ხაშურში ბაზრის მიმდებარედ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცის გვამი იპოვეს. ის ჯიხურის მეპარტონე 65 წლის სულიკო გრიგალაშვილი აღმოჩნდა. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.
ჯიხურის გვერდით მდებარე მაღაზიაში აცხადებენ, რომ გრიგალაშვილი დილით ცოცხალი ნახეს. სულიკო გრიგალაშვილი, სავარაუდოდ, შუა დღით გარდაიცვალა.