საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრების მეორე ნახევრები
მინისტრების მეორე ნახევრები

ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი წა­რად­გი­ნა. მათ შო­რის მოხ­ვდნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი და ბევ­რიც უც­ნო­ბი სა­ხე­ე­ბი. იმის გარ­და, თუ რა პროგ­რა­მე­ბით მო­ხიბ­ლავ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახა­ლი მი­ნის­ტრე­ბი, ინ­ტე­რე­სი მათი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მი­მარ­თაც გაჩ­ნდა. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის, მა­გა­ლი­თად ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ა­სა და კახი კა­ლა­ძის ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა მა­ნამ­დეც ცნო­ბი­ლი იყო, რად­გან ალა­სა­ნია პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, კა­ლა­ძე კი ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნი გახ­ლდათ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე მა­ლე­ვე იზ­რუ­ნეს და ქარ­თულ პრე­სა­ში ერთი-მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით გა­მოჩ­ნდა ოჯა­ხუ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც აღ­მოჩ­ნდნენ, მათ შო­რის ერთ-ერ­თია ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, კი­დევ ერთხელ შეგ­ვეხ­სე­ნე­ბი­ნა, ვინ არი­ან ცნო­ბი­ლი მი­ნის­ტრე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბი და ჩვენს სი­ა­ში თით­ქმის ყვე­ლა მათ­გა­ნი მოხ­ვდა, "რე­ი­ტინ­გის" შემ­დეგ ნომ­რებ­ში კი შე­ვეც­დე­ბით, უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით გა­გაც­ნოთ მათი ოჯა­ხუ­რი პორ­ტრე­ტე­ბი. მე­ო­რე ნა­ხევ­რე­ბის სიას ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მე­ო­რე ნა­ხევ­რით და­ვი­წყებთ.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს ბავ­შვო­ბი­დან იც­ნო­ბენ. წარ­მო­შო­ბით ორი­ვე დე­დოფ­ლის­წყა­რო­დან გახ­ლავთ და რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ არის, სად იპო­ვა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე მო­მა­ვალ­მა მი­ნის­ტრმა. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს, ნი­კო­ლო­ზი და ან­დრია. ნუ­ნუ­კა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდა. როცა მისი მე­უღ­ლე პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლა­ში ჩა­ე­ბა, მამა - გე­ნე­რა­ლი თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ადრე კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი გახ­ლდათ, და­ა­პა­ტიმ­რეს.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის მოს­ვლის შემ­დეგ თა­მა­ზაშ­ვი­ლი გლ­და­ნის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა, ღა­რი­ბაშ­ვილს კი პრე­მი­ერ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჩა­ა­ბა­რა. ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა, რომ­ლის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი თაკო სა­ლა­ყა­ია სკან­დალ­ში სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ეხ­ვა, თუმ­ცა მა­ნამ­დე პრე­სის­თვის ინ­ტერ­ვი­უ­ებს არ იშუ­რებ­და და შო­უ­ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თა­ნაც აქ­ტი­უ­რად მე­გობ­რობ­და. სხვა­თა შო­რის, იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ თაკო სა­ლა­ყა­ია დღემ­დე აგ­რძე­ლებს "ტუსოვ­ში­ცო­ბას" და არც ღა­მის ცხოვ­რე­ბა­ზე ამ­ბობს უარს. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთხელ თაკო სა­ლა­ყა­ი­ამ მო­რიგ სა­ღა­მო­ზე გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლიც მი­იწ­ვია და ამი­სათ­ვის თან­ხაც გა­და­უ­ხა­და. რო­გორც ჩანს, ექსმი­ნის­ტრის სკან­და­ლუ­რი მე­უღ­ლე ხან­და­ხან სუფ­რუ­ლი სიმ­ღე­რე­ბით იქ­ცევს თავს. სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის კარ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტთა რიგი შე­წყდა. სა­ლა­ყა­ი­ამ პრე­სას­თან კონ­ტაქ­ტზე უარი თქვა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ებ­საც მხო­ლოდ უცხო­ურ პრე­სა­ში თუ ვი­ხი­ლავ­დით. ძვე­ლი ტრა­დი­ცია არ გა­აგ­რძე­ლა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა, მისი ინ­ტერ­ვიუ საქ­მი­ან თე­მებ­ზე რთუ­ლი მო­სა­პო­ვე­ბე­ლი არ არის, თუმ­ცა მე­უღ­ლეს­თან ერ­თად სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნის­გან მი­ნის­ტრი ამ ეტაპ­ზე თავს იკა­ვებს.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრო­ბამ­დე ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი გზა გან­ვლო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მისი სა­ხე­ლი და გვა­რი უცხო არ ყო­ფი­ლა. 18 წლის იყო, რო­დე­საც ცო­ლად მწე­რალ გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­თია მო­იყ­ვა­ნა და მას შემ­დეგ ოცი წე­ლია წყვი­ლი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს. ერ­თმა­ნე­თი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იც­ნეს, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ირაკ­ლი მე­უღ­ლეს გა­მო­უ­ტყდა, რომ უფრო ადრე კა­ფე­ში შე­ამ­ჩნია და მო­ე­წო­ნა. ერ­თად პირ­ვე­ლად ზო­ო­პარკში გა­ი­სე­ირ­ნეს, იმი­ტომ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ახ­ლოს იყო. მალე და­ო­ჯახ­დნენ, ტრა­დი­ცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. ალა­სა­ნი­ამ მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს უთხრა, რომ და­სა­მა­ლი არა­ფე­რი იყო და ნა­თი­ას ხელი მის მშობ­ლებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად სთხო­ვა. უკვე ორი შვი­ლი ჰყავთ, ეკა და ნი­კუ­შა. ალ­ბათ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ცო­ლე­ბი­დან ნა­თია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გულ­წრფე­ლი რეს­პონ­დენ­ტია, თუმ­ცა სწყინს, რომ ამ გულ­წრფე­ლო­ბას ხან­და­ხან შე­სა­ბა­მი­სად ვერ იგე­ბენ. ბოლო დროს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარს აცხა­დებს. ამის მი­ზე­ზი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მის მიერ ნათ­ქვა­მი ფრა­ზა გახ­და, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას სა­ჯა­რო შე­ნიშ­ვნის შემ­დეგ გა­იხ­სე­ნეს. "რე­ი­ტინ­გში" ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ამ­ბობ­და:

"ბი­ძი­ნას, რო­გორც პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის გა­მო­ჩე­ნა, ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ვიგ­რძე­ნი, რომ პირ­ვე­ლად დგას ირაკ­ლის გვერ­დით ნამ­დვი­ლი პარტნი­ო­რი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, რო­გორც დარ­ტყმის, ასე­ვე საქ­მის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბა. რაც ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა გა­მოჩ­ნდა, მე­ში­ნია, ნე­ტა­რე­ბამ­დე არ მი­ვი­დე, ისე­თი მშვი­დი ვარ".

კახი კა­ლა­ძე მი­ლა­ნის ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­ლდათ, ანუ­კი არე­ში­ძე კი - დამ­წყე­ბი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც მი­ლან­ში კა­რი­ე­რის ასა­წყო­ბად ჩა­ვი­და. ანუ­კი 18 წლის იყო, კახი - მას­ზე 11 წლით უფ­რო­სი. ანუ­კის მამა კა­ხის ოჯახს იც­ნობ­და, უყუ­რა­დღე­ბოდ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სთხო­ვეს, კა­ხის ანუ­კის­თვის ეპატ­რო­ნა. მო­დელს ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მა­ნამ­დე მხო­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ით ჰყავ­და ნა­ნა­ხი, თუმ­ცა კა­ლა­ძეს სუს­ტი სქე­სი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სწყა­ლობ­და და უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლიც ჰყავ­და. ერ­თმა­ნე­თი მალე მო­ე­წო­ნათ და კა­ხიმ ჩა­ბა­რე­ბულ გო­გო­ნა­ში მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე და­ი­ნა­ხა. წყვილს ახლა ორი შვი­ლი ჰყავს, ლე­ვა­ნი­კო და კა­ხა­ბე­რი. ანუ­კი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს ხში­რად ჩნდე­ბო­და მე­უღ­ლის გა­რე­მოც­ვა­ში და სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­საც ღიად აფიქ­სი­რებ­და.

და­ვით და­რახვე­ლი­ძემ მი­ნის­ტრებს შო­რის პო­პუ­ლა­რო­ბა ჯერ კი­დევ დამ­ტკი­ცე­ბამ­დე მო­ი­პო­ვა. დევ­ნილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­დატს ძა­ლი­ან მალე გა­მო­უქ­ვეყ­ნეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი, სა­დაც ჟურ­ნა­ლისტს სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლოდ მო­იხ­სე­ნი­ებ­და. და­რახვე­ლი­ძე მი­ნის­ტრად მა­ინც და­ნიშ­ნეს და პირ­ვე­ლი სწო­რედ ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი" გახ­ლდათ, რო­მელ­საც ოჯა­ხუ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

მისი მე­უღ­ლე, ნინო სა­გა­ნე­ლი­ძე, წარ­მო­შო­ბით ასე­ვე რაჭ­ვე­ლი გახ­ლავთ და ერთ-ერთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს. მი­ნის­ტრმა ის სო­ხუმ­ში გა­იც­ნო. ბა­ტო­ნი და­ვი­თი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ხუმ­ში მუ­შა­ობ­და, ქალ­ბა­ტო­ნი ნინო კი მე­გობ­რებ­თან ერ­თად აფხა­ზეთს სტუმ­რობ­და. მარ­თა­ლია, წყვილს ერ­თმა­ნე­თი მა­შინ­ვე მო­ეწო­ნა, მაგ­რამ ცო­ლო­ბა­ზე ნი­ნოს და­თან­ხმე­ბა მარ­ტი­ვი არ აღ­მოჩ­ნდა. მო­მა­ვალ მი­ნისტრს მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის მო­ტა­ცე­ბაც კი დას­ჭირ­და. მათი ცოლ­ქმრო­ბა ბევრ წელს ით­ვლის და ორი ვაჟი ჰყავთ.

ნინო ცი­რე­კი­ძემ და­ოჯა­ხე­ბამ­დე ნამ­დვი­ლად არ იცო­და, რო­გო­რი ქმა­რი იქ­ნე­ბო­და ნო­დარ ხა­დუ­რი, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ წლე­ბის გას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლით ლა­პა­რა­კობს მე­უღ­ლე­ზე. ერ­თმა­ნე­თი ნი­ნოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე შემ­თხვე­ვით გა­იც­ნეს. მა­შინ ნინო 24 წლის იყო, მო­მა­ვა­ლი მი­ნის­ტრი კი უკვე 33 წელს ით­ვლი­და და და­ო­ჯა­ხე­ბაც ეჩ­ქა­რე­ბო­და. გაც­ნო­ბი­დან სამ თვე­ში იქორ­წი­ნეს. ხა­დუ­რის კა­რი­ე­რა ეტა­პობ­რი­ვად გან­ვი­თარ­და, იყო ჩა­ვარ­დნე­ბიც, თუმ­ცა პრო­ფე­სო­რი ხა­დუ­რი, რო­მე­ლიც ამ სტა­ტუ­სით უფრო ამა­ყობს, ვიდ­რე მი­ნის­ტრო­ბით, ამას არ შე­უ­ში­ნე­ბია. პრო­ფე­სი­ით ექი­მი მე­უღ­ლე ამ­ჟა­მად არ მუ­შა­ობს, ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი და 5 წლის ბი­ჭ­სა და 8 წლის გო­გო­ნას ზრდის.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

მინისტრების მეორე ნახევრები

მინისტრების მეორე ნახევრები

ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა. მათ შორის მოხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი და ბევრიც უცნობი სახეები. იმის გარდა, თუ რა პროგრამებით მოხიბლავდნენ საზოგადოებას ახალი მინისტრები, ინტერესი მათი პირადი ცხოვრების მიმართაც გაჩნდა. რამდენიმე მათგანის, მაგალითად ირაკლი ალასანიასა და კახი კალაძის ოჯახური ცხოვრება მანამდეც ცნობილი იყო, რადგან ალასანია პოპულარული პოლიტიკოსი, კალაძე კი ცნობილი სპორტსმენი გახლდათ. საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებაზე მალევე იზრუნეს და ქართულ პრესაში ერთი-მეორის მიყოლებით გამოჩნდა ოჯახური ინტერვიუები, თუმცა გამონაკლისებიც აღმოჩნდნენ, მათ შორის ერთ-ერთია შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ჩვენ შევეცადეთ, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, ვინ არიან ცნობილი მინისტრების მეორე ნახევრები და ჩვენს სიაში თითქმის ყველა მათგანი მოხვდა, "რეიტინგის" შემდეგ ნომრებში კი შევეცდებით, უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ მათი ოჯახური პორტრეტები. მეორე ნახევრების სიას შინაგან საქმეთა მინისტრის მეორე ნახევრით დავიწყებთ.

ირაკლი ღარიბაშვილი და ნუნუკა თამაზაშვილი ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. წარმოშობით ორივე დედოფლისწყაროდან გახლავთ და რთული მისახვედრი არ არის, სად იპოვა მომავალი მეუღლე მომავალმა მინისტრმა. წყვილს ორი შვილი ჰყავს, ნიკოლოზი და ანდრია. ნუნუკა წინასაარჩევნოდ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. როცა მისი მეუღლე პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაება, მამა - გენერალი თამაზ თამაზაშვილი, რომელიც ადრე კახეთის პოლიციის უფროსი გახლდათ, დააპატიმრეს.

ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ თამაზაშვილი გლდანის იზოლატორიდან გათავისუფლდა, ღარიბაშვილს კი პრემიერმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩააბარა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილი შეცვალა, რომლის მეორე ნახევარი თაკო სალაყაია სკანდალში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ გაეხვა, თუმცა მანამდე პრესისთვის ინტერვიუებს არ იშურებდა და შოუბიზნესის წარმომადგენლებთანაც აქტიურად მეგობრობდა. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, რომ თაკო სალაყაია დღემდე აგრძელებს "ტუსოვშიცობას" და არც ღამის ცხოვრებაზე ამბობს უარს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთხელ თაკო სალაყაიამ მორიგ საღამოზე გია სურამელაშვილიც მიიწვია და ამისათვის თანხაც გადაუხადა. როგორც ჩანს, ექსმინისტრის სკანდალური მეუღლე ხანდახან სუფრული სიმღერებით იქცევს თავს. სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მერაბიშვილის კარზე ჟურნალისტთა რიგი შეწყდა. სალაყაიამ პრესასთან კონტაქტზე უარი თქვა და მერაბიშვილის ინტერვიუებსაც მხოლოდ უცხოურ პრესაში თუ ვიხილავდით. ძველი ტრადიცია არ გააგრძელა ირაკლი ღარიბაშვილმა, მისი ინტერვიუ საქმიან თემებზე რთული მოსაპოვებელი არ არის, თუმცა მეუღლესთან ერთად საჯაროდ გამოჩენისგან მინისტრი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

თავდაცვის მინისტრობამდე ირაკლი ალასანიამ დიდი პოლიტიკური გზა განვლო და საზოგადოებისთვის მისი სახელი და გვარი უცხო არ ყოფილა. 18 წლის იყო, როდესაც ცოლად მწერალ გურამ ფანჯიკიძის ქალიშვილი ნათია მოიყვანა და მას შემდეგ ოცი წელია წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს. ერთმანეთი უნივერსიტეტში გაიცნეს, თუმცა მოგვიანებით ირაკლი მეუღლეს გამოუტყდა, რომ უფრო ადრე კაფეში შეამჩნია და მოეწონა. ერთად პირველად ზოოპარკში გაისეირნეს, იმიტომ, რომ უნივერსიტეტთან ახლოს იყო. მალე დაოჯახდნენ, ტრადიციების სრული დაცვით. ალასანიამ მომავალ მეუღლეს უთხრა, რომ დასამალი არაფერი იყო და ნათიას ხელი მის მშობლებს ოფიციალურად სთხოვა. უკვე ორი შვილი ჰყავთ, ეკა და ნიკუშა. ალბათ პოლიტიკოსების ცოლებიდან ნათია ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი რესპონდენტია, თუმცა სწყინს, რომ ამ გულწრფელობას ხანდახან შესაბამისად ვერ იგებენ. ბოლო დროს ინტერვიუებზე უარს აცხადებს. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, მის მიერ ნათქვამი ფრაზა გახდა, რომელიც ინტერნეტსივრცეში ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ირაკლი ალასანიას საჯარო შენიშვნის შემდეგ გაიხსენეს. "რეიტინგში" ერთ-ერთ ინტერვიუში ნათია ფანჯიკიძე ამბობდა:

"ბიძინას, როგორც პოლიტიკური ფიგურის გამოჩენა, ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. ვიგრძენი, რომ პირველად დგას ირაკლის გვერდით ნამდვილი პარტნიორი, რომელსაც შეუძლია, როგორც დარტყმის, ასევე საქმის საკუთარ თავზე აღება. რაც ბატონი ბიძინა გამოჩნდა, მეშინია, ნეტარებამდე არ მივიდე, ისეთი მშვიდი ვარ".

კახი კალაძე მილანის ფეხბურთელი გახლდათ, ანუკი არეშიძე კი - დამწყები მოდელი, რომელიც მილანში კარიერის ასაწყობად ჩავიდა. ანუკი 18 წლის იყო, კახი - მასზე 11 წლით უფროსი. ანუკის მამა კახის ოჯახს იცნობდა, უყურადღებოდ რომ არ ყოფილიყო, სთხოვეს, კახის ანუკისთვის ეპატრონა. მოდელს ცნობილი ფეხბურთელი მანამდე მხოლოდ ტელევიზიით ჰყავდა ნანახი, თუმცა კალაძეს სუსტი სქესი განსაკუთრებულად სწყალობდა და უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავდა. ერთმანეთი მალე მოეწონათ და კახიმ ჩაბარებულ გოგონაში მომავალი მეუღლე დაინახა. წყვილს ახლა ორი შვილი ჰყავს, ლევანიკო და კახაბერი. ანუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად ჩნდებოდა მეუღლის გარემოცვაში და საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებსაც ღიად აფიქსირებდა.

დავით დარახველიძემ მინისტრებს შორის პოპულარობა ჯერ კიდევ დამტკიცებამდე მოიპოვა. დევნილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატს ძალიან მალე გამოუქვეყნეს წინასაარჩევნო პერიოდში გადაღებული ვიდეოები, სადაც ჟურნალისტს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და განსხვავებული რასის წარმომადგენლებსაც არცთუ სახარბიელოდ მოიხსენიებდა. დარახველიძე მინისტრად მაინც დანიშნეს და პირველი სწორედ ჟურნალი "რეიტინგი" გახლდათ, რომელსაც ოჯახური ინტერვიუ მისცა.

მისი მეუღლე, ნინო საგანელიძე, წარმოშობით ასევე რაჭველი გახლავთ და ერთ-ერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. მინისტრმა ის სოხუმში გაიცნო. ბატონი დავითი რამდენიმე წლის განმავლობაში სოხუმში მუშაობდა, ქალბატონი ნინო კი მეგობრებთან ერთად აფხაზეთს სტუმრობდა. მართალია, წყვილს ერთმანეთი მაშინვე მო­ეწონა, მაგრამ ცოლობაზე ნინოს დათანხმება მარტივი არ აღმოჩნდა. მომავალ მინისტრს მომავალი მეუღლის მოტაცებაც კი დასჭირდა. მათი ცოლქმრობა ბევრ წელს ითვლის და ორი ვაჟი ჰყავთ.

ნინო ცირეკიძემ და­ოჯახებამდე ნამდვილად არ იცოდა, როგორი ქმარი იქნებოდა ნოდარ ხადური, თუმცა ფაქტია, რომ წლების გასვლის მიუხედავად, ფინანსთა მინისტრი ძალიან დიდი სიყვარულით ლაპარაკობს მეუღლეზე. ერთმანეთი ნინოს დაბადების დღეზე შემთხვევით გაიცნეს. მაშინ ნინო 24 წლის იყო, მომავალი მინისტრი კი უკვე 33 წელს ითვლიდა და დაოჯახებაც ეჩქარებოდა. გაცნობიდან სამ თვეში იქორწინეს. ხადურის კარიერა ეტაპობრივად განვითარდა, იყო ჩავარდნებიც, თუმცა პროფესორი ხადური, რომელიც ამ სტატუსით უფრო ამაყობს, ვიდრე მინისტრობით, ამას არ შეუშინებია. პროფესიით ექიმი მეუღლე ამჟამად არ მუშაობს, ოჯახური საქმეებითაა დაკავებული და 5 წლის ბიჭსა და 8 წლის გოგონას ზრდის.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"