პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები - "ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე
ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები - "ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე

ერ­თად გა­მო­ვიდ­ნენ თე­ატ­რი­დან. რა­ღა­ცა­ზე კა­მა­თობ­დნენ. გა­და­ღე­ბა­სა და კადრს ახ­სე­ნებ­დნენ... ძა­ლი­ან ჰგავ­დნენ მე­გობ­რებს, თუმ­ცა მამა და შვი­ლი გახ­ლდნენ - ზუ­რაბ და გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე­ე­ბი.

მერე, როცა გი­ორ­გის­თან ვი­ჯე­ქი და ვუს­მენ­დი, მე­ნიშ­ნა: ჩვი­ლი რომ ყო­ფი­ლა, "იავ­ნა­ნას" ნაც­ვლად "ბითლზის" ფირ­ფი­ტას ურ­თავ­დნენ და ისე აძი­ნებ­დნენ. გი­ორ­გი დღე­საც თვლის, რომ "ბითლზი" ყვე­ლა დრო­ის გე­ნი­ა­ლუ­რი და მის­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ჯგუ­ფია. თუმ­ცა, ცოტა რომ წა­მო­ი­ზარ­და, თურ­მე, იმის გამო, რომ მა­მის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა, და­ჟი­ნე­ბით ამ­ტკი­ცებ­და, "ქვი­ნი" მირ­ჩევ­ნი­აო... იმ პე­რი­ოდ­მა გა­ი­ა­რა...

ახლა ღი­მი­ლით ამ­ბობს, რომ ზუ­რას მსგავ­სად, მძი­მე როკს არ უს­მენს, მაგ­რამ შან­სო­ნის გარ­და, ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს, ცხა­დია, ღი­რე­ბუ­ლი. კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კი­დან გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარს რახ­მა­ნი­ნო­ვი. მუ­სი­კის სფე­რო­დან რომ გა­მო­ვი­დეთ და ყვე­ლა­ფე­რი ოდ­ნავ გან­ვა­ზო­გა­დოთ, ალ­ბათ მთა­ვარ სი­მარ­თლეს ვა­ღი­ა­რებთ: გი­ორ­გი ყიფ­ში­ძე თა­ვი­სი წი­ნაპ­რე­ბის ორ­გა­ნუ­ლი ნა­წი­ლია, სწო­რედ ისე, რო­გორც მა­მა­მი­სი... მარ­თა­ლია, არც ერთს მარ­ტი­ვად არ გა­უვ­ლია ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გზა, მაგ­რამ ორი­ვემ ისე იარა, რომ ორი­ენ­ტი­რის - კულ­ტუ­რი­სა და ზნე­ო­ბის არ­სე­ბო­ბა არ და­ვი­წყე­ბი­ათ... ერთი შე­ხედ­ვით ურჩი, გზა­საც­დე­ნი­ლი ბი­ჭე­ბის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­დნენ... და მა­ინც: მერე ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი ად­გი­ლის­კენ მი­დი­ო­და, "მა­ჭა­რი დუ­ღილს ამ­თავ­რებ­და" და სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბო­და.

გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს იმ ადა­მი­ა­ნებ­ზე ვე­ლა­პა­რა­კე, ვინც უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი იყო მის ცხოვ­რე­ბა­ში.

ელე­ნა

არ უყ­ვარ­და, ბე­ბოს რომ ვე­ძახ­დი: - ეგ სი­ტყვა მა­ბე­რებს, ნუ მე­ძა­ხი, თო­რემ ნა­ო­ჭე­ბი გა­მიჩ­ნდე­ბაო, თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც - ლენა და­მი­ძა­ხე და ბებო ჩუ­მად მო­ა­ყო­ლეო. ისე მი­მაჩ­ვია, რომ ბებო არც და­მი­ძა­ხია. შა­ბათ-კვი­რას მას­თან ან ქე­თო­სა და ნი­ნას­თან ვრჩე­ბო­დი. ქეთო და ნინა მისი დები იყ­ვნენ - მა­მა­ჩე­მის გამ­ზრდე­ლი დე­ი­დე­ბი.

ლე­ნას რომ ვახ­სე­ნებ, ერთი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც, ცხა­დია, მხო­ლოდ გად­მო­ცე­მით ვიცი. 1978 წე­ლია. პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, სი­ა­რუ­ლიც კი არ ვი­ცო­დი. ვფო­ფხავ­დი. ლე­ნამ წა­მიყ­ვა­ნა თა­ვის მე­გო­ბარ­თან, სო­ლო­ლაკ­ში. ვინც იც­ნობ­და, ყვე­ლამ იცის, რო­გო­რი ლა­პა­რა­კი იცო­და, ნაზი, თან დაბ­ნე­უ­ლი... სა­უბ­რი­სას ყუ­რა­დღე­ბა ეფან­ტე­ბო­და... ჰოდა, და­ი­წყო მე­გო­ბარ­თან ლა­პა­რა­კი და და­ვა­ვი­წყდი. გა­მოვ­სულ­ვარ ფო­ფხვით სახ­ლი­დან და რუს­თა­ველ­ზე "გა­იშ­ნი­კებს" და­ვუ­ნა­ხავ­ვარ: პა­ტა­რა უპატ­რო­ნოდ მივ­ფო­ფხავ! იმათ ავუყ­ვა­ნი­ვარ. ამ დროს ლე­ნას მი­მო­უ­ხე­დავს: სად არის ბავ­შვიო, - ჯერ ნა­ზად უკი­თხავს და რომ ვერ და­ვუ­ნა­ხავ­ვარ, ბოხი ხმით უღ­რი­ა­ლია, - სად არის ბავ­შვი!!! გა­მო­ვარ­დნი­ლა და "გა­იშ­ნი­კებ­თან" ვუ­პო­ვი­ვარ, თურ­მე ორა­სი მეტ­რი მი­ფო­ფხია...

ლენა ყიფ­ში­ძე­ზე შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ იცი­ან, მისი ნა­თა­მა­შე­ბი რო­ლე­ბიც ახ­სოვთ, მაგ­რამ არა მგო­ნია, ვინ­მემ იცო­დეს, რო­გო­რი სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა იცო­და. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ნამ­დვი­ლად არ "დაქ­რო­და", მაგ­რამ თუ აკე­თებ­და რა­მეს, დი­დე­ბუ­ლად აკე­თებ­და. მისი მსგავ­სი ქათ­მის ჩა­ხოხ­ბი­ლი არ­სად მი­გე­მია.

იცით, ლენა რო­გორ მა­ძი­ნებ­და? "ბაი ბაი", - მე­ტყო­და ჩურ­ჩუ­ლით თა­ვი­სი სა­წო­ლი­დან... "ბაი, ბაი", - ვპა­სუ­ხობ­დი... ასე გრძელ­დე­ბო­და მა­ნამ, ვიდ­რე არ გამ­თი­შავ­და...

სცე­ნა­ზე რო­გო­რიც იყო, სწო­რედ ისე­თი ბე­ბია იყო ცხოვ­რე­ბა­შიც - ხა­ლი­სი­ა­ნი, მო­უ­ლოდ­ნე­ლი... არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი "ძუნ­წი"... მახ­სოვს ლე­ნას ბე­ნე­ფი­სიც. პირ­ველ რიგ­ში ვი­ჯე­ქი და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი.

რა­ტომ­ღაც გი­ორ­გა­შას მე­ძახ­და.

პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, ხში­რად ვე­კი­თხე­ბო­დი ქე­თოს და ნი­ნას, თქვენ რა­ტომ არ გა­თხოვ­დით-მეთ­ქი. ლე­ნამ ერთხელ და­მის­ვა და: გი­ორ­გა­შა, ქე­თოს და ნი­ნას ნუ­ღარ ჰკი­თხავ, რა­ტომ არ გა­თხოვ­დნენ, მა­გათ მა­გივ­რად მე გავ­თხოვ­დი სულო...

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

sponsored by ContentRoom

ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები - "ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე

ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები - "ბითლზი" "იავნანას" ნაცვლად და "ბაი ბაი" გათიშვამდე

ერთად გამოვიდნენ თეატრიდან. რაღაცაზე კამათობდნენ. გადაღებასა და კადრს ახსენებდნენ... ძალიან ჰგავდნენ მეგობრებს, თუმცა მამა და შვილი გახლდნენ - ზურაბ და გიორგი ყიფშიძეები.

მერე, როცა გიორგისთან ვიჯექი და ვუსმენდი, მენიშნა: ჩვილი რომ ყოფილა, "იავნანას" ნაცვლად "ბითლზის" ფირფიტას ურთავდნენ და ისე აძინებდნენ. გიორგი დღესაც თვლის, რომ "ბითლზი" ყველა დროის გენიალური და მისთვის ყველაზე ახლობელი ჯგუფია. თუმცა, ცოტა რომ წამოიზარდა, თურმე, იმის გამო, რომ მამისგან განსხვავებული გემოვნება გამოემჟღავნებინა, დაჟინებით ამტკიცებდა, "ქვინი" მირჩევნიაო... იმ პერიოდმა გაიარა...

ახლა ღიმილით ამბობს, რომ ზურას მსგავსად, მძიმე როკს არ უსმენს, მაგრამ შანსონის გარდა, ყველაფერი მოსწონს, ცხადია, ღირებული. კლასიკური მუსიკიდან განსაკუთრებით უყვარს რახმანინოვი. მუსიკის სფეროდან რომ გამოვიდეთ და ყველაფერი ოდნავ განვაზოგადოთ, ალბათ მთავარ სიმართლეს ვაღიარებთ: გიორგი ყიფშიძე თავისი წინაპრების ორგანული ნაწილია, სწორედ ისე, როგორც მამამისი... მართალია, არც ერთს მარტივად არ გაუვლია ჩამოყალიბების გზა, მაგრამ ორივემ ისე იარა, რომ ორიენტირის - კულტურისა და ზნეობის არსებობა არ დავიწყებიათ... ერთი შეხედვით ურჩი, გზასაცდენილი ბიჭების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ... და მაინც: მერე ყველაფერი თავისი ადგილისკენ მიდიოდა, "მაჭარი დუღილს ამთავრებდა" და საინტერესო ცხოვრება გრძელდებოდა.

გიორგი ყიფშიძეს იმ ადამიანებზე ველაპარაკე, ვინც უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში.

ელენა

არ უყვარდა, ბებოს რომ ვეძახდი: - ეგ სიტყვა მაბერებს, ნუ მეძახი, თორემ ნაოჭები გამიჩნდებაო, თუ მაინცდამაინც - ლენა დამიძახე და ბებო ჩუმად მოაყოლეო. ისე მიმაჩვია, რომ ბებო არც დამიძახია. შაბათ-კვირას მასთან ან ქეთოსა და ნინასთან ვრჩებოდი. ქეთო და ნინა მისი დები იყვნენ - მამაჩემის გამზრდელი დეიდები.

ლენას რომ ვახსენებ, ერთი ამბავი მახსენდება, რომელიც, ცხადია, მხოლოდ გადმოცემით ვიცი. 1978 წელია. პატარა ვიყავი, სიარულიც კი არ ვიცოდი. ვფოფხავდი. ლენამ წამიყვანა თავის მეგობართან, სოლოლაკში. ვინც იცნობდა, ყველამ იცის, როგორი ლაპარაკი იცოდა, ნაზი, თან დაბნეული... საუბრისას ყურადღება ეფანტებოდა... ჰოდა, დაიწყო მეგობართან ლაპარაკი და დავავიწყდი. გამოვსულვარ ფოფხვით სახლიდან და რუსთაველზე "გაიშნიკებს" დავუნახავვარ: პატარა უპატრონოდ მივფოფხავ! იმათ ავუყვანივარ. ამ დროს ლენას მიმოუხედავს: სად არის ბავშვიო, - ჯერ ნაზად უკითხავს და რომ ვერ დავუნახავვარ, ბოხი ხმით უღრიალია, - სად არის ბავშვი!!! გამოვარდნილა და "გაიშნიკებთან" ვუპოვივარ, თურმე ორასი მეტრი მიფოფხია...

ლენა ყიფშიძეზე შეიძლება ბევრი რამ იციან, მისი ნათამაშები როლებიც ახსოვთ, მაგრამ არა მგონია, ვინმემ იცოდეს, როგორი სადილის მომზადება იცოდა. სამზარეულოში ნამდვილად არ "დაქროდა", მაგრამ თუ აკეთებდა რამეს, დიდებულად აკეთებდა. მისი მსგავსი ქათმის ჩახოხბილი არსად მიგემია.

იცით, ლენა როგორ მაძინებდა? "ბაი ბაი", - მეტყოდა ჩურჩულით თავისი საწოლიდან... "ბაი, ბაი", - ვპასუხობდი... ასე გრძელდებოდა მანამ, ვიდრე არ გამთიშავდა...

სცენაზე როგორიც იყო, სწორედ ისეთი ბებია იყო ცხოვრებაშიც - ხალისიანი, მოულოდნელი... არასოდეს დამავიწყდება მისი "ძუნწი"... მახსოვს ლენას ბენეფისიც. პირველ რიგში ვიჯექი და ძალიან ბედნიერი ვიყავი.

რატომღაც გიორგაშას მეძახდა.

პატარა რომ ვიყავი, ხშირად ვეკითხებოდი ქეთოს და ნინას, თქვენ რატომ არ გათხოვდით-მეთქი. ლენამ ერთხელ დამისვა და: გიორგაშა, ქეთოს და ნინას ნუღარ ჰკითხავ, რატომ არ გათხოვდნენ, მაგათ მაგივრად მე გავთხოვდი სულო...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება