სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება
 ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი ეჭ­ვობს, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ "სე­რი­ო­ზულ რეპ­რე­სი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს".

"დღეს სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი ის­ტე­რი­კა მო­ა­წყო სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ. ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა მოხ­და ბოლო დღე­ებ­ში ისე­თი, რომ ამას მოჰ­ყვა ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ის­ტე­რი­კა. მინ­და გან­ვა­ცხა­დო სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით - დღე­ვან­დელ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ აქვს საკ­მა­რი­სი ხმე­ბი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს გან­ვა­ცხა­დო, რომ დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ძა­ლი­ან შორს არის უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის­გან. ამ ფონ­ზე, მათი დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ მალე კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბებს შე­ი­ტა­ნენ, მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მთავ­რო­ბას გა­და­წყვე­ტი­ლი აქვს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს სე­რი­ო­ზუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ფრაქ­ცი­ე­ბის წევრთა წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და მე­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში, მან მთავ­რო­ბას მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, თა­ნამ­დე­ბობ­რივ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას არ გა­და­ა­მე­ტონ.

"მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი - თუ უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას, ანუ შე­აგ­რო­ვებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას, ეს იქ­ნე­ბა იმის ნი­შა­ნი, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­მო­ი­ყე­ნა სა­კუ­თა­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა ბო­რო­ტად და ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით გა­და­ი­ბი­რა, შე­ა­ში­ნა, და­ა­შან­ტა­ჟა პარ­ლა­მენ­ტის საკ­მა­ოდ ბევ­რი წევ­რი. ასე­თი ქმე­დე­ბა არის დას­ჯა­დი, და­ნა­შა­უ­ლი. ვურ­ჩევ მთავ­რო­ბას, თავი და­ა­ნე­ბოს ოპო­ზი­ცი­უ­რი წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნა­დი­რო­ბას და მი­ხე­დოს ქვე­ყა­ნას. ქვე­ყა­ნა სა­ჭი­რო­ებს გან­ვი­თა­რე­ბას, ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის დაძ­ლე­ვას და სხვა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რომ­ლის პი­რო­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ გას­ცა", - აღ­ნიშ­ნა მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება

 ვანო მერაბიშვილი - ცვლილებების დამტკიცება ივანიშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ნიშანი იქნება

"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წინააღმდეგ "სერიოზულ რეპრესიებს განახორციელებს".

"დღეს სრულიად გაუგებარი ისტერიკა მოაწყო საპარლამენტო უმრავლესობამ. ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა ბოლო დღეებში ისეთი, რომ ამას მოჰყვა ასეთი სერიოზული ისტერიკა. მინდა განვაცხადო სრული სერიოზულობით - დღევანდელ უმრავლესობას არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების რაოდენობა მაძლევს საფუძველს განვაცხადო, რომ დღევანდელი მონაცემებით, ძალიან შორს არის უმრავლესობა საკონსტიტუციო უმრავლესობისგან. ამ ფონზე, მათი დღევანდელი განცხადებები, რომ მალე კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანენ, მაფიქრებინებს, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს სერიოზული რეპრესიები "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების წევრთა წინააღმდეგ", - განაცხადა მერაბიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნულ კონტექსტში, მან მთავრობას მიმართა და მოუწოდა, თანამდებობრივ უფლებამოსილებას არ გადაამეტონ.

"მინდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი - თუ უახლოეს დღეებში პარლამენტი მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, ანუ შეაგროვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა საკუთარი თანამდებობა ბოროტად და ძალისმიერი მეთოდებით გადაიბირა, შეაშინა, დააშანტაჟა პარლამენტის საკმაოდ ბევრი წევრი. ასეთი ქმედება არის დასჯადი, დანაშაული. ვურჩევ მთავრობას, თავი დაანებოს ოპოზიციური წევრების წინააღმდეგ ნადირობას და მიხედოს ქვეყანას. ქვეყანა საჭიროებს განვითარებას, ეკონომიკური კრიზისის დაძლევას და სხვა ვალდებულებების შესრულებას, რომლის პირობა "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ გასცა", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა