მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ია ფარულავა - ”მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე”
ია ფარულავა - ”მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე”

"დღის შოუს" და­ხურ­ვის შემ­დეგ ია ფა­რუ­ლა­ვამ რა­დი­ო­სივ­რცე­ში და­ი­დო ბინა. ამ­ბობს, რომ ასე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლია. არც მა­კი­ა­ჟი სჭირ­დე­ბა და ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა, სპორ­ტუ­ლად ჩაც­მულ­მაც წა­იყ­ვა­ნოს გა­და­ცე­მა. "ია ფა­რუ­ლა­ვას რა­დი­ო­შოუ" - ასე ჰქვია გა­და­ცე­მას, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობს ყო­ველ ოთხშა­ბათს "პირ­ვე­ლი რა­დი­ოს" ეთერ­ში მიჰ­ყავს. არ უყ­ვარს სი­ტყვა სკან­და­ლუ­რი, ფიქ­რობს, რომ ამ სი­ტყვას ხან­და­ხან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არას­წო­რად ვი­ყე­ნებთ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბი ყო­ველ­თვის სკან­და­ლუ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და როცა ია ეთერ­შია, მა­ყუ­რე­ბე­ლი მის­გან ხმა­უ­რი­ან გან­ცხა­დე­ბებს ელო­დე­ბა.

რეს­პონ­დენტს ინ­ტერ­ვი­უს ჩა­სა­წე­რად რა­დი­ო­ში ვეს­ტუმ­რეთ. ფო­ტო­სე­სი­ის შემ­დეგ ინ­ტერ­ვიუ და­ი­წყო, დრო ბევ­რი გვქონ­და, ეთე­რამ­დე 40 წუთი რჩე­ბო­და. დიდი ხა­ნია, რაც იას ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ "რე­ი­ტინ­გში" არ და­ბეჭ­დი­ლა, ამი­ტომ შე­ვე­ცა­დეთ, ბოლო დროს მის გარ­შე­მო მომ­ხდარ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებ­ზეც დაგ­ვეს­ვა შე­კი­თხვე­ბი.

- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბა. არ ჩან­ხარ, უფრო ინ­ტი­მუ­რი გა­რე­მოა. უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გის­მენს და ამ დროს არც მა­კი­აჟ­ზე ზრუნ­ვა გჭირ­დე­ბა და არც იმა­ზე ფიქ­რობ, თმა რო­გორ გაქვს. შე­იძ­ლე­ბა, ხან­და­ხან სპორ­ტუ­ლა­დაც გეც­ვას. ახლა მი­თხრეს, რომ შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლი­მე არხზე ჩემი გა­და­ცე­მის ლა­ი­ვი გა­ვი­დეს, არ ვიცი, ვფიქ­რობ. დღეს უკვე მე­ო­რე გა­და­ცე­მა მაქვს, ჯერ არ ვიცი, რამ­დე­ნად მის­მენს მსმე­ნე­ლი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ "და­ვი­ქო­ქე­ბი".

- იქ­ნებ, გა­და­ცე­მის სპე­ცი­ფი­კა­ზე მოგ­ვიყ­ვეთ.

- თა­მა­მად ვსა­უბ­რობთ, რო­გორც ია ფა­რუ­ლა­ვას სჩ­ვე­ვია, ყო­ველ­გვა­რი კომ­პლექ­სე­ბის გა­რე­შე, ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე, რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით მომ­წი­ფე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ოღონდ არა პო­ლი­ტი­კა­ზე - ეს ჩემი თემა ნამ­დვი­ლად არ არის.

- ყვი­თელ თე­მებ­ზე?

- თბი­ლი­სელ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში პა­ტა­რა გა­მო­კი­თხვა ჩა­ვა­ტა­რე და აღ­მოჩ­ნდა, რომ თბი­ლის­ში სექ­სის დიდი დე­ფი­ცი­ტია. თუ ამას ყვი­თელს ეძა­ხით, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და რე­ა­ლუ­რად ტრა­გე­დი­აა. ამ თე­მას გა­და­ცე­მას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვუ­ძღვნი, მაგ­რამ პირ­ვე­ლი­ვეს ვერა, არ მინ­და, მსმე­ნელ­მა შოკი მი­ი­ღოს. თე­მე­ბი მექ­ნე­ბა თა­ვის მოვ­ლა­ზე, რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეთ ათი წლით ახალ­გაზ­რდად, რო­გორ აზ­როვ­ნე­ბენ მი­ლი­ო­ნე­რე­ბი, რო­გორ შე­ვაყ­ვა­როთ კაცს თავი პირ­ვე­ლი­ვე პა­ე­მან­ზე. ასე­თი თე­მე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ეთერ­ში ყო­ველ­თვის მე­ყო­ლე­ბა სტუ­მა­რი.

- რა პრინ­ცი­პით არ­ჩევთ სტუმ­რებს?

- რა­ტომ­ღაც ასე­თი აზრი მო­მი­ვი­და თავ­ში, რომ ხან­და­ხან სტუმ­რად არაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­პა­ტი­ჟო, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ან რო­მე­ლი­მე რე­გი­ონ­ში ცხოვ­რობს. ძა­ლი­ან კარ­გი ლო­გი­კა აქვს და თე­მა­ზე კომ­პე­ტენ­ტუ­რად ლა­პა­რა­კობს. ამის­თვის სულ არ არის სა­ჭი­რო, "თსუ" ან "მაღ­ლი­ვე­ბი" ჰქონ­დეს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. მე თვი­თონ მომ­ბეზ­რდა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, ჩემი თა­ვის ჩათ­ვლით, რომ­ლე­ბიც ვი­თომ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი ვართ ამა თუ იმ სა­კი­თხში.

- ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის დე­ფი­ცი­ტი არ გვაქვს?

- ერთი-ორი კინ­კი­ლა ცნო­ბი­ლი სახე ვართ და აღარ შე­მიძ­ლია, რამ­დენ არხსაც ჩარ­თავ, ყველ­გან ჩვენ ვართ. მე, მა­გა­ლი­თად, პირ­და­პირ გე­ტყვით და შე­გიძ­ლი­ათ სა­თა­უ­რა­დაც გა­მო­ი­ტა­ნოთ, გული მე­რე­ვა, ჩემი თავი რომ კი­დევ ეკ­რან­ზე და­ვი­ნა­ხო, აღარ შე­მიძ­ლია.

- თქვენ არ ხართ ისე­თი სახე, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელს მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. დო­ზი­რე­ბუ­ლად აწ­ვდი­დით თავს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მაგ­რამ სკან­და­ლუ­რად.

- მა­გა­შია საქ­მე, მე, უბ­რა­ლოდ, ბუ­ნე­ბით შო­უ­ვუ­მე­ნი ვარ. რას ეძა­ხით სკან­დალს?.. სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ან­მა თუ რა­ღაც სი­ტყვა თქვა, ე.ი. სკან­და­ლუ­რია. ად­ვი­ლად იცით ამ სი­ტყვის მი­წე­ბე­ბა ადა­მი­ან­ზე. ამ­ბობთ, რომ ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი ქა­ლე­ბი არი­ან ლალი მო­როშ­კი­ნა, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი, ია ფა­რუ­ლა­ვა. რა­ტომ ვარ სკან­და­ლუ­რი, მა­გა­ლი­თად, მე? რა ვთქვი ისე­თი, რაც სწო­რი არ იყო, რა გა­ვა­კე­თე ისე­თი, რაც იმ მო­მენ­ტში მარ­თე­ბუ­ლი არ იყო?!.. ეს სკან­და­ლუ­რო­ბა პირ­და­პი­რო­ბა და გუ­ლახ­დი­ლო­ბაა, რაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას დღეს ძა­ლი­ან აკ­ლია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა უამ­რავ ნი­ღაბს ატა­რებს და ხომ ხე­დავთ, სა­დამ­დე მი­ვე­დით, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მომ­ხრე ვარ, კა­ხუ­რად, რა­საც ფიქ­რობ, თქვი.

- გა­და­ცე­მა, რომ­ლებ­შიც კი თქვენ ყო­ფილ­ხართ სტუმ­რად, ეთერ­ში გას­ვლის­თა­ნა­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნი გამ­ხდა­რა. თქვენ მიერ ნათ­ქვა­მი ტერ­მი­ნე­ბიც დამ­კვიდ­რდა.

- რა, "სექ­სი პარ­კეტ­ზე?" ჯერ კი­დევ ბნე­ლეთ­ში რომ ვსხედ­ვართ, უყუ­რონ ამე­რი­კულ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს", იქ ნე­ბის­მი­ე­რი მო­ცეკ­ვა­ვის შე­ფა­სე­ბი­სას მხო­ლოდ სექ­სი აკე­რი­ათ პირ­ზე. ერთხელ ვთქვი, შოუს და­სა­წყის­ში, მაგ­რამ მა­შინ ძა­ლი­ან ცოტა ბავ­შვი იჯდა დარ­ბაზ­ში, იმი­ტომ რომ პირ­ვე­ლი ორი გა­და­ცე­მა უფ­რო­სე­ბი მო­დი­ოდ­ნენ. ნელ-ნელა შე­იც­ვა­ლა და "ბას­ტი-ბუ­ბუს" კონ­ტინ­გენ­ტად იქცა და უკვე შეგ­ნე­ბუ­ლად აღარ ვამ­ბობ­დი ასეთ სი­ტყვებს. ღა­მის ეთე­რია და მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი მომ­გე­ბი­ა­ნია, ხომ ხე­დავთ, ხალ­ხს ეს და­ა­მახ­სოვ­რდა.

- რა­ღაც მო­მენ­ტში თქვენ­მა გა­მო­ნათ­ქვა­მებ­მა გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვის პერ­სო­ნაც კი გა­და­ფა­რა.

- სხვა­თა შო­რის, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო, რა­ტომ ფა­რუ­ლა­ვა? ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ ია ფა­რუ­ლა­ვა უტვი­ნო დე­და­კა­ცია, რო­მელ­საც წიგ­ნი არ აქვს წა­კი­თხუ­ლი და სულ სექ­სი აკე­რია პირ­ზე. სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის, მე ჩემ­თვის სა­შინ­ლად და ამაზ­რზე­ნად ღრმა ადა­მი­ა­ნი ვარ და ამ ყვე­ლა­ფერს "ლა­ი­თი" რა­ღა­ცე­ბით ვფა­რავ. რა ვიცი, მუ­შა­ობს, მა­ყუ­რე­ბე­ლი ამას გემ­რი­ე­ლად მი­ირ­თმევს.

- ხში­რად თქვე­ნი პერ­სო­ნის მი­მართ გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა­ზე მე­ტად ინ­ტე­რე­სი უფრო იყო.

- ერთი კარ­გი თვი­სე­ბა მაქვს, თუ რა­ღა­ცას არას­წო­რად ვი­ტყვი, ღია ეთერ­ში შე­მიძ­ლია ვა­ღი­ა­რო, რომ ეს იყო შეც­დო­მა და ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. ერ­თია, რომ ჯერ კი­დევ პო­პუ­ლა­რუ­ლი ვარ, ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს, რას ვი­ტყვი, რო­გორ ვარ და ამ­ჯე­რად რა­დი­ოს მეშ­ვე­ო­ბით გა­ი­გე­ბენ, რად­გან აქ უფრო გუ­ლახ­დი­ლი ვიქ­ნე­ბი, ცენ­ზუ­რა ნული მაქვს და ვი­საც მინ­და, იმას მო­ვიწ­ვევ და რა­საც მინ­და, იმას ვი­ტყვი. "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­კუ­თა­რი გვერ­დიც მაქვს, სა­დაც ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია შე­კი­თხვის დას­მა. მინ­და, გა­და­ცე­მა­ში მო­ვიდ­ნენ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სტუმ­რე­ბი და აღარ მინ­და ეს ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი იცი­ან და სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ფე­რი არ იცი­ან.

- ამ სი­ტყვე­ბით მათ ხომ არ გა­ა­ნა­წყე­ნებთ?

- იცით, რა არის, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. დროა, ხალ­ხმაც ხმა ამო­ი­ღოს და თა­ვი­სი აზრი და­ა­ფიქ­სი­როს, თუნ­დაც სი­სუ­ლე­ლე იყოს.

- ვარ­სკვლა­ვე­ბი ვახ­სე­ნეთ და პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ამ სფე­რო­ში თქვენ­სა და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს შო­რის მოხ­და. დღეს რა ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- რა ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა მქონ­დეს გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბელ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან უზ­რდე­ლია. თქვენ არ იცით, რა მოხ­და კუ­ლი­სებ­ში და რო­გორ შე­ვი­კა­ვე თავი, რომ პრო­ექ­ტი არ დავ­ტო­ვე. ეს ალი­ნა არ­ვე­ლა­ძის ხათ­რით მოხ­და. თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ კუ­ლი­სებ­ში სა­ში­ნე­ლი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­მა­ყე­ნა, არ მინ­და ახლა იმ სი­ტყვე­ბის გა­მე­ო­რე­ბა. ამას არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი შე­ეს­წრო.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბას თქვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა იმი­ტომ გა­უკ­ვირ­და, რომ ის თქვე­ნი ძმის­შვი­ლის, ქრის­ტი­ნეს მე­გო­ბა­რია.

- მერე რა მოხ­და, მა­ინც გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი და უზ­რდე­ლია. არც მე ვარ ფრთი­ა­ნი ან­გე­ლო­ზი, თუ შე­მო­მი­ლა­წუ­ნე­ბენ, ისეთს გა­ვუ­ლა­წუ­ნებ... კარ­გია, რომ მალე გა­ვი­და პრო­ექ­ტი­დან.

- ამ­ბობ­დნენ, რომ სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ვი­დო­და თქვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა.

- რამ­დე­ნი ხა­ნია, შო­უ­ბიზ­ნეს­ში ვარ, არა­ერ­თმა ადა­მი­ან­მა სცა­და, ჩემ­თვის ეჩივ­ლა და არც ერთ მათ­განს არ შე­უ­ტა­ნია სარ­ჩე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყუ­ი­ლია. ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ არც ერთი სა­სა­მარ­თლო არ ყო­ფი­ლა.

- რა­დი­ო­ზე ვი­სა­უბ­როთ, გა­და­ცე­მა­ში ვის სტუმ­რო­ბას ისურ­ვებ­დით?

- არ ვიცი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­ვის სტუმ­რო­ბა არ მინ­და.

- პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ მო­იწ­ვევ­დით?

- რა უნდა პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჩემს გა­და­ცე­მა­ში, ჩვენ ხომ "ლაით" თე­მებ­ზე ვსა­უბ­რობთ.

- მას არ შე­უძ­ლია "მსუ­ბუქ" თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი?

- (ფიქ­რობს) რა თე­მა­ზე მო­ვიწ­ვევ­დი? ალ­ბათ უფრო ოჯახ­ზე სა­სა­უბ­როდ. ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი მე­უღ­ლეა და ეს მარ­თლა და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ბევ­რი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცის­თვის სა­მა­გა­ლი­თო უნდა იყოს, რო­გო­რი მე­უღ­ლეც არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

- პრე­ზი­დენტს თუ მო­იწ­ვევ­დით?

- არ ვიცი, რა თე­მა­ზე მო­ვიწ­ვიო? ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი (იცი­ნის).

- თქვე­ნი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, არა­სო­დეს გი­ნა­ნი­ათ?

- არა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, გუ­ლახ­დი­ლო­ბა ინა­ნო. სა­ერ­თოდ, ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა თქვა, შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლომ­დე არ გა­ვიხ­სნა და ჩემი სუ­ლის ხვე­უ­ლებ­ში არ გა­მოგ­ზა­უ­როთ, მაგ­რამ რა­საც ვამ­ბობ, გუ­ლი­დან ვამ­ბობ და ხალ­ხს მა­ინც ვუყ­ვარ­ვარ, მი­უ­ხე­და­ვად ჩემი ასე­თი გა­მოხ­დო­მე­ბი­სა თუ სკან­და­ლუ­რო­ბი­სა. ხალ­ხმა კი­დევ უფრო შე­მიყ­ვა­რა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" შემ­დეგ. თა­ვი­დან იყო აგ­რე­სია, რა­ტომ ფა­რუ­ლა­ვა, მაგ­რამ შემ­დეგ და­ი­ნა­ხეს, რომ ია კი არ ზის და უაზ­როდ ის­ვრის სი­ტყვებს, არა­მედ სახ­ლში მე­ცა­დი­ნე­ობს და რომ მო­დის, კომ­პე­ტენ­ტუ­რად აფა­სებს კონ­კურ­სან­ტებს. მინ­და გი­თხრათ, რომ სექ­სი პარ­კეტ­ზეც იყო ნა­მე­ცა­დი­ნე­ბი გა­მო­ნათ­ქვა­მი, სპონ­ტა­ნუ­რად არ გა­ჩე­ნი­ლა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, შო­უ­ვუ­მე­ნი ვარ. "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" დარ­ბა­ზი­დან "უუ"-ს ყვი­რი­ლი გა­იხ­სე­ნეთ. რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბელს ჟი­უ­რის რეპ­ლი­კა მოს­წონ­და, ტა­შით და ყვი­რი­ლით ხვდე­ბო­და, მაგ­რამ როცა არ მოს­წონ­და, ჩუმ­დე­ბო­და. რა­ტომ უნდა გა­ჩუმ­დეს? უნდა გა­მო­ხა­ტოს. მე ვას­წავ­ლე, ამ დროს თქვით-უუუ. პა­ტა­რა მას­ტერკლა­სი ჩა­ვუ­ტა­რე. თუ რა­ღაც არ მოგ­ვწონს, უნდა გა­მოვ­ხა­ტოთ, ადრე უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე და­ი­სად­გუ­რებ­და ხოლ­მე, მერე აი­ტა­ცეს.

- პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე რო­დე­საც ლა­პა­რა­კობთ, მა­ში­ნაც საკ­მა­ოდ გუ­ლახ­დი­ლი ხართ, არ არ­სე­ბობს კი­თხვა, რომ პა­სუხს თავი აა­რი­დოთ.

- დიახ, დას­ვით კი­თხვა (იღი­მე­ბა).

- ახლა მარ­ტოა ია ფა­რუ­ლა­ვა?

- არა, მყავს მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი, მარ­ტო არ ვარ. ორი წე­ლია ერ­თად ვართ. ბევ­რმა იცის ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი, თქვენს ჟურ­ნალ­შიც და­ი­წე­რა ჭო­რის სა­ხით (ორი წლის წინ "რე­ი­ტინ­გში" რა­ჭის ყო­ფილ გუ­ბერ­ნა­ტორ ოთარ სი­რა­ძი­სა და ია ფა­რუ­ლა­ვას რო­მან­ზე ვწერ­დით - ავტ.).

- ისევ ერ­თად ხართ? ამ­ბობ­დნენ, რომ და­შორ­დით.

- რა­ტომ, არ შე­იძ­ლე­ბა, ორი წელი ერთ კაც­თან ვიყო? არ დავ­შო­რე­ბულ­ვართ, ერ­თმა­ნე­თის მი­მართ არა­ნა­ი­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი არ გვაქვს. გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს მე და ამ პი­როვ­ნე­ბას. არ ვა­პი­რებ მისი სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გა­პი­ა­რე­ბას.

- რო­გო­რია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ია ფა­რუ­ლა­ვა?

- მე არ ვარ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, მივ­ხვდი, რომ სიყ­ვა­რუ­ლი არ არის სა­ჭი­რო. ამას რამ­დე­ნი­მე წლის წინ მივ­ხვდი. მა­მა­კა­ცი არ უნდა გიყ­ვარ­დეს, მისი უნდა გეს­მო­დეს, მაგ­რამ მას სი­გი­ჟემ­დე უნდა უყ­ვარ­დე. ქალს სა­კუ­თა­რი თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი სჭირ­დე­ბა და არა მა­მა­კა­ცის.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ამ ინ­ტერ­ვი­უს რომ წა­ი­კი­თხავს ის ადა­მი­ა­ნი, არ ეწყი­ნე­ბა?

- არა, რად­გან "გა­ი­ას­ნე­ბუ­ლი" გვაქვს ყვე­ლა­ფე­რი. მიყ­ვარს მარ­ტო­ო­ბა, კარ­გია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ქალს მა­მა­კა­ცის ენერ­გია სჭირ­დე­ბა.

- პო­ლი­ტი­კა­ზე გკი­თხავთ, ყო­ველ­თვის ახერ­ხებ­დით, რომ ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბა შე­გე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნათ.

- მე არა­სო­დეს ვი­ყა­ვი მი­შას კა­რის ბულ­ბუ­ლი და არც აქეთ მხა­რეს ვა­პი­რებ ვა­ზე­ლი­ნის გა­დას­მას. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი წავ­ლენ და მოვ­ლენ და მე ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რი. გახ­სოვთ, ათი წლის წინ ვინ იყ­ვნენ მი­ნის­ტრე­ბი?

- არა­სო­დეს გქო­ნი­ათ რო­მე­ლი­მე პარ­ტი­ი­დან შე­თა­ვა­ზე­ბა?

- არა, არა­სო­დეს უთ­ქვამთ, მოდი, მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რე და აქ­ცი­ა­ზე გა­მო­დიო. აქ­ცი­ა­ზე ვი­ყა­ვი ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს. მახ­სოვს, ავ­ტო­ბუს­ზე ავე­დი და "რუს­თა­ვი 2"-მა ჩამ­წე­რა. მა­შინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო პარ­ლა­მენ­ტის წინ იყო. არ მა­ინ­ტე­რე­სებს პო­ლი­ტი­კა, არ მეს­მის. ძა­ლი­ან ბევ­რი ხვე­უ­ლი და თა­მა­შე­ბია. არ მინ­და, ჩემი ტვი­ნი ამ ფიქ­რე­ბით და­ბინ­ძურ­დეს. ჯერ კი­დევ არ დამ­დგა­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ის დრო, რომ ისე­თი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც რა­საც ფიქ­რო­ბენ, იმას ამ­ბო­ბენ. თუ ასე­თი დრო დად­გე­ბა, მა­შინ კი...

- წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ სა­კუ­თა­რი თავი დიდ პო­ლი­ტი­კა­ში?

- არა, მაგ­რამ მე მაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ მა­სე­ბი კარ­გად და­ვი­ჭი­რო, ჩემი აზრი გა­დავ­დო. კარ­გი ორა­ტო­რი ვარ, თუ დი­ნე­ბა­ში ვარ შე­სუ­ლი. პო­ლი­ტი­კა ნიშ­ნავს უძი­ლო ღა­მე­ებს, სტრესს, ჭა­ღა­რას, ნა­ო­ჭებს, რაც მე არ შე­მიძ­ლია და არ მივ­ცემ თავს ამის უფ­ლე­ბას.

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზას რომ გა­დავ­ხე­დოთ, ძლი­ე­რი ქალ­ბა­ტო­ნი ხართ.

- კი, ძლი­ე­რი ვარ, მაგ­რამ ბე­დიც მწყა­ლობს. ძლი­ე­რი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი მყავს. რო­დე­საც ძა­ლი­ან მი­ჭირს და იმე­დი მაქვს გა­და­წუ­რუ­ლი, ბო­ლომ­დე ვეშ­ვე­ბი ემო­ცი­უ­რად ქვეს­კნელ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად იწყე­ბა ზე­ას­ვლა. დეპ­რე­სია ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს აუ­ცი­ლებ­ლად ემარ­თე­ბა, მაგ­რამ ისე­თი დეპ­რე­სია არ მქო­ნია, რომ ლო­გი­ნი­დან ვერ ავ­მდგა­რი­ყა­ვი და ვერ მე­ბა­ნა­ვა. ამ დროს სა­კუ­თარ თავს თვი­თონ ამოვ­ქა­ჩავ ხოლ­მე.

- რა რე­ცეპტს ფლობთ?

- ეს უკვე ალ­ქი­მი­აა (იცი­ნის).

- სად ის­წავ­ლეთ ალ­ქი­მია, თუ წლებ­მა გას­წავ­ლათ?

- ამე­რი­კა­ში ვის­წავ­ლე. ახლა ისეთ თე­მებს ვე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველ­მა ნაკ­ლე­ბად იცის. მე ხომ ყო­ველ­თვის ცან­ცა­რა ია ფა­რუ­ლა­ვას ვაწ­ვდი მათ. ალ­ქი­მია ჯა­დოქ­რო­ბას კი არ ნიშ­ნავს, უბ­რა­ლოდ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავს უღ­რმავ­დე­ბა და ანა­ლიზს იწყებს, ეს უკვე ალ­ქი­მი­აა, აბა, რა არის. ჰერ­მე­სი ამ­ბობ­და, ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თარ თავ­თან მარ­ტო ვერ რჩე­ბი­ან, ძა­ლი­ან სუს­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

- რო­დის გბეზ­რდე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა და რას აკე­თებთ ამ დროს?

- ამე­რი­კის პას­პორ­ტი მაქვს და ქვეყ­ნი­დან გავ­დი­ვარ. ხან მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ხა­ნაც მარ­ტო. დიდი ხა­ნია, რაც ქვეყ­ნი­დან არ გავ­სულ­ვარ.

- მარ­ტო ცხოვ­რობთ?

- დიახ, ჩემს ფისო ზუ­ზის­თან ერ­თად. ვიღ­ვი­ძებ დი­ლას და ზუზი გვერ­დზე მი­წევს კარ­გი კა­ცი­ვით. ლო­გინ­ზე ბეწ­ვე­ბი აქვს დაყ­რი­ლი. მერე ვდგე­ბით და ხან წი­წი­ბუ­რას, ხა­ნაც ჰერ­კუ­ლე­სის ფა­ფას ვი­კე­თებ. დავ­ლევ ყა­ვას, შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელს ვსტუმ­რობ, ერთ-ორ ვარ­ჯიშს ვა­ტა­რებ ჩე­ხო­ვის მე­თო­დი­დან. შემ­დეგ ვიც­ვამ სა­უ­ნის შარ­ვალს და ვატ­რი­ა­ლებ ვე­ლო­სი­პედს. ყო­ველ­დღე ვსტუმ­რობ სი­ლა­მა­ზის სა­ლონს. მე არ მჭირ­დე­ბა, ვი­ღა­ცამ მო­მი­წყოს სი­ურპრი­ზე­ბი, არა­ვის­ზე არ ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ადრე ალ­ბათ მინ­დო­და, რომ ჩემ­თვის ვინ­მეს სი­ურპრი­ზი მო­ე­წყო, მაგ­რამ ვხვდე­ბი, შენს თავს რომ სი­ურპრიზს მო­უ­წყობ, ისეთს ვე­რა­ვინ მო­გი­წყობს. მაგ­რამ ისეც არ გე­გო­ნოთ, ხან­და­ხან ჩემი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ციც მი­წყობს სი­ურპრი­ზებს.

- თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპს რას და­არ­ქმევ­დით?

- რა­ღაც ძა­ლი­ან მა­გა­რის და­სა­წყი­სია (იღი­მე­ბა).

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ია ფარულავა - ”მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე”

ია ფარულავა - ”მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე”

"დღის შოუს" დახურვის შემდეგ ია ფარულავამ რადიოსივრცეში დაიდო ბინა. ამბობს, რომ ასე უფრო კომფორტულია. არც მაკიაჟი სჭირდება და ხანდახან შეიძლება, სპორტულად ჩაცმულმაც წაიყვანოს გადაცემა. "ია ფარულავას რადიოშოუ" - ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც მსახიობს ყოველ ოთხშაბათს "პირველი რადიოს" ეთერში მიჰყავს. არ უყვარს სიტყვა სკანდალური, ფიქრობს, რომ ამ სიტყვას ხანდახან ჟურნალისტები არასწორად ვიყენებთ ცნობილი ადამიანების მიმართ, მაგრამ ფაქტია, რომ მისი სატელევიზიო გამოსვლები ყოველთვის სკანდალურობით გამოირჩევა და როცა ია ეთერშია, მაყურებელი მისგან ხმაურიან განცხადებებს ელოდება.

რესპონდენტს ინტერვიუს ჩასაწერად რადიოში ვესტუმრეთ. ფოტოსესიის შემდეგ ინტერვიუ დაიწყო, დრო ბევრი გვქონდა, ეთერამდე 40 წუთი რჩებოდა. დიდი ხანია, რაც იას ვრცელი ინტერვიუ "რეიტინგში" არ დაბეჭდილა, ამიტომ შევეცადეთ, ბოლო დროს მის გარშემო მომხდარ საინტერესო ამბებზეც დაგვესვა შეკითხვები.

- ყოველთვის მაინტერესებდა რადიოში მუშაობა. არ ჩანხარ, უფრო ინტიმური გარემოა. უამრავი ადამიანი გისმენს და ამ დროს არც მაკიაჟზე ზრუნვა გჭირდება და არც იმაზე ფიქრობ, თმა როგორ გაქვს. შეიძლება, ხანდახან სპორტულადაც გეცვას. ახლა მითხრეს, რომ შეიძლება, რომელიმე არხზე ჩემი გადაცემის ლაივი გავიდეს, არ ვიცი, ვფიქრობ. დღეს უკვე მეორე გადაცემა მაქვს, ჯერ არ ვიცი, რამდენად მისმენს მსმენელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ "დავიქოქები".

- იქნებ, გადაცემის სპეციფიკაზე მოგვიყვეთ.

- თამამად ვსაუბრობთ, როგორც ია ფარულავას სჩვევია, ყოველგვარი კომპლექსების გარეშე, ნებისმიერ თემაზე, რომელიც დღესდღეობით მომწიფებულია საზოგადოებაში, ოღონდ არა პოლიტიკაზე - ეს ჩემი თემა ნამდვილად არ არის.

- ყვითელ თემებზე?

- თბილისელ ქალბატონებში პატარა გამოკითხვა ჩავატარე და აღმოჩნდა, რომ თბილისში სექსის დიდი დეფიციტია. თუ ამას ყვითელს ეძახით, სერიოზული პრობლემაა და რეალურად ტრაგედიაა. ამ თემას გადაცემას აუცილებლად მივუძღვნი, მაგრამ პირველივეს ვერა, არ მინდა, მსმენელმა შოკი მიიღოს. თემები მექნება თავის მოვლაზე, როგორ გამოვიყურებოდეთ ათი წლით ახალგაზრდად, როგორ აზროვნებენ მილიონერები, როგორ შევაყვაროთ კაცს თავი პირველივე პაემანზე. ასეთი თემები ძალიან საინტერესოა და ეთერში ყოველთვის მეყოლება სტუმარი.

- რა პრინციპით არჩევთ სტუმრებს?

- რატომღაც ასეთი აზრი მომივიდა თავში, რომ ხანდახან სტუმრად არაცნობილი ადამიანი დავპატიჟო, რომელიც თბილისში ან რომელიმე რეგიონში ცხოვრობს. ძალიან კარგი ლოგიკა აქვს და თემაზე კომპეტენტურად ლაპარაკობს. ამისთვის სულ არ არის საჭირო, "თსუ" ან "მაღლივები" ჰქონდეს დამთავრებული. მე თვითონ მომბეზრდა ცნობილი სახეები, ჩემი თავის ჩათვლით, რომლებიც ვითომ კომპეტენტურები ვართ ამა თუ იმ საკითხში.

- ცნობილი სახეების დეფიციტი არ გვაქვს?

- ერთი-ორი კინკილა ცნობილი სახე ვართ და აღარ შემიძლია, რამდენ არხსაც ჩართავ, ყველგან ჩვენ ვართ. მე, მაგალითად, პირდაპირ გეტყვით და შეგიძლიათ სათაურადაც გამოიტანოთ, გული მერევა, ჩემი თავი რომ კიდევ ეკრანზე დავინახო, აღარ შემიძლია.

- თქვენ არ ხართ ისეთი სახე, რომელიც მაყურებელს მობეზრებული ჰყავდა. დოზირებულად აწვდიდით თავს საზოგადოებას, მაგრამ სკანდალურად.

- მაგაშია საქმე, მე, უბრალოდ, ბუნებით შოუვუმენი ვარ. რას ეძახით სკანდალს?.. საქართველოში ადამიანმა თუ რაღაც სიტყვა თქვა, ე.ი. სკანდალურია. ადვილად იცით ამ სიტყვის მიწებება ადამიანზე. ამბობთ, რომ ყველაზე სკანდალური ქალები არიან ლალი მოროშკინა, შორენა ბეგაშვილი, ია ფარულავა. რატომ ვარ სკანდალური, მაგალითად, მე? რა ვთქვი ისეთი, რაც სწორი არ იყო, რა გავაკეთე ისეთი, რაც იმ მომენტში მართებული არ იყო?!.. ეს სკანდალურობა პირდაპირობა და გულახდილობაა, რაც ჩვენს საზოგადოებას დღეს ძალიან აკლია. საზოგადოება უამრავ ნიღაბს ატარებს და ხომ ხედავთ, სადამდე მივედით, კომუნიკაციის სერიოზული პრობლემაა. ჯანსაღი კომუნიკაციის მომხრე ვარ, კახურად, რასაც ფიქრობ, თქვი.

- გადაცემა, რომლებშიც კი თქვენ ყოფილხართ სტუმრად, ეთერში გასვლისთანავე საზოგადოების განსჯის საგანი გამხდარა. თქვენ მიერ ნათქვამი ტერმინებიც დამკვიდრდა.

- რა, "სექსი პარკეტზე?" ჯერ კიდევ ბნელეთში რომ ვსხედვართ, უყურონ ამერიკულ "ცეკვავენ ვარსკვლავებს", იქ ნებისმიერი მოცეკვავის შეფასებისას მხოლოდ სექსი აკერიათ პირზე. ერთხელ ვთქვი, შოუს დასაწყისში, მაგრამ მაშინ ძალიან ცოტა ბავშვი იჯდა დარბაზში, იმიტომ რომ პირველი ორი გადაცემა უფროსები მოდიოდნენ. ნელ-ნელა შეიცვალა და "ბასტი-ბუბუს" კონტინგენტად იქცა და უკვე შეგნებულად აღარ ვამბობდი ასეთ სიტყვებს. ღამის ეთერია და მსგავსი რაღაცები მომგებიანია, ხომ ხედავთ, ხალხს ეს დაამახსოვრდა.

- რაღაც მომენტში თქვენმა გამონათქვამებმა გოჩა ჩერტკოევის პერსონაც კი გადაფარა.

- სხვათა შორის, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება იყო, რატომ ფარულავა? ხალხს ჰგონია, რომ ია ფარულავა უტვინო დედაკაცია, რომელსაც წიგნი არ აქვს წაკითხული და სულ სექსი აკერია პირზე. სინამდვილეში ასე არ არის, მე ჩემთვის საშინლად და ამაზრზენად ღრმა ადამიანი ვარ და ამ ყველაფერს "ლაითი" რაღაცებით ვფარავ. რა ვიცი, მუშაობს, მაყურებელი ამას გემრიელად მიირთმევს.

- ხშირად თქვენი პერსონის მიმართ გაღიზიანებაზე მეტად ინტერესი უფრო იყო.

- ერთი კარგი თვისება მაქვს, თუ რაღაცას არასწორად ვიტყვი, ღია ეთერში შემიძლია ვაღიარო, რომ ეს იყო შეცდომა და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ერთია, რომ ჯერ კიდევ პოპულარული ვარ, ხალხს აინტერესებს, რას ვიტყვი, როგორ ვარ და ამჯერად რადიოს მეშვეობით გაიგებენ, რადგან აქ უფრო გულახდილი ვიქნები, ცენზურა ნული მაქვს და ვისაც მინდა, იმას მოვიწვევ და რასაც მინდა, იმას ვიტყვი. "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდიც მაქვს, სადაც ნებისმიერს შეუძლია შეკითხვის დასმა. მინდა, გადაცემაში მოვიდნენ ჩვეულებრივი სტუმრები და აღარ მინდა ეს ძალიან კომპეტენტური ვარსკვლავები, რომლებმაც ყველაფერი იციან და სინამდვილეში არაფერი არ იციან.

- ამ სიტყვებით მათ ხომ არ გაანაწყენებთ?

- იცით, რა არის, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დროა, ხალხმაც ხმა ამოიღოს და თავისი აზრი დააფიქსიროს, თუნდაც სისულელე იყოს.

- ვარსკვლავები ვახსენეთ და პირველი სერიოზული დაპირისპირება ამ სფეროში თქვენსა და თაკო გაჩეჩილაძეს შორის მოხდა. დღეს რა ურთიერთობა გაქვთ?

- რა ურთიერთობა უნდა მქონდეს გაუწონასწორებელ ადამიანთან, რომელიც ძალიან უზრდელია. თქვენ არ იცით, რა მოხდა კულისებში და როგორ შევიკავე თავი, რომ პროექტი არ დავტოვე. ეს ალინა არველაძის ხათრით მოხდა. თაკო გაჩეჩილაძემ კულისებში საშინელი შეურაცხყოფა მომაყენა, არ მინდა ახლა იმ სიტყვების გამეორება. ამას არაერთი ადამიანი შეესწრო.

- საზოგადოებას თქვენი დაპირისპირება იმიტომ გაუკვირდა, რომ ის თქვენი ძმისშვილის, ქრისტინეს მეგობარია.

- მერე რა მოხდა, მაინც გაუწონასწორებელი და უზრდელია. არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი, თუ შემომილაწუნებენ, ისეთს გავულაწუნებ... კარგია, რომ მალე გავიდა პროექტიდან.

- ამბობდნენ, რომ სასამართლომდე მივიდოდა თქვენი დაპირისპირება.

- რამდენი ხანია, შოუბიზნესში ვარ, არაერთმა ადამიანმა სცადა, ჩემთვის ეჩივლა და არც ერთ მათგანს არ შეუტანია სარჩელი. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩემ წინააღმდეგ არც ერთი სასამართლო არ ყოფილა.

- რადიოზე ვისაუბროთ, გადაცემაში ვის სტუმრობას ისურვებდით?

- არ ვიცი, განსაკუთრებულად არავის სტუმრობა არ მინდა.

- პრემიერ-მინისტრს არ მოიწვევდით?

- რა უნდა პრემიერ-მინისტრს ჩემს გადაცემაში, ჩვენ ხომ "ლაით" თემებზე ვსაუბრობთ.

- მას არ შეუძლია "მსუბუქ" თემებზე საუბარი?

- (ფიქრობს) რა თემაზე მოვიწვევდი? ალბათ უფრო ოჯახზე სასაუბროდ. ძალიან ერთგული მეუღლეა და ეს მართლა დასაფასებელია. ბევრი ქართველი მამაკაცისთვის სამაგალითო უნდა იყოს, როგორი მეუღლეც არის პრემიერ-მინისტრი.

- პრეზიდენტს თუ მოიწვევდით?

- არ ვიცი, რა თემაზე მოვიწვიო? ქართული ღვინის ტექნოლოგიები (იცინის).

- თქვენი ინტერვიუები ყოველთვის გულახდილობით გამოირჩევა, არასოდეს გინანიათ?

- არა, როგორ შეიძლება, გულახდილობა ინანო. საერთოდ, ამბობენ, რომ ყველაფერი არ უნდა თქვა, შეიძლება, ბოლომდე არ გავიხსნა და ჩემი სულის ხვეულებში არ გამოგზაუროთ, მაგრამ რასაც ვამბობ, გულიდან ვამბობ და ხალხს მაინც ვუყვარვარ, მიუხედავად ჩემი ასეთი გამოხდომებისა თუ სკანდალურობისა. ხალხმა კიდევ უფრო შემიყვარა "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემდეგ. თავიდან იყო აგრესია, რატომ ფარულავა, მაგრამ შემდეგ დაინახეს, რომ ია კი არ ზის და უაზროდ ისვრის სიტყვებს, არამედ სახლში მეცადინეობს და რომ მოდის, კომპეტენტურად აფასებს კონკურსანტებს. მინდა გითხრათ, რომ სექსი პარკეტზეც იყო ნამეცადინები გამონათქვამი, სპონტანურად არ გაჩენილა. კიდევ ერთხელ ვამბობ, შოუვუმენი ვარ. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" დარბაზიდან "უუ"-ს ყვირილი გაიხსენეთ. როდესაც მაყურებელს ჟიურის რეპლიკა მოსწონდა, ტაშით და ყვირილით ხვდებოდა, მაგრამ როცა არ მოსწონდა, ჩუმდებოდა. რატომ უნდა გაჩუმდეს? უნდა გამოხატოს. მე ვასწავლე, ამ დროს თქვით-უუუ. პატარა მასტერკლასი ჩავუტარე. თუ რაღაც არ მოგვწონს, უნდა გამოვხატოთ, ადრე უხერხული სიჩუმე დაისადგურებდა ხოლმე, მერე აიტაცეს.

- პირად ცხოვრებაზე როდესაც ლაპარაკობთ, მაშინაც საკმაოდ გულახდილი ხართ, არ არსებობს კითხვა, რომ პასუხს თავი აარიდოთ.

- დიახ, დასვით კითხვა (იღიმება).

- ახლა მარტოა ია ფარულავა?

- არა, მყავს მეგობარი მამაკაცი, მარტო არ ვარ. ორი წელია ერთად ვართ. ბევრმა იცის ვინ არის ის ადამიანი, თქვენს ჟურნალშიც დაიწერა ჭორის სახით (ორი წლის წინ "რეიტინგში" რაჭის ყოფილ გუბერნატორ ოთარ სირაძისა და ია ფარულავას რომანზე ვწერდით - ავტ.).

- ისევ ერთად ხართ? ამბობდნენ, რომ დაშორდით.

- რატომ, არ შეიძლება, ორი წელი ერთ კაცთან ვიყო? არ დავშორებულვართ, ერთმანეთის მიმართ არანაირი ვალდებულებები არ გვაქვს. გადასარევი ურთიერთობა გვაქვს მე და ამ პიროვნებას. არ ვაპირებ მისი სახელისა და გვარის გაპიარებას.

- როგორია შეყვარებული ია ფარულავა?

- მე არ ვარ შეყვარებული, მივხვდი, რომ სიყვარული არ არის საჭირო. ამას რამდენიმე წლის წინ მივხვდი. მამაკაცი არ უნდა გიყვარდეს, მისი უნდა გესმოდეს, მაგრამ მას სიგიჟემდე უნდა უყვარდე. ქალს საკუთარი თავის სიყვარული სჭირდება და არა მამაკაცის.

- როგორ ფიქრობთ, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავს ის ადამიანი, არ ეწყინება?

- არა, რადგან "გაიასნებული" გვაქვს ყველაფერი. მიყვარს მარტოობა, კარგია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქალს მამაკაცის ენერგია სჭირდება.

- პოლიტიკაზე გკითხავთ, ყოველთვის ახერხებდით, რომ ნეიტრალურობა შეგენარჩუნებინათ.

- მე არასოდეს ვიყავი მიშას კარის ბულბული და არც აქეთ მხარეს ვაპირებ ვაზელინის გადასმას. პოლიტიკოსები წავლენ და მოვლენ და მე ყოველთვის ვიქნები აქტუალური. გახსოვთ, ათი წლის წინ ვინ იყვნენ მინისტრები?

- არასოდეს გქონიათ რომელიმე პარტიიდან შეთავაზება?

- არა, არასოდეს უთქვამთ, მოდი, მხარი დაგვიჭირე და აქციაზე გამოდიო. აქციაზე ვიყავი ვარდების რევოლუციის დროს. მახსოვს, ავტობუსზე ავედი და "რუსთავი 2"-მა ჩამწერა. მაშინ სრულიად საქართველო პარლამენტის წინ იყო. არ მაინტერესებს პოლიტიკა, არ მესმის. ძალიან ბევრი ხვეული და თამაშებია. არ მინდა, ჩემი ტვინი ამ ფიქრებით დაბინძურდეს. ჯერ კიდევ არ დამდგარა საქართველოში ის დრო, რომ ისეთი პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებიც რასაც ფიქრობენ, იმას ამბობენ. თუ ასეთი დრო დადგება, მაშინ კი...

- წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი დიდ პოლიტიკაში?

- არა, მაგრამ მე მაქვს გამოცდილება, რომ მასები კარგად დავიჭირო, ჩემი აზრი გადავდო. კარგი ორატორი ვარ, თუ დინებაში ვარ შესული. პოლიტიკა ნიშნავს უძილო ღამეებს, სტრესს, ჭაღარას, ნაოჭებს, რაც მე არ შემიძლია და არ მივცემ თავს ამის უფლებას.

- თქვენი ცხოვრების გზას რომ გადავხედოთ, ძლიერი ქალბატონი ხართ.

- კი, ძლიერი ვარ, მაგრამ ბედიც მწყალობს. ძლიერი მფარველი ანგელოზები მყავს. როდესაც ძალიან მიჭირს და იმედი მაქვს გადაწურული, ბოლომდე ვეშვები ემოციურად ქვესკნელში, აუცილებლად იწყება ზეასვლა. დეპრესია ხელოვან ადამიანს აუცილებლად ემართება, მაგრამ ისეთი დეპრესია არ მქონია, რომ ლოგინიდან ვერ ავმდგარიყავი და ვერ მებანავა. ამ დროს საკუთარ თავს თვითონ ამოვქაჩავ ხოლმე.

- რა რეცეპტს ფლობთ?

- ეს უკვე ალქიმიაა (იცინის).

- სად ისწავლეთ ალქიმია, თუ წლებმა გასწავლათ?

- ამერიკაში ვისწავლე. ახლა ისეთ თემებს ვეხები, რომლებიც მკითხველმა ნაკლებად იცის. მე ხომ ყოველთვის ცანცარა ია ფარულავას ვაწვდი მათ. ალქიმია ჯადოქრობას კი არ ნიშნავს, უბრალოდ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უღრმავდება და ანალიზს იწყებს, ეს უკვე ალქიმიაა, აბა, რა არის. ჰერმესი ამბობდა, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავთან მარტო ვერ რჩებიან, ძალიან სუსტი ადამიანები არიან.

- როდის გბეზრდებათ საქარ­თველოში ცხოვრება და რას აკეთებთ ამ დროს?

- ამერიკის პასპორტი მაქვს და ქვეყნიდან გავდივარ. ხან მეგობრებთან ერთად, ხანაც მარტო. დიდი ხანია, რაც ქვეყნიდან არ გავსულვარ.

- მარტო ცხოვრობთ?

- დიახ, ჩემს ფისო ზუზისთან ერთად. ვიღვიძებ დილას და ზუზი გვერდზე მიწევს კარგი კაცივით. ლოგინზე ბეწვები აქვს დაყრილი. მერე ვდგებით და ხან წიწიბურას, ხანაც ჰერკულესის ფაფას ვიკეთებ. დავლევ ყავას, შემდეგ სოციალურ ქსელს ვსტუმრობ, ერთ-ორ ვარჯიშს ვატარებ ჩეხოვის მეთოდიდან. შემდეგ ვიცვამ საუნის შარვალს და ვატრიალებ ველოსიპედს. ყოველდღე ვსტუმრობ სილამაზის სალონს. მე არ მჭირდება, ვიღაცამ მომიწყოს სიურპრიზები, არავისზე არ ვარ დამოკიდებული. ადრე ალბათ მინდოდა, რომ ჩემთვის ვინმეს სიურპრიზი მოეწყო, მაგრამ ვხვდები, შენს თავს რომ სიურპრიზს მოუწყობ, ისეთს ვერავინ მოგიწყობს. მაგრამ ისეც არ გეგონოთ, ხანდახან ჩემი მეგობარი მამაკაციც მიწყობს სიურპრიზებს.

- თქვენი ცხოვრების ამ ეტაპს რას დაარქმევდით?

- რაღაც ძალიან მაგარის დასაწყისია (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება