მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - ერთადერთი რაც გაიაფდა, ნარკოტიკებია
ვანო მერაბიშვილი - ერთადერთი რაც გაიაფდა, ნარკოტიკებია

უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა და ვერ შეძ­ლებს, ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა და დიქ­ტა­ტუ­რა, რაც მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერც კი გა­ბე­დავს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის კენ­ჭისყრა­ზე და­ყე­ნე­ბას, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის"გე­ნე­რა­ლურ­მა, მდი­ვან­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მოხ­მა­უ­რე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ივა­ნიშ­ვი­ლი და უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­უბ­რო­ბენ, რომ მათ ჰყავთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, თუმ­ცა ნა­თე­ლია, რომ ისი­ნი ვერ მო­აგ­რო­ვე­ბენ ამის­თვის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბის დე­პუ­ტა­ტებს.

"აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ივა­ნიშ­ვი­ლი ბრა­ზობს და ემუქ­რე­ბა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­სა და მათ ახ­ლობ­ლებს, ასე­ვე კო­ლე­გებს. მივ­მარ­თავ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ მისი მუ­ქა­რა ვერ შეგ­ვა­ში­ნებს და ხელს ვერ აგ­ვა­ღე­ბი­ნებს იმ გზის­გან, რო­მე­ლიც ჩვენ ავირ­ჩი­ეთ", - გა­ნა­ცხა­და ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დღეს აპი­რებ­და თა­ვის 100 დღის შე­დე­გებ­ზე ესა­უბ­რა, თუმ­ცა მთე­ლი თა­ვი­სი სამ­სა­ა­თი­ა­ნი გა­მოს­ვლის 90% "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და­უთ­მო.

"მე მის მა­გივ­რად შე­ვეც­დე­ბი, მოკ­ლედ შე­ვა­ფა­სო მისი 100-დღი­ა­ნი მმარ­თვე­ლო­ბა. ეს არის კრი­მი­ნა­ლის მკვეთ­რი ზრდა, ჩა­მოშ­ლი­ლი ეკო­ნო­მი­კა და შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბი. ივა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­ზე იმ დროს, რო­დე­საც ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვა ტე­რო­რის­ტე­ბი, მე­ამ­ბო­ხე­ე­ბი, ჩა­ხა­ლი­ა­ნი, კრი­მი­ნა­ლე­ბი, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ის არ­ნა­ხულ რეპ­რე­სი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს ქვე­ყა­ნა­ში და მსგავ­სი რეპ­რე­სი­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა", - აღ­ნიშ­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­ის­თვის და­კი­თხუ­ლია თბილ­სის მე­რი­ის 885 თა­ნამ­შრო­მე­ლი, ასე­ვე 1425 ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თა­ნამ­შრო­მე­ლი. ასე­ვე და­კი­თხუ­ლია 4450 სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტი და 1200-ზე მეტი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტი. მათ შო­რის არი­ან ექი­მე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი.

"ივა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს გა­ი­ა­ფე­ბა­ზე, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი რაც გა­ი­აფ­და, ეს არის ნარ­კო­ტი­კე­ბი და ამას ყო­ველ­დღე ვამ­ჩნევთ ჩვენს ქუ­ჩებ­ში, სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში და სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში", - აღ­ნიშ­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა დღეს­ვე კი­დევ ერთი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა მის და­კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით და აღ­ნიშ­ნა - მი­მარ­თავს მთავ­რო­ბას, რომ ნაც­ვლად სო­ცი­ა­ლუ­რი აგენ­ტე­ბი­სა და იმ ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი­სა, რომ­ლებ­საც კი­თხა­ვენ პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბე­ბის აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ის და­კი­თხონ, რად­გან სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­იქ­მნა და­საქ­მე­ბის სა­მი­ნის­ტრო და სწო­რედ მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით შენ­დე­ბო­და პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ვანო მერაბიშვილი - ერთადერთი რაც გაიაფდა, ნარკოტიკებია

ვანო მერაბიშვილი - ერთადერთი რაც გაიაფდა, ნარკოტიკებია

უმრავლესობას არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ვერ შეძლებს, ჩამოაყალიბოს საქართველოში ერთპარტიული მმართველობა და დიქტატურა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ უმრავლესობა ვერც კი გაბედავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე დაყენებას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის"გენერალურმა, მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენციის გამოხმაურებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი და უმრავლესობა საუბრობენ, რომ მათ ჰყავთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა ნათელია, რომ ისინი ვერ მოაგროვებენ ამისთვის საკმარისი რაოდენობის დეპუტატებს.

"აქედან გამომდინარე, ივანიშვილი ბრაზობს და ემუქრება პარლამენტის წევრებსა და მათ ახლობლებს, ასევე კოლეგებს. მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი მუქარა ვერ შეგვაშინებს და ხელს ვერ აგვაღებინებს იმ გზისგან, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღეს აპირებდა თავის 100 დღის შედეგებზე ესაუბრა, თუმცა მთელი თავისი სამსაათიანი გამოსვლის 90% "ნაციონალურ მოძრაობას" დაუთმო.

"მე მის მაგივრად შევეცდები, მოკლედ შევაფასო მისი 100-დღიანი მმართველობა. ეს არის კრიმინალის მკვეთრი ზრდა, ჩამოშლილი ეკონომიკა და შეუსრულებელი დაპირებები. ივანიშვილი საუბრობს სამართლიანობაზე იმ დროს, როდესაც ციხიდან გამოუშვა ტერორისტები, მეამბოხეები, ჩახალიანი, კრიმინალები, ამის პარალელურად ის არნახულ რეპრესიებს ახორციელებს ქვეყანაში და მსგავსი რეპრესიები ქვეყანაში არ განხორციელებულა", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხულია თბილსის მერიის 885 თანამშრომელი, ასევე 1425 ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომელი. ასევე დაკითხულია 4450 სოციალური აგენტი და 1200-ზე მეტი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი. მათ შორის არიან ექიმები, მასწავლებლები და სხვა პროფესიის ადამიანები.

"ივანიშვილი საუბრობს გაიაფებაზე, მაგრამ ერთადერთი რაც გაიაფდა, ეს არის ნარკოტიკები და ამას ყოველდღე ვამჩნევთ ჩვენს ქუჩებში, სადარბაზოებში და სხვადასხვა ადგილებში", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა დღესვე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა მის დაკითხვასთან დაკავშირებით და აღნიშნა - მიმართავს მთავრობას, რომ ნაცვლად სოციალური აგენტებისა და იმ ყოფილი პოლიციელებისა, რომლებსაც კითხავენ პოლიციის შენობების აშენებასთან დაკავშირებით, ის დაკითხონ, რადგან სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა დასაქმების სამინისტრო და სწორედ მისი ინიციატივით შენდებოდა პოლიციის შენობები.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა