­რთხი­ლათ, რომ თქვენს და­პა­ტიმ­რე­ბას აპი­რებ­დნენ, რა­ტომ არ და­ტო­ვეთ ქვე­ყა­ნა?

- მე იმას უფ­რო ვე­ლო­დი, რომ ფი­ზი­კუ­რად გა­მა­ნად­გუ­რებ­დნენ. ქარ­თვე­ლი კა­ცი ვარ და, რა ვქნა, ვერ მი­ვი­ღე ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. შე­მეძ­ლო, თუნ­დაც აფ­ხა­ზეთ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი ან და­მე­ტო­ვე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო. ძა­ლი­ან მიყ­ვარს აფ­ხა­ზე­თი და აფ­ხა­ზე­ბი, უნი­კა­ლუ­რი ხალ­ხი­ა, შე­მეძ­ლო მათ­თა­ნაც დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, ხე­ლისგულ­ზე მა­ტა­რებ­დნენ, მაგ­რამ ვერც ამას გა­ვა­კე­თებ­დი. მერ­ჩივ­ნა იმ სი­ბინ­ძუ­რე­ში მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, რა­საც ქარ­თუ­ლი ცი­ხე ჰქვი­ა, ვიდ­რე ქვეყ­ნი­დან წავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- მარ­თლა იყო სა­პა­ტიმ­რო­ში თქვე­ნი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა?

- დი­ახ, ცი­ხე­ში ყოფ­ნი­სას რამ­დენ­ჯერ­მე სცა­დეს ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ა. სპი­კერ­-მო­სა­მარ­თლე შო­რე­ნა გუნ­ცა­ძეს გა­ნა­ჩენ­ში ჩა­ა­წე­რი­ნეს, სა­ღი­ნა­ძეს აქვს გუ­ლის ქრო­ნი­კუ­ლი იშე­მი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა­ო. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და ჩემ­თვის "გუ­ლის გა­ჩე­რე­ბა", რა­საც შემ­დგომ ამ გა­მო­გო­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბით ახ­სნიდ­ნენ. ცი­ხე­ში რამ­დენ­ჯერ­მე იყო მცდე­ლო­ბა ჩე­მი კრი­მი­ნა­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სა, რაც ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ით უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო...

- ცი­ხე­ში რო­გორ გეპყ­რო­ბოდ­ნენ?

- მე ჩე­მი ოჯა­ხი უფ­რო მე­ცო­დე­ბო­და, რო­მელ­საც გა­ნუწყ­ვეტ­ლივ დევ­ნიდ­ნენ, თით­ქმის ყვე­ლა და­ას­ნე­უ­ლეს... ვი­ცო­დი, რა შე­ეძ­ლოთ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ვა­სოს­თვის, ჩე­მი ვა­ჟის­თვის, გახ­და კი­დეც დევ­ნის ობი­ექ­ტი - ვა­სოც გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია და ახალ­გაზ­რდა კა­ცი 2004 წელს იძუ­ლე­ბით გა­უშ­ვეს პენ­სი­ა­ში, არა­და, ერთ თვე­ში პოლ­კოვ­ნი­კის წო­დე­ბა უნ­და მი­ე­ღო. მე მტკი­ო­და ოჯა­ხი და ის, რაც ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და, თო­რემ ცი­ხე­ში ყვე­ლა დიდ პა­ტივს მცემ­და. იქ ნორ­მა­ლუ­რი ხალ­ხიც ხომ არის?! თავ­და­პირ­ვე­ლად, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-5 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ყა­ვი, ორ­ჯერ უმი­ზე­ზოდ გა­და­მიყ­ვა­ნეს და­ხუ­რულ ცი­ხე­ში, ე.წ. კრიტ­ში, სა­დაც სა­ში­ნე­ლი ვი­თა­რე­ბა იყო. გა­მო­ვაცხ­ა­დე შიმ­ში­ლო­ბა, ისე დავ­სუს­ტდი, სი­ა­რუ­ლი მი­ჭირ­და. მე-12 დღეს და­მი­ძა­ხა ცი­ხის უფ­როს­მა და მე­უბ­ნე­ბა - ბა­ტო­ნო ბა­თუ, გუ­ლი მეწ­ვის თქვე­ნი ცოდ­ვით, საკ­ვე­ბი მი­ი­ღე­თო. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნ­დო­დათ ჩე­მი გა­დაყ­ვა­ნა, მე კი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ კო­ლო­ნი­ა­ში, ავ­ჭა­ლა­ში გა­დაყ­ვა­ნა მო­ვითხ­ო­ვე. წე­სით და კა­ნო­ნით, თა­ვი­დან­ვე იქ უნ­და გა­ვემ­წე­სე­ბი­ნეთ. რო­გორც იქ­ნა, გა­და­მიყ­ვა­ნეს. 2009 წელს კო­ტე კუბ­ლაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა პი­რო­ბით ვა­დამ­დე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოთხ­ოვ­ნით, ხერ­ხემ­ლის და­ა­ვა­დე­ბა მაქვს და იქ­ნებ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ­-მეთ­ქი. მაგ­რამ უა­რი მითხ­რეს. შემ­დეგ - გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ასა­კი მიწყ­ობ­და ხელს და არც მა­შინ შე­ი­ბერ­ტყეს ყუ­რი. მე დამ­ნა­შა­ვე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის მსხვერ­პლი, პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი. ჯერ კი­დევ 2004 წელს მივ­წე­რე პრე­ზი­დენტს წე­რი­ლი, რო­მელ­საც ასე ვამ­თავ­რებ­დი: მე ვარ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, თქვენ აშე­ნებთ პო­ლი­ცი­ურ სა­ხელ­მწი­ფოს, რო­მე­ლიც და­აქ­ცევს ქვე­ყა­ნას და ჩვენც გაგ­ვწი­რავ­ს-მეთ­ქი. ხომ მი­ი­ღეს შე­დე­გი? წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა პირ­ვე­ლი პი­რი მო­ნა­წი­ლე იყო ჩე­მი უბე­დუ­რე­ბის - სა­ა­კაშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, ადე­იშ­ვი­ლი და სხვე­ბი, ყვე­ლა­ნი არ­ღვევ­დნენ კა­ნონს.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთერ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცი­ხის სა­ში­ნელ კად­რებს?

- ოჯა­ხი არ ვი­ცი ისე, რო­გორც ცი­ხე და დამ­ნა­შა­ვე­თა სამ­ყა­რო. ცი­ხის უფ­რო­სად ვარ ნა­მუ­შე­ვა­რი და ასე­თი ბარ­ბა­რო­სო­ბა ჩემს თვალ­წინ არა­სო­დეს მომ­ხდა­რა, პა­ტიმ­რის შე­გი­ნე­ბა­საც არ ვა­პა­ტი­ებ­დი ვინ­მეს. გა­მა­ოგ­ნა ნა­ნახ­მა.

- ახ­ლა, რო­ცა მზად ხართ, სი­მარ­თლე თქვათ, არ ფიქ­რობთ, რომ საფ­რთხე კვლავ გე­მუქ­რე­ბათ?

- ადა­მი­ა­ნი ვერ აც­დე­ბა იმას, რაც უწე­რი­ა. ჩე­მი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ღმერ­თმა ამ­ხე­ლა სი­ბინ­ძუ­რეს შე­მა­ჭი­და და ეს ბე­დის­წე­რა იყო... ისე, რა თქმა უნ­და, საფ­რთხეს არ გა­მოვ­რიცხ­ავ.

- ნა­ნობთ, რომ შე­ე­ჭი­დეთ საქ­მეს, რო­მე­ლიც თქვენ­თვის, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა?

- ლე­ვან კა­ლა­ძის საქ­მე სა­ბე­დის­წე­რო ვის­თვის აღ­მოჩ­ნდა, ამას ვნა­ხავთ... ბო­დიშს ვუხ­დი ჩემს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს იმი­სათ­ვის, რომ ჩემ გა­მო ბევ­რი ტან­ჯვა გა­და­ი­ტა­ნეს. იმის­თვი­საც, რომ თი­თო­ე­ულ მათ­განს ნაკ­ლებ დროს ვუთ­მობ­დი, სით­ბოს ვაკ­ლებ­დი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის დევ­ნას შე­ვა­ლი­ე. ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვემ­სა­ხუ­რე ქვე­ყა­ნას და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში შემ­თხვე­ვით მო­სულ­მა ბიჭ­ბუ­ჭებ­მა ასე "და­მი­ფა­სეს" თავ­და­დე­ბა - გამ­წი­რეს და თით­ქმის გა­მა­ნად­გუ­რეს. თუმ­ცა სუ­ლი­ე­რად ვერ გამ­ტე­ხეს. მათ ჩე­მი და ქვეყ­ნის წი­ნა­შე მრა­ვა­ლი მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს, ბევ­რი ავ­ნეს ქვე­ყა­ნას და ახ­ლა კი­დევ ფა­ხი­ფუ­ხო­ბენ. იმე­დი მაქვს, სი­მარ­თლე გა­ი­მარ­ჯვებს და ყვე­ლას თა­ვი­სი მი­ეზღ­ვე­ბა.

ლე­ვან კა­ლა­ძი­სა და აფ­რა­სი­ძე­ე­ბის ტრა­გე­დი­ებ­ზე მას­მე­დი­ის აქ­ტი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მე და ზუ­რაბ დგე­ბუ­ა­ძე ამ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 10-ზე მე­ტი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლის ბედს გა­ვი­ზი­ა­რებ­დით. ამ საქ­მის გან­სა­ჯა­რო­ე­ბამ გა­ხა­და ჩე­მი პერ­სო­ნა ცნო­ბი­ლი... ფრთხი­ლობ­დნენ ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბი­სას. ვი­ნა­ი­დან ჩემ­თან და­პი­რის­პირე­ბუ­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი თა­ვი­დან­ვე თავ­ხე­დუ­რად მოქ­მე­დებ­დნენ, ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცია დი­დი სიფ­რთხი­ლით თუ არ მოხ­დე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდე­ბო­და ეჭ­ვი, რომ ეს მა­თი დაკ­ვე­თით მოხ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი ეჭ­ვი, რო­გო­რიც გაჩნდა ცხო­ნე­ბულ გუ­რამ შა­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ შარაძე მო­აკ­ვლე­ვი­ნა იმ პირ­მა, ვი­საც აკა­დე­მი­კო­სი აუ­ტან­ლად სძულ­და. ასე­თი­ვე აზ­რია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას, მი­ხე­ილ ქურ­და­ძი­სა და სხვა პირ­თა მკვლე­ლო­ბებ­ზე. ასე­თი საქმეების გახ­სნას სჭირ­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი და არა მო­ლაყ­ბე დი­ლე­ტან­ტე­ბი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, თავ­გან­წი­რუ­ლი და საქ­მის ფა­ნა­ტი­კო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თით­ქმის არ არი­ან. ისე, კვეხ­ნის გა­რე­შე ვიტყ­ვი, რომ მე (უმ­ძი­მე­სი გახ­სნი­ლი საქ­მე­ე­ბი­დან თუ ვიმ­სჯე­ლებთ) ვარ ასე­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი. თუმ­ცა ხელ­შეწყ­ო­ბი­სა და და­ფა­სე­ბის ნაც­ვლად, რა დამ­მარ­თეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­ი­თავ­კა­ცებ­მა, რომ­ლე­ბმაც მოკ­ლე დრო­ში და­აქ­ცი­ეს და გა­ძარ­ცვეს ქვე­ყა­ნა, და­აგ­რო­ვეს მი­ლი­არ­დე­ბი და თა­ვი­ანთ მო­მა­ვალს უზ­რუნ­ვე­ლად წარ­მო­იდ­გე­ნენ, ცნო­ბი­ლი­ა. ცი­ხის ჯურ­ღმულ­ში ხან­გრძლი­ვი დრო­ით უკა­ნო­ნოდ გა­მომ­კე­ტეს იმ იმე­დით, რომ ჩე­მი წლო­ვა­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი ან ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­უძ­ლებ­და სა­ტან­ჯველს, ან იქა­უ­რი მე­თო­დე­ბით გა­მა­ნად­გუ­რებ­დნენ, რი­თაც ძა­ლი­ან დი­დ პრობ­ლე­მას მო­ი­შო­რებ­დნენ. სამ­წუ­ხა­რო­ა, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ უფ­რო და­მი­ფა­სა მათ მი­მართ ჩე­მი სა­მარ­თლი­ა­ნი და ობი­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მა და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­მოქ­მე­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, არ მო­ახ­დი­ნეს ჩე­მი ლიკ­ვი­და­ცი­ა, რაც ცი­ხის პი­რო­ბებ­ში არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ. ამი­ტომ ჩა­მო­მი­ყა­ლიბ­და აზ­რი, რომ კრი­მი­ნა­ლე­ბი უფ­რო სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნდენ, ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რი­ლი უზ­ნე­ო, ფლი­დი არა­კა­ცე­ბი.

და­სას­რულ - ეს ჭარ­მა­გი კა­ცი ვამ­ბობ, უფალ­მა არ გა­ი­მე­ტა სა­ქარ­თვე­ლო გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო გა­დარ­ჩე­ბა, ზნე­ო­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა და­ფას­დე­ბა. ასე ვხე­დავ ჩვენს მო­მა­ვალს მე, ერ­თი რი­გი­თი ქარ­თვე­ლი - ბა­თო სა­ღი­ნა­ძე!

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"ყოფას გიტირებ" იყო ნათქვამი... იარაღი შემთხვევით გაუვარდა" - დავით ცინარიძის ადვოკატი

დავით ცინარიძეს პატიმრობა შეეფარდა

"მთვრალმა დავით ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ესროლა" - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა