მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო თვალჭრელიძე: "რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც"
სანდრო თვალჭრელიძე: "რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც"

გვიკ­ვირს ხოლ­მე, რა­ტომ ეჩ­ვე­ნე­ბა ზოგ­ჯერ და­სავ­ლეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად. არა­და, საკ­ვირ­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ არის. კერ­ძოდ, და­სავ­ლეთ­ში და­ი­ჯე­რე­ბენ, რომ თბი­ლი­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის, "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში 764 კაცი "მუ­შა­ობ­და"? ალ­ბათ, არა, რად­გან ამ­დე­ნი კაცი პენ­ტა­გო­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში არ არის და­საქ­მე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ერთ-ერთ გერ­მა­ნელ კო­ლე­გას ვუ­თხა­რი, რომ და­სუფ­თა­ვე­ბის სამ­სა­ხურ­ში ცნო­ბი­ლი ან­სამ­ბლის ბი­ჭე­ბი ალ­პი­ნისტ-დამ­გვე­ლე­ბად იყ­ვნენ გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მან ჩათ­ვა­ლა, რომ თქვენს მონა-მორ­ჩილს იუ­მო­რის უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა აქვს. ან რო­მე­ლი­მე ფრან­გი, ან ამე­რი­კე­ლი და­ი­ჯე­რებს, რომ დე­და­ქა­ლა­ქის ბი­უ­ჯე­ტი­დან 3 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტია გა­მო­ყო­ფი­ლი იმის­თვის, რომ "პე­და­გო­გე­ბი" ღია მო­ედ­ნებ­ზე ბავ­შვებს ეთა­მა­შონ? ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია! თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, რაც უცხო­ელს შე­საძ­ლოა ანეკ­დო­ტი ეგო­ნოს, ჩვენ­თან რე­ა­ლო­ბაა. ამ ამ­ბე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას გიგი უგუ­ლა­ვა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას უწო­დებს და მთავ­რო­ბას ჩუ­კე­ნო­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბას ურ­ჩევს. ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ უგუ­ლა­ვას მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ვე­ბის ში­შით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და წინ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი გვე­ლო­დე­ბა.

- კა­ნო­ნის წი­ნა­შე ყვე­ლა თა­ნას­წო­რი უნდა იყოს და რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი კა­ნონს და­არ­ღვევს, პა­სუ­ხიც უნდა აგოს და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასეა ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, თუნ­დაც კა­ნო­ნის დამ­რღვე­ვი თბი­ლი­სის მერი იყოს და ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი ის­ტე­რი­კუ­ლია და რაც უფრო უახ­ლოვ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა "მსხვილ საქ­მე­ებს", მით უფრო უც­ნა­ურ რა­ღა­ცებს ამ­ბობს უგუ­ლა­ვა. რად ღირს თუნ­დაც მისი მო­წო­დე­ბა, მთავ­რო­ბამ ჩუ­კე­ნო­ბას თავი და­ა­ნე­ბო­სო. "თბილ­სერ­ვისჯ­გუ­ფის" თა­ო­ბა­ზე კი უგუ­ლა­ვამ თქვა, რომ თურ­მე თბი­ლის­ში ბუნ­კე­რე­ბის გა­უქ­მე­ბას მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცია სჭირ­დე­ბო­და და ამი­ტომ ბი­უ­ჯეტს 764-კა­ცი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი უნდა შე­ე­ნა­ხა.

- ბა­ტო­ნი უგუ­ლა­ვა არ არის შეჩ­ვე­უ­ლი, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებს შო­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია. მას ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ მთავ­რო­ბის რო­მე­ლი­მე პირი ან პრე­მი­ე­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში არ ერე­ო­დეს. ჩემი აზ­რით, დღეს მთავ­რო­ბა აკე­თებს თა­ვის საქ­მეს, უგუ­ლა­ვა კი - თა­ვის საქ­მეს. ოღონდ უგუ­ლა­ვა ამას შეჩ­ვე­უ­ლი არ არის, იმი­ტომ, რომ ადრე ყვე­ლა მსგავ­სი "საქ­მე" ანუ პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი იყო.

- ანუ უგუ­ლა­ვა ფიქ­რობს, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რას მისი და­ჭე­რა აქვს და­ვა­ლე­ბუ­ლი?

- ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, უგუ­ლა­ვას, ალ­ბათ, ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია, რომ რა­ი­მე "ზე­მო­დან" დაკ­ვე­თის გა­რე­შე მოხ­დეს. არა­და, დღეს ერ­თა­დერ­თი დაკ­ვე­თაა –ხალ­ხის სურ­ვი­ლი, აღ­დგეს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა - დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პა­სუ­ხი უნდა აგონ. რაც უნდა თქვას უგუ­ლა­ვამ, საქ­მე მა­ინც წინ წავა და ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც სა­მარ­თა­ლი მო­ი­თხოვს.

- რო­გორც ვიცი, ერ­თმა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან" და­ახ­ლო­ე­ბულ­მა ექ­სპერ­ტმა ყო­ფილ მმარ­თველ პარ­ტი­ას ურ­ჩია, რომ ყვე­ლა საქ­მეს პო­ლი­ტი­კურ დევ­ნად ნუ შე­ა­ფა­სებს, რომ უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ ჩა­იგ­დოს თავი. ეს ამ­ბა­ვი მას შემ­დეგ გა­მახ­სენ­და, რაც მექ­რთა­მე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე საქ­მე აღიძ­რა და ეს "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მა­შინ­ვე მო­ნათ­ლეს პო­ლი­ტი­კურ შე­ტე­ვად.

- მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა ეგ ექ­სპერ­ტი. სხვა­თა შო­რის, მე უფრო ადრე ვე­ლო­დე­ბო­დი კე­ზე­რაშ­ვილ­ზე საქ­მის აღ­ძვრას. ვი­მე­ო­რებ, - ასე­თი საქ­მე კი­დევ მრავ­ლად იქ­ნე­ბა და ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს გა­ვი­გებთ. რა თქმა უნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის თა­ო­ბა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გან­ცხა­დე­ბის მთა­ვა­რი ად­რე­სა­ტი და­სავ­ლე­თია.

ამი­ტო­მაც მი­მაჩ­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" უნდა აღად­გი­ნოს კავ­ში­რი ლო­ბის­ტებ­თან და გა­ათ­მა­გე­ბუ­ლად იმუ­შა­ოს. არ შე­იძ­ლე­ბა ამ პრო­ცე­სე­ბის თვით­დი­ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბა, რად­გან ეს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საკ­რა­ლუ­რი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ჩვენ ძა­ლი­ან გვჭირ­დე­ბა აშშ-ის, ევ­რო­კავ­ში­რის თუ ნა­ტოს მხარ­და­ჭე­რა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო პი­ა­რის ამუ­შა­ვე­ბა. ისე, პი­ა­რი (პრო­პა­გან­დას არ ვგუ­ლის­ხმობ) ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ალ­ბათ, არც ქვეყ­ნის შიგ­ნით აწყენ­და. აგერ, კა­ხეთ­ში სტი­ქი­ით და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის 100 მი­ლი­ო­ნის და­რი­გე­ბა და­ი­წყო და ვი­თომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა. ამა­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლეს­მა ეშე­ლო­ნებ­მა, მათ შო­რის პრე­მი­ერ­მაც უნდა თქვას სათ­ქმე­ლი. ხალ­ხთან ყო­ველ­დღი­უ­რი დი­ა­ლო­გი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- რჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კამ­პა­ნი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­სა­ხებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დი­რი­ჟო­რობს, რომ­ლის ლექ­სი­კა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას სულ უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ხდე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტი სა­ფუძ­ველს ამ­ზა­დებს, - თუ ზო­გი­ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვე­ვა, და­ი­თხო­ვოს მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი. თუმ­ცა სხვე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ეს აქ­ტი­უ­რო­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ნა­წი­ლია.

- ვფიქ­რობ, სა­ა­კაშ­ვი­ლის აქ­ტი­უ­რო­ბა თვით­გა­დარ­ჩე­ნის ტექ­ნო­ლო­გი­აა. მას, ალ­ბათ, ეყო­ფა გამ­ჭრი­ა­ხო­ბა, რომ მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი არ და­ი­თხო­ვოს. შე­დე­გი სა­ვა­ლა­ლო იქ­ნე­ბა და შე­საძ­ლოა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ხალ­ხის რის­ხვას ფი­ზი­კუ­რად ვერ გა­და­ურ­ჩეს. რაც შე­ე­ხე­ბა ვერ­სი­ას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" რე­ი­ტინ­გი ნუ­ლია. მათ აღარ აქვთ პო­ლი­ცი­უ­რი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი თუ სხვა რე­სურ­სი და ვერც ექ­ნე­ბათ, თუ მთავ­რო­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ფხიზ­ლად იქ­ნე­ბი­ან. ამი­ტო­მაც, რა­საც სა­ა­კაშ­ვი­ლი აკე­თებს, ამის მი­ზა­ნი თვით­გა­დარ­ჩე­ნაა.

- ამ კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ნა­წი­ლია, რომ გახ­შირ­და კრი­მი­ნა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი და თურ­მე 90-იან წლებ­ში ვბრუნ­დე­ბით. ისე, და­ნა­შა­ულ­მა რომ მო­ი­მა­ტა, ცხა­დია. რა არის ამის მი­ზე­ზი?

- სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა ნამ­დვი­ლად არ არის. მთა­ვა­რი ის არის, ვინ სჩა­დის და­ნა­შა­ულს - ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნით "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ თუ ის მკვლე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა? რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჯერ კი­დევ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მკვლე­ლე­ბი, ქურ­დე­ბი და ბან­დი­ტე­ბი გა­მო­უშ­ვა პრე­ზი­დენ­ტმა იმ პი­რო­ბით, რომ მათ 200-200 ხმა მი­ე­ტა­ნათ. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ამ­ნის­ტი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, მოქ­მე­დებს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­აც, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან უშ­ვებს და უშ­ვებს პა­ტიმ­რებს. ჩემი აზ­რით, და­ნა­შა­უ­ლის გახ­ში­რე­ბა უკავ­შირ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის­გან შე­წყა­ლე­ბულ პი­რებს.

- სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტი ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შით პარ­ლა­მენ­ტში 8 თე­ბერ­ვალს წარ­დგე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, სა­ა­კაშ­ვი­ლი აქ­ცენტს რაზე გა­ა­კე­თებს და დამ­თავ­რდე­ბა თუ არა ეს ამ­ბა­ვი უს­კან­და­ლოდ? ამას იმი­ტომ ვკი­თხუ­ლობ, რომ ყვე­ლას გვახ­სოვს, შარ­შან ჯონ­დი ბა­ღა­თუ­რი­ამ რო­გორ და­ა­კარ­გვი­ნა სა­ა­კაშ­ვილს მოთ­მი­ნე­ბა. წელს პრე­ზი­დენ­ტის­თვის პარ­ლა­მენ­ტში გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ა­თე­ბი უფრო მძი­მე იქ­ნე­ბა, რად­გან უმ­რავ­ლე­სო­ბად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ხვდე­ბა.

- სამ­წუ­ხა­როდ, არა­ფერს კარ­გს არ ვე­ლო­დე­ბი. იმე­დია, სა­ა­კაშ­ვილს ეყო­ფა გამ­ჭრი­ა­ხო­ბა, რომ მშვი­დად წა­ი­კი­თხოს მოხ­სე­ნე­ბა. თუმ­ცა სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე ვე­ლო­დე­ბი, რომ დე­ბა­ტე­ბი­სას პრე­ზი­დენ­ტი თავს ვერ შე­ი­კა­ვებს და საკ­მა­ოდ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოდ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

სანდრო თვალჭრელიძე: "რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც"

სანდრო თვალჭრელიძე: "რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც"

გვიკვირს ხოლმე, რატომ ეჩვენება ზოგჯერ დასავლეთს საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ დევნად. არადა, საკვირველი ნამდვილად არ არის. კერძოდ, დასავლეთში დაიჯერებენ, რომ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის, "თბილსერვისჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 764 კაცი "მუშაობდა"? ალბათ, არა, რადგან ამდენი კაცი პენტაგონის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ არის დასაქმებული. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთ გერმანელ კოლეგას ვუთხარი, რომ დასუფთავების სამსახურში ცნობილი ანსამბლის ბიჭები ალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებული, მან ჩათვალა, რომ თქვენს მონა-მორჩილს იუმორის უცნაური გრძნობა აქვს. ან რომელიმე ფრანგი, ან ამერიკელი დაიჯერებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი იმისთვის, რომ "პედაგოგები" ღია მოედნებზე ბავშვებს ეთამაშონ? ძნელი წარმოსადგენია! თუმცა, სამწუხაროდ, რაც უცხოელს შესაძლოა ანეკდოტი ეგონოს, ჩვენთან რეალობაა. ამ ამბებით გამოძიების დაინტერესებას გიგი უგულავა პოლიტიკურ დევნას უწოდებს და მთავრობას ჩუკენობისთვის თავის დანებებას ურჩევს. ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ უგულავას მწვავე განცხადებები, სავარაუდოდ, დაკავების შიშით არის გამოწვეული და წინ უფრო საინტერესო ამბები გველოდება.

- კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და როდესაც ადამიანი კანონს დაარღვევს, პასუხიც უნდა აგოს დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. ასეა ყველა შემთხვევაში, თუნდაც კანონის დამრღვევი თბილისის მერი იყოს და ეს არ არის პოლიტიკური დევნა.

- საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მერის განცხადებები ისტერიკულია და რაც უფრო უახლოვდება გამოძიება "მსხვილ საქმეებს", მით უფრო უცნაურ რაღაცებს ამბობს უგულავა. რად ღირს თუნდაც მისი მოწოდება, მთავრობამ ჩუკენობას თავი დაანებოსო. "თბილსერვისჯგუფის" თაობაზე კი უგულავამ თქვა, რომ თურმე თბილისში ბუნკერების გაუქმებას მოსახლეობასთან კომუნიკაცია სჭირდებოდა და ამიტომ ბიუჯეტს 764-კაციანი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა შეენახა.

- ბატონი უგულავა არ არის შეჩვეული, რომ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება განაწილებულია. მას ვერ წარმოუდგენია, რომ მთავრობის რომელიმე პირი ან პრემიერი პროკურატურის საქმიანობაში არ ერეოდეს. ჩემი აზრით, დღეს მთავრობა აკეთებს თავის საქმეს, უგულავა კი - თავის საქმეს. ოღონდ უგულავა ამას შეჩვეული არ არის, იმიტომ, რომ ადრე ყველა მსგავსი "საქმე" ანუ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

- ანუ უგულავა ფიქრობს, რომ პროკურატურას მისი დაჭერა აქვს დავალებული?

- ყოველ შემთხვევაში, უგულავას, ალბათ, ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე "ზემოდან" დაკვეთის გარეშე მოხდეს. არადა, დღეს ერთადერთი დაკვეთაა –ხალხის სურვილი, აღდგეს სამართლიანობა - დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. რაც უნდა თქვას უგულავამ, საქმე მაინც წინ წავა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც სამართალი მოითხოვს.

- როგორც ვიცი, ერთმა "ნაციონალებთან" დაახლოებულმა ექსპერტმა ყოფილ მმართველ პარტიას ურჩია, რომ ყველა საქმეს პოლიტიკურ დევნად ნუ შეაფასებს, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიგდოს თავი. ეს ამბავი მას შემდეგ გამახსენდა, რაც მექრთამეობის ბრალდებით დავით კეზერაშვილზე საქმე აღიძრა და ეს "ნაციონალებმა" მაშინვე მონათლეს პოლიტიკურ შეტევად.

- მართალი ყოფილა ეგ ექსპერტი. სხვათა შორის, მე უფრო ადრე ველოდებოდი კეზერაშვილზე საქმის აღძვრას. ვიმეორებ, - ასეთი საქმე კიდევ მრავლად იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის თაობაზე "ნაციონალების" განცხადების მთავარი ადრესატი დასავლეთია.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღადგინოს კავშირი ლობისტებთან და გაათმაგებულად იმუშაოს. არ შეიძლება ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება, რადგან ეს ახალი ხელისუფლების საკრალური შეცდომა იქნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება აშშ-ის, ევროკავშირის თუ ნატოს მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო პიარის ამუშავება. ისე, პიარი (პროპაგანდას არ ვგულისხმობ) ახალ ხელისუფლებას, ალბათ, არც ქვეყნის შიგნით აწყენდა. აგერ, კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის 100 მილიონის დარიგება დაიწყო და ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამაზე ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა, მათ შორის პრემიერმაც უნდა თქვას სათქმელი. ხალხთან ყოველდღიური დიალოგი აუცილებელია.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ "ნაციონალების" კამპანიას პოლიტიკური დევნის შესახებ მიხეილ სააკაშვილი დირიჟორობს, რომლის ლექსიკა ახალ ხელისუფლებაზე საუბრისას სულ უფრო რადიკალური ხდება. საზოგადოების ნაწილის აზრით, პრეზიდენტი საფუძველს ამზადებს, - თუ ზოგიერთი გარემოება ერთმანეთს დაემთხვევა, დაითხოვოს მთავრობა და პარლამენტი. თუმცა სხვები ფიქრობენ, რომ ეს აქტიურობა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია.

- ვფიქრობ, სააკაშვილის აქტიურობა თვითგადარჩენის ტექნოლოგიაა. მას, ალბათ, ეყოფა გამჭრიახობა, რომ მთავრობა და პარლამენტი არ დაითხოვოს. შედეგი სავალალო იქნება და შესაძლოა, სააკაშვილი ხალხის რისხვას ფიზიკურად ვერ გადაურჩეს. რაც შეეხება ვერსიას წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, "ნაციონალების" რეიტინგი ნულია. მათ აღარ აქვთ პოლიციური, ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსი და ვერც ექნებათ, თუ მთავრობა და მოქალაქეები ფხიზლად იქნებიან. ამიტომაც, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ამის მიზანი თვითგადარჩენაა.

- ამ კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, რომ გახშირდა კრიმინალური შემთხვევები და თურმე 90-იან წლებში ვბრუნდებით. ისე, დანაშაულმა რომ მოიმატა, ცხადია. რა არის ამის მიზეზი?

- საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მთავარი ის არის, ვინ სჩადის დანაშაულს - ის პირები, რომლებიც კანონით "ამნისტიის შესახებ" გათავისუფლდნენ თუ ის მკვლელები, რომლებიც თავის დროზე შეიწყალა პრეზიდენტმა? როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ მკვლელები, ქურდები და ბანდიტები გამოუშვა პრეზიდენტმა იმ პირობით, რომ მათ 200-200 ხმა მიეტანათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამნისტიის პარალელურად, მოქმედებს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიაც, რომელიც ციხიდან უშვებს და უშვებს პატიმრებს. ჩემი აზრით, დანაშაულის გახშირება უკავშირდება პრეზიდენტისგან შეწყალებულ პირებს.

- სხვათა შორის, პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტში 8 თებერვალს წარდგება. თქვენი აზრით, სააკაშვილი აქცენტს რაზე გააკეთებს და დამთავრდება თუ არა ეს ამბავი უსკანდალოდ? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ ყველას გვახსოვს, შარშან ჯონდი ბაღათურიამ როგორ დააკარგვინა სააკაშვილს მოთმინება. წელს პრეზიდენტისთვის პარლამენტში გატარებული საათები უფრო მძიმე იქნება, რადგან უმრავლესობად "ქართული ოცნება" ხვდება.

- სამწუხაროდ, არაფერს კარგს არ ველოდები. იმედია, სააკაშვილს ეყოფა გამჭრიახობა, რომ მშვიდად წაიკითხოს მოხსენება. თუმცა სიმართლე გითხრათ, მე ველოდები, რომ დებატებისას პრეზიდენტი თავს ვერ შეიკავებს და საკმაოდ არასასიამოვნოდ განვითარდება მოვლენები.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა