პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუაც ესწრებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო"
"ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუაც ესწრებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო"

"ქა­რე­ლის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში შე­სუ­ლიც არ ვი­ყა­ვი, რომ გულ­მკერ­დში წიხ­ლი მომ­ხვდა. გა­ვე­ლუ­რე­ბუ­ლი სამი სპეც­რაზ­მე­ლი მირ­ტყამ­და ფეხს, მუშტს, ხელ­კეტს... მერე სხვე­ბიც და­ე­მატ­ნენ. მა­გი­ნებ­დნენ, შე ერის მო­ღა­ლა­ტე, რუ­სუ­ლი ტან­კე­ბი შე­მოგ­ყავ­და სამ­შობ­ლო­შიო. და­მა­ჩო­ქეს და ცე­მის დროს ში­გა­და­შიგ 26 მა­ი­სის აღ­ლუმს მა­ყუ­რე­ბი­ნებ­დნენ. რამ­დენ­ჯერ­მე გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. დრო­ის შეგ­რძნე­ბა აღარ მქონ­და. ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ "ჯვარ­ზე გა­მაკ­რეს". ია­ტაკ­ზე და­მაწ­ვი­ნეს, გა­მაშ­ლე­ვი­ნეს ხე­ლე­ბი. ერთი სპეც­რაზ­მე­ლი ერთ ხელ­ზე შემ­დგა, მე­ო­რე - მე­ო­რე­ზე, მე­სა­მემ ბა­თინ­კი­ა­ნი ფეხი და­მა­ჭი­რა სა­ხე­ზე, ორ სპეც­რაზ­მელს კი ჩემი ფე­ხე­ბი ეჭი­რა. გა­მე­ტე­ბით მცემ­დნენ და ჩემს სხე­ულ­ზე გადი-გა­მო­დი­ოდ­ნენ. ტკი­ვი­ლი­სა­გან ვი­თი­შე­ბო­დი. გონს რომ მო­ვე­დი, მთე­ლი სხე­უ­ლი ბად­რიჯ­ნის­ფე­რი მქონ­და", - იხ­სე­ნებს თა­ვის და­კა­ვე­ბას ე.წ. ყინ­წვი­სის საქ­მე­ზე და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ეროვ­ნულ-სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნიკა გო­გუ­ა­ძე, რო­მელ­საც 12 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. მას შემ­დეგ, რაც თორ­მეტ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ნიკა გო­გუ­ა­ძე პო­ლიტ­პა­ტიმ­რად აღი­ა­რა, მას ამ­ნის­ტია შე­ე­ხო. თუმ­ცა გლ­და­ნის მე-8 სა­პყრო­ბი­ლე­ში ნიკა გო­გუ­ა­ძემ 1 წელი და 8 თვე დაჰ­ყო.

- თქვე­ნი მოძ­რა­ო­ბა რა­ი­მე კავ­შირ­ში იყო ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის "დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რო­ბა­სა" და "სა­ხალ­ხო კრე­ბას­თან?

- ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს­თან არა­ნა­ი­რი შე­თან­ხმე­ბა არ გვქო­ნია. ჩვენ მხო­ლოდ თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დეთ 21 მა­ი­სის აქ­ცი­ას.

- მახ­სოვს, 21 მა­ისს თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე აქ­ცი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­თან ერ­თად მოხ­ვე­დით, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იქა­უ­რო­ბა გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა და­ტო­ვეთ. გა­ვი­გო­ნე, რომ თქვით, ესე­ნი ყვე­ლა­ფერს და­ღუ­პა­ვე­ნო. რა მოხ­და მა­შინ?

- მინ­დო­და აქ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი და ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის პო­ზი­ცია გა­მეც­ნო ხალ­ხის­თვის, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ არ მომ­ცა.

- თქვე­ნი მოძ­რა­ო­ბა აღიქ­მე­ბო­და პრო­რუ­სულ ძა­ლად, მაგ­რამ ასე­თი­ვე პრო­რუ­სის იარ­ლი­ყი ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს, კახა კუ­კა­ვა­სა და კონ­სერ­ვა­ტო­რებ­საც ჰქონ­დათ, რომ­ლე­ბიც ასე არ და­უს­ჯი­ათ. თქვე­ნი რა­ტომ გა­მო­გარ­ჩი­ეს?

- ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა­გან უკონ­ტრო­ლო ძალა ვი­ყა­ვით. აგ­რე­სი­ის კი­დევ ერთი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ეროვ­ნუ­ლო­ბა­სა და სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობ­დით. ამათ­თვის კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ზი­ზღს იწ­ვევს. რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნა ის თე­მაა, რის გა­მოც ქვეყ­ნის მტრად გა­ცხა­დე­ბენ. მეტ­საც გე­ტყვით, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრე­ზენ­ტა­ცი­ის დღეს "რეალ ტვ"-ზე გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, ეფ-ეს-ბეს და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ორ­გა­ნი­ზა­ცია შე­იქ­მნაო და ჩემი ფოტო აჩ­ვე­ნეს ნამ­გლი­სა და უროს ფონ­ზე.

- თე­მურ ხა­ჩიშ­ვი­ლი, რო­მან დუმ­ბა­ძე, ვა­ლე­რი გელ­ბა­ხი­ა­ნი თქვენს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან რა კავ­შირ­ში იყ­ვნენ?

- ისი­ნი ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი იყ­ვნენ.

- ყინ­წვის­ში რა­ტომ აღ­მოჩ­ნდით?

- ყინ­წვის­ში სის­ტე­მა­ტუ­რად დავ­დი­ო­დი. რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, რომ აქ­ცი­ა­ზე აქ­ტი­ვო­ბა შე­სუს­ტდა და ხალ­ხს ქუ­ჩი­დან იტა­ცებ­დნენ, გა­დავ­წყვი­ტე, 24 მა­ისს უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ოთხ მე­გო­ბარ­თან ერ­თად ყინ­წვის­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა სხვებს და­უ­რე­კეს და ყინ­წვის­ში 23 კაცი შე­ვიკ­რი­ბეთ, რო­მელ­თა­გან ბევ­რს არც კი ვიც­ნობ­დი.

ყინ­წვის­ში ას­ვლი­დან მე­ო­რე დღეს შე­ვამ­ჩნი­ეთ, რომ ალ­ყა­ში ვი­ყა­ვით. ღა­მით მო­ნას­ტრის გარ­შე­მო ვი­ღაც-ვი­ღა­ცე­ბი ფარ­ნე­ბით და­დი­ოდ­ნენ. ზე­მო­დან ვხე­დავ­დით გზა­ზე მდგარ პი­კა­პებს. 26 მა­ისს აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შე­სა­ხებ რა­დი­ო­თი რომ მო­ვის­მი­ნეთ, დი­ლით თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. უკვე მან­ქა­ნებ­თან ვი­ყა­ვით, რომ მო­ნას­ტერ­თან 3 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩერ­და, სა­ი­და­ნაც სპეც­რაზ­მე­ლე­ბი გად­მოც­ვივ­დნენ და თავს დაგ­ვესხნენ. ჩვენ გვერ­დით ამ დროს მო­ნას­ტრის მსა­ხუ­რი მა­მე­ბი იყ­ვნენ. 23 კაცი ხელ­ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი დაგ­ვყა­რეს მი­წა­ზე და ავ­ტო­მა­ტე­ბი მოგ­ვიშ­ვი­რეს. მერე თქვეს, ეს არის გო­გუ­ა­ძეო და ცე­მი­თა და გი­ნე­ბით შე­მაგ­დეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში. მან­ქა­ნა­ში გან­ძრე­ვაც არ შე­მეძ­ლო, რად­გან ავ­ტო­მა­ტი მუ­ცელ­ზე მქონ­და მობ­ჯე­ნი­ლი. სპეც­რაზ­მელს ხელი ჩახ­მახ­ზე ედო და სულ ვე­ლო­დი, რომ ხელს გა­მოჰ­კრავ­და. და­ვი­ნა­ხე, სხვე­ბიც რომ ჩა­ყა­რეს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­სა და იმ მან­ქა­ნებ­ში, რომ­ლი­თაც ყინ­წვის­ში ვი­ყა­ვით ასუ­ლი, და ქა­რე­ლის პო­ლი­ცი­ა­ში წა­მოგ­ვიყ­ვა­ნეს. პო­ლი­ცი­ა­ში სა­ათ­ზე მეტ­ხანს მცემ­დნენ. ჯერ კი­დევ არ ვი­ცო­დი, რას მაბ­რა­ლებ­დნენ და ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­მა­კა­ვებ­დნენ. ქა­რე­ლი­დან თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრეს, თუ ჩვენს მი­თი­თე­ბებს არ შე­ას­რუ­ლებ, დე­და­შენ­საც და­ვა­პა­ტიმ­რებ­თო. ასე ცემა-ცე­მა­ში და­მა­წე­რი­ნეს აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა. ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი, სკამ­ზეც ვე­ღარ ვჯდე­ბო­დი, რად­გან ხერ­ხე­მა­ლი და კუ­დუ­სუ­ნის ძვა­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი მქონ­და. სკა­მი­დან ვვარ­დე­ბო­დი... და­მი­დეს ფურ­ცე­ლი, ხელი მო­ა­წე­რეო. მივ­ხვდი, რომ ცუდ რა­მე­ზე ვა­წერ­დი ხელს, მაგ­რამ ერთი სული მქონ­და, ცემა შე­ე­წყვი­ტათ. ად­ვო­კატს ვი­თხოვ­დი და ამის გა­გო­ნე­ბაც არ უნ­დო­დათ. აღი­ა­რე­ბა­ზე ხელი მო­ვა­წე­რე თუ არა, კა­პე­ზე­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუაც ესწრებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო"

"ე.წ. კარანტინის დაშლას ერეკლე კოდუაც ესწრებოდა. გვერდზე გამიყვანა და მითხრა, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო"

"ქარელის პოლიციის უფროსის კაბინეტში შესულიც არ ვიყავი, რომ გულმკერდში წიხლი მომხვდა. გაველურებული სამი სპეცრაზმელი მირტყამდა ფეხს, მუშტს, ხელკეტს... მერე სხვებიც დაემატნენ. მაგინებდნენ, შე ერის მოღალატე, რუსული ტანკები შემოგყავდა სამშობლოშიო. დამაჩოქეს და ცემის დროს შიგადაშიგ 26 მაისის აღლუმს მაყურებინებდნენ. რამდენჯერმე გონება დავკარგე. დროის შეგრძნება აღარ მქონდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ "ჯვარზე გამაკრეს". იატაკზე დამაწვინეს, გამაშლევინეს ხელები. ერთი სპეცრაზმელი ერთ ხელზე შემდგა, მეორე - მეორეზე, მესამემ ბათინკიანი ფეხი დამაჭირა სახეზე, ორ სპეცრაზმელს კი ჩემი ფეხები ეჭირა. გამეტებით მცემდნენ და ჩემს სხეულზე გადი-გამოდიოდნენ. ტკივილისაგან ვითიშებოდი. გონს რომ მოვედი, მთელი სხეული ბადრიჯნისფერი მქონდა", - იხსენებს თავის დაკავებას ე.წ. ყინწვისის საქმეზე დაპატიმრებული ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის ხელმძღვანელი ნიკა გოგუაძე, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი. მას შემდეგ, რაც თორმეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ნიკა გოგუაძე პოლიტპატიმრად აღიარა, მას ამნისტია შეეხო. თუმცა გლდანის მე-8 საპყრობილეში ნიკა გოგუაძემ 1 წელი და 8 თვე დაჰყო.

- თქვენი მოძრაობა რაიმე კავშირში იყო ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიულ მოძრობასა" და "სახალხო კრებასთან?

- ქალბატონ ნინოსთან არანაირი შეთანხმება არ გვქონია. ჩვენ მხოლოდ თანადგომა გამოვუცხადეთ 21 მაისის აქციას.

- მახსოვს, 21 მაისს თავისუფლების მოედანზე აქციაზე რამდენიმე ადამიანთან ერთად მოხვედით, მაგრამ რამდენიმე წუთში იქაურობა განაწყენებულმა დატოვეთ. გავიგონე, რომ თქვით, ესენი ყველაფერს დაღუპავენო. რა მოხდა მაშინ?

- მინდოდა აქციაზე სიტყვით გამოვსულიყავი და ჩვენი მოძრაობის პოზიცია გამეცნო ხალხისთვის, რისი საშუალებაც ქალბატონმა ნინომ არ მომცა.

- თქვენი მოძრაობა აღიქმებოდა პრორუსულ ძალად, მაგრამ ასეთივე პრორუსის იარლიყი ნინო ბურჯანაძეს, კახა კუკავასა და კონსერვატორებსაც ჰქონდათ, რომლებიც ასე არ დაუსჯიათ. თქვენი რატომ გამოგარჩიეს?

- ჩვენ ხელისუფლებისაგან უკონტროლო ძალა ვიყავით. აგრესიის კიდევ ერთი მიზეზი ის იყო, რომ ეროვნულობასა და სარწმუნოებაზე ვლაპარაკობდით. ამათთვის კი ეს ყველაფერი ზიზღს იწვევს. რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ის თემაა, რის გამოც ქვეყნის მტრად გაცხადებენ. მეტსაც გეტყვით, ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაციის დღეს "რეალ ტვ"-ზე გავიდა სიუჟეტი, ეფ-ეს-ბეს დაფინანსებული კიდევ ერთი ორგანიზაცია შეიქმნაო და ჩემი ფოტო აჩვენეს ნამგლისა და უროს ფონზე.

- თემურ ხაჩიშვილი, რომან დუმბაძე, ვალერი გელბახიანი თქვენს ორგანიზაციასთან რა კავშირში იყვნენ?

- ისინი ჩვენი მოძრაობის თანადამფუძნებლები იყვნენ.

- ყინწვისში რატომ აღმოჩნდით?

- ყინწვისში სისტემატურად დავდიოდი. როდესაც დავინახე, რომ აქციაზე აქტივობა შესუსტდა და ხალხს ქუჩიდან იტაცებდნენ, გადავწყვიტე, 24 მაისს უსაფრთხოების მიზნით ოთხ მეგობართან ერთად ყინწვისში წავსულიყავი. ჩემმა მეგობრებმა სხვებს დაურეკეს და ყინწვისში 23 კაცი შევიკრიბეთ, რომელთაგან ბევრს არც კი ვიცნობდი.

ყინწვისში ასვლიდან მეორე დღეს შევამჩნიეთ, რომ ალყაში ვიყავით. ღამით მონასტრის გარშემო ვიღაც-ვიღაცები ფარნებით დადიოდნენ. ზემოდან ვხედავდით გზაზე მდგარ პიკაპებს. 26 მაისს აქციის დარბევის შესახებ რადიოთი რომ მოვისმინეთ, დილით თბილისში დაბრუნება გადავწყვიტეთ. უკვე მანქანებთან ვიყავით, რომ მონასტერთან 3 მიკროავტობუსი გაჩერდა, საიდანაც სპეცრაზმელები გადმოცვივდნენ და თავს დაგვესხნენ. ჩვენ გვერდით ამ დროს მონასტრის მსახური მამები იყვნენ. 23 კაცი ხელბორკილდადებული დაგვყარეს მიწაზე და ავტომატები მოგვიშვირეს. მერე თქვეს, ეს არის გოგუაძეო და ცემითა და გინებით შემაგდეს მიკროავტობუსში. მანქანაში განძრევაც არ შემეძლო, რადგან ავტომატი მუცელზე მქონდა მობჯენილი. სპეცრაზმელს ხელი ჩახმახზე ედო და სულ ველოდი, რომ ხელს გამოჰკრავდა. დავინახე, სხვებიც რომ ჩაყარეს მიკროავტობუსებსა და იმ მანქანებში, რომლითაც ყინწვისში ვიყავით ასული, და ქარელის პოლიციაში წამოგვიყვანეს. პოლიციაში საათზე მეტხანს მცემდნენ. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას მაბრალებდნენ და ვერც წარმოვიდგენდი, რომ გადატრიალების ბრალდებით დამაკავებდნენ. ქარელიდან თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გადამიყვანეს. მითხრეს, თუ ჩვენს მითითებებს არ შეასრულებ, დედაშენსაც დავაპატიმრებთო. ასე ცემა-ცემაში დამაწერინეს აღიარებითი ჩვენება. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, სკამზეც ვეღარ ვჯდებოდი, რადგან ხერხემალი და კუდუსუნის ძვალი დაზიანებული მქონდა. სკამიდან ვვარდებოდი... დამიდეს ფურცელი, ხელი მოაწერეო. მივხვდი, რომ ცუდ რამეზე ვაწერდი ხელს, მაგრამ ერთი სული მქონდა, ცემა შეეწყვიტათ. ადვოკატს ვითხოვდი და ამის გაგონებაც არ უნდოდათ. აღიარებაზე ხელი მოვაწერე თუ არა, კაპეზეში გადამიყვანეს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

"ჩოლოიანთან ნაცემი შემიყვანეს... გონებას ვკარგავდი, სკამიდან ვვარდებოდი და ისევ იწყებდა დაკითხვას" - რას იხსენებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელზე

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებელი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 წლის მოზარდის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე გამომძიებელი დააკავეს