სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა შეცვალოს
ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა შეცვალოს

ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტზე ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, სა­ვა­რა­უ­დოდ, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი შეც­ვლის, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

"გუნ­დის­თვის ჯერ არ მით­ქვამს, მაგ­რამ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­ზე ვფიქ­რობ. მი­მაჩ­ნია, რომ ის იქ­ნე­ბა კარ­გი ვიცე-პრე­მი­ე­რი", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მთავ­რო­ბა­ში არც ერთი ცუდი მი­ნის­ტრი არა არის და სწო­რედ ამი­ტომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში არა­ნა­ი­რი ცვლი­ლე­ბა არ იგეგ­მე­ბა.

"გა­იხ­სე­ნეთ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­ინ­დე­ლი "კა­რუ­სე­ლე­ბი" - სა­ბავ­შვო ბა­ღის მოს­წავ­ლე­ე­ბი­ვით მარ­თავ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს და გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი იყო გა­ურ­კვე­ვე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის. ჩვენ­თან არა­ვი­თა­რი გა­და­ად­გი­ლე­ბა ჯერ არ მომ­ხდა­რა. ვიცე-პრე­მი­ე­რის პოს­ტის უარ­ყო­ფა გა­და­ად­გი­ლე­ბას არ იწ­ვევს. ალა­სა­ნია ინარ­ჩუ­ნებს მის ძი­რი­თად პოსტს, ისაა თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი. ვფიქ­რობ ეფექ­ტუ­რი მთავ­რო­ბაა, პა­ტა­რა ცდო­მი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ეს ნორ­მა­ლუ­რია. არა­ვი­თა­რი გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ცალ­კე­უ­ლი მი­ნის­ტრე­ბის მუ­შა­ო­ბით, ზო­გი­ერ­თის უფრო მე­ტად, მაგ­რამ არც ერთი ცუდი მი­ნის­ტრი არაა დღეს მთავ­რო­ბა­ში", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს, პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უ­ბარს ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს და გან­მარ­ტავს, რომ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა გუნდში ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა შეცვალოს

ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანია შესაძლოა, გიორგი მარგველაშვილმა შეცვალოს

ვიცე-პრემიერის პოსტზე ირაკლი ალასანიას, სავარაუდოდ, გიორგი მარგველაშვილი შეცვლის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

"გუნდისთვის ჯერ არ მითქვამს, მაგრამ გიორგი მარგველაშვილზე ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ ის იქნება კარგი ვიცე-პრემიერი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, მთავრობაში არც ერთი ცუდი მინისტრი არა არის და სწორედ ამიტომ მინისტრთა კაბინეტში არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

"გაიხსენეთ წინა ხელისუფლების დროინდელი "კარუსელები" - საბავშვო ბაღის მოსწავლეებივით მართავდნენ სახელმწიფოს და გადაადგილებები იყო გაურკვეველი რაოდენობის. ჩვენთან არავითარი გადაადგილება ჯერ არ მომხდარა. ვიცე-პრემიერის პოსტის უარყოფა გადაადგილებას არ იწვევს. ალასანია ინარჩუნებს მის ძირითად პოსტს, ისაა თავდაცვის მინისტრი. ვფიქრობ ეფექტური მთავრობაა, პატარა ცდომილებები შეიძლება იყოს, მაგრამ ეს ნორმალურია. არავითარი გადაადგილებები არ იგეგმება. ძალიან კმაყოფილი ვარ ცალკეული მინისტრების მუშაობით, ზოგიერთის უფრო მეტად, მაგრამ არც ერთი ცუდი მინისტრი არაა დღეს მთავრობაში", - აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატს, პრემიერი აღნიშნულზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და განმარტავს, რომ საკითხის განხილვა გუნდში ჯერ არ დაწყებულა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა