სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობით დაუჭერს
უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობით დაუჭერს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მხარს გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით და­უ­ჭერს. ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც უმ­რავ­ლე­სო­ბის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, უმ­რავ­ლე­სო­ბის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა. მისი თქმით, პირ­ვე­ლი არის ის, რომ მი­უ­ხე­და­ვად პო­ლი­ტი­კუ­რი ზე­წო­ლი­სა და პირ­და­პი­რი შან­ტა­ჟი­სა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­ზე, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ ვერ შეძ­ლო სა­კონ­სტი­ტუ­ციო ქვო­რუ­მის შეგ­რო­ვე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ტენ­დენ­ცი­ას, ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მათ­მა კო­ლე­გებ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბი­დან სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლა­შიც ვერ შეძ­ლეს თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნათ პირ­და­პი­რი მუ­ქა­რის­გან და ფაქ­ტობ­რი­ვად, ულ­ტი­მა­ტუ­მის სა­ხით ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ ოპო­ზი­ცი­ას, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

"ის, რომ ზეგ გა­სა­მართ კენ­ჭისყრა­ზე ვერ მი­ი­ღე­ბენ მხარ­და­ჭე­რას, დიდ­წი­ლად გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სწო­რედ იმ ენით, ურ­თი­ერ­თო­ბის იმ ფორ­მით, რომ­ლი­თაც ისი­ნი ცდი­ლო­ბენ ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, მთავ­რო­ბა ცდი­ლობს მო­სახ­ლო­ე­ბას აჩ­ვე­ნოს, რომ ხელი ეშ­ლე­ბა საქ­მე­ში, სწო­რედ ამი­ტომ ვერ ას­რუ­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­ცე­მულ და­პი­რე­ბას და არ­სე­ბობს მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის "მზაკ­ვრუ­ლი მსოფ­ლიო გეგ­მა".

"არა­ნა­ი­რი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მა არ არ­სე­ბობს და არა­ვინ არ აპი­რებს მათ­თვის ხე­ლის შეშ­ლას. თავი და­ა­ნე­ბონ კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბას, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას, შეგ­ზავ­ნი­ლი აგენ­ტე­ბის ძებ­ნას და იმუ­შა­ონ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ უმ­რავ­ლე­სო­ბას აქვს ში­შე­ბი, რომ იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი და აპ­რილ­ში მთავ­რო­ბას და­ე­მუქ­რე­ბა კრი­ზი­სი, ისი­ნი მზად არი­ან, ამ თე­მა­ზე დას­ხდნენ და ისა­უბ­რონ.

"მაგ­რამ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი სხვა ში­შიც არ­სე­ბობს. ჩვენ მზად ვართ, ეს გა­ვა­კე­თოთ ისე­თი ფორ­მით, რო­მე­ლიც სკა­მე­ბის და­კარ­გვის შიშ­თან ერ­თად, სხვა ში­შებ­საც მო­უხ­სნის ჩვენს მო­სახ­ლე­ო­ბას. ეს არის შიში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალს შე­იძ­ლე­ბა საფრ­თხე და­ე­მუქ­როს. ჩვენ მზად ვართ, მო­ვუხ­სნათ მთავ­რო­ბას ში­შე­ბი და ხმა მივ­ცეთ სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს და ამა­ვე დროს, ერთ პა­კეტ­ში მოვხსნათ ის შიში, რო­მე­ლიც აქვს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ ევ­რო­პუ­ლი კურ­სი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ბაქ­რა­ძემ.

უმ­ცი­რე­სო­ბა ასე­ვე სთა­ვა­ზობს უმ­რავ­ლე­სო­ბას, მო­იხ­სნას ოპო­ზი­ცი­ა­ზე ზე­წო­ლა. ბაქ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი სთა­ვა­ზო­ბენ უმ­რავ­ლე­სო­ბას, ამოქ­მედ­დეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ის ნა­წი­ლი, რომ­ლი­თაც 3/4 იქ­ნე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ქვო­რუ­მი, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მთავ­რო­ბის წი­ნა­შე მუდ­მი­ვად აღარ იქ­ნე­ბა ცდუ­ნე­ბა "გა­და­ით­რი­ოს იქით მხა­რეს რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტი".

იხი­ლეთ ვი­დეო: თავი და­ა­ნე­ბონ კუ­დი­ა­ნებ­ზე ნა­დი­რო­ბას და გა­ა­კე­თონ საქ­მე - და­ვით ბაქ­რა­ძე

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობით დაუჭერს

უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობით დაუჭერს

საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს გარკვეული პირობებით დაუჭერს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც უმრავლესობის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმრავლესობის დღევანდელ განცხადებაში რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა. მისი თქმით, პირველი არის ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და პირდაპირი შანტაჟისა პარლამენტის წევრებზე, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო ქვორუმის შეგროვება.

რაც შეეხება მეორე ტენდენციას, ბაქრაძის განცხადებით, მათმა კოლეგებმა უმრავლესობიდან სატელევიზიო გამოსვლაშიც ვერ შეძლეს თავი შეეკავებინათ პირდაპირი მუქარისგან და ფაქტობრივად, ულტიმატუმის სახით ესაუბრებოდნენ ოპოზიციას, რაც მიუღებელია.

"ის, რომ ზეგ გასამართ კენჭისყრაზე ვერ მიიღებენ მხარდაჭერას, დიდწილად განპირობებული იქნება სწორედ იმ ენით, ურთიერთობის იმ ფორმით, რომლითაც ისინი ცდილობენ ჩვენი მხარდაჭერის მოპოვებას", - განაცხადა ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერის განცხადებით, მთავრობა ცდილობს მოსახლოებას აჩვენოს, რომ ხელი ეშლება საქმეში, სწორედ ამიტომ ვერ ასრულებს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებას და არსებობს მთავრობის დათხოვნის "მზაკვრული მსოფლიო გეგმა".

"არანაირი მზაკვრული გეგმა არ არსებობს და არავინ არ აპირებს მათთვის ხელის შეშლას. თავი დაანებონ კუდიანებზე ნადირობას, "ნაციონალების" დადანაშაულებას, შეგზავნილი აგენტების ძებნას და იმუშაონ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, თუ უმრავლესობას აქვს შიშები, რომ იქნება გამოყენებული მექანიზმი და აპრილში მთავრობას დაემუქრება კრიზისი, ისინი მზად არიან, ამ თემაზე დასხდნენ და ისაუბრონ.

"მაგრამ ამ ქვეყანაში ბევრი სხვა შიშიც არსებობს. ჩვენ მზად ვართ, ეს გავაკეთოთ ისეთი ფორმით, რომელიც სკამების დაკარგვის შიშთან ერთად, სხვა შიშებსაც მოუხსნის ჩვენს მოსახლეობას. ეს არის შიში, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ჩვენ მზად ვართ, მოვუხსნათ მთავრობას შიშები და ხმა მივცეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ამავე დროს, ერთ პაკეტში მოვხსნათ ის შიში, რომელიც აქვს საქართველოს მოსახლეობას, რომ ევროპული კურსი შეიძლება შეიცვალოს", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უმცირესობა ასევე სთავაზობს უმრავლესობას, მოიხსნას ოპოზიციაზე ზეწოლა. ბაქრაძის განცხადებით, ისინი სთავაზობენ უმრავლესობას, ამოქმედდეს კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლითაც 3/4 იქნება საკონსტიტუციო ქვორუმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მთავრობის წინაშე მუდმივად აღარ იქნება ცდუნება "გადაითრიოს იქით მხარეს რამდენიმე დეპუტატი".

იხილეთ ვიდეო: თავი დაანებონ კუდიანებზე ნადირობას და გააკეთონ საქმე - დავით ბაქრაძე

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა