პოლიტიკა
მსოფლიო

19

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:26-ზე, მთვარე სასწორში გადავა 07:34-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. ამ დღეს შეიძლება “მეგობრობის დღე“ ვუწოდოთ. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობმა გიორგი გურგულიამ მამაკაცს კისერთან დანა დაუსვა
მსახიობმა გიორგი გურგულიამ მამაკაცს კისერთან დანა დაუსვა

მსა­ხი­ობ­მა გი­ორ­გი გურ­გუ­ლი­ამ სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და იო­ა­კი­მე­სა და ანას სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო კლი­ნი­კის ეზო­ში და­ნით მა­მა­კაცს კი­სერ­ზე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

რო­გორც "ამ­ბე­ბი.გე"-ს კლი­ნი­კის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ინ­ცი­დენ­ტი 2 დღის წინ მოხ­და.

კერ­ძოდ, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ გი­ორ­გი გურ­გუ­ლია კლი­ნი­კა­ში ერთ-ერთი რეს­ტორ­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნა. ის ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ჭი­ქის ნამ­ტვრევ­ზე ხელი ჰქონ­და გაჭ­რი­ლი.

რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი იხ­სე­ნებს, გურ­გუ­ლია იმ­დე­ნად იყო ნას­ვა­მი, რომ არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ო­და. მას ჭრი­ლო­ბა და­უ­მუ­შა­ვეს და რო­დე­საც ჯერი გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე მიდ­გა, გურ­გუ­ლი­ამ აგ­რე­სია არ და­მა­ლა.

"50 ლარი ჰქონ­და გა­და­სახ­დე­ლი, მაგ­რამ 20 ლარი აღ­მო­აჩ­ნდა. ჩვენ შევ­თა­ვა­ზეთ გა­და­სახ­დე­ლი თან­ხა 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ე­ფა­რა. გურ­გუ­ლია აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და. ისიც კი შევ­თა­ვა­ზეთ, ტაქსს გა­მო­გი­ძა­ხებთ და ისე გა­გიშ­ვებთ სახ­ლში-თქო, მაგ­რამ უარი გა­ნა­ცხა­და. შემ­დეგ ეზო­ში გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ", - აცხა­დე­ბენ კლი­ნი­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

ეზო­ში კლი­ნი­კის ერთ-ერთ თა­ნამ­შრო­მელს მან­ქა­ნით ახ­ლო­ბე­ლი ელო­დე­ბო­და. გურ­გუ­ლია სწო­რედ ამ მან­ქან­ში ჩაჯ­და და სა­ჭეს­თან მჯდომ მა­მა­კაცს არ­ტე­რი­ას­თან დანა და­უს­ვა.

"მან­ქა­ნა­ში მჯდომს სქე­ლი სვი­ტე­რი ეცვა და ამან გა­და­არ­ჩი­ნა, ღრმა ჭრი­ლო­ბა რომ არ მი­ი­ღო",-აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

ჩოჩ­ქოლ­სა და ხმა­ურ­ზე ეზო­ში დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და მედ­პერ­სო­ნა­ლი გა­ვი­და, რომ­ლებ­მაც ინ­ცი­დენ­ტის გან­მუხ­ტვა სცა­დეს.

"გა­მო­ვი­ძა­ხეთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია. მელე მო­ვი­და კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­აც და ყვე­ლა­ნი პო­ლი­ცი­ის უახ­ლო­ეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს და­სა­კი­თხად. მა­ნამ­დე კი და­ზა­რა­ლე­ბულს ჭრი­ლო­ბა და­ვუ­მუ­შა­ვეთ", - აცხა­დებს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­შიც გახ­და სა­ჭი­რო, ვი­ნა­ი­დან და­ზა­რა­ლე­ბულ მა­მა­კაცს გული შე­უ­წუხ­და.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე 151-ე მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს

მსახიობმა გიორგი გურგულიამ მამაკაცს კისერთან დანა დაუსვა

მსახიობმა გიორგი გურგულიამ მამაკაცს კისერთან დანა დაუსვა

მსახიობმა გიორგი გურგულიამ საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო კლინიკის ეზოში დანით მამაკაცს კისერზე ჭრილობა მიაყენა.

როგორც ”ამბები.გე”-ს კლინიკის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ინციდენტი 2 დღის წინ მოხდა.

კერძოდ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გიორგი გურგულია კლინიკაში ერთ-ერთი რესტორნიდან გადაიყვანა. ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჭიქის ნამტვრევზე ხელი ჰქონდა გაჭრილი.

როგორც სამედიცინო პერსონალი იხსენებს, გურგულია იმდენად იყო ნასვამი, რომ არაადეკვატურად იქცეოდა. მას ჭრილობა დაუმუშავეს და როდესაც ჯერი გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე მიდგა, გურგულიამ აგრესია არ დამალა.

"50 ლარი ჰქონდა გადასახდელი, მაგრამ 20 ლარი აღმოაჩნდა. ჩვენ შევთავაზეთ გადასახდელი თანხა 10 დღის განმავლობაში დაეფარა. გურგულია აგრესიული გახდა. ისიც კი შევთავაზეთ, ტაქსს გამოგიძახებთ და ისე გაგიშვებთ სახლში-თქო, მაგრამ უარი განაცხადა. შემდეგ ეზოში გამოვიყვანეთ", - აცხადებენ კლინიკის თანამშრომლები.

ეზოში კლინიკის ერთ-ერთ თანამშრომელს მანქანით ახლობელი ელოდებოდა. გურგულია სწორედ ამ მანქანში ჩაჯდა და საჭესთან მჯდომ მამაკაცს არტერიასთან დანა დაუსვა.

"მანქანაში მჯდომს სქელი სვიტერი ეცვა და ამან გადაარჩინა, ღრმა ჭრილობა რომ არ მიიღო",-აცხადებს დაზარალებულის ახლობელი.

ჩოჩქოლსა და ხმაურზე ეზოში დაცვის თანამშრომლები და მედპერსონალი გავიდა, რომლებმაც ინციდენტის განმუხტვა სცადეს.

"გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. მელე მოვიდა კრიმინალური პოლიციაც და ყველანი პოლიციის უახლოეს განყოფილებაში გადაგვიყვანეს დასაკითხად. მანამდე კი დაზარალებულს ჭრილობა დავუმუშავეთ", - აცხადებს დაზარალებულის ახლობელი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება პოლიციის განყოფილებაშიც გახდა საჭირო, ვინაიდან დაზარალებულ მამაკაცს გული შეუწუხდა.

სისხლის სამართლის საქმე 151-ე მუხლითაა აღძრული.

გიორგი ბერიძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ