Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე: "არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული"
დავით ბაქრაძე: "არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული"

უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­თან, და­ვით ბაქ­რა­ძეს­თან სა­უ­ბა­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის იმ გან­ცხა­დე­ბით და­ვი­წყეთ, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ანა­ლი­ტი­კო­სი შე­აშ­ფო­თა იმის გამო, რომ მათ მე­რა­ბიშ­ვი­ლის ნათ­ქვამ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­სა­არ­ჩევ­ნო გზით ცვლი­ლე­ბის გან­ზრახ­ვა და­ი­ნა­ხეს:

- რო­დე­საც მე­რა­ბიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლა არ ნიშ­ნავს, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი უნდა ჩა­ვა­ტა­რო­თო, ეს რო­გორ უნდა გა­ვი­გოთ?

- რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა-არ­დაბ­რუ­ნე­ბის სა­კი­თხი დად­გე­ბა, ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის გზით.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ლა­პა­რა­კობ­და არა იმა­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ­ჩევ­ნე­ბით მო­ვალთ თუ არა, არა­მედ ვა­და­ზე, ეს 4 წე­ლი­წად­ში მოხ­დე­ბა თუ უფრო ადრე. უფრო ადრე კი ად­გი­ლობ­რი­ვი და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია. თე­ო­რი­უ­ლად არც რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბია გა­მო­რი­ცხუ­ლი. თუ პრო­ცე­სე­ბი ქვე­ყა­ნა­ში წა­ვი­და არე­უ­ლო­ბის­კენ, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის და­სუს­ტე­ბის­კენ, თუ ეკო­ნო­მი­კა ჩა­მო­ი­შა­ლა, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა უფრო სწრა­ფად გან­ვი­თარ­დეს. არა­ნა­ირ არა­კა­ნო­ნი­ერ და არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ გზას ჩვენ არ გან­ვი­ხი­ლავთ.

- "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­გა­რეო ვექ­ტო­რის შეც­ვლის გა­მოც შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, მა­შინ, რო­დე­საც ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი აცხა­დებს, რომ მისი პრო­და­სავ­ლუ­რი კურ­სი შე­უქ­ცე­ვა­დია.

- ჩვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი და ის­ტე­რი­უ­ლი რე­აქ­ცია უმ­ცი­რე­სო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ სა­გა­რეო კურ­სის შე­სა­ხებ ჩვე­ნი პო­ზი­ცია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასა­ხუ­ლი­ყო. არა­და, ბევრ ქვე­ყა­ნას კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში აქვს ასა­ხუ­ლი თა­ვი­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს 1918 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნე­იტ­რა­ლუ­რი და მი­უმხრო­ბე­ლი ქვე­ყა­ნაა. მა­გა­ლი­თად, ლიტ­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში წე­რია, რომ ის არ უნდა იყოს პოსტსაბ­ჭო­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის წევ­რი. რო­დე­საც არის მუდ­მი­ვი კონფრონ­ტა­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის, უნდა ვე­ძე­ბოთ თე­მე­ბი, სა­დაც შევ­ძლებთ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვას. ერთ-ერთი ასე­თი თემა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაა. თუ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ასე­თი ჩა­ნა­წე­რი გა­კეთ­დე­ბა, ეს იქ­ნე­ბა სიგ­ნა­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის, რომ ჩვე­ნი კურ­სი გრძელ­დე­ბა და ეს იქ­ნე­ბა სიგ­ნა­ლი ჩვე­ნი არა­მე­გობ­რე­ბის­თვი­საც, რომ მათ მუ­შა­ო­ბას ჩვე­ნი კურ­სის შეც­ვლის­თვის აზრი არა აქვს. არ მინ­და იმა­ზე ვი­ფიქ­რო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ნაც­ვლოდ აპი­რებს უარი თქვას ევ­რო­პა­ზე. თუ რუ­სე­თი ამ მო­თხოვ­ნას და­ა­ყე­ნებს, რა არ­გუ­მენ­ტით უპა­სუ­ხებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა? არ არ­სე­ბობს იმა­ზე უკე­თე­სი არ­გუ­მენ­ტი, ვიდ­რე უთხრას, რომ ჩვენ­თან სა­გა­რეო კურ­სის თა­ო­ბა­ზე უკვე შედ­გა პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის შე­თან­ხმე­ბა, ეს პარ­ლა­მენ­ტმა ჩა­წე­რა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და ამ თე­მა­ზე არც ვი­სა­უბ­რებთ. ამი­ტომ ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გახ­და ეს წი­ნა­და­დე­ბა კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ ოპო­ზი­ცი­ამ დსთ-ის თე­მაც უსა­ფუძ­ვლოდ გა­ა­ცო­ცხლა, - ჩვენ არც გვი­ფიქ­რია თა­ნა­მე­გობ­რო­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზეო.

- ეს თემა ჩვენ არ გაგ­ვი­ცო­ცხლე­ბია, ეს იყო რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ორი დღის მერე უარ­ყვეს.

არც მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გაც­ვლის და გა­ყი­დის ევ­რო­პის კურსს, მაგ­რამ ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბა ის­მის კო­ა­ლი­ცი­ი­დან, ამი­ტომ ვთა­ვა­ზობთ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რი­თაც ეს თემა და­ი­ხუ­რე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დავით ბაქრაძე: "არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული"

დავით ბაქრაძე: "არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული"

უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის იმ განცხადებით დავიწყეთ, რომელმაც არაერთი ანალიტიკოსი შეაშფოთა იმის გამო, რომ მათ მერაბიშვილის ნათქვამში ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილების განზრახვა დაინახეს:

- როდესაც მერაბიშვილი აცხადებს, ხელისუფლებაში მოსვლა არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთო, ეს როგორ უნდა გავიგოთ?

- როდესაც ხელისუფლებაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი დადგება, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით.

ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობდა არა იმაზე, ხელისუფლებაში არჩევნებით მოვალთ თუ არა, არამედ ვადაზე, ეს 4 წელიწადში მოხდება თუ უფრო ადრე. უფრო ადრე კი ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებია. თეორიულად არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული. თუ პროცესები ქვეყანაში წავიდა არეულობისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ, თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, პოლიტიკური პროცესები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. არანაირ არაკანონიერ და არაკონსტიტუციურ გზას ჩვენ არ განვიხილავთ.

- "ნაციონალური მოძრაობა" საგარეო ვექტორის შეცვლის გამოც შეშფოთებულია, მაშინ, როდესაც ივანიშვილის გუნდი აცხადებს, რომ მისი პროდასავლური კურსი შეუქცევადია.

- ჩვენთვის გაუგებარია ხელისუფლების კონფრონტაციული და ისტერიული რეაქცია უმცირესობის შეთავაზებაზე, რომ საგარეო კურსის შესახებ ჩვენი პოზიცია კონსტიტუციაში ასახულიყო. არადა, ბევრ ქვეყანას კონსტიტუციაში აქვს ასახული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. საქართველოს 1918 წლის კონსტიტუციაშიც წერია, რომ საქართველო ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყანაა. მაგალითად, ლიტვის კონსტიტუციაში წერია, რომ ის არ უნდა იყოს პოსტსაბჭოთა გაერთიანებების წევრი. როდესაც არის მუდმივი კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უნდა ვეძებოთ თემები, სადაც შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. ერთ-ერთი ასეთი თემა საგარეო პოლიტიკაა. თუ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, ეს იქნება სიგნალი მეგობრებისთვის, რომ ჩვენი კურსი გრძელდება და ეს იქნება სიგნალი ჩვენი არამეგობრებისთვისაც, რომ მათ მუშაობას ჩვენი კურსის შეცვლისთვის აზრი არა აქვს. არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ აპირებს უარი თქვას ევროპაზე. თუ რუსეთი ამ მოთხოვნას დააყენებს, რა არგუმენტით უპასუხებს ჩვენი ხელისუფლება? არ არსებობს იმაზე უკეთესი არგუმენტი, ვიდრე უთხრას, რომ ჩვენთან საგარეო კურსის თაობაზე უკვე შედგა პოლიტიკური ძალების შეთანხმება, ეს პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ამ თემაზე არც ვისაუბრებთ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს წინადადება კონფრონტაციული?

- ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციამ დსთ-ის თემაც უსაფუძვლოდ გააცოცხლა, - ჩვენ არც გვიფიქრია თანამეგობრობაში დაბრუნებაზეო.

- ეს თემა ჩვენ არ გაგვიცოცხლებია, ეს იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის კომენტარი, რომელიც ორი დღის მერე უარყვეს.

არც მინდა დავიჯერო, რომ ეს ხელისუფლება გაცვლის და გაყიდის ევროპის კურსს, მაგრამ ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადება ისმის კოალიციიდან, ამიტომ ვთავაზობთ ინიციატივას, რითაც ეს თემა დაიხურება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა