დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კონსერვატორი დევიდ კემერონიც უჭერს. ამასთან, კონსერვატიული პარტიიდან ერთქესიანთა ქორწინებას ხმა მხოლოდ 130-მა დეპუტატმა მისცა, 140 - წინააღმდეგი იყო, ხოლო 40-მა თავი შეიკავა.
ახლა პარლამენტის წევრებს კანონპროექტის განხილვა პროფილურ კომიტეტებში მოუწევთ, შემდეგ კი დოკუმენტს ლორდთა პალატაში გაიტანენ, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, მას მხარს დაუჭერს.
პარლამენტში განხილული კანონპროექტის რედაქცია, ერთსქესიან წყვილებს როგორც სამოქალაქო, ისე საეკლესიო ქორწინების უფლებას აძლევს. გარდა ამისა, პროექტი ერთსქესიან წყვილებს, რომელთაც ადრე საკუთარი ურთიერთობა "სამოქალაქო პარტნიორობად" გააფორმეს, მისი ქორწინებად გადაფორმების შესაძლებობას აძლევს.
სამოქალაქო პარტნიორობის დარეგისტრირების უფლება, რომელიც მათ იმავე იურიდიულ სტატუსს აძლევს, რაც ჰეტეროსექსუალ მეუღლეებს აქვთ, ერთსქესიანმა წყვილებმა დიდ ბრიტანეთში 2005 წელს მიიღეს.
ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, ძალაში 2015 წელს შევა. სავარაუდოდ, მის იურისდიქციაში ინგლისი და უელსი მოხვდება.
მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით.