ვარსკვლავები, რომლებმაც სიმსივნეზე გაიმარჯვეს

ვარსკვლავები, რომლებმაც სიმსივნეზე გაიმარჯვეს

4 თებერვალს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო გაერთიანება დარწმუნებულია, რომ ყოველწლიურად უამრავი ადამიანის გადარჩენა შეიძლება, თუ ამ დაავადებას მეტი ყურადღება დაეთმობა. გთავაზობთ იმ ვარსკვლავთა სიას, რომლებმაც კიბოზე გაიმარჯვეს.

კაელი მინოუგი:

2005 წლის გაზაფხულზე ავსტრალიელ პოპ-ვარსკვლავს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც კაელის მსოფლიო ტურნეს შეწყვეტა მოუხდა. მომღერლის თაყვანისმცემლები, რომლებმაც კონცერტებზე მოხვედრა ვერ მოახერხეს, სხვადასხვაგვარად ამხნევებდნენ საკუთარ კერპს. ზოგი ბილეთებისთვის დაბრუნებულ ფულს კიბოსთან ბრძოლის ფონდში აგზავნიდა, ზოგმაც სოლიდარობის მიზნით, ბილეთის ფული არ დაიბრუნა.

2006 წლის დასაწყისში, ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ კაელი მთლიანად განიკურნა. გამოჯანმრთელება მინოუგმა ტურნეს გაგრძელებით აღნიშნა. გარდა ამისა, ვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო უამრავ საქველმოქმედო აქციაში.

მაიკლ დუგლასი:

2010 წლის აგვისტოში ორი "ოსკარის" მფლობელ მაიკ დუგლასს ექიმებმა ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რის შესახებაც მსახიობმა საჯაროდ ერთ-ერთ შოუში განაცხადა. დუგლასმა და მისმა მეუღლემ კეტრინ ზეტა ჯონსმა გააუქმეს ყველა გადაღება, უარი თქვეს ყველა როლზე და მთელი დრო სიმსივნესთან ბრძოლას დაუთმეს.

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, 2001 წლის იანვარში დუგლასმა განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა და კინოში ბრუნდება.

რობერტ დე ნირო

დიაგნოზი "პროსტატის კიბო" მსახიობს 2003 წლის ოქტომბერში დაუსვეს. 60 წლის დენირომ სხვებთან შედარებით დაავადების დაძლევა უფრო ადვილად მოახერხა, ვინაიდან კიბო დაწყებით სტადიაშივე აღმოაჩინეს.

შერონ ოსბორნი

ტელეწამყვანი, მწერალი, პროდიუსერი და ოზი ოსბორნის ცოლი მსხვილი ნაწალავის კიბოთი იტანჯებოდა. დიაგნოზი "ოსბორნების ოჯახის" შოუს გადაღებების დროს დაუდგინეს, თუმცა ვარსკვლავი დიდი ხნის განმავლობაში შოუს შეწყვეტაზე უარს აცხადებდა. მისი მეუღლის თქმით, მთელი ოჯახი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო შერონის ჯანმრთელობის მდგომარეობამ. მათმა შვილმა თავის მოკვლაც კი სცადა.

შერონს გადარჩენის შანსი 40% ჰქონდა, თუმცა ვარსკვლავმა კიბოს დამარცხება მაინც შეძლო. 2012 წელს კიბოს განმეორების გამო შერონს პრევენციის მიზნით, ორივე მკერდი მოკვეთეს, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ წარმატებულ ქალად დარჩენილიყო.

მაიკლ ს. ჰოლი

პოპულარული ტელესერიალი "დექსტერის" ვარსკვლავს, მაიკლ ს. ჰოლს ლიმფოგრანულემატოზი - ლიმფოიდური ქსოვილის ავთვისებიანი დაავადება აღმოუჩინეს. რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ, მსახიობი მთლიანად გამოჯანმრთელდა.

როდ სტუარტი

ბრიტანელმა მომღერალმა როდ სტუარტმა დაავადების შესახებ საზოგადოებას საკუთარ წიგნში უამბო. 2000 წელს მას ფარისებრი ჯირკვლის კიბო დაუდგინეს.

"ქირურგმა ყველაფერი ამომაჭრა, ამიტომ ქიმიოთერაპიის კურსი აღარ დამჭირდა და შესაბამისად, თმებიც არ დამცვივდება. მოდით ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში: ჩემი კარიერის საფრთხეთა რეიტინგში ხმის დაკარგვის შემდეგ, თმების დაკარგვა მოდის", - წერს სტუარტი.

სინტია ნიქსონი

თავდაპირველად სინტიას არ სურდა მისი ავადმყოფობის შესახებ ვინმეს გაეგო, ამიტომ მედიასთან ამ თემაზე არ საუბრობდა. მას მკერდის კიბო დაუდგინეს. ვარსკვლავს მკერდი მოაჭრეს და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაუტარეს. საბოლოოდ სინტიამ, რომელსაც თავზე თმა აღარ ჰქონდა, აქტიურად დაიწყო მოდურ წვეულებებზე თამამად სიარული. ერთ-ერთ სპექტაკლში მან კიბოთი დაავადებულის როლიც ითამაშა.

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება