ბინ ლადენის მკვლელობის ადგილზე გასართობი პარკი გაიხსნება

ბინ ლადენის მკვლელობის ადგილზე გასართობი პარკი გაიხსნება

პაკისტანში, ქალაქ აბოტაბადში, ბინ ლადენის მკვლელობის ადგილზე, გასართობ პარკსა და ზოოპარკს ააშენებენ.

"ჰაფინგტონ პოსტის" ინფორმაციით, პარკის მშენებლობა 20 ჰექტარის ტერიტორიაზე იგეგმება სწორედ იმ ადგილას, სადაც აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა 2011 წლის 2 მაისს "ალ-ქაიდას" ლიდერი და მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი მოკლა.

როგორც პროვინცია ჰაიბერ-პახტუნხვას ადმინისტრაციაში აცხადებენ, პარკის ტერიტორიაზე, ზოოპარკის გარდა, გაიხსნება რესტორნები, აკვაპარკი, მინი-გოლფის მოედანი და სხვა გასართობი დაწესებულებები.

ასეთი გადაწყვეტილება ქალაქის მმართველებმა აბოტაბადში ტურისტების მიზიდვის მიზნით მიიღეს. პარკის მშენებლობა თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით 8 წელიწადში დასრულდება. მასზე 30 მილიონი დოლარის დახარჯვა იგეგმება, ინვესტორების მოზიდვის შემთხვევაში კი - 50 მილიონი დოლარის.

"ამ პროექტს არანაირი კავშირი არა აქვს უსამა ბინ ლადენთან. ჩვენ ამით ტურიზმის განვითარება და ქალაქში გასართობი ადგილების მომრავლება გვინდა", - განაცხადა პროვინციის სპორტისა და ტურიზმის მინისტრმა სეიდ აკილ შახმა.

აბოტაბადი პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის ჩრდილოეთით მდებარეობს. პატარა ქალაქი ბინ ლადენის მკვლელობის შემდეგ საყოველთაოდ ცნობილი გახდა. ის კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როცა ეკრანებზე გამოვიდა კეტრინ ბიგელოუს ფილმი "მიზანი ნომერი ერთი", რომელიც 11 სექტემბრის ტერაქატსა და ბინ ლადენის მკვლელობაზე მოგვითხრობს. თუმცა, პაკისტანში "ოსკარზე" ნომინირებული ფილმის ეკრანიზაციაზე უარი თქვეს.

მომზადებულია huffingtonpost-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა