სოფლების - ცოდნისკარის, წიფლისწყაროს და ჩადუნიანის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვალერი ალიბეგაშვილს შეხვდა. შეხვედრა ხმაურით მიმდინარეობდა. ადგილობრივების განცხადებით, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე კომპენსაციების გაცემა არასამართლიანად ხდება. მათი თქმით, მას, ვისაც დაფნის ხე დაუზიანდა და მას, ვისაც მთელი მოსავალი გაუნადგურდა, მთავრობა ერთნაირად ეხმარება.
"სტიქიის დამდგენი კომისიის წევრები ამბობენ, რომ ჩადუნიანის ნაწილი და სოფელი წიფლისწყარო არ დაზარალებულა. ვნახავთ და ამის შემდეგ გადავწყვეტთ", - განაცხადა გამგებელმა.