სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო ეტალონს ვერ ერგება
ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო ეტალონს ვერ ერგება

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ახა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ინ­სტი­ტუ­ტის პი­რო­ბებ­ში პრე­ზი­დენ­ტო­ბის "ეტა­ლონ" კან­დი­და­ტად ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე ესა­ხე­ბა, ირაკ­ლი ალა­სა­ნია კი, მისი აზ­რით, "ამ ეტა­ლონს" ვერ ერ­გე­ბა. ამის შე­სა­ხებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე მე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეგ­ნე­ბუ­ლად და­ვა­სა­ხე­ლე. ეს იყო სიმ­ბო­ლუ­რი იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და კო­ა­ლი­ცი­ის წევ­რებს კარ­გად გა­ე­გოთ ახა­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა. ის ინ­სტი­ტუ­ტი, რაც დღეს არის და რაც შე­მო­დის, პრინ­ცი­პუ­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ამის­თვის ეტა­ლო­ნუ­რია ხმა­ლა­ძე. ახა­ლი ინ­სტი­ტუ­ტის დროს პრე­ზი­დენტს უფრო კრი­ზი­სის შემ­თხვე­ვა­ში მომ­რი­გებ­ლის როლი აქვს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი მოქ­მე­დი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყოს, პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ალა­სა­ნია "ამ ეტა­ლონს" ვერ ერ­გე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის ალა­სა­ნი­ას ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა აქვს. თვი­თონ თუ მო­უნ­დე­ბა, გუნ­დის ნე­ბის­მი­ერ წევ­რს შე­უძ­ლია ეს გა­ა­კე­თოს, ოღონდ ფორ­მე­ბი და­იც­ვას სწო­რად. თუ კო­ა­ლი­ცი­ა­შია, კო­ა­ლი­ცი­ას შე­ე­კი­თხოს, თუ მის აზრს არ გა­ი­ზი­ა­რებს, გა­დის კო­ა­ლი­ცი­ი­დან და აკე­თებს რისი სურ­ვი­ლიც აქვს. კო­ა­ლი­ცი­ა­ში ამის გან­ხილ­ვა არ დაგ­ვი­წყია, შე­სა­ბა­მი­სად, პა­სუ­ხი არ გვაქვს, თუმ­ცა ჩემი პი­რა­დი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ალა­სა­ნია ამ ეტა­ლონს, რა­ზეც უკვე ვი­სა­უბ­რე, ვერ ერ­გე­ბა, მაგ­რამ მე მარ­ტო არ გა­დავ­წყვეტ ამ სა­კითხს, გარ­წმუ­ნებთ", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, თუ ალა­სა­ნი­ას ან სხვა ვინ­მეს მისი ეს აზრი არ მო­ე­წო­ნე­ბა, შე­უძ­ლია კო­ა­ლი­ცი­ი­დან გა­ვი­დეს და კენ­ჭი იყა­როს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
მკითხველის რჩევით

ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო ეტალონს ვერ ერგება

ბიძინა ივანიშვილის აზრით, ირაკლი ალასანია საპრეზიდენტო ეტალონს ვერ ერგება

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს ახალი საპრეზიდენტო ინსტიტუტის პირობებში პრეზიდენტობის "ეტალონ" კანდიდატად ვახტანგ ხმალაძე ესახება, ირაკლი ალასანია კი, მისი აზრით, "ამ ეტალონს" ვერ ერგება. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

"პრეზიდენტის პოსტზე მე ვახტანგ ხმალაძე აბსოლუტურად შეგნებულად დავასახელე. ეს იყო სიმბოლური იმისა, რომ საზოგადოებასა და კოალიციის წევრებს კარგად გაეგოთ ახალი ინსტიტუტის მნიშვნელობა. ის ინსტიტუტი, რაც დღეს არის და რაც შემოდის, პრინციპულად განსხვავებულია. ამისთვის ეტალონურია ხმალაძე. ახალი ინსტიტუტის დროს პრეზიდენტს უფრო კრიზისის შემთხვევაში მომრიგებლის როლი აქვს", - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მედიის წარმომადგენლების შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი მოქმედი თავდაცვის მინისტრი იყოს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ალასანია "ამ ეტალონს" ვერ ერგება.

"საქართველოს ყველა მოქალაქეს, მათ შორის ალასანიას ყველაფრის უფლება აქვს. თვითონ თუ მოუნდება, გუნდის ნებისმიერ წევრს შეუძლია ეს გააკეთოს, ოღონდ ფორმები დაიცვას სწორად. თუ კოალიციაშია, კოალიციას შეეკითხოს, თუ მის აზრს არ გაიზიარებს, გადის კოალიციიდან და აკეთებს რისი სურვილიც აქვს. კოალიციაში ამის განხილვა არ დაგვიწყია, შესაბამისად, პასუხი არ გვაქვს, თუმცა ჩემი პირადი გადმოსახედიდან, ალასანია ამ ეტალონს, რაზეც უკვე ვისაუბრე, ვერ ერგება, მაგრამ მე მარტო არ გადავწყვეტ ამ საკითხს, გარწმუნებთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ ალასანიას ან სხვა ვინმეს მისი ეს აზრი არ მოეწონება, შეუძლია კოალიციიდან გავიდეს და კენჭი იყაროს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა