პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხრეთ კორეის მოქალაქეები კანცელარიასთან აქციას მართავენ
სამხრეთ კორეის მოქალაქეები კანცელარიასთან აქციას მართავენ

სამ­ხრეთ კო­რე­ის ათი მო­ქა­ლა­ქე სა­ხელ­მწი­ფო კან­ცე­ლა­რი­ას­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თავს და დახ­მა­რე­ბას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სთხოვს.

სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი კან­ცე­ლა­რი­ას­თან პლა­კა­ტე­ბით არი­ან მო­სუ­ლი, რო­მელ­ზეც არის წარ­წე­რე­ბი: "და­ცუ­ლი იქ­ნას უცხო­ელ­თა უფ­ლე­ბე­ბი", "თაღ­ლი­თებ­მა და­ტო­ვონ ქვე­ყა­ნა", "ჩა­ტარ­დეს ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა", "აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა", "მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო", "სა­ქარ­თვე­ლო თაღ­ლი­თე­ბის ქვე­ყა­ნაა? "

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას სამ­ხრეთ კო­რე­ელ­მა ჩა ჰო პარ­კმა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის და­სა­ბან­დებ­ლად ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა მო­ა­ტყუ­ეს. კერ­ძოდ, ჩალ ჰო პარ­კის თქმით, 2007 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და კა­პი­ტა­ლი უნდა ჩა­ე­დო მშე­ნებ­ლო­ბა­ში; ინ­ვეს­ტი­ცია მო­ი­ცავ­და 8 500 000 აშშ დო­ლარს. ის შეხ­ვდა იმ დროს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევრ ნი­კო­ლოზ კვე­ზე­რელს, ფი­ნანსთა ყო­ფილ მი­ნის­ტრ მი­რი­ან გო­გი­აშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლო-აზი­ის სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნელ კობა კიკ­რი­აშ­ვილს და მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ პირს ნანა ესა­კი­ას. რო­გორც ჩა ჰო პარ­კი აცხა­დებს, ნი­კო­ლოზ კვე­ზე­რე­ლი და მი­რი­ან გო­გი­აშ­ვი­ლი და­პირ­დნენ, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­აგ­ვა­რებ­დნენ და ხელს შე­უ­წყობ­დნენ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა­ში და სა­ნაც­ვლოდ მო­გე­ბის 30% მათი იქ­ნე­ბო­და. მისი თქმით, საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი იყო ნო­ტა­რი­უ­სი სოსო მუმ­ლა­ძე.

"მათ მო­ტყუ­ე­ბი­თა და ნდო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბით გა­მომ­ძა­ლეს 8 500 000 აშშ დო­ლა­რი. გა­მო­ძი­ე­ბამ პა­სუ­ხის­მგე­ბა­ში მის­ცა ნი­კო­ლოზ კვე­ზე­რე­ლი და ნანა ესა­კია, თუმ­ცა მე ზა­რა­ლი არც ერთი პი­რის­გან არ ამ­ნა­ზღა­უ­რე­ბია. მა­შინ­დე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე პი­რა­დად დამ­პირ­და, რომ საქ­მე ობი­ექ­ტუ­რად იქ­ნე­ბო­და გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი, თუმ­ცა მისი და­ნა­პი­რე­ბი არ შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. ასე­ვე, პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­მო­მი­ყო BGI-ს ად­ვო­კა­ტი, რო­მელ­მაც შეგ­ნე­ბუ­ლად წა­მა­გე­ბი­ნა სა­სა­მარ­თლო, რის გა­მოც დღეს ქო­ნე­ბის გა­რე­შე ვრჩე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ჩა ჰო პარ­კმა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის­თვის ნი­კო­ლოზ კვე­ზე­რე­ლი პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ცი­ხი­დან და ზი­ანს არ უნა­ზღა­უ­რებს. ასე­ვე, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ნანა ესა­კია.

"ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ პი­რებ­თან ალი­ან­სში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სი მერი გიგი უგუ­ლა­ვა და მა­შინ­დე­ლი ქა­ლა­ქის პრე­მი­ე­რი მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნი, რო­მელ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხით მა­შინ­დე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა არ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა. დღეს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დებს თბი­ლი­სის მე­რია, ყვე­ლა თა­ვი­სი სამ­სა­ხუ­რით, სა­სა­მარ­თლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­მაც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნი­ხი­ლა და სა­ბო­ლო­ოდ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა სა­ა­პე­ლა­ციო სარ­ჩე­ლი და ჩემი ქო­ნე­ბა ნე­ბის­მი­ერ წუთს შე­საძ­ლოა გა­ი­ყი­დოს", - გა­ნა­ცხა­და ჩალ ჰო პარ­კმა.

სამ­ხრეთ კო­რე­ე­ლი მო­ქა­ლა­ქე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თავს, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია რომ საქ­მის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხო­ლოდ პრე­მი­ერს შე­უძ­ლია მისი გა­დარ­ჩე­ნა.

"გთხოვთ ოპე­რა­ტი­უ­ლად ჩა­ე­რი­ოთ საქ­მე­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა­ში და და­ვიც­ვათ რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის, ასე­ვე ინ­ვეს­ტო­რის კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტერ­სე­ბი. მხო­ლოდ თქვე­ნი იმე­დი­ღა დაგ­ვრჩე­ნია, რომ საქ­მე აბ­სო­ლუ­ტუ­რად იქ­ნას გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და გა­და­წყვე­ტი­ლი", - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა­ში.

ჩა ჰო პარ­კი თქმით, ინ­ვეს­ტი­ცია უნდა გა­ნე­ხო­რი­ცე­ლე­ბი­ნა ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

სამხრეთ კორეის მოქალაქეები კანცელარიასთან აქციას მართავენ

სამხრეთ კორეის მოქალაქეები კანცელარიასთან აქციას მართავენ

სამხრეთ კორეის ათი მოქალაქე სახელმწიფო კანცელარიასთან საპროტესტო აქციას მართავს და დახმარებას პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს სთხოვს.

სამხრეთ კორეელი მოქალაქეები კანცელარიასთან პლაკატებით არიან მოსული, რომელზეც არის წარწერები: "დაცული იქნას უცხოელთა უფლებები", "თაღლითებმა დატოვონ ქვეყანა", "ჩატარდეს ხელახალი გამოძიება", "აღდგეს სამართლიანობა", "მიუკერძოებელი სასამართლო", "საქართველო თაღლითების ქვეყანაა? "

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სამხრეთ კორეელმა ჩა ჰო პარკმა განაცხადა, საქართველოში ინვესტიციების დასაბანდებლად ჩამოვიდა, თუმცა მოატყუეს. კერძოდ, ჩალ ჰო პარკის თქმით, 2007 წელს საქართველოში ჩამოვიდა ინვესტიციის განსახორციელებლად და კაპიტალი უნდა ჩაედო მშენებლობაში; ინვესტიცია მოიცავდა 8 500 000 აშშ დოლარს. ის შეხვდა იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრ ნიკოლოზ კვეზერელს, ფინანსთა ყოფილ მინისტრ მირიან გოგიაშვილს, საქართველო-აზიის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ კობა კიკრიაშვილს და მათთან დაახლოებულ პირს ნანა ესაკიას. როგორც ჩა ჰო პარკი აცხადებს, ნიკოლოზ კვეზერელი და მირიან გოგიაშვილი დაპირდნენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობას მოაგვარებდნენ და ხელს შეუწყობდნენ ბიზნესის წარმოებაში და სანაცვლოდ მოგების 30% მათი იქნებოდა. მისი თქმით, საქმეში ჩართული იყო ნოტარიუსი სოსო მუმლაძე.

"მათ მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით გამომძალეს 8 500 000 აშშ დოლარი. გამოძიებამ პასუხისმგებაში მისცა ნიკოლოზ კვეზერელი და ნანა ესაკია, თუმცა მე ზარალი არც ერთი პირისგან არ ამნაზღაურებია. მაშინდელი მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე პირადად დამპირდა, რომ საქმე ობიექტურად იქნებოდა გამოძიებული, თუმცა მისი დანაპირები არ შესრულებულა. ასევე, პროკურატურამ გამომიყო BGI-ს ადვოკატი, რომელმაც შეგნებულად წამაგებინა სასამართლო, რის გამოც დღეს ქონების გარეშე ვრჩები", - განაცხადა ჩა ჰო პარკმა.

მისივე ინფორმაციით, დღეისთვის ნიკოლოზ კვეზერელი პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულია ციხიდან და ზიანს არ უნაზღაურებს. ასევე, გათავისუფლებულია ნანა ესაკია.

"ზემოთ აღნიშნულ პირებთან ალიანსში იმყოფებოდნენ თბილისი მერი გიგი უგულავა და მაშინდელი ქალაქის პრემიერი მამუკა ახვლედიანი, რომელთა პასუხისმგებლობის საკითხით მაშინდელი პროკურატურა არ დაინტერესებულა. დღეს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს თბილისის მერია, ყველა თავისი სამსახურით, სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც ორი წლის განმავლობაში არ განიხილა და საბოლოოდ არ დააკმაყოფილა სააპელაციო სარჩელი და ჩემი ქონება ნებისმიერ წუთს შესაძლოა გაიყიდოს", - განაცხადა ჩალ ჰო პარკმა.

სამხრეთ კორეელი მოქალაქე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს განცხადებით მიმართავს, სადაც აღნიშნულია რომ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, მხოლოდ პრემიერს შეუძლია მისი გადარჩენა.

"გთხოვთ ოპერატიულად ჩაერიოთ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და დავიცვათ როგორც საქართველოს მოსახლეობის, ასევე ინვესტორის კანონიერი ინტერსები. მხოლოდ თქვენი იმედიღა დაგვრჩენია, რომ საქმე აბსოლუტურად იქნას გამოძიებული და გადაწყვეტილი", - აღნიშნული განცხადებაში.

ჩა ჰო პარკი თქმით, ინვესტიცია უნდა განეხორიცელებინა ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლის მშენებლობაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა