პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელი - ირაკლი ალასანია არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი
თინა ხიდაშელი - ირაკლი ალასანია არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი

პი­რა­დად ჩემ­თვის ირაკ­ლი ალა­სა­ნია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რია, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა თინა ხი­და­შელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. ასე უპა­სუ­ხა მან ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას - რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა ალა­სა­ნი­ას ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს იმას, რომ ის არა­სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რია.

"ირაკ­ლი ალა­სა­ნია არ არის ცუდი პარტნი­ო­რი, ეს ცალ­სა­ხად შე­მიძ­ლია გი­თხრათ. ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა დღეს არ და­წყე­ბუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა იყო, სრუ­ლი­ად ცალ­სა­ხად და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვამ­ბობ, რომ პი­რა­დად ჩემ­თვის ირაკ­ლი ალა­სა­ნია არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი. ასე ვფიქ­რობ­დი ალი­ან­სში ყოფ­ნის დრო­საც და ასე ვფიქ­რობ ახ­ლაც, როცა უკვე კო­ა­ლი­ცი­ა­ში ვართ ერ­თად", - აღ­ნიშ­ნა ხი­და­შელ­მა.

ამ კონ­ტექ­სტში, უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბი­დან გა­და­ყე­ნე­ბით ალა­სა­ნია "არ დას­ჯი­ლა". "ის სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრია, მას აბა­რია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­რო, რო­მელ­მაც სწრა­ფად უნდა დაგ­ვა­ახ­ლო­ოს ნა­ტოს­თან. ამი­ტომ არ ვთვლი, რომ კაცი, რო­მელ­საც ეს საქ­მე აბა­რია, არის რა­მე­ნა­ი­რად დას­ჯი­ლი", - გა­ნა­ცხა­და უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან რიგი წარ­მო­მად­გენ­ლის გა­რი­ცხვის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი­სად­მი" და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძის კრი­ტი­კულ მო­წო­დე­ბას, ხი­და­შე­ლი აღ­ნიშ­ნულს "დიდ გა­უ­გებ­რო­ბად" აფა­სებს, რო­მე­ლიც მისი აზ­რით, "ჟურ­ნა­ლის­ტის კონ­კრე­ტულ შე­კი­თხვა­ზე სა­გა­ნე­ლი­ძის სპონ­ტა­ნურ პა­სუხს მოჰ­ყვა"

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

თინა ხიდაშელი - ირაკლი ალასანია არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი

თინა ხიდაშელი - ირაკლი ალასანია არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი

პირადად ჩემთვის ირაკლი ალასანია ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში, გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას განაცხადა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას - რამდენად შეიძლება ალასანიას ვიცე-პრემიერობიდან გადაყენება უკავშირდებოდეს იმას, რომ ის არასაიმედო პარტნიორია.

"ირაკლი ალასანია არ არის ცუდი პარტნიორი, ეს ცალსახად შემიძლია გითხრათ. ჩვენი პარტნიორობა დღეს არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წინააღმდეგობა იყო, სრულიად ცალსახად და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ პირადად ჩემთვის ირაკლი ალასანია არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო პარტნიორი. ასე ვფიქრობდი ალიანსში ყოფნის დროსაც და ასე ვფიქრობ ახლაც, როცა უკვე კოალიციაში ვართ ერთად", - აღნიშნა ხიდაშელმა.

ამ კონტექსტში, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ვიცე-პრემიერობიდან გადაყენებით ალასანია "არ დასჯილა". "ის საქართველოს თავდაცვის მინისტრია, მას აბარია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომელმაც სწრაფად უნდა დაგვაახლოოს ნატოსთან. ამიტომ არ ვთვლი, რომ კაცი, რომელსაც ეს საქმე აბარია, არის რამენაირად დასჯილი", - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა.

რაც შეეხება რაიონული ორგანიზაციებიდან რიგი წარმომადგენლის გარიცხვის შესახებ "თავისუფალი დემოკრატებისადმი" დავით საგანელიძის კრიტიკულ მოწოდებას, ხიდაშელი აღნიშნულს "დიდ გაუგებრობად" აფასებს, რომელიც მისი აზრით, "ჟურნალისტის კონკრეტულ შეკითხვაზე საგანელიძის სპონტანურ პასუხს მოჰყვა"

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა