პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითებმა საკრედიტო ბარათებიდან 200 მლნ დოლარი მოიპარეს
თაღლითებმა საკრედიტო ბარათებიდან 200 მლნ დოლარი მოიპარეს

აშშ-ის სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის აფე­რა გა­მო­აშ­კა­რა­ვეს. აფე­რის შე­დე­გად, თაღ­ლი­თებ­მა მი­ნი­მუმ 200 მლნ დო­ლა­რის მო­პარ­ვა შეძ­ლეს. საქ­მე 18 ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდე­გაა აღ­ძრუ­ლი.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თაღ­ლი­თე­ბი 2007 წლი­დან მოქ­მე­დებ­დნენ. და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 7 000 ყალბ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას იყე­ნებ­და და მათი დახ­მა­რე­ბით 25 000-ზე მეტი საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი.

საკ­რე­დი­ტო ბა­რა­თე­ბის მი­სა­ღე­ბად თაღ­ლი­თე­ბი არა მხო­ლოდ ყალბ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბას, არა­მედ კო­მუ­ნა­ლუ­რი გა­და­სა­ხა­დე­ბის ყალბ ან­გა­რიშს და სხვა დო­კუ­მენ­ტებს იყე­ნებ­დნენ, რომ­ლე­ბიც ვი­თომ­და მათ გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ამ­ტკი­ცებ­და. ბა­რა­თე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ თაღ­ლი­თე­ბი მათ მცი­რე თან­ხე­ბის გა­და­სახ­დე­ლად იყე­ნებ­დნენ და ვალს დრო­უ­ლად ფა­რავ­დნენ, რომ სა­კუ­თა­რი საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რია გა­ე­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­ნათ.

შემ­დეგ საკ­რე­დი­ტო სა­ა­გენ­ტოს ეგ­ზავ­ნე­ბო­და ცრუ ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც ასე­თი ბა­რა­თის მფლო­ბე­ლის გა­დახ­დი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბას ამ­ტკი­ცებ­და. მსეს­ხებ­ლის საკ­რე­დი­ტო რე­ი­ტინ­გი იზ­რდე­ბო­და და ბან­კი მის­თვის საკ­რე­დი­ტო ლი­მიტს ზრდი­და. მაგ­რამ მა­შინ­ვე, რო­გორც კი ყალ­ბი მსეს­ხებ­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან თან­ხა­ზე წვდო­მას მი­ი­ღებ­დნენ, ხარ­ჯავ­დნენ ან ბა­რა­თი­დან ფულს ხსნიდ­ნენ.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბა 28 შტა­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დებ­და. თაღ­ლი­თო­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი ფული პა­კის­ტან­ში, ინ­დო­ეთ­ში, არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ებ­ში, კა­ნა­და­ში, რუ­მი­ნეთ­ში, ჩი­ნეთ­სა და ია­პო­ნი­ა­ში იგ­ზავ­ნე­ბო­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ახ­მი­ა­ნე­ბენ. ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ, რომ 18-დან ოთხი გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ და­ა­პა­ტიმ­რეს, სამ­მა მათ­გან­მა და­ნა­შა­უ­ლი უკვე აღი­ა­რა. დარ­ჩე­ნი­ლი 14 - აშშ-ის მო­ქა­ლა­ქეა. ისი­ნი სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე 5 თე­ბერ­ვალს წარ­სდგნენ, სა­დაც მათ ბრა­ლი თაღ­ლი­თო­ბა­ში წა­უ­ყე­ნეს. ბრალ­დე­ბუ­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რი სას­ჯე­ლი - 30 წელი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჯა­რი­მა ელით.

გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ თაღ­ლი­თო­ბის მო­ნა­წი­ლე­თა მი­ყე­ნე­ბულ­მა ფი­ნა­ლურ­მა ზა­რალ­მა 200 მლნ-ს გა­და­ა­ჭარ­ბოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Associated Press-ის მი­ხედ­ვით.

თაღლითებმა საკრედიტო ბარათებიდან 200 მლნ დოლარი მოიპარეს

თაღლითებმა საკრედიტო ბარათებიდან 200 მლნ დოლარი მოიპარეს

აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრედიტო ბარათების აფერა გამოაშკარავეს. აფერის შედეგად, თაღლითებმა მინიმუმ 200 მლნ დოლარის მოპარვა შეძლეს. საქმე 18 ადამიანის წინააღმდეგაა აღძრული.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, თაღლითები 2007 წლიდან მოქმედებდნენ. დანაშაულებრივი დაჯგუფება დაახლოებით 7 000 ყალბ პირადობის მოწმობას იყენებდა და მათი დახმარებით 25 000-ზე მეტი საკრედიტო ბარათი ჰქონდათ აღებული.

საკრედიტო ბარათების მისაღებად თაღლითები არა მხოლოდ ყალბ პირადობის მოწმობას, არამედ კომუნალური გადასახადების ყალბ ანგარიშს და სხვა დოკუმენტებს იყენებდნენ, რომლებიც ვითომდა მათ გადახდისუნარიანობას ამტკიცებდა. ბარათების მიღების შემდეგ თაღლითები მათ მცირე თანხების გადასახდელად იყენებდნენ და ვალს დროულად ფარავდნენ, რომ საკუთარი საკრედიტო ისტორია გაეუმჯობესებინათ.

შემდეგ საკრედიტო სააგენტოს ეგზავნებოდა ცრუ ანგარიში, რომელიც ასეთი ბარათის მფლობელის გადახდისუნარიანობას ამტკიცებდა. მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი იზრდებოდა და ბანკი მისთვის საკრედიტო ლიმიტს ზრდიდა. მაგრამ მაშინვე, როგორც კი ყალბი მსესხებლები მნიშვნელოვან თანხაზე წვდომას მიიღებდნენ, ხარჯავდნენ ან ბარათიდან ფულს ხსნიდნენ.

დანაშაულებრივი დაჯგუფება 28 შტატის ტერიტორიაზე მოქმედებდა. თაღლითობით მოპოვებული ფული პაკისტანში, ინდოეთში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, კანადაში, რუმინეთში, ჩინეთსა და იაპონიაში იგზავნებოდა.

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები ბრალდებულების ვინაობას ჯერჯერობით არ ახმიანებენ. ცნობილია მხოლოდ, რომ 18-დან ოთხი გარკვეული ხნის წინ დააპატიმრეს, სამმა მათგანმა დანაშაული უკვე აღიარა. დარჩენილი 14 - აშშ-ის მოქალაქეა. ისინი სასამართლოს წინაშე 5 თებერვალს წარსდგნენ, სადაც მათ ბრალი თაღლითობაში წაუყენეს. ბრალდებულებს მაქსიმალური სასჯელი - 30 წელი თავისუფლების აღკვეთა და მილიონი დოლარი ჯარიმა ელით.

გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ თაღლითობის მონაწილეთა მიყენებულმა ფინალურმა ზარალმა 200 მლნ-ს გადააჭარბოს.

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა