შსს-ს გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში საკადრო ცვლილებები ეტაპობრივად ხორციელდება. რამდენიმე დღეა, რაც ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში უბნის რწმუნებულებად უკვე გაუქმებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, გივი მუჯირი და ლაშა სალუქვაძე დაინიშნენ.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები შს სამინისტროში გასაუბრებაზე იმყოფებოდნენ. გივი მუჯირი ურეკში, 9 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრის დროს ხალხის შუაგულში იდგა და შეხვედრას გულდასმით აკვირდებოდა. ის წინასაარჩევნოდ სამუშაოდ ურეკში იყო მიმაგრებული.