საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახეშეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო"
"სახეშეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო"

აბა­შა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა, კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა და ქვე­კო­ორ­დი­ნა­ტო­რებ­მა კო­ა­ლი­ცი­ის აბა­შის რა­ი­ო­ნის 270 აქ­ტი­ვის­ტის სა­ხე­ლით ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა შე­ი­მუ­შა­ვეს. მათ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რე­ა­გი­რე­ბი­სა იმე­დი აქვთ.

"ვთხოვთ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, მკაც­რად მო­კი­თხოს იმ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა მო­ვა­ლე­ო­ბაა რე­გი­ო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რად­გან რა­ი­ო­ნებს აკ­ლი­ათ მათი ყუ­რა­დღე­ბა. მათ კი შე­ვახ­სე­ნებთ დიდი კონ­სტან­ტი­ნეს სი­ტყვებს - "ერმა თუ არ მო­ინ­დო­მა, მა­კე­დო­ნე­ლიც ვერ გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნებს!" ჩვენ­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პირ­ვე­ლი მერ­ცხლე­ბი იყ­ვნენ ვაჟა ლი­პარ­ტია და და­ვით რუ­სია, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი რწმე­ნა, ცოდ­ნა თუ ახალ­გაზ­რდუ­ლი ენერ­გია არ და­ი­შუ­რეს კო­ა­ლი­ცი­ის ბირ­თვის შე­საქ­მნე­ლად, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში დიდი ზე­წო­ლის, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი წნე­ხის, აქ­ტი­ვის­ტთა უკა­ნო­ნო და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის, პი­რა­დი თუ ფა­რუ­ლი მოს­ყიდ­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შეძ­ლო შე­ე­ტა­ნა თა­ვი­სი წვლი­ლი კო­ა­ლი­ცი­ის სა­ერ­თო გა­მარ­ჯვე­ბა­ში. არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კო­ა­ლი­ცი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბი გვპირ­დე­ბოდ­ნენ, რომ ჩვე­ნი შრო­მა და­ფას­დე­ბო­და შე­სა­ბა­მი­სი ანა­ზღა­უ­რე­ბით. იყო და­პი­რე­ბე­ბი, რომ თან­ხა და­რიგ­დე­ბო­და სა­ა­ხალ­წლოდ, სა­შო­ბა­ოდ და ა.შ. თან­ხა დღე­საც არ არის და­რი­გე­ბუ­ლი. თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი სა­ხე­შეც­ვლი­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის წევ­რე­ბი ქი­ლი­კო­ბენ და დაგ­ვცი­ნი­ან, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მიშა გვა­ფი­ნან­სებ­და, ახლა კი ახა­ლი მთავ­რო­ბა ხელ­ფას­საც გვიხ­დი­სო, თქვენ კი... სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა ჩვენ­გან პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა - რა ხდე­ბა?", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

"სახეშეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო"

"სახეშეცვლილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო"

აბაშაში "ქართული ოცნების" აქტივისტებმა, კოორდინატორებმა და ქვეკოორდინატორებმა კოალიციის აბაშის რაიონის 270 აქტივისტის სახელით ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს. მათ პრემიერ-მინისტრის რეაგირებისა იმედი აქვთ.

"ვთხოვთ პრემიერ-მინისტრს, მკაცრად მოკითხოს იმ ადამიანებს, რომელთა მოვალეობაა რეგიონებთან ურთიერთობა, რადგან რაიონებს აკლიათ მათი ყურადღება. მათ კი შევახსენებთ დიდი კონსტანტინეს სიტყვებს - "ერმა თუ არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს!" ჩვენთან "ქართული ოცნების" პირველი მერცხლები იყვნენ ვაჟა ლიპარტია და დავით რუსია, რომელთაც თავიანთი რწმენა, ცოდნა თუ ახალგაზრდული ენერგია არ დაიშურეს კოალიციის ბირთვის შესაქმნელად, რომელმაც საზოგადოებაზე, განსაკუთრებით სამეგრელოს რეგიონში დიდი ზეწოლის, ფსიქოლოგიური წნეხის, აქტივისტთა უკანონო დაპატიმრებების, პირადი თუ ფარული მოსყიდვების მიუხედავად, შეძლო  შეეტანა თავისი წვლილი კოალიციის საერთო გამარჯვებაში. არჩევნებამდე კოალიციიდან ჩამოსული სტუმრები გვპირდებოდნენ, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა შესაბამისი ანაზღაურებით. იყო დაპირებები, რომ თანხა დარიგდებოდა საახალწლოდ, საშობაოდ და ა.შ. თანხა დღესაც არ არის დარიგებული. თანამდებობებზე მოკალათებული სახეშეცვლილი ნაციონალური მოძრაობის წევრები ქილიკობენ და დაგვცინიან, არჩევნებამდე მიშა გვაფინანსებდა, ახლა კი ახალი მთავრობა ხელფასსაც გვიხდისო, თქვენ კი... საზოგადოებაში გაჩნდა ჩვენგან პასუხგაუცემელი კითხვა - რა ხდება?", - ნათქვამია განცხადებაში.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა