მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიძინა ივანიშვილი - ბაქრაძის განცხადებას უნიჭოს დავარქმევდი
ბიძინა ივანიშვილი - ბაქრაძის განცხადებას უნიჭოს დავარქმევდი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა ქვეყ­ნის­თვის, არა­მედ მათ­თვის აქვს, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას და რე­აქ­ცი­ას უმ­ცი­რე­სო­ბის მხრი­დან. ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბას უნი­ჭო გან­ცხა­დე­ბას და­ვარ­ქმევ­დი. კარ­გად ჩანს, რომ ისი­ნი სხვა რე­ა­ლო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და კარ­გად ვერ გა­ი­გეს იმ გან­ცხა­დე­ბის ფასი, რო­მე­ლიც და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის მიერ გა­კეთ­და. ჩვენ არა­ვი­თარ ვაჭ­რო­ბა­ზე არ მივ­დი­ვართ და არ ვსა­ჭი­რო­ებთ მათ დახ­მა­რე­ბას. ქვეყ­ნის­თვის არა­ვი­თა­რი დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ბაქ­რა­ძე თუ ნე­ბის­მი­ე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" და­უ­ჭერს მხარს თუ არა ამ ცვლი­ლე­ბებს, მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს მხო­ლოდ მათ­თვის, რად­გან ეძ­ლე­ვათ სა­შუ­ა­ლე­ბა დაბ­რუნ­დნენ და გახ­დნენ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ან "თა­ვი­სი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ხა­დოს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ან რა­ღაც პერ­სპექ­ტი­ვა მის­ცენ მას".

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კა­ში კრი­ზისს ეხე­ბო­და. "ბი­უ­ჯე­ტი სრულ­დე­ბა გა­და­ჭარ­ბე­ბით და არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. მისი თქმით, მცი­რე და სა­შუ­ა­ლო ბიზ­ნეს­ში 320 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია ბრუნ­ვა.

"თუმ­ცა, არის გარ­კვე­ულ კომ­პა­ნი­ებ­ში შე­ფერ­ხე­ბა. ამის კვლე­ვას ვი­წყებთ და ამა­საც მო­გახ­სე­ნებთ და­მა­ტე­ბით. იმ კომ­პა­ნი­ებ­ში შემ­ცირ­და ბრუნ­ვა, რომ­ლე­ბიც, რო­გორც წესი, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან იმარ­თე­ბოდ­ნენ. მე­რა­ბიშ­ვი­ლი ამას აცხა­დებ­და და მერე ვერ შე­მო­ვი­და დე­ბა­ტებ­ში, იმი­ტომ, რომ თვი­თონ კარ­ნა­ხობ­და ამ კომ­პა­ნი­ებს. მაგ­რამ ვე­რა­ფე­რი ვერ მო­ა­ხერ­ხა და ვერც მო­მა­ვალ­ში ვერ მო­ა­ხერ­ხე­ბენ. ეკო­ნო­მი­კა ნორ­მა­ლუ­რად ვი­თარ­დე­ბა. გარ­წმუ­ნებთ, რომ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გა­იზ­რდე­ბა, ბიზ­ნე­სი უკვე გა­თა­ვი­სუფ­ლდა წნე­ხის­გან და ეს პო­ზი­ტი­ურ შე­დეგს მო­ი­ტანს", - დას­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ბიძინა ივანიშვილი - ბაქრაძის განცხადებას უნიჭოს დავარქმევდი

ბიძინა ივანიშვილი - ბაქრაძის განცხადებას უნიჭოს დავარქმევდი

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას მნიშვნელობა არა ქვეყნისთვის, არამედ მათთვის აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებას და რეაქციას უმცირესობის მხრიდან. ბაქრაძის განცხადებას უნიჭო განცხადებას დავარქმევდი. კარგად ჩანს, რომ ისინი სხვა რეალობაში იმყოფებიან და კარგად ვერ გაიგეს იმ განცხადების ფასი, რომელიც დავით საგანელიძის მიერ გაკეთდა. ჩვენ არავითარ ვაჭრობაზე არ მივდივართ და არ ვსაჭიროებთ მათ დახმარებას. ქვეყნისთვის არავითარი დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ბაქრაძე თუ ნებისმიერი "ნაციონალური" დაუჭერს მხარს თუ არა ამ ცვლილებებს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მათთვის, რადგან ეძლევათ საშუალება დაბრუნდნენ და გახდნენ ქართული საზოგადოების წევრები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, "ნაციონალურ მოძრაობას" საშუალება აქვს ან "თავისი პოზიციები გახადოს აბსოლუტურად მიუღებელი მოსახლეობისთვის, ან რაღაც პერსპექტივა მისცენ მას".

პრემიერ-მინისტრი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში კრიზისს ეხებოდა. "ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით და არავითარი პრობლემა არ არსებობს", - აღნიშნა ივანიშვილმა. მისი თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესში 320 მილიონ დოლარზე მეტია ბრუნვა.

"თუმცა, არის გარკვეულ კომპანიებში შეფერხება. ამის კვლევას ვიწყებთ და ამასაც მოგახსენებთ დამატებით. იმ კომპანიებში შემცირდა ბრუნვა, რომლებიც, როგორც წესი, ყოფილი ხელისუფლებიდან იმართებოდნენ. მერაბიშვილი ამას აცხადებდა და მერე ვერ შემოვიდა დებატებში, იმიტომ, რომ თვითონ კარნახობდა ამ კომპანიებს. მაგრამ ვერაფერი ვერ მოახერხა და ვერც მომავალში ვერ მოახერხებენ. ეკონომიკა ნორმალურად ვითარდება. გარწმუნებთ, რომ ინვესტიციები გაიზრდება, ბიზნესი უკვე გათავისუფლდა წნეხისგან და ეს პოზიტიურ შედეგს მოიტანს", - დასძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა