პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა
ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა

სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოლეგ მელ­ნი­კო­ვი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ა­ზე თა­ნახ­მაა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" მის­მა ად­ვო­კატ­მა , მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მელ­ნი­კოვ­მა შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას ხელი უკვე მო­ა­წე­რა.

"ოლეგ მელ­ნი­კო­ვი თა­ნახ­მაა, სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ექ­სტრა­დი­ცია მო­ახ­დი­ნონ. უკვე მო­ა­წე­რა კი­დეც ხელი შე­სა­ბა­მის თან­ხმო­ბას. ახლა ქარ­თულ მხა­რე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა ვა­და­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ექ­სტრა­დი­ცი­ის­თვის სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლას", - აღ­ნიშ­ნა ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, მელ­ნი­კოვს სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა "სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად სურს".

"მელ­ნი­კო­ვი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს და სწო­რედ ამი­ტომ უნდა მისი ექ­სტრა­დი­ცია მოხ­დეს. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სი­მარ­თლის და­სამ­ტკი­ცებ­ლად ბრძო­ლას აპი­რებს", - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მელ­ნი­კო­ვის საქ­მე­ზე კი­ე­ვის სა­სა­მარ­თლო­ში ხვალ სა­ა­პე­ლა­ციო გან­ხილ­ვაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

შსს-ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოლეგ მელ­ნი­კო­ვი, რო­მელ­ზეც ქარ­თულ მხა­რეს ძებ­ნა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, გა­სუ­ლი წლის 7 დე­კემ­ბერს უკ­რა­ი­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კი­ევ­ში და­ა­კა­ვეს. ამ დრო­ის­თვის მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ქარ­თუ­ლი მხა­რე მელ­ნი­კო­ვის სამ­შობ­ლო­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის პრო­ცე­დუ­რებს გა­დის.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა

ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა

საქართველოს შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა , მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, მელნიკოვმა შესაბამის განცხადებას ხელი უკვე მოაწერა.

"ოლეგ მელნიკოვი თანახმაა, საქართველოში მისი ექსტრადიცია მოახდინონ. უკვე მოაწერა კიდეც ხელი შესაბამის თანხმობას. ახლა ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, რა ვადაში უზრუნველყოფს ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების გავლას", - აღნიშნა ველიჯანაშვილმა.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მელნიკოვს სამშობლოში დაბრუნება "სიმართლის დასამტკიცებლად სურს".

"მელნიკოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სწორედ ამიტომ უნდა მისი ექსტრადიცია მოხდეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს", - აღნიშნა ადვოკატმა.

ველიჯანაშვილის ინფორმაციით, მელნიკოვის საქმეზე კიევის სასამართლოში ხვალ სააპელაციო განხილვაა ჩანიშნული.

შსს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი, რომელზეც ქართულ მხარეს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, გასული წლის 7 დეკემბერს უკრაინელმა სამართალდამცველებმა კიევში დააკავეს. ამ დროისთვის მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართული მხარე მელნიკოვის სამშობლოში ექსტრადიციის პროცედურებს გადის.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ