პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ხუჯაძის კონცერტმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა
დათო ხუჯაძის კონცერტმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა

მარ­თა­ლია, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში დათო აღ­ნიშ­ნავ­და, რომ კონ­ცერ­ტით კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, მაგ­რამ მომ­ღერ­ლის პირ­ველ­მა გა­მო­ჩე­ნამ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა. კონ­ცერ­ტზე რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ სა­ხეს მოვ­კა­რით თვა­ლი, მათ შო­რის შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს, ლელა წურ­წუ­მი­ას, თიკა ჯამ­ბუ­რი­ას. "ნაით ოფის­ში" ამ კონ­ცერტს ორ­გა­ნი­ზე­ბა იუნა შა­ფა­თა­ვამ გა­უ­წია. მას მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, რათა გვე­კი­თხა, რა­ტომ არ მი­ვი­და ხალ­ხი და­თოს კონ­ცერ­ტზე.

იუნა შა­ფა­თა­ვა:

- დათო ხუ­ჯა­ძის კონ­ცერ­ტი ხუთი დღით ადრე და­ი­გეგ­მა. მას შე­ვეხ­მი­ა­ნეთ, თბი­ლის­ში აღ­მოჩ­ნდა და შევ­თა­ვა­ზეთ კონ­ცერ­ტის გა­კე­თე­ბა, რა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით და­თან­ხმდა. და­თომ სულ 12 სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლა და კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა იმით, რომ მისი სიმ­ღე­რე­ბი კვლავ ახ­სოვთ.

ცუდი მო­მენ­ტი ის იყო, რომ კონ­ცერტს არ ჰქო­ნია სა­ტე­ლე­ვი­ზიო რე­კლა­მა, ვი­ნა­ი­დან ცოტა დრო იყო დარ­ჩე­ნი­ლი და ვერ მო­ეს­წრე­ბო­და. პრე­სამ თა­ვად კონ­ცერ­ტი აქ­ტი­უ­რად გა­ა­შუ­ქა, ყვე­ლა ტე­ლე­ვი­ზია და ჟურ­ნა­ლი და­ეს­წრო. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ დათო თბი­ლის­ში აღ­მოჩ­ნდა და კონ­ცერ­ტზე დაგ­ვთან­ხმდა, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის გა­პი­ა­რე­ბა და ხალ­ხზე მუ­შა­ო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ კონ­ცერტს ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ჰყავ­და ჩემი სა­ხით.

დათო ხუ­ჯა­ძეს დიდი ხა­ნია, თბი­ლის­ში არ უმ­ღე­რია და ვთქვათ სი­მარ­თლე, არც ქარ­თულ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე უმუ­შა­ვია იმ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც მოს­კოვ­შია. მხო­ლოდ ერთხელ ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში კლი­პის გა­და­სა­ღე­ბად ძვალ­თან ერ­თად და შემ­დეგ კლუბ "ქა­ლა­ქურ­ში" მისი პრე­მი­ე­რა მო­ა­წყო. დათო კარ­გი შემ­სრუ­ლე­ბე­ლია და ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ერთ დროს მისი ბუმი იყო.

ჯერ "სა­ხის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ლო­კა­რი­ე­რი­სას, რო­მე­ლიც პრო­დი­უ­სერ­მა ნატო დუმ­ბა­ძემ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რად წარ­მარ­თა, დათო ხუ­ჯა­ძე ერთ-ერთ შე­მო­სავ­ლი­ან მომ­ღერ­ლად იქცა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გვახ­სოვს პე­რი­ო­დი, რო­დე­საც სპორ­ტის სა­სახ­ლეს ავ­სებ­და ხოლ­მე სო­ლო­კონ­ცერ­ტით.

შემ­დეგ პარ­ლა­მენ­ტა­რო­ბის მო­სურ­ნემ "აღორ­ძი­ნე­ბის" სიით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს მი­ა­შუ­რა და ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის მომსწრეც გახ­და, ამ დრო­ი­დან მცი­რე ხან­ში დაჰ­კრა ფეხი და რუ­სეთ­ში გა­ე­შუ­რა ბე­დის სა­ძი­ებ­ლად, სა­დაც ცო­ლიც შე­ირ­თო და მეტ-ნაკ­ლე­ბად კა­რი­ე­რაც აი­წყო, თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა ისე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰქონ­და. დღეს დათო ცოლს გა­შო­რე­ბუ­ლია.

თუკი სამ­შობ­ლო­ში კვლავ სურს პო­პუ­ლა­რო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ალ­ბათ, დრო არის, ქარ­თუ­ლი ბაზ­რის­თვის ჩა­წე­როს ერთი სიმ­ღე­რა მა­ინც, თო­რემ აქამ­დე რა­დი­ო­ე­ბი მისი რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რე­ბით იყო გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დათო ხუჯაძის კონცერტმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა

დათო ხუჯაძის კონცერტმა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩაიარა

მართალია, მოგვიანებით ინტერვიუებში დათო აღნიშნავდა, რომ კონცერტით კმაყოფილი დარჩა, მაგრამ მომღერლის პირველმა გამოჩენამ ამდენი წლის შემდეგ თბილისის საზოგადოების წინაშე უღიმღამოდ ჩაიარა. კონცერტზე რამდენიმე ცნობილ სახეს მოვკარით თვალი, მათ შორის შორენა ბეგაშვილს, ლელა წურწუმიას, თიკა ჯამბურიას. "ნაით ოფისში" ამ კონცერტს ორგანიზება იუნა შაფათავამ გაუწია. მას მოგვიანებით შევეხმიანეთ, რათა გვეკითხა, რატომ არ მივიდა ხალხი დათოს კონცერტზე.

იუნა შაფათავა:

- დათო ხუჯაძის კონცერტი ხუთი დღით ადრე დაიგეგმა. მას შევეხმიანეთ, თბილისში აღმოჩნდა და შევთავაზეთ კონცერტის გაკეთება, რაზეც სიამოვნებით დათანხმდა. დათომ სულ 12 სიმღერა შეასრულა და კმაყოფილი დარჩა იმით, რომ მისი სიმღერები კვლავ ახსოვთ.

ცუდი მომენტი ის იყო, რომ კონცერტს არ ჰქონია სატელევიზიო რე­კლამა, ვინაიდან ცოტა დრო იყო დარჩენილი და ვერ მოესწრებოდა. პრესამ თავად კონცერტი აქტიურად გააშუქა, ყველა ტელევიზია და ჟურნალი დაესწრო. გაგვიმართლა, რომ დათო თბილისში აღმოჩნდა და კონცერტზე დაგვთანხმდა, თუმცა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი კონცერტის გაპიარება და ხალხზე მუშაობა შეუძლებელია. ამ კონცერტს ერთადერთი ორგანიზატორი ჰყავდა ჩემი სახით.

დათო ხუჯაძეს დიდი ხანია, თბილისში არ უმღერია და ვთქვათ სიმართლე, არც ქართულ აუდიტორიაზე უმუშავია იმ წლების განმავლობაში, რაც მოსკოვშია. მხოლოდ ერთხელ ჩამოვიდა თბილისში კლიპის გადასაღებად ძვალთან ერთად და შემდეგ კლუბ "ქალაქურში" მისი პრემიერა მოაწყო. დათო კარგი შემსრულებელია და ქართულ შოუბიზნესში ერთ დროს მისი ბუმი იყო.

ჯერ "სახის" შემადგენლობაში და მოგვიანებით სოლოკარიერისას, რომელიც პროდიუსერმა ნატო დუმბაძემ ძალიან ჭკვიანურად წარმართა, დათო ხუჯაძე ერთ-ერთ შემოსავლიან მომღერლად იქცა საქართველოში, გვახსოვს პერიოდი, როდესაც სპორტის სასახლეს ავსებდა ხოლმე სოლოკონცერტით.

შემდეგ პარლამენტარობის მოსურნემ "აღორძინების" სიით საკანონმდებლო ორგანოს მიაშურა და ვარდების რევოლუციის მომსწრეც გახდა, ამ დროიდან მცირე ხანში დაჰკრა ფეხი და რუსეთში გაეშურა ბედის საძიებლად, სადაც ცოლიც შეირთო და მეტ-ნაკლებად კარიერაც აიწყო, თუმცა, რასაკვირველია, არა ისეთი წარმატებული, როგორიც საქართველოში ჰქონდა. დღეს დათო ცოლს გაშორებულია.

თუკი სამშობლოში კვლავ სურს პოპულარობის დაბრუნება, ალბათ, დრო არის, ქართული ბაზრისთვის ჩაწეროს ერთი სიმღერა მაინც, თორემ აქამდე რადიოები მისი რუსულენოვანი სიმღერებით იყო გაჯერებული.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება