Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯარში გაწვევის წესები - რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს
ჯარში გაწვევის წესები - რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს

რო­გორ ხდე­ბა ჯარ­ში გაწ­ვე­ვა, ვის შე­უძ­ლია უარი გა­ნა­ცხა­დოს სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ზე და რა ცვლი­ლე­ბებს სთა­ვა­ზობს უწყე­ბა წვე­ვამ­დე­ლებს. კი­თხვებს პა­სუ­ხობს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის კო­ორ­დი­ნი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გოჩა ხარ­ში­ლა­ძე.

კაკო ცხა­და­ძე:

ვარ 23 წლის. და­ვამ­თავ­რე უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი. ამ­ჟა­მად მაქვს სამ­სა­ხუ­რი, შე­სა­ბა­მი­სად ჯარ­ში წას­ვლა ამ დრო­ი­სათ­ვის არ შე­მიძ­ლია, რად­გან დავ­კარ­გავ სამ­სა­ხურს და ერ­თა­დერთ შე­მო­სა­ვალს... თუ შე­იძ­ლე­ბა რომ იყოს შე­ღა­ვა­თი, ან რა­ღაც თან­ხა (ხელ­მი­საწ­ვდო­მი) ან რა­ი­მე სა­ხის დახ­მა­რე­ბა... ჩემ­სა­ვით მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ძა­ლი­ან ბევ­რია და თუ შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვეხ­მა­რეთ.

-ჯარ­ში გაწ­ვე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი არ კარ­გავს სამ­სა­ხურს. ეს იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, თუ კერ­ძო სექ­ტო­რი ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მას უნარ­ჩუნ­დე­ბა სა­მუ­შაო ად­გი­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გა­და­სახ­დელ თან­ხას, გა­და­ვა­დე­ბის მო­საკ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა 2000 ლა­რით, რომ­ლის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­შიც წვე­ვამ­დელს შე­უძ­ლია 18 თვით, ანუ წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით ისარ­გებ­ლოს. სხვა ნორ­მე­ბი ამ მხრივ და­წე­სე­ბუ­ლი არ არის.

რო­ზე­ტა არ­ბო­ლიშ­ვი­ლი:

ჩემი მე­უღ­ლე არის 28 წლის და ჯარ­ში არ არის ნამ­ყო­ფი. მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გორ უნდა აი­ღოს სამ­ხედ­რო ბი­ლე­თი?

-თუ იგი დგას სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვა­ზე, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად შე­უძ­ლია მი­მარ­თოს, რე­გის­ტრა­ცი­ის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, სამ­ხედ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბას და აღ­რი­ცხვის შემ­თხვე­ვა­ში მას­ზე უპ­რობ­ლე­მოდ გა­ი­ცე­მა სამ­ხედ­რო აღ­რი­ცხვის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი ანუ სამ­ხედ­რო ბი­ლე­თი. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ იგი არ დგას, შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, რაც აღ­რი­ცხვის პი­რო­ბე­ბით არის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თად ფო­ტო­სუ­რა­თი, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის ქსე­რო­ა­სი­ლი, მშობ­ლე­ბის მოწ­მო­ბის ქსე­რო­ას­ლი), შე­უძ­ლია მი­მარ­თოს და თან იქო­ნი­ოს ეს სა­ბუ­თე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც უპ­რობ­ლე­მოდ გა­ი­ცე­მა სამ­ხედ­რო ბი­ლე­თი.

ბექა თეთ­რა­ძე:

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჯამ­რთე­ლო­ბის გამო ჯარ­ში წა­სას­ვლე­ლად შე­უ­სა­ბა­მო ვი­ყა­ვი. თუმ­ცა ვიმ­კურ­ნა­ლე და ახლა სრუ­ლი­ად ჯამ­რთე­ლი ვარ და მსურს ჯარ­ში სამ­სა­ხუ­რი. არის თუ არა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

-რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია. თუ ის არის წვე­ვამ­დე­ლი, ანუ 27 წლის ასა­კამ­დე მო­ქა­ლა­ქე, შე­უძ­ლია მი­მარ­თოს სამ­ხედ­რო გან­ყო­ფი­ლე­ბას და თან იქო­ნი­ოს ზუს­ტად ეს ცნო­ბა, და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. გა­ივ­ლის სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ას და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­დეგ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გაწ­ვე­უ­ლი იქ­ნე­ბა.

მა­რი­კა ნა­ჭყე­ბია:

2012 წლის 2 თე­ბერ­ვალს გა­და­ვი­ხა­დეთ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის გა­და­სა­ვა­დე­ბე­ლი თან­ხა 2000 ლარი. მა­ინ­ტე­რე­სებს რო­დის მო­უ­წევს შემ­დე­გი გაწ­ვე­ვა? შე­იძ­ლე­ბა თუ არა კვლავ გა­და­ვა­დე­ბა და რა სა­შუ­ა­ლე­ბით?( თან­ხის გა­დახ­და, მო­თხოვ­ნა სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან, ცნო­ბა რომ აბა­რებს მა­გის­ტრა­რუ­რა­ში,...) ხან­გრძლი­ვო­ბა თუ დად­გინ­და უკვე და რამ­დენ თვეს შე­ად­გენს?

-რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, ეს დგინ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის გა­და­ვა­დე­ბის მო­საკ­რებ­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ერთჯე­რა­დად შე­ად­გენს 2 000 ლარს და ამ თან­ხის გა­დახ­დის შემ­თხვე­ვა­ში, წვე­ვამ­დელს გა­და­უ­ვად­დე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა 18 თვით. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ით მას შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს ორ­ჯერ, 25 წლის ასა­კის მიღ­წე­ვამ­დე. 25 წლის ასა­კის მიღ­წე­ვის შემ­დეგ, კი ვე­ღარ ისარ­გებ­ლებს და იქ­ნე­ბა სა­ერ­თო წე­სით გაწ­ვე­უ­ლი.

გოჩა მა­კა­ძე:

სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ვადა შემ­ცირ­და 1 წლამ­დე? თუ შემ­ცირ­და შე­ე­ხო თუ არა უკვე 15 თვით გაწ­ვე­უ­ლებს?

-მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე ეს ცვლი­ლე­ბა კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არ არის. ანუ დღე­ვან­დელ დღეს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ვადა კვლავ 15 თვეა, კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლი.შემ­ცი­რე­ბუ­ლი არ არის, შე­სა­ბა­მი­სად არც შე­ე­ხე­ბა არა­ვის.

ეკა გო­გო­ტიშ­ვი­ლი:

პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, თუ პირ­ველ­კურ­სე­ლი გა­ივ­ლი­და 12 თვი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს, შემ­დეგ 4 წელი ბა­კა­ლავ­რი­ატს და­უ­ფი­ნან­სებ­და სა­ხელ­მწი­ფო. მა­ინ­ტე­რე­სებს კი­დევ არის თუ არა ძა­ლა­ში ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა და ამ სტუ­დენ­ტებს რომ­ლე­ბის ამ პროგ­რა­მით წა­ვიდ­ნენ ჯარ­ში და­უ­ფი­ნან­სებს თუ არა სა­ხელ­მწი­ფო სწავ­ლას?

-რა თქმა უნდა. ეს ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა დღე­საც ძა­ლა­შია. 2012 წლის, 19 სექ­ტემ­ბრის ნო­მერ 866-ე ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სტუ­დენ­ტე­ბის მიერ სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, არის პრი­ვი­ლე­გი­რე­ბის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ ასე­თი ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა. რა თქმა უნდა, ამ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­უ­ფი­ნანსდე­ბათ სწავ­ლა. მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რა თქმა უნდა ძა­ლა­შია და და­უ­ფი­ნანსდე­ბა.

ირმა და­ვი­თუ­ლი­ა­ნი:

ჩემს შვილს გუ­რამ ხინ­ჩი­აშ­ვილს 8 წლის ასაკ­ში 2003 წელს,და­უდ­გინ­და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე მე–3სტა­დია. მკურ­ნა­ლო­ბის სრუ­ლი კურ­სი გა­ი­ა­რა მოს­კოვ­ში. არის მე–2ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი,ამ­ჟა­მად არ მკურ­ნა­ლობს. აგ­ვის­ტო­ში ხდე­ბა 18 წლის და ეხ­სნე­ბა პენ­სია. ეკუთ­ვნის თუ არა ჯარ­ში გაწ­ვე­ვა?

-რო­გორც წესი, მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დე­ბი სარ­გებ­ლო­ბენ გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბით. თუმ­ცა­ღა აქ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი ფაქ­ტი, აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს გა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ა­ზე, რომ­ლის დას­კვნის შე­დე­გა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ მიჩ­ნე­უ­ლი­იქ­ნე­ბა, შე­ზღუ­დუ­ლად ვარ­გი­სად, რის შე­დე­გა­დაც, შემ­დეგ გა­და­უ­ვად­დე­ბათ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა.

ქე­თე­ვან ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი:

2012 წლის ოქ­ტომ­ბრის თვე­ში თბი­ლის­ში ინ­ფექ­ცი­ურ­ში ავი­ღეთ ანა­ლი­ზი და აღ­მო­აჩ­ნდა B ჰე­პა­ტი­ტი. როცა ჯარ­ში გაწ­ვე­ვის უწყე­ბა მო­ვი­და, მი­ვი­ტა­ნეთ ანა­ლი­ზის პა­სუ­ხი, ჩა­აკ­რეს სა­ბუ­თებ­ში. 2013 წლის 7 თე­ბერ­ვლის­თვის ისევ მო­ვი­და ამ­ჯე­რად ფოს­ტით უწყე­ბა. კი­თხვა: გვე­კუთ­ვნის თუ არა ჯარ­ში გაწ­ვე­ვა და რო­დემ­დე უნდა გვიგ­ზავ­ნონ უწყე­ბა?

-რო­გორც წესი, B ჰე­პა­ტი­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გაწ­ვე­ვა არ გე­კუთ­ვნით. გაწ­ვე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვად­დე­ბა. თუმ­ცა აქ ერთი მო­მენ­ტია კვლავ აღ­სა­ნიშ­ნა­ვი, ცნო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე არ ხდე­ბა გა­და­ვა­დე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, ეს პი­როვ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­ვდეს სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ა­ზე, რომ­ლის გავ­ლის შემ­დეგ, B ჰე­პა­ტი­ტის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მი­ე­ცე­მა გა­და­ვა­დე­ბა.

ნინო ურუ­შა­ძე:

მა­ინ­ტე­რე­სებს, ეხე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სხუ­რი 2 შვი­ლის მა­მას?

-ორი შვი­ლის მა­მას სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვა არ ეხე­ბა. მას გა­და­უ­ვად­დე­ბა გაწ­ვე­ვა 27 წლის ასა­კის მიღ­წე­ვამ­დე.

მკი­თხვე­ლი soldier:

მე ჯარს ვიხ­დი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დაც­ვის პო­ლი­ცი­ის სამ­სა­ხურ­ში და მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ არის და­გეგ­მი­ლი ჯა­რის ვა­დის შემ­ცი­რე­ბა და მსგავს შემ­თხვე­ვა­ში შე­მე­ხე­ბა, თუ არა?

-რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის ვა­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. თუმ­ცა­ღა რა პე­რი­ოდ­ში მოხ­დე­ბა ეს ცვლი­ლე­ბა ვერ გე­ტყვით. თუ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეს ცვლი­ლე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ შე­გე­ხე­ბათ.

ნიკა:

მაქვს მუხ­ლზე მე­ნის­კის ოპე­რა­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი. მე­კუთ­ვნის თუ არა ჯარ­ში გაწ­ვე­ვა?

-ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ გა­აჩ­ნია რა პე­რი­ო­დია გა­სუ­ლი. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მი­სა­ღე­ბია სამ­ხედ­რო-სა­მე­დი­ცი­ნო სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ის მიერ. ეს კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მის გა­და­სა­წყვე­ტი თე­მაა. ახლა გა­მი­ჭირ­დე­ბა ამა­ზე ზუს­ტი პა­სუ­ხის გა­ცე­მა. თუმ­ცა­ღა გა­აჩ­ნია პე­რი­ოდს. პოსტ-ოპე­რა­ცი­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, რო­გორც წესი, გა­და­ვა­დე­ბის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დით ისარ­გებ­ლებთ.

მკი­თხვე­ლი გაბ­რი­ე­ლი:

მაქვს ორი­ვე თვა­ლის სა­შუ­ა­ლო ხა­რის­ხის მი­ო­პი­უ­რი ას­ტიგ­მა­ტიზ­მი, რე­ი­ნოს სინ­დრო­მი(და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი­ოა ცნო­ბით) და სა­ეჭ­ვო ვარ კუ­ჭის წყლულ­ზე. ვსწავ­ლობ­დი მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში მაგ­რამ უსახ­სრო­ბის გამო შე­მი­ჩერ­და სტუ­დენ­ტის სტა­ტუ­სი, ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ რათა და­ვაგ­რო­ვო სწავ­ლის ფული.... შე­იძ­ლე­ბა თუ არა რა­ი­მე სა­ხის შე­ღა­ვა­თი მომ­ცეს ზე­მოთ აღ­ნიშ­ნულ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა?

-რა თქმა უნდა. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რე­ი­ნო­სინ­დრო­მით ჯარ­ში არ მი­დი­ან. მა­თაც გა­და­ვა­დე­ბა ეკუთ­ვნით და სარ­გებ­ლო­ბენ ამ შე­ღა­ვა­თით. რაც შე­ე­ხე­ბა ას­ტიგ­მა­ტიზ­მის ხა­რისხსს, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ზუს­ტად ხა­რისხზე და კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თე­მაა

თორ­ნი­კე კიკ­ვა­ძე:

23 აპ­რილს ვხვდე­ბი 26 წლის, მყავს მე­უღ­ლე და 2 წლის ბავ­შვი. შე­სა­ბა­მი­სად გაწ­ვე­ვა მე­ხე­ბა. ჩემი მშობ­ლე­ბი არ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ვარ და­საქ­მე­ბუ­ლი და ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მრჩე­ნე­ლი. მაქვს ბან­კე­ბი­დან გა­მო­ტა­ნი­ლი 5000 დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სეს­ხი. ჩემი ჯარ­ში წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში თქვენც იო­ლად მიხ­ვდე­ბით რა დღე­ში ჩა­ვარ­დე­ბა ჩემი ოჯა­ხი. არ მაქვს დიპ­ლო­მი და ვარ და­საქ­მე­ბუ­ლი რაც საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თია დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ჩემი ხელ­ფა­სი არის 1500 ლარი. ჩემ ოჯახს დიდი საფრ­თხე ემუქ­რე­ბა ჩემი ჯარ­ში წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში. მე ვარ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში იმით, რომ მყავს შვი­ლი მყავს ოჯა­ხი, და ვქმნი ძლი­ერ ქარ­თულ ოჯახს. გთხოვთ მირ­ჩი­ოთ, იუ­რი­დი­უ­ლად ან სხვა რამე გზე­ბი თუ არის, რო­მე­ლიც მე და­მი­ცავს გაწ­ვე­ვის­გან. მგო­ნი ნათ­ლად ავ­ხსე­ნი ჩემი სი­ტუ­ა­ცია, იმე­დი მაქვს ჩემი სამ­შობ­ლო არ და­უშ­ვებს იმას, რომ ჩემი შვი­ლის და ჩემი ოჯა­ხის მო­მა­ვა­ლი ბედ­ზე ჩა­მოვ­კი­დო.

-კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ გაწ­ვე­ვი­დან გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბით. ვი­ნა­ი­დან თქვენ გყავთ შვი­ლი, რო­მე­ლიც არის 2 წლის. კა­ნო­ნი ით­ვა­ლის­წი­ნებს ასეთ შე­ღა­ვათს შვი­ლის შე­ძე­ნი­დან 3 წლის ვა­დით. ანუ სა­ნამ­დე შვი­ლი გახ­დე­ბა 3 წლის თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლოთ გაწ­ვე­ვი­დან გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბით.

მკი­თხვე­ლი ვანო:

მარ­თა­ლია, თუ არა, რომ შემ­ცირ­და სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის ვადა და ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­ე­ხე­ბა ეს ვინც უკვე მსა­ხუ­რობს 15 თვი­ან­ზე?

-14. რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის ვადა არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ეს ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა კა­ნონ­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ გარ­და­მა­ვალ დე­ბუ­ლე­ბა­ში აი­სა­ხე­ბა პუნ­ქტი, რომ­ლი­თაც, რა თქმა უნდა, ვინც მსა­ხუ­რობს იმ კა­ტე­გო­რი­ას შე­ე­ხე­ბა.

და­ვით ლო­ცუ­ლაშ­ვი­ლი:

მო­გე­სალ­მე­ბით. მეც მა­წუ­ხებს ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა რა­ზეც ისა­უბ­რა თორ­ნი­კემ. ერ­თა­დერ­თი შვი­ლის მარ­ჩე­ნა­ლი მხო­ლოდ მე ვარ. ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რი და­უ­საქ­მე­ბე­ლია. მარ­ტო მი­წევს შვი­ლის გაზ­რდა, რად­გა­ნაც მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლი ვარ. სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე ვა­ლის მოხ­და დიდ პა­ტი­ვად მი­მაჩ­ნია, მაგ­რამ გა­რე­მო­ე­ბე­ბი არ მი­წყობს ხელს. ჯარ­ში წას­ვლის შემ­თხვევ­ვა­ში არ ვიცი ოჯა­ხი რო­გორ უნდა ვარ­ჩი­ნო. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სა­მას­ხუ­რე­ბის სიმ­რავ­ლით არ გა­მო­ირ­ჩე­ვა და რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, რა გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩავ­ვარ­დე­ბი სა­მას­ხუ­რი რომ დავ­კარ­გო. ვარ 25 წლის. იქ­ნებ რა­ი­მე სა­მარ­თებ­ლი­ვი გზა მირ­ჩი­ოთ, ან რა­ი­მე შე­ღავ­თე­ბი და­ა­წე­სოთ ჩვემს მდგო­ა­რე­ბო­ბა­ში მყოფ ადა­მი­ა­ნებ­ზე.

-აქ ოდ­ნავ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა, წი­ნასთნ შე­და­რე­ბით. სა­ინ­ტე­რე­სოა, უბ­რა­ლოდ რა ხნის არის შვი­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, 3 წლის ასა­კამ­დე შე­უძ­ლია ისარ­გებ­ლოს გაწ­ვე­ვის გა­და­ვა­დე­ბის შე­ღა­ვა­თით. თუმ­ცა­ღა, თუ მე­უღ­ლეს გა­შო­რე­ბუ­ლია და ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია დო­კუ­მე­ტა­ლუ­რად, მან უნდა მი­მარ­თოს შე­სა­ბა­მის გამ­წვევ კო­მი­სი­ას და რო­გორც ერ­თა­დერთ მარ­ჩე­ნალს, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად აქვს სრუ­ლი უფე­ბა მი­ი­ღოს გა­და­ვა­დე­ბა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვი­დან.

მკი­თხვე­ლი და­ვი­თი:

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა 1 წლი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი პირ­და­პირ გა­და­ვი­დეს სა­კონ­ტრაქ­ტო­ზე?

-კი, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლე­ბე­ლია და ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო იძ­ლე­ვა.

გი­ორ­გი მან­ჯა­ვი­ძე:

ვარ 25 წლის მაქვს თუ არა შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო დრო­ე­ბი­თი გა­და­ვა­დე­ბა თან­ხის გა­დახ­დის სა­ნაც­ვლოდ.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, 25 წლის ასა­კის მიღ­წე­ვი­სას პირი კარ­გავს ამ სა­შუ­ა­ლე­ბას ისარ­გებ­ლოს აღ­ნიშ­ნუ­ლი პრი­ვი­ლე­გი­ით, ანუ გა­და­ი­ხა­დოს გა­და­ვა­დე­ბის მო­საკ­რე­ბე­ლი. 25 წლის ასა­კის მიღ­წე­ვამ­დე მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია ამ შე­ღა­ვა­თით ორ­ჯერ ისარ­გებ­ლოს მხო­ლოდ და მხო­ლოდ.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯარში გაწვევის წესები - რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს

ჯარში გაწვევის წესები - რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს

როგორ ხდება ჯარში გაწვევა, ვის შეუძლია უარი განაცხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახურზე და რა ცვლილებებს სთავაზობს უწყება წვევამდელებს. კითხვებს პასუხობს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გოჩა ხარშილაძე.

კაკო ცხადაძე:

ვარ 23 წლის. დავამთავრე უმაღლესი სასწავლებელი. ამჟამად მაქვს სამსახური, შესაბამისად ჯარში წასვლა ამ დროისათვის არ შემიძლია, რადგან დავკარგავ სამსახურს და ერთადერთ შემოსავალს... თუ შეიძლება რომ იყოს შეღავათი, ან რაღაც თანხა (ხელმისაწვდომი) ან რაიმე სახის დახმარება... ჩემსავით მსგავს სიტუაციაში, ძალიან ბევრია და თუ შეიძლება დაგვეხმარეთ.

-ჯარში გაწვეული ადამიანი არ კარგავს სამსახურს. ეს იქნება სახელმწიფო, თუ კერძო სექტორი ამას მნიშვნელობა არ აქვს. კანონის შესაბამისად მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი. რაც შეეხება გადასახდელ თანხას, გადავადების მოსაკრებელთან დაკავშირებით, ეს საქართველოს კანონით განისაზღვრება 2000 ლარით, რომლის გადახდის შემთხვევაშიც წვევამდელს შეუძლია 18 თვით, ანუ წელიწადნახევრით ისარგებლოს. სხვა ნორმები ამ მხრივ დაწესებული არ არის.

როზეტა არბოლიშვილი:

ჩემი მეუღლე არის 28 წლის და ჯარში არ არის ნამყოფი. მაინტერესებს, როგორ უნდა აიღოს სამხედრო ბილეთი?

-თუ იგი დგას სამხედრო აღრიცხვაზე, ჩვეულებრივად შეუძლია მიმართოს, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სამხედრო განყოფილებას და აღრიცხვის შემთხვევაში მასზე უპრობლემოდ გაიცემა სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი ანუ სამხედრო ბილეთი. იმ შემთხვევაში თუ იგი არ დგას, შესაბამისი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, რაც აღრიცხვის პირობებით არის გათვალისწინებული (მაგალითად ფოტოსურათი, პირადობის მოწმობის ქსეროასილი, მშობლების მოწმობის ქსეროასლი), შეუძლია მიმართოს და თან იქონიოს ეს საბუთები. ამ შემთხვევაშიც უპრობლემოდ გაიცემა სამხედრო ბილეთი.

ბექა თეთრაძე:

რამდენიმე წლის წინ ჯამრთელობის გამო ჯარში წასასვლელად შეუსაბამო ვიყავი. თუმცა ვიმკურნალე და ახლა სრულიად ჯამრთელი ვარ და მსურს ჯარში სამსახური. არის თუ არა შესაძლებელი?

-რა თქმა უნდა, შესაძლებელია. თუ ის არის წვევამდელი, ანუ 27 წლის ასაკამდე მოქალაქე, შეუძლია მიმართოს სამხედრო განყოფილებას და თან იქონიოს ზუსტად ეს ცნობა, დამადასტურებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გაივლის სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიას და ჯანმრთელობის მდგომარეობის დადასტურების შემდეგ ჩვეულებრივად გაწვეული იქნება.

მარიკა ნაჭყებია:

2012 წლის 2 თებერვალს გადავიხადეთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადასავადებელი თანხა 2000 ლარი. მაინტერესებს როდის მოუწევს შემდეგი გაწვევა? შეიძლება თუ არა კვლავ გადავადება და რა საშუალებით?( თანხის გადახდა, მოთხოვნა სამუშაო ადგილიდან, ცნობა რომ აბარებს მაგისტრარურაში,...) ხანგრძლივობა თუ დადგინდა უკვე და რამდენ თვეს შეადგენს?

-როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს დგინდება საქართველოს კანონით სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ, რომელიც ერთჯერადად შეადგენს 2 000 ლარს და ამ თანხის გადახდის შემთხვევაში, წვევამდელს გადაუვადდება სამხედრო სამსახურში გაწვევა 18 თვით. აღნიშნული პრივილეგიით მას შეუძლია ისარგებლოს ორჯერ, 25 წლის ასაკის მიღწევამდე. 25 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, კი ვეღარ ისარგებლებს და იქნება საერთო წესით გაწვეული.

გოჩა მაკაძე:

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა შემცირდა 1 წლამდე? თუ შემცირდა შეეხო თუ არა უკვე 15 თვით გაწვეულებს?

-მიმდინარე ეტაპზე ეს ცვლილება კანონში განხორციელებული არ არის. ანუ დღევანდელ დღეს სამხედრო სამსახურის ვადა კვლავ 15 თვეა, კანონით განსაზღვრული.შემცირებული არ არის, შესაბამისად არც შეეხება არავის.

ეკა გოგოტიშვილი:

პრეზიდენტის ინიციატივით, თუ პირველკურსელი გაივლიდა 12 თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს, შემდეგ 4 წელი ბაკალავრიატს დაუფინანსებდა სახელმწიფო. მაინტერესებს კიდევ არის თუ არა ძალაში ეს ინიციატივა და ამ სტუდენტებს რომლების ამ პროგრამით წავიდნენ ჯარში დაუფინანსებს თუ არა სახელმწიფო სწავლას?

-რა თქმა უნდა. ეს ბრძანებულება დღესაც ძალაშია. 2012 წლის, 19 სექტემბრის ნომერ 866-ე ბრძანებულების შესაბამისად, სტუდენტების მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის შემთხვევაში, არის პრივილეგირების მინიჭების შესახებ ასეთი ბრძანებულება. რა თქმა უნდა, ამ ბრძანებულების საფუძველზე დაუფინანსდებათ სწავლა. მიმდინარე ეტაპზე მთავრობის დადგენილების მომზადება ხორციელდება ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა ძალაშია და დაუფინანსდება.

ირმა დავითულიანი:

ჩემს შვილს გურამ ხინჩიაშვილს 8 წლის ასაკში 2003 წელს,დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე მე–3სტადია. მკურნალობის სრული კურსი გაიარა მოსკოვში. არის მე–2ჯგუფის ინვალიდი,ამჟამად არ მკურნალობს. აგვისტოში ხდება 18 წლის და ეხსნება პენსია. ეკუთვნის თუ არა ჯარში გაწვევა?

-როგორც წესი, მეორე ჯგუფის ინვალიდები სარგებლობენ გადავადების უფლებით. თუმცაღა აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტი, აღნიშნული პიროვნება აუცილებლად უნდა იყოს გატარებული სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე, რომლის დასკვნის შედეგადაც, სავარაუდოდ მიჩნეულიიქნება, შეზღუდულად ვარგისად, რის შედეგადაც, შემდეგ გადაუვადდებათ სამხედრო სამსახურში გაწვევა.

ქეთევან ბოჭორიშვილი:

2012 წლის ოქტომბრის თვეში თბილისში ინფექციურში ავიღეთ ანალიზი და აღმოაჩნდა B ჰეპატიტი. როცა ჯარში გაწვევის უწყება მოვიდა, მივიტანეთ ანალიზის პასუხი, ჩააკრეს საბუთებში. 2013 წლის 7 თებერვლისთვის ისევ მოვიდა ამჯერად ფოსტით უწყება.  კითხვა: გვეკუთვნის თუ არა ჯარში გაწვევა და როდემდე უნდა გვიგზავნონ უწყება?

-როგორც წესი, B ჰეპატიტის დადასტურების შემთხვევაში, გაწვევა არ გეკუთვნით. გაწვევა აუცილებლად გადავადდება. თუმცა აქ ერთი მომენტია კვლავ აღსანიშნავი, ცნობების საფუძველზე არ ხდება გადავადების მინიჭება, ეს პიროვნება აუცილებლად უნდა მოხვდეს სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე, რომლის გავლის შემდეგ, B ჰეპატიტის დადასტურების შემთხვევაში მიეცემა გადავადება.

ნინო ურუშაძე:

მაინტერესებს, ეხება სავალდებულო სამხედრო სამსხური 2 შვილის მამას?

-ორი შვილის მამას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ ეხება. მას გადაუვადდება გაწვევა 27 წლის ასაკის მიღწევამდე.

მკითხველი soldier:

მე ჯარს ვიხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის სამსახურში და მაინტერესებს, თუ არის დაგეგმილი ჯარის ვადის შემცირება და მსგავს შემთხვევაში შემეხება, თუ არა?

-რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის ვადასთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება. თუმცაღა რა პერიოდში მოხდება ეს ცვლილება ვერ გეტყვით. თუ განხორციელდება ეს ცვლილება, სავარაუდოდ შეგეხებათ.

ნიკა:

მაქვს მუხლზე მენისკის ოპერაცია გაკეთებული. მეკუთვნის თუ არა ჯარში გაწვევა?

-ოპერაციის შემდგომ გააჩნია რა პერიოდია გასული. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღებია სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ. ეს კონკრეტული ექიმის გადასაწყვეტი თემაა. ახლა გამიჭირდება ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა. თუმცაღა გააჩნია პერიოდს. პოსტ-ოპერაციული პერიოდის შემდეგ, როგორც წესი, გადავადების გარკვეული პერიოდით ისარგებლებთ.

მკითხველი გაბრიელი:

მაქვს ორივე თვალის საშუალო ხარისხის მიოპიური ასტიგმატიზმი, რეინოს სინდრომი(დადასტურებულიოა ცნობით) და საეჭვო ვარ კუჭის წყლულზე. ვსწავლობდი მაგისტრატურაში მაგრამ უსახსრობის გამო შემიჩერდა სტუდენტის სტატუსი, ამჟამად ვმუშაობ რათა დავაგროვო სწავლის ფული.... შეიძლება თუ არა რაიმე სახის შეღავათი მომცეს ზემოთ აღნიშნულმა მონაცემებმა?

-რა თქმა უნდა. დადასტურებული რეინოსინდრომით ჯარში არ მიდიან. მათაც გადავადება ეკუთვნით და სარგებლობენ ამ შეღავათით. რაც შეეხება ასტიგმატიზმის ხარისხსს, ეს დამოკიდებულია ზუსტად ხარისხზე და კონკრეტული ექიმის გადაწყვეტილების თემაა

თორნიკე კიკვაძე:

23 აპრილს ვხვდები 26 წლის, მყავს მეუღლე და 2 წლის ბავშვი. შესაბამისად გაწვევა მეხება. ჩემი მშობლები არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ვარ დასაქმებული და ოჯახის ერთადერთი მრჩენელი. მაქვს ბანკებიდან გამოტანილი 5000 დოლარის ღირებულების სესხი. ჩემი ჯარში წასვლის შემთხვევაში თქვენც იოლად მიხვდებით რა დღეში ჩავარდება ჩემი ოჯახი. არ მაქვს დიპლომი და ვარ დასაქმებული რაც საკმაოდ იშვიათია დღეს საქართველოში. ჩემი ხელფასი არის 1500 ლარი. ჩემ ოჯახს დიდი საფრთხე ემუქრება ჩემი ჯარში წასვლის შემთხვევაში. მე ვარ ქვეყნის სამსახურში იმით, რომ მყავს შვილი მყავს ოჯახი, და ვქმნი ძლიერ ქართულ ოჯახს. გთხოვთ მირჩიოთ, იურიდიულად ან სხვა რამე გზები თუ არის, რომელიც მე დამიცავს გაწვევისგან. მგონი ნათლად ავხსენი ჩემი სიტუაცია, იმედი მაქვს ჩემი სამშობლო არ დაუშვებს იმას, რომ ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის მომავალი ბედზე ჩამოვკიდო.

-კანონის თანახმად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გაწვევიდან გადავადების უფლებით. ვინაიდან თქვენ გყავთ შვილი, რომელიც არის 2 წლის. კანონი ითვალისწინებს ასეთ შეღავათს შვილის შეძენიდან 3 წლის ვადით. ანუ სანამდე შვილი გახდება 3 წლის თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ გაწვევიდან გადავადების უფლებით.

მკითხველი ვანო:

მართალია, თუ არა, რომ შემცირდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა და ამ შემთხვევაში შეეხება ეს ვინც უკვე მსახურობს 15 თვიანზე?

-14. როგორც აღვნიშნეთ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა არ შემცირებულა. იმ შემთხვევაში თუ ეს ცვლილება განხორციელდება კანონში, სავარაუდოდ გარდამავალ დებულებაში აისახება პუნქტი, რომლითაც, რა თქმა უნდა, ვინც მსახურობს იმ კატეგორიას შეეხება.

დავით ლოცულაშვილი:

მოგესალმებით. მეც მაწუხებს ანალოგიური პრობლემა რაზეც ისაუბრა თორნიკემ. ერთადერთი შვილის მარჩენალი მხოლოდ მე ვარ.  ოჯახის ყველა წევრი დაუსაქმებელია. მარტო მიწევს შვილის გაზრდა, რადგანაც მეუღლეს გაშორებული ვარ. სამშობლოს წინაშე ვალის მოხდა დიდ პატივად მიმაჩნია, მაგრამ გარემოებები არ მიწყობს ხელს. ჯარში წასვლის შემთხვევვაში არ ვიცი ოჯახი როგორ უნდა ვარჩინო. ჩვენი ქვეყანა სამასხურების სიმრავლით არ გამოირჩევა და რთული მისახვედრი არ არის, რა გამოუვალ სიტუაციაში ჩავვარდები სამასხური რომ დავკარგო. ვარ 25 წლის. იქნებ რაიმე სამართებლივი გზა მირჩიოთ, ან რაიმე შეღავთები დააწესოთ ჩვემს მდგოარებობაში მყოფ ადამიანებზე.

-აქ ოდნავ განსხვავებული სიტუაციაა, წინასთნ შედარებით. საინტერესოა, უბრალოდ რა ხნის არის შვილი. როგორც აღვნიშნე, 3 წლის ასაკამდე შეუძლია ისარგებლოს გაწვევის გადავადების შეღავათით. თუმცაღა, თუ მეუღლეს გაშორებულია და ეს დადასტურებულია დოკუმეტალურად, მან უნდა მიმართოს შესაბამის გამწვევ კომისიას და როგორც ერთადერთ მარჩენალს, კანონის შესაბამისად აქვს სრული უფება მიიღოს გადავადება სამხედრო სამსახურში გაწვევიდან.

მკითხველი დავითი:

შესაძლებელია თუ არა 1 წლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური პირდაპირ გადავიდეს საკონტრაქტოზე?

-კი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამ შესაძლებლობას თავდაცვის სამინისტრო იძლევა.

გიორგი მანჯავიძე:

ვარ 25 წლის მაქვს თუ არა შესაძლებლობა გამოვიყენო დროებითი გადავადება თანხის გადახდის სანაცვლოდ.

როგორც აღვნიშნე, 25 წლის ასაკის მიღწევისას პირი კარგავს ამ საშუალებას ისარგებლოს აღნიშნული პრივილეგიით, ანუ გადაიხადოს გადავადების მოსაკრებელი. 25 წლის ასაკის მიღწევამდე მოქალაქეს შეუძლია ამ შეღავათით ორჯერ ისარგებლოს მხოლოდ და მხოლოდ.

იხილეთ ვიდეო